სოსო ნადირაძე - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:24 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე,
მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი,
დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ
ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები...

შენი თეატრი მიაატოვეს და უდასოა,
ახლა მინდორში გამოხვედი სახეტიალოდ,
თითო ფოთოლი თუ ანბანის თითო ასოა,
მაშინ ლექსია ყოველი ხის მწვანედ შრიალი...

ქალაქს ციმციმა ნათურებით შენს წინ შესვამენ
ვარსკვლავის ცეცხლზე მოზეიმე შმაგი დევები,
უცნაურ მთვარეს დარაჯობენ დღემდე შენსავით,
ლექსები, შენზე დაღლილები ღამისთევებით.

ფურცლებზე ტანჯვით გადაწერე სულმა რაც ზიდა,
მხურვალე მზეა ცრემლიანი მიწის საშრობი,
და გული გწყდება, რომ ლექსები ისე გაზრდილან
ნაკვალევიც კი აღარ დაგრჩა მათი ბავშვობის...

ამ ქუჩამ იმ გზას საბოლოოდ ისე დაჰკივლა,
დაფრთხენ კენჭები - ეზოების ლაწირაკები,
ახლა შენც ქარის უხილავი ნაწილაკი ხარ
გარშემორტყმული უხილავი ნაწილაკებით...

კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე,
მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი,
დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ
ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები...
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:25 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ჩვენ ერთმანეთის
სურვილს ვნებდებით,
ჩვენი გულები
საზღვრებს კვეთავენ,
ვართ ერთი თიხის
ქანდაკებები
ასე იმიტომ
ვგავართ ერთმანეთს...
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:25 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზვიადს

სანთელს მიგიგავს,
სახე, ხელები,
მტკიცედ გიპყრია
კვერთხი მხილების,
დიდო რაინდო
შენი მკვლელები,
დღესაც შენს სამოსს
ინაწილებენ...
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:55 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ბარში მწყერს ადევნებული
დაღლილა ჩემი ბავშვობა,
და ნაპურალში მიმჯდარა
პაპას დაგროვილ კალოსთან.

იქნებ ისვენებსნ ან იქნებ
პოვნა პაპას ბავშვობა,
ისიც მწყერს ადევნებული
ოდესღაც აქ რომ დარბოდა..
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 14:09 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მივიკვლევდი წერაქვით
ამ ბილიკებს ღორღიანს,
რასაც თქვენ ლექსს ეძახით,
ჩემი თბილი ქოხია,

უნდა რწმენით იწვოდე!
ღაღადებენ ნიშნები,
როცა ლექსს ვწერ, იცოდე,
ქოხში გეპატიჟები...

ვით დურგალი, ვით ხურო,,
ვცხოვრობ ჩემთვის ისევე...
თქვენც ლექსს კი არ კითხულობთ,
ჩემს თბილ ქოხში ისვენებთ.
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 14:09 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მესხეთს

მთის წვერზე ვხედავ ტაძარს მეასეს,
ჩემსკენ იღვრება შუქი ულევი
და დღე ქადაგებს შემკრთალ მწვერვალზე
ანდრია პირველწოდებულივით.

რწმენაა ვაზი და არჩევანი
და მესხეთიდან ჯვრებად, ტაძრებად,
ნორჩი ლერწი და მწიფე მტევანი,
ბოდბის ქედისკენ მიემართება...

მთებზე რომ რწმენის შუქი კიაფობს,
ცას რომ ეკუთვნის ახლა სრულებით,
ვერ გამიგია ტაძრებია, თუ
გრიგოლ ხანძთელის ნაფეხურები?!...

ჩემი ბილიკი რატომღაც ღელავს,
ერთი წიგნი კი მოჰგავს სალოცავს
და როცა მთა და მწვერვალი ყველა
თრთოლვით კითხულობს "ვეფხისტყაოსანს,"

დილა თენდება, როგორც ლაზარე...
და დგას პოეტი მთავარ მეისრედ,
ხოლო ციხე და ყველა ტაძარი
თვალებს აპარებს თამარ მეფისკენ...
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 14:10 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ჩემო უფალო აგერ ცხენი
ჭენებ - ჭენებითბ
მიუახლოვდი იერუსალიმს
რწმენით აგვანთე...
პატარა ვირი მომიმზადეთ
რადგან წერია
ვინც დაიმდაბლოს ტავი თვისი
იგი ამაღლდეს...
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 21:35 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაბუა მოდის
- ·
ბაბუა მოდის,
რაც უფრო მოდის,
უფრო გშორდება
ეგ მოღალატე,
რადგან მწიფდება
პატარა ბორცვი,
რომელზეც ხსოვნის
ცეცხლს თუ დაანთებ...

წამოდგება და
უჩუმრად მოვა,
გადაქცეული
შენზე ლოცვებად
შეიკრავს სუნთქვას,
იხელთებს დროს და
წიგნის თაროებს
შეაცოცდება.
 
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 14:07 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნათლისღება

იოანევ სავალი
უფლისათვის გაწმინდე?!
მაცხოვარი მოადგა
იორდანეს ნაპირებს.

მაცხოვარი მოადგა
ღვთივ კურთხეულ სანახებს,
მოდის მთელი დიდებით,
ვარსკვლავივით ანათებს.

წყალს მოიკვლევს, ღმერთმანი,
რა ლამაზი ყოფილა.
მზერა ყოვლისმპყრობელი
მზის სხივებად მოჰფინა.

გალობის ხმა ჩამოაქვს
ზეცის მსღალ გალავანს,
მაცხოვარო ჩვენ შენი
თასმის ღირსიც არა ვართ.

სულიწმინდა ზეციდან
გადმოვიდა მტრედივით,
წყალში ინათლებოდა
მწყემსთა მწყემსი კეთილი...
 
nukriaДата: კვ, 03.06.2012, 14:08 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
უფალო ბრმას თვალი ამიხილე,
უფალო მუნჯს ბაგე გამიხსენი,
გულში სინანული გამიღვივე,
ცოდვათა ჩამიცხრე ქარიშხლები.

ყინვიდან სითბოში გამიყვანე,
ბნელიდან ნათელში გამიძეხი,
კვირტები ხელახლა ამიყვავე,
ნაგვემნი ცოდვათა ქარიშხლებით...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость