სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: ორ, 22.09.2014, 15:07 | Сообщение # 801 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გამიგია, რომ კაცს ცოდვა ღუპავს და მოსჩანს ბეწვის კიბე გზის ბოლოს, ვაი, რომ გული გავუხსნა უფალს და ცოტა სითბოც კი ვერ იპოვოს... ახლა ვარსკვლავი ვარსკვლავებს მისდევს, ასდევნებია მარხილს მარხილი, ვაი, რომ გული იესო ქრისტეს სიყვარულისგან დახვდეს დაცლილი... დროს ვერცხლისფერი უჭირავს ცელი, იქნევს და იქნევს ბოლო წუთამდე, ვაი, რომ გულში შევუშვა მხსნელი და ნაღვერდალიც კი არ ბჟუტავდეს... გამიგია, რომ კაცს ცოდვა ღუპავს და მოსჩანს ბეწვის კიბე გზის ბოლოს, ვაი, რომ გული გავუხსნა უფალს და ცოტა სითბოც კი ვერ იპოვოს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 22.09.2014, 22:07 | Сообщение # 802 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უფალმა ბრძანა უფალმა ბრძანა:"იქმენ ნათელი!" და მერე, როცა ირგვლივ გაწვიმდა, თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელი და მე კაენის ვიქეც ნაწილად. და როცა ღმერთი შემეხო თიხას, გულის სიღრმეში გალღვა ყინული და მე აბელის ნაწილიც ვიყავ, იესოს სისხლით გამოსყიდული. საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა, წვიმით დაღლილს და ქარით დამტვერილს, ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა, ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი. ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს, დაცემის მადლით თვალებახელილს, შუბლით ვატარებ კაენის დამღას, გულიტ ჭრილობა დამაქვს აბელის...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 24.09.2014, 23:55 | Сообщение # 803 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს გული არა ბერდება, უფალი ღმერთი გვფარავდეს, სიცოცხლე მაინც გრძელდება და გაგრძელდება მარადის... ტანზე აცვია ფარაჯა, ღამეს ათენებს სანგარში და საქართველოს დარაჯობს ქართული ლექსი - განგაში... სივრცეს იმედით გავყურებ, და ვეფერები გზებივით, ლექსებს ვაზივით გასხლულებს და ფეხადგმულებს ჯვრებივით... გზას მიუყვება რითმიანს სამშობლო მრავალფერება, აქ ნოეს ენა იციან თონეებმა და ქვევრებმა... გადმოიარეს ზღვა, ყურე, აკურთხეს მიწა ხნულივით და თორმეტი მთა დამყურებს თორმეტი მოციქულივით... ეს გული არა ბერდება, უფალი ღმერთი გვფარავდეს, სიცოცხლე მაინც გრძელდება და გაგრძელდება მარადის..
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 25.09.2014, 16:28 | Сообщение # 804 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ამაზე მეტი რა გითხრათ კიდევ, ჩემს უძლურობას შევიგრძნობ ოდენ, მე თავი ბამბის ბალიშზე მიდევს, ხოლო ჩემს ქალაქს გალავნის ლოდზე, ჩემივე ჩრდილის ლანდად ვიქეცი, ვანთებ და ვაქრობ სახლის ნათურას, როცა მე საბანს თბილად ვიკეცავ, ჩემს ქალაქს ტანზე ქარი ახურავს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.09.2014, 19:18 | Сообщение # 805 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხვავი აკლია ჩემს ბეღელს, ეზოს, სითბო აკლია ჩემს ბაღს ნაძვიანს, შენც ღარიბი ხარ პატარა ლექსო, ტანზე სიტყვების ჯვალო გაცვია...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.09.2014, 21:38 | Сообщение # 806 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქართველ გმირებს მედგრად დავუხვდი მტრის ცივ ქარავანს, ცაზე ყმუოდა მთვარე მყეფარე და საქართველოს ყველა გალავანს მკერდით უნდოდა რომ დავეფარე... შიგ გულში მომხვდა მაინც ოხერი, რას იზამ, ძმაო, როცა ომია, დავეცი, მაგრამ ციხე ყოველი ერთგულად მხრებში ამომდგომია... არ დავიკვნესე, ხმა არ დავძარი, უფლისციხელი ვარ უსახელო, წავიქეცი და ყველა ტაძარი ცდილობს, რომ ფეხზე წამომაყენოს... ნელ-ნელა უკვე მიწას ვშორდები, ცამდე სინათლით სავსე ხევია და საქართველო ვაზის ფოთლებით ზედ ჭრილობაზე შემომხვევია... აფხაზეთს ეს მონატრება შემშლის და დამღლის, ჩვენს განშორებას გამოვერიდე, და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით, ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე... გზაა მერცხლების ამოხაზული, მთებიც ძმებივით წამომართულან, თბილისში მათბობს მზე აფხაზური ზღვა კი სოხუმში ღელავს ქართულად... ორი ძმა-კვიცი გაუხედნავი, მხრებს მიადებენ ერთურთს კაცურად ადა ცისარტყელას როცა ხედავენ რიხით ამბობენ -წვიმს აფხაზურად... ღვიძლი ძმები რომ ერთად გადარჩნენ, რომ აგიზგიზდეს ორი სანთელი, აფხაზი დედა ქართველს დაარწევს აფხაზს დაარწევს დედა ქართველი... მე მონატრება შემშლის და დამღლის, ჩვენს განშორებას გამოვერიდე და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით, ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 28.09.2014, 17:00 | Сообщение # 807 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბეღურამ თბილი ფრთებით მატარა, ჩემთვის ითმინა ყინვაც, გრიგალიც, ამიტომ იყო ასე პატარა, ასე სუსტი და ასე მიმქრალი. მიფრთხილდებოდა, როგორც ავგაროზს და როცა საზრდოც აღარ ებადა, გულში დამინთო ციცქნა სამყარო და უღალატო სისხლით მკვებავდა. ზღაპრულ კუნძულზე ვის არ სმენია, მასაც ეძახდა თბილი ქალაქი, მაგრამ ბეღურას ის ურჩევნია, სიცივით მოკვდეს ვიდრე ღალატით. სიკვდილიც ბევრჯერ შემოეფეთა, ბევრჯერ აფრინდა ძერა მდელოდან, მაგრამ ბეღურა იდგა კედელთან და ჩემსკენ ნასროლ ტყვიას ელოდა. და, როცა სიკვდილს გამოვეპარე, სამყარო იყო ისე დაღლილი, რომ შიშით ყვავილს ამოვეფარე ყველა ყვავილზე სუსტი ყვავილი...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 02.10.2014, 20:16 | Сообщение # 808 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა ღამეა ახლა ღამეა სარკმლების მიღმა, და ნათურები ანთებენ სახლებს, ნათურა ღამეს იფარებს ნიღბად, ღამე ნათურით ინიღბავს სახეს. ჩემს სადარდებელს მივყვები ნელა და აღმოჩენა მაოცებს უცებ, ფურცელი ნიღბად მოირგებს მელანს, მელანი ნიღბად მოირგებს ფურცელს. გზაგასაყართან უსიტყვოდ ვდგევარ, საბრალოდ მზეზე ჭკნება მიხაკი და ჩემი ლექსის ნიღაბი მე ვარ, ჩემი ლექსი კი ჩემი ნიღაბი... --------------- ღამე როცა დილა ძალას იკრებს, როცა მზე სცემს დაფდაფებს, ღამე შიშით ეფარება ჯურღმულებს და სარდაფებს... გადაივლის ამ შენობებს მთვარე ასე დაღლილი, მერე ღამე ჩემს ეზოში აყეფდება ძაღლივით... ბაბილონის გოდოლივით, არც ფერი აქვს, არც სახე და სამყარო, ფოთოლივით, მძიმე ჯვარზე ცახცახებს...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.10.2014, 13:46 | Сообщение # 809 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უკვე მეწვია ჩემი ზამთარი, თითქოს ვეჩვევი მღვრიე ქარ - წვიმებს და მინავლული ცეცხლის ღადარი აღარ მათბობს და აღარ მამშვიდებს... თითქოს სხეულში გული მაქვს ორი, ერთი მომყვება მკერდში მორჩილად, ხოლო მეორე სტრიქონებს შორის მათხოვარივით ჩამოძონძილა... საკუთარ სუნთქვას ვეღარ ვერევი და დამარცხებულს ახლა სრულებით, თითები, როგორც ჩალის ღერები ისე მიჭირავს ხელისგულებით... გაზომილია დრო და მანძილი, ქარი კითხულობს უკვე განაჩენს და ბწკარებს შორის ფიქრით დაღლილი კალამს ვეყრდნობი, როგორც ყავარჯენს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.10.2014, 16:26 | Сообщение # 810 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარებმა მცემეს ცივი ზუზუნით, და ნემსებივით ცივმა წვიმებმა... ისე მარტო ვარ და მობუზული, კარგად რომ ვიყო- გაგეცინება. მე მხოლოდ ხსოვნა შემრჩა წყეული, ფოთოლცვენა და შავი ტოტები... ისე მარტო ვარ და დაბნეული, კარგად რომ ვიყო- შეგეცოდები...
|
|
|
|