სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: პარ, 08.06.2012, 15:46 | Сообщение # 121 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბიბლიური იოსები
ხანდახან ტყესაც შეაჟრიალებს, ძნა წამოიწევს ხოლმე ძნებიდან და ნაპურალში ისევ შრიალებს სიზმარი წმინდა იოსებისა...
წუთისოფელი ვის არ გამოცდის, ძმებს ხომ ღვიძლი ძმა განუძარცვიათ, და იოსების ჭრელი სამოსი უდაბნოს ცოდვილ ტანზე აცვია...
დღე ფარაონის ერთ სიზმარს მოჰგავს, ვითვლი წლებს ორჯერ შვიდად განაყოფს და ვხედავ შვიდი ხორცსავსე ძროხა ჩვენს საძოვრებზეც მშვიდად ბალახობს ...
ძმა მოგადგება ერთხელაც ურმით, საწუთრო თურმე ამისთანაა და იოსების ნაკურთხი პური ტაბლაზე უდევს დღესაც ქანაანს...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 08.06.2012, 23:06 | Сообщение # 122 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** სად დავისვენო, ქარის ფრთებზე ვინ დამასვენებს, ანდა ნდინარის ზედაპირზე როგორ ჩავმუხლო. ან ზღვის ტალღებში ვის ან როდის დაუსვენია... ლოდია სადაც შეიძლება წუთით ჩამუხლო, ან სამუდამო, ტკბილი ძილით გამოიძინო...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 09.06.2012, 23:02 | Сообщение # 123 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უფალმა ბრძანა
-------------
უფალმა ბრძანა_იქმენ ნათელი... და მერე,როცა ირგვლივ გაწვიმდა, თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელი და მე კაენის ვიქეც ნაწილად...
და როცა ღმერთი შემეხო თიხას, გულის სიღრმეში გალღვა ყინული და მე აბელის ნაწილიც ვიყავ იესოს სისხლით გამოსყიდული...
საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა, წვიმით დაღლილს და ქარით დამტვერილს, ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა, ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი...
ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს, დაცემის მადლით თვალებახელილს, შუბლით ვატარებ კაენის დამღას, გულით ჭრილობა დამაქვს აბელის.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 10.06.2012, 15:18 | Сообщение # 124 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მარტიდან ქალაქს მკერდი მწიფე ვაშლივით უცემს, ერთმანეთისკენ იზიდავენ ტოტებს ტოტები, და როგორც ევას, დედამიწას შერცხვება უცებ, და შიშველ სხეულს დაიმალავს მწვანე ფოთლებით...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 10.06.2012, 19:25 | Сообщение # 125 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იმერეთი
მახსენდება კორბოული, ჩამომჯდარი ჩეროსთან, აივნიდან თავმომწონე იმერეთი მღეროდა...
ქალბატონი ლეონინეს დედის თბილი ხელებით მეფერება და მეღვრება იმერეთის ფერები...
იმერეთი თიხის ზღვაში ასჯერ ამოევლება და მწვანეში ამოყვინთავს თონეებად, ქვევრებად...
სტუმრის ხილვით გაიხარებს, წელში გაიმართება, სუფრის თავში ჩამოდნება ჭინჭილებად, ყანწებად...
ხაჭაპურში ჩაგიძვრება, მჭადის გულად გექცევა, სტუმრის ჯიბრზე აენთება სიმღერებად, ლექსებად...
და თუ ძილი მოგერია, ნაბახუსებს, ნავახშმევს, ლაჟვარდებში აგიტაცებს და ბავშვივით დაგარწევს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 10.06.2012, 23:11 | Сообщение # 126 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ ამოდის ----- ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან, ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს.
მთა არ მინახავს ასე გულდიდა, ცა არ მინახავს ასე მარტივი და გაზაფხული ოქროს ბუდიდან მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით..
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 11.06.2012, 13:06 | Сообщение # 127 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ ამოდის ----- ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან, ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს.
მთა არ მინახავს ასე გულდიდა, ცა არ მინახავს ასე მარტივი და გაზაფხული ოქროს ბუდიდან მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 12.06.2012, 15:39 | Сообщение # 128 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მივყვები ბილიკს ვიწროს და ხვეულს, როგორც ღვთის გლახა და მათხოვარა, სულით დავათრევ საკუთარ სხეულს, გზებზე გაცვეთილ ძვლების ტომარას,
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 21.06.2012, 21:55 | Сообщение # 129 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ნეტავი ცოტაც გამაძლებინა, ზაფხული ქშინავს სიცხის დილემით, სინზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.06.2012, 14:22 | Сообщение # 130 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ორეულს
-----------------------
ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით,
ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ
და შეძახილი:-დროზე შეჩერდით!-
რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...
ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე,
ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო
და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ,
რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...
მე შენ გაწამებ, შენ მე მაწამებ
და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ
და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ,
როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...
ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები
და კითხვა გვთანგავს გულისწამღები,
მე რომ ვმაღლდები,შენ რად ეცემი?
მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?
და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა,
ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ,
ერთად მივდივართ მერე სარკესთან
და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ..
|
|
|
|