სოსო ნადირაძე - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 20.05.2012, 22:35 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
+++

კვლავ სისასტიკე გვდევნის რაბუნი,
და დაცემული ცრემლით შევყურებ
დრო დამფრთხალი და განრისხებული
ქვებს როგორ უშენს ქარში ბეღურებს...

კვლავ სიძულვილის გველი სისინებს,
გესლავს და გესლავს შხამით სხეულებს
და ვუერთდები ქარში ნისლივით
სიცოცხლის ნება ჩამორთმეულებს...

გზა უდაბნოზე უფრო მშიერი,
ალბათ არასდროს გაგვანებივრებს,
ნელნელა ვსწავლობთ ქარზე სიარულს
ფრთამოტეხილი ბეღურებივით,

და რადგან ცოტა დარჩა მანძილი,
აბრაამს მოუწყვეტს გულაბს ისაკი,
ჩვენც წამოვდგებით და გავაგრძელებთ
გზას ერთმანეთის გულებისაკენ...
 
nukriaДата: ორ, 21.05.2012, 01:29 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მადლობელი ვარ
ყოველი სიტყვის,
ყოველი ფრაზის,
ყოველი ბგერის,
რაც იმედს მაძლევს,
ვინც კიბეს მითლის,
ვინც ჭიგოსავით
მამაგრებს მხრებით.

მადლობელი ვარ
ყოველი სუნთქვის,
ჩუმი შრიალის,
პატარა ჩქამის,
წამოწეული
სხივივით წუთის,
გაელვებული
წვეთივით წამის.
 
nukriaДата: სამ, 22.05.2012, 03:55 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მატარებელი მისდევს ლიანდაგს.
ორთქლმავალს კვალი რჩება ზოლების,
და ერთმანეთზე ვზრუნავთ ნიადაგ
ამოუხსნელი მეტაფორები...

ერთმანეთს ვეძებთ გზებით ირიბით,
და სანამ ზეცას დავიზეპირებთ,
ერთმანეტისკენ სავალ ბილიკებს
ვაწყობთ და ვკეცავთ რებუსებივით....

ჩვენ ვერ ვივიწყებთ ერთურთს ღმერთმანი,
ლაბირინთია მარტო ვნებები
და ჩვენს ქუჩაზე კვეთენ ერთმანეთს
წილადები და განტოლებები...

მატარებელი მისდევს ლიანდაგს.
ორთქლმავალს კვალი რჩება ზოლების,
და ერთმანეთზე ვზრუნავთ ნიადაგ
ამოუხსნელი მეტაფორები...
 
nukriaДата: ოთხ, 23.05.2012, 13:30 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ხელი ჩამკიდე,
მთაზე ავიდეთ,
ნაბიჯს აგვიწყობს
ექო ბგერებად,
გაზაფხულობით
მინდვრის ყვავილებს
ხმაში ლექსები
გამოერევათ,

მერე უეცრად
წაიყუჩებენ,
ქალაქი მოსჩანს?!
- ჩუმად გვკითხავენ
და დავინახავთ
ქუჩებს ქუჩები,
არ დარჩენიათ
გაურითმავი...
 
nukriaДата: ოთხ, 23.05.2012, 13:31 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ფიქრივით მისდევს წუთებს წუთები,
ბუხართან ისევ აფრქვევ ნიკოტინს,
რამდენი რამე გრჩება უთქმელი,
არადა კიდევ რამედენს იტყოდი...

მაინც ირხევა ქარში ქოჩორი,
მხარზე იდებენ ჩვენში კიდობნებს,
და გულთან მიგაქვს ხალხის ჩოჩქოლი:
- შეგვეძლო მაგრამ არ მოვინდომეთ...

ღერძს ეჭიდება მიწა ღრძილებით,
თანდათან ხედავ ზეცა იხსნება
და ორი სიტყვით მიგაცილებენ;
- შეგვეძლო მაგრამ ვერ დავიხსენით..

ცხოვრება არის თვითონ ასეთი,
რაც გამიკეთეთ ისიც მეტიაბ
განა არ ვიცი, გადამარჩენდით,
უბრალოთ დროში ვერ ჩავეტიეთ...

ფიქრივით მისდევს წუთებს წუთები,
ბუხართან ისევ აფრქვევ ნიკოტინს,
რამდენი რამე გრჩება უთქმელი,
არადა კიდევ რამედენს იტყოდი...
 
nukriaДата: ოთხ, 23.05.2012, 13:31 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
+++

უთქმელი მაინც
ბევრი რამ გრჩება,
და მეტაფორა
ისე გაწვალებს,
ჩვეულებრივად
ხვდებიან შენგან,
ლექსად გარდაქმნილ
ყველა სასწაულს...
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:01 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ძველსა და ახალს
ლურსმნებით ყოფენ,
ჩვენი ცოდვების
თანაზიარო,
მაღლდები ცისკენ,
რომ წუთისოფელს...
ასწავლო ცისკენ
როგორ იაროს..
 
nukriaДата: ხუთ, 24.05.2012, 14:02 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ცხოვრება ლაბირინთია
აღლუმების და მარშების,
წვიმიან მინდვრებს ქარები
ქვემეხებივით აშრობენ,
რაის პოეტი - ფურცლების
პატარა სათამაშო ვარ,
და ვეჯიბრები თამაშში
კალმიან სათამაშოებს...
 
nukriaДата: პარ, 25.05.2012, 02:48 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შენ ყველგან
ტოვებ ნაფეხურებს.
მე დაგეშილი
მეძებარი,
არ ვკარგავ გეშს და
ძვირფას სურნელს
და განა კვალი შემეშალა,
გზას ვურევ ყველა მონადირეს
შენ რომ უშიშრად იგრძნო თავი...
 
nukriaДата: პარ, 25.05.2012, 15:25 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

უთქმელი გრძნობა
ყვავილიდან
თაფლივით წვეთავს,
მინდვრები ჭრელმა
ღაბუებმა შეაფერადეს,
ან ჩვენს სიყვარულს
მანიფესტი
რად უნდა ნეტა,
როცა გვირილა
ორი სიტყვით
ამბობს ყველაფერს...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость