სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.05.2012, 19:43 | Сообщение # 91 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლევილის წვიმა ------------------------ თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო და განშორების გაწევთ ღრუბელი, ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უნუგეშოდ დამარხულები...
ჩვენს შორის მხოლოდ თოვლიანი მოსჩანს მინდორი, სხვა ყველაფერი ქარმა წახვეტა, ჩოლოყაშვილი აქ ამაღლდა, როგორც დიდგორი, საქართველოზე გადმოსახედად...
ლევილის მიწავ,საქართველოს შვილთა საძვალევ, ლევილის მიწავ, ძვლებით ქართულო! საქართველოდან ისე ჩანხარ, როგორც ტაძარი, ბრძოლით დაღლილი, უსიხარულო...
ლევილის მიწავ მშობლიური სევდით ნაქარგო, მკერდში რომ იკრავ ტანჯულ ქართველებს, საქართველოდან წამოსული წვიმა არ გაკრთობს, ან არ გასველებს?!
ლევილის მიწავ, მოწყენილო უამინდობით, ლევილის მიწავ დატყვევებულო, ეგ შენი გული დედასავით არისმიმნდობი, უ ს ა ყ ვ ე დ უ რ ო ...
თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო და განშორების გაწევთ ღრუბელი, ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უნუგეშოდ დამარხულები...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.05.2012, 19:43 | Сообщение # 92 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქაქუცა ----------- სულ ერთი ნატვრა წაჰყვა ფიცად, სულ ერთი ცრემლი შერჩა სტრიქონს და ზღვაში ტალღად გადაიქცა კაცი, რომელიც დროშა იყო!
სამშობლოს სუნი შერჩა ბალახს, წვიმამ კი აღარ გადაიღო და გემზე აფრად გაიშალა კაცი, რომელიც დროშაც იყო!
ზღვის ტალღა,აფრა, ბრძოლა ქართან, მონატრებული ცოტა სითბო და ერის ღერძად აღიმართა კაცი, რომელიც დროშაც იყო!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 27.05.2012, 17:19 | Сообщение # 93 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მკაცრად შეკრული სიტყვის მუჭებით რამ დამასუსტა, რად შემაცივა?! ხავსს ისე დიდხანს ვებღაუჭები ასე მგონია უკვე ხავსი ვარ...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 27.05.2012, 17:22 | Сообщение # 94 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ოქროს საწმისად გადააქცია, რაც დრომ დიდებით შემოიკონა, ზღვა ისე არწევს მთელს კავკასიას, როგორც ტალღები ნოეს კიდობანს...
ამირანს ჯაჭვი გაუწყვეტია, ცეცხლი ჩამოაქვს დევგმირს ციდანა, მზემ ბაზალეთის ტბის ფესვებიდან ოქროს აკვანი ამოიტანა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.05.2012, 00:13 | Сообщение # 95 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
თვალის გახელაც ვერ მოვასწრე ისე შებინდდა, მიწასაც თითქოს უკვე გასძვრა ქანცი წრებრუნვით იმდენი მძიმე ლექსი მომტყდა უკვე მხრებიდან, რომ ახლა ლექსის ლოდებს ვუცქერ განცვიფრებული...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 30.05.2012, 12:04 | Сообщение # 96 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იმედო ჯახუას
ამბობდი მუდამ ლექსით დასჯილი: - ირგვლივ ლექსების ქარიშხალია... კაცი ლომივით ფაფარაშლილი ამსხვრევ და ტოვებ ლექსის გალიას...
შენი ტაძარიც, შენი მეჩეთიც, იბადებოდა მხოლოდ რითმიდან, მთელი ცხოვრება კალმით ეძებდი გასასვლელს ლექსის ლაბირინთიდან...
ჩაიწმინდავდი გულ-მკერდს არაყით, ნაკვერჩხალივით ძმისთვის ღვიოდი, ეძებდი კარებს გაუბზარავი, მაგრამ ლექსიდან ვერ გადიოდი...
ამბობდი მუდამ ლექსით დასჯილი: - ირგვლივ ლექსების ქარიშხალია... კაცი ლომივით ფაფარაშლილი ამსხვრევ და ტოვებ ლექსის გალიას...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 30.05.2012, 12:05 | Сообщение # 97 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემს ლექსებს ----- რაც გითხარით, მშვიდობით, (მიპასუხეთ ასევე.) სულ ყველგან ფეხს გიდებენ, სულ ყველგან შხამს გასმევენ.
არსად აღარ გწყალობენ ჩემს პატარა ღაბუებს, წუთისოფლის კანონებს, რა ვქნა, ვერ შეგაგუეთ.
შურდული აქვთ უვიცებს, მიზანშია მაღლობი, მინდორ- -მინდორ ნუ იფრენთ ჭიკჭიკით და გალობით.
გამოხსენით უჯრები, გამოაღეთ კარები, ვიდრე დაგამუნჯებენ, ვიდრე დაგაბრმავებენ.
რაც გითხარით, მშვიდობით, (მიპასუხეთ ასევე.) სულ ყველგან ფეხს გიდებენ, სულ ყველგან შხამს გასმევენ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 30.05.2012, 12:07 | Сообщение # 98 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთვარე ----- ღამის ჰორიზონტზე ბჟუტავს ვილა, ირგვლივ ლაბირინთის კედელია. მთვარეც პოეტივით გულუბრყვილოდ ფიქრობს,რომ სამყარო კეთილია...
ზეცა ვარსკვლავებით აშრიალდა, ისევ ოცნებაში დარჩა კიბე, მთვარეც პოეტივით ბავშვია და ტირის, ხელები თუ არ ჩაჰკიდე...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 31.05.2012, 20:00 | Сообщение # 99 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მივიკვლევდი წერაქვით ამ ბილიკებს ღორღიანს, რასაც თქვენ ლექსს ეძახით, ჩემი თბილი ქოხია,
უნდა რწმენით იწვოდე! ღაღადებენ ნიშნები, როცა ლექსს ვწერ, იცოდე, ქოხში გეპატიჟები...
ვით დურგალი, ვით ხურო,, ვცხოვრობ ჩემთვის ისევე... თქვენც ლექსს კი არ კითხულობთ, ჩემს თბილ ქოხში ისვენებთ.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 31.05.2012, 20:03 | Сообщение # 100 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ჩემო უფალო აგერ ცხენი ჭენებ - ჭენებითბ მიუახლოვდი იერუსალიმს რწმენით აგვანთე... პატარა ვირი მომიმზადეთ რადგან წერია ვინც დაიმდაბლოს ტავი თვისი იგი ამაღლდეს...
|
|
|
|