სოსო ნადირაძე - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: ხუთ, 17.05.2012, 01:22 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ლექსს არაფერი
არ უნდა ბევრი,
არც სარმა და არც
სუმოს ილეთი,
წერტილი უნდა
დაუსვა წერტილს,
უნდა გამიჯნო
მძიმე მძიმეთი.....
 
nukriaДата: ხუთ, 17.05.2012, 15:15 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფეისბუქელ მეგობრებს...

ერთმანეთს ვიცნობთ ვირტუალურად,
დღებიც არის ვირტუალური,
ხანდახან ნაბიჯს სევდას გაურევს,
ვირტუალური წვიმის ხმაური...

წლები-კვიცები უცებ გამექცნენ,
მწუხრს და სიბერის უღელს შევები,
და მეგობრების სითბოს დავეძებ,
ვირტუალური ღამისთევებით

მე თქვენთან ერთად გულივით ვფეთქავ,
თრთოლვით შევყურებ პარტერს, იარუსს,
და ჩემს უმწეო ლექსებთან ერთად,
ვირტუალურად ვსწავლობ სიარულს,

ეს მეგობრობა უნაზესია,
ამაღლებული და უცნაური,
გული გულია, ლექსი, ლექსია.
თუ გინდაც ერქვას ვიტუალური..


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 17.05.2012, 15:16
 
nukriaДата: ხუთ, 17.05.2012, 15:16 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

თვალს გავადევნებ
მეფის ისარს
ზეცით მოხმობილს,
ისევ გავიგებ
გამარჯვების
ყიჟინს გულიანს,
ნარიყალიდან
დღესაც მათბობს
დედა ხოხობი,
და ძველ თბილისში
კვლავ ხოხბების
გაზაფხულია...
 
nukriaДата: ხუთ, 17.05.2012, 23:58 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
’მაინც გრძელდება სიცოცხლე ჩემი’.

გრძელდება ისევ
მოთქმა და მითქმა,
აზრით ავსებენ
ბგერები ბგერებს
გზაც საოცარი
ლექსივით რითმავს
შენი სიცოცხლის
დარჩენილ დღეებს...
 
nukriaДата: პარ, 18.05.2012, 16:30 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზარი პირველი

გამოიღვიძე შვილო... არ გშია?!
სულ თან დამყვება თბილი სიტყვები,
ასე მგონია ისევ ბავშვი ვარ,
და სკოლისაკენ დედას მივყვები...

მასწავლებელი შეკრავს ირაოს,
მართვეს ასწავლის ფრენას არწივი,
და მართვეები საბედნიეროდ
ზეცას ხაზავენ სკოლის ცარცივით...

ვინ იცის საგზლად ვის რას ატანენ,
მე რაც დავტოვე სკოლის კარები,
ხელი ჩავკიდე და თან ვატარებ
მერხს, ჩანთას დაფას და მასწავლებელს...

დრო გადის, მაგრამ საოცარია,
მხარზე ბავშვობის გვაზის ფრინველი,
დაიცათ, რაის ბოლო ზარია,
ყველა ზარია თურმე პირველი...
 
nukriaДата: შაბ, 19.05.2012, 15:18 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ეს გული არა ბერდება,
უფალი ღმერთი გვფარავდეს,
სიცოცხლე მაინც გრძელდება
და გაგრძელდება მარადის...

ტანზე აცვია ფარაჯა,
ღამეს ათენებს სანგარში
და საქართველოს დარაჯობს
ყოველი ლექსის განგაში.

სივრცეს იმედით გავყურებ,
და ვეფერები გზებივით,
ლექსებს ვაზივით გასხლულებს
და ფეხადგმულებს ჯვრებივით...

გზას მიუყვება რითმიანს
სამშობლო მრავალფერება,
აქ ნოეს ენა იციან
თონეებმა და ქვევრებმა...

გადმოიარეს ზღვა, ყურე,
აკურთხეს მიწა ხნულივით
და თორმეტი მთა დამყურებს
თორმეტი მოციქულივით...

ეს გული არა ბერდება,
უფალი ღმერთი გვფარავდეს,
სიცოცხლე მაინც გრძელდება
და გაგრძელდება მარადის...
 
nukriaДата: შაბ, 19.05.2012, 15:20 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ ამომაცლის ზურგიდან ისრებს...

ვინ ამომაცლის
ზურგიდან ისრებს,
თუმცა მე მათიც
მესმის ძალიან,
კაცი რომელიც
ყოველ წუთს გისწრებს,
განა ადვილი
ასატანია?!

ჩამოაშორე ლექსს
ღორღის მტვერი,
ბევრჯერ გაგძარცვეს,
ბევრი მოგპარეს
და მაინც გიყვარს
უგნური მტერი.
და სიხარულით
გავსებს მოყვარე...

რადგან სხვაგვარად
ამ გულს არ ძალუძს,
მარტივად ხაზავ
ურთულეს რუკებს,
და ლექსად შობილ
ყველა სასწაულს
ჩვეულებრივად
არიგებ უკვე...

ვინ ამომაცლის
ზურგიდან ისრებს,
თუმცა მე მათიც
მესმის ძალიან,
კაცი რომელიც
ყოველ წუთს გისწრებს,
განა ადვილი
ასატანია?
 
nukriaДата: კვ, 20.05.2012, 22:31 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

კვლავ სისასტიკე გვდევნის რაბუნი,
გაოცებული ცრემლით შევყურებ
დრო დამფრთხალი და განრისხებული
ქვებს როგორ უშენს ერთგულ ბეღურებს...

კვლავ სიძულვილის გველი სისინებს,
გესლავს და გესლავს შხამით სხეულებს
და ვუერთდები ქარში ნისლივით
სიცოცხლის ნება ჩამორთმეულებს...

გზა უდაბნოზე უფრო მშიერი,
ალბათ არასდროს გაგვანებივრებს,
ნელნელა ვსწავლობთ ქარზე სიარულს
ფრთამოტეხილი ბეღურებივით,

და რადგან ცოტა დარჩა მანძილი,
აბრაამს მოუწყვეტს გულაბს ისაკი,
ჩვენც წამოვდგებით და გავაგრძელებთ
გზას ერთმანეთის გულებისაკენ...
 
nukriaДата: კვ, 20.05.2012, 22:32 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ფეხი დაუცდათ,
აბუზულებს
ცხადზე ცხადია
და ბეღურები
განა ფრენენ,
ქარზე დადიან...
 
nukriaДата: კვ, 20.05.2012, 22:34 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

რას იზამ, ალბათ ეს უნდა მოხდეს,
იძირებიან ზღვაში გემები,
ახლა ყოველი კედელი გოდებს,
მიდიხარ მაგრამ თავს ვერ ერევი.

ვისაც მიენდე მანაც გაგწირა,
ის ბედნიერი დღესაც ხარხარებს,
გუგებში მალავ თვალებს ნაწვიმარს
მკერდში იხუტებ გულს -შენს ლაზარეს.

ესეც მუხთალი სოფლის წესია,
გინდა გაცურო, მაგრამ ვერ ცურავ,
სხვაგვარი სევდა შემოგეჩვია,
სხვაგვარი დარდი დაგემეგზურა...

ალბათ სულ ყველას ხელს ვერ დაუქნევ,
რომ გემრიელად დაემშვიდობო,
გვერდში იყენებ შენს სიჩაუქეს
მხრებზე ეყრდნობი შენს სუსტ სტრიქონებს.

და იმედისკენ მიდიხარ მაინც
გწამს ვინმე ერთი მაინც გაჩნდება,
და გადაარჩენსა უნდა სთქვა რაიც
და შენც ბოლომდე დაიხარჯები...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость