სოსო ნადირაძე - Page 79 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 20:32 | Сообщение # 781
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მახსენდება კორბოული,
ჩამომჯდარი ჩეროსთან,
აივნიდან თავმომწონე
იმერეთი მღეროდა... ქალბატონი ლეონინეს
დედის თბილი ხელებით
მეფერება და მეღვრება
იმერეთის ფერები... იმერეთი თიხის ზღვაში
ასჯერ ამოევლება
და მწვანეში ამოყვინთავს
თონეებად, ქვევრებად... სტუმრის ხილვით გაიხარებს,
წელში გაიმართება,
სუფრის თავში ჩამოდნება
ჭინჭილებად, ყანწებად... ხაჭაპურში ჩაგიძვრება,
მჭადის გულად გექცევა,
სტუმრის ჯიბრზე აენთება
სიმღერებად, ლექსებად... და თუ ძილი მოგერია,
ნაბახუსებს, ნავახშმევს,
ლაჟვარდებში აგიტაცებს
და ბავშვივით დაგარწევს...
 
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 20:43 | Сообщение # 782
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირგვლივ ცახცახებს
ლიქნი და ჭორი,
გამოგონილი
გახდა ნამდვილი
და ისე ვცხოვრობ
საფლავებს შორის,
როგორც ხაფანგებს
შორის ნადირი...
 
nukriaДата: კვ, 03.08.2014, 13:43 | Сообщение # 783
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
... ოცნებები სცვივა პეშვით,
მითვალთვალებს გიშერი,
ერთი ნახეთ წვიმა ტყეში,
როგორ სახლებს იშენებს... ფოთლები კი ქსოვენ ნოხებს,
მერე, თანაც როგორებს,
მოეფერეთ წვიმის ქოხებს
– პაწაწინა სოკოებს...
 
nukriaДата: კვ, 03.08.2014, 14:27 | Сообщение # 784
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტანზე ირგებ
წვიმის ფარდას,
გზები ჰგვანან
ცხენის ნალებს,
სამშობლოში
დადიხარ და
ფოთლებივით
ითვლი ქარებს..
 
nukriaДата: სამ, 05.08.2014, 15:31 | Сообщение # 785
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა სარკმელი ფიქრმა გამოხრა,
პატიმარს წვიმა ჩექმას უსაღებს,
პოეტის გული - ცივი კატორღა,
ლექსი - კარცერში მყოფი ტუსაღი... რა უფლება მაქვს არ ვაპატიო,
გისოსებში ზის სიტყვა აკვნიდან
და ლექსებს ბებერ პოლიტ-პატიმრებს
ვათავისუფლებ გულის საკნიდან... კარებთან ხვდება ტუსაღს მარტოხე
სიმართლისაკენ ტოტებაყრილი
და ლექსსაც, როგორც ყველა კატორღელს
დილეგში რჩება ფიქრის ნაწილი... ყველა სარკმელი ფიქრმა გამოხრა,
პატიმარს წვიმა ჩექმას უსაღებს,
პოეტის გული - ცივი კატორღა,
ლექსი - კარცერში მყოფი ტუსაღი...
 
nukriaДата: შაბ, 09.08.2014, 16:23 | Сообщение # 786
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი ლაპარაკს
ასწავლის ტოტებს,
დრო თვალებს უხვევს
სასწორს - თემიდას...
მზის გულზე გაწვა
ზაფხული - ცოტნე
და თაფლის სურნელს
აკმევს სკებიდან...
 
nukriaДата: კვ, 10.08.2014, 19:11 | Сообщение # 787
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედა სახლშია ის ღამე უნდა თეთრად მეთია,
იქ ვარსკვლავები იყვნენ მცველები,
ცივ სამარეში ვერ ჩაეტია
და სახლში დარჩა დედას ხელები... ღამეს ვჭვრეტ მთვარის თასით გალეშილს
და ემატება ტკივილს ტკივილი,
ვერ ჩაეტია ცივ სამარეში
და სახლში დარჩა დედას ღიმილი... მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ,
ცივ სასახლეში გამოხვეული,
ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან
და სახლში დარჩა დედას სხეული... ბორცვი მარტოა ახლა სრულიად,
და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით
და რადგან სახლი დედის სულია
მათბობს საკმევლის ნელი სურნელით... დედაბრის ჩრდილი ქარი არღვევდა ქოხს ქარის ნაშენს,
მიწას მიჰქონდა თავისი წილი
და გვაშინებდნენ დედები ბავშვებს,
დედაბრითა და დედაბრის ჩრდილით... გადმოეფინა კედლების ჩივილს
სიბერე - ჩრჩილის შეჭმული ნოხი
და ჩანდა, როგორც ჭიანი კბილი,
კენტი ფანჯარა დედაბრის ქოხის... და რადგან შიში გვთრგუნავს და გვაბნევს
ბავშვებს კი ხშირად მოაქვთ ზიანი,
ქვით ამოვუღეთ გაბზარულ სარკმელს,
ის ერთადერთი კბილი ჭიანი... ქარი არღვევდა ქოხს ქარის ნაშენს,
მიწას მიჰქონდა თავისი წილი
და გვაშინებდნენ დედები ბავშვებს,
დედაბრითა და დედაბრის ჩრდილით... უცნაური სვლები მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით... ჩქერში ჭანრის ჭერით ერთად დავიღლებით,
მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები,
ეს სახლები ახლა თავის აივნებით,
ანკესს გამოვაბი როგორც ტივტივები... ამ ქალაქში ლექსთან ერთად დავიბადე
და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს,
მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს
და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს... მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით... უცნაური სვლები მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით... ჩქერში ჭანრის ჭერით ერთად დავიღლებით,
მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები,
ეს სახლები ახლა თავის აივნებით,
ანკესს გამოვაბი როგორც ტივტივები... ამ ქალაქში ლექსთან ერთად დავიბადე
და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს,
მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს
და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს... მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
 
nukriaДата: პარ, 15.08.2014, 18:56 | Сообщение # 788
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რიცხვებს გაჰყურებ
უკვე იქსიდან,
კარავსაც კეცავ,
-მაგრამ რა გინდა -
პატარა ლექსი,
როგორც ლიფსიტა,
მაინც გასხლტება
ხოლმე ბადიდან... მაგიდაზე დევს
სიტყვა - თეზისი,
ბალახებში კი
ეძებ "სამყურებს"
და სამი ლექსი
სამი თევზივით
სამასიათას
მშიერს აპურებს... 8.15.2014
 
nukriaДата: ხუთ, 21.08.2014, 01:04 | Сообщение # 789
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფერიცვალება ფერს იცვლის სახლი,
ფერს იცვლის ღელე,
ფერი იცვალა
ჩემმა ბავშვობამ,
ფერი იცვალა
წყალმა და ღვინოდ
ჩამოარიგეს
სუფრის გარშემო... ფერს იცვლის დრო
და ყოველი წამი,
ადევნებული
შენს ხმას უფალო,
ნაბიჯების ხმა
გამოსცემს---ამინ!
და ანგელოსთა ქორო
უგალობს...
 
nukriaДата: პარ, 22.08.2014, 02:20 | Сообщение # 790
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთა ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება
და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე,
დილით ყვავილი გეალერსება,
ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს... წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ
და შენი სევდა ისე დიდია,
გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა
ის რაც გინახავს, ან განგიცდია... ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს,
განმარტოებით დგახარ სრულებით,
და დაგროვილი სევდა სულიდან
გეღვრება,როგორც ნაკადულები... სულ რომ გვაგციო ზურგი ამაყად,
ან მოეფარო შორეთს ბინდიანს
იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ
მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია... ტანზე სამოსიც შემოგძარცვია,
მთაო გალავნად წამომართულო,
შენ ჟამმა თითქოს ბერად გაქცია
და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость