სოსო ნადირაძე - Page 77 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 13:49 | Сообщение # 761
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიროსმანს თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან
ქართული ჩოხით... ძველი ხალათით...
ის დადიოდა, როგორც ლეგენდა,
ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი... საით წავიდა არავინ იცის,
მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილნი,
მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი
წელში მოხრილი ფიროსმანივით...
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 13:53 | Сообщение # 762
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მინდოდა...
შენზე მელოცა
მაგრამ ცოდვილმა
ხმა ვერ დავძარი,
მთაზე დარჩენილ...
ნოეს კიდობანს,
მოჰგავს ყოველი
შენი ტაძარი... თუ ხოხობს სტკივა,
თბილისსაც სტკივა
აქ არის მეფეც,
თავის ამალით,
ბებერ მტკვარს
მტკიცედ შეუკრავს
ტივად,
შენი წარსული
და მომავალი კვლავ შეშინებულ
მუდარას ვისმენ,
ეს არ უხდება
ქალაქს სატახტეს
თბილისი ქიმზე
შემდგარა ისევ
რომ ყველას თვალწინ
მტკვარში გადახტეს.
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 13:54 | Сообщение # 763
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქოხში გეპატიჟები მივიკვლევდი წერაქვით
ამ ბილიკებს ღორღიანს,
რასაც თქვენ ლექსს ეძახით,
ჩემი თბილი ქოხია... უნდა რწმენით იწვოდე!
ღაღადებენ ნიშნები,
როცა ლექსს ვწერ, იცოდე,
ქოხში გეპატიჟები... ვით დურგალი, ვით ხურო,,
ვცხოვრობ ჩემთვის ისევე...
თქვენც ლექსს კი არ კითხულობთ,
ჩემს თბილ ქოხში ისვენებთ... მივიკვლევდი წერაქვით
ამ ბილიკებს ღორღიანს,
რასაც თქვენ ლექსს ეძახით,
ჩემი თბილი ქოხია...
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 14:00 | Сообщение # 764
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლევილის წვიმა თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო
და განშორების გაწევთ ღრუბელი,
ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს,
მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები... ჩვენს შორის მხოლოდ თოვლიანი მოსჩანს მინდორი,
სხვა ყველაფერი ქარმა წახვეტა,
ჩოლოყაშვილი აქ ამაღლდა, როგორც დიდგორი,
საქართველოზე გადმოსახედად... ლევილის მიწავ, საქართველოს შვილთა საძვალევ,
ლევილის მიწავ, ძვლებით ქართულო!
საქართველოდან ისე ჩანხარ როგორც ტაძარი,
ბრძოლით დაღლილი, უსიხარულო... ლევილის მიწავ მშობლიური სევდით ნაქარგო,
მკერდში რომ იკრავ ტანჯულ ქართველებს,
საქართველოდან წამოსული წვიმა არ გაკრთობს,
ან არ გასველებს?! ლევილის მიწავ, მოწყენილო უამინდობით,
ლევილის მიწავ დატყვევებულო,
ეგ შენი გული დედასავით არის მიმნდობი,
უ ს ა ყ ვ ე დ უ რ ო ... თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო
და განშორების გაწევთ ღრუბელი,
ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს,
მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 14:02 | Сообщение # 765
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსდექი მოსევ ---------- აქ ისტორია კედლებიდან
ტირის და გოდებს,
ცოდვილს ეგვიპტე
ენატრება,
ასე მგონია...
გთხოვ, გაგვიძეხი
რძის ქვეყნისკენ,
აღსდექი მოსევ!!!
მდევარი ისევ
სისხლიანი ფარაონია... ღელავს და დრტვინავს
ფარაონის
ციხე ტიალი,
გვწყურია, გვშია,
მოთმინების წყდება სამანი,
აღსდექი მოსევ,
ჩვენთან ერთად იხეტიალე,
გვაჭამე მწყერი,
დაგვაპურე ციურ მანანით... დრო აღარ გვინდობს,
მედროვე კი
თვალებს აცეცებს,
ფორთხვით და ლიქნით,
შეძახილით,
ტაშით დროულით...
მედროვესია ყველა სკამი,
ყველა კვარცხლბეკი,
რომ ჩავიმუხლოთ
ადგილს ვერსად
ვეღარ ვპოულობთ... აქ ისტორია კედლებიდან
ტირის და გოდებს,
ცოდვილს ეგვიპტე
ენატრება,
ასე მგონია...
გთხოვ, გაგვიძეხი
რძის ქვეყნისკენ,
აღსდექი მოსევ!!!
მდევარი ისევ
სისხლიანი ფარაონია...
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 14:03 | Сообщение # 766
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთა ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება
და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე,
დილით ყვავილი გეალერსება,
ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს... წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ
და შენი სევდა ისე დიდია,
გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა
ის რაც გინახავს, ან განგიცდია... ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს,
განმარტოებით დგახარ სრულებით,
და დაგროვილი სევდა სულიდან
გეღვრება,როგორც ნაკადულები... სულ რომ გვაგციო ზურგი ამაყად,
ან მოეფარო შორეთს ბინდიანს
იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ
მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია... ტანზე სამოსიც შემოგძარცვია,
მთაო გალავნად წამომართულო,
შენ ჟამმა თითქოს ბერად გაქცია
და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 14:03 | Сообщение # 767
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვლემენ ვარსკვლავები სიზმრით გართულები,
მთვარე ხიზანია, როგორც მუჰაჯირი,
ისევმინათებენლექსისნათურები,
ლექსისკიბეებს და ლექსისმოაჯირებს... ჰგვანან ბილიკები ზღაპრებს ღრუბლებჩავლილს,
ყველა ლერწს და მტევანს ფოთლით გრძნობენ ზვრები,
ცასთან საუბრობენ ლექსისჩუმი კვამლით
ლექსის ბუხრები და ლექსის თონეები... გზაა უსასრულო ფიქრი ქარაგმების,
და რომ განვიცადო თრთოლვა ნეონების,
უნდა გავიარო ლექსის ქალაქები,
ლექსის გაზონები, ლექსის შენობები... თვლემენ ვარსკვლავები სიზმრით გართულები,
მთვარე ხიზანია, როგორც მუჰაჯირი,
ისევმინათებენლექსისნათურები,
ლექსისკიბეებს და ლექსისმოაჯირებს...
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 14:05 | Сообщение # 768
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

ძველი სალუდე ახლა ლოთს ერთი
გროშიც არ უდევს,
ცხელა, საშველი,
თითქოს არ არის
და იღლიაში
ბებერ სალუდეს
ამოუჩრია
ხმელი ტარანი... ახლა თამაშში
ისე გაები
და დაგამარცხეს
ისე მარტივად,
ყველა სიტყვა და
ყველა ტაეპი
ამოგიცვივდა,
თითქოს კარტიდან... მატარებელი
ქშინავს ოხერი
და როცა ზარით
ხვდება სადგურებს,
ხელში უჭირავთ
ყველა ჯოკერი,
ყვავის დამებს და
დამა აგურებს... ახლა ლოთს ერთი
გროშიც არ უდევს,
ცხელა, საშველი,
თითქოს არ არის
და იღლიაში
ბებერ სალუდეს
ამოუჩრია
ხმელი ტარანი...
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 14:06 | Сообщение # 769
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისს ნადირობაა ალბათ მიზეზი,
ჭალაში ისრით მეფის მომხმობი,
როცა შუადღე ტოტზე ისე ზის,
როგორც ბუდეზე დედა ხოხობი... ისარს მოზიდავს მეფე ოღონდაც,
ცისკენ მიმართულს ლექსის რითმებად,
როცა შუადღე ყოველ ფოთოლთან
ხოხბის ფრთებივით გაირინდება... თითქოს ფარ-აბჯარს ტანზე ისხამს მზე,
შეშინებული ისრის ქუხილით,
ხოლო ხოხობი ყოველ სისხამზე
ნისლიდან ჩეკავს თბილისს კრუხივით...
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 14:07 | Сообщение # 770
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს მონატრება შემშლის და დამღლის,
ჩვენს განშორებას გამოვერიდე,
და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით,
ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე... გზაა მერცხლების ამოხაზული,
მთებიც ძმებივით წამომართულან,
თბილისში მათბობს მზე აფხაზური
ზღვა კი სოხუმში ღელავს ქართულად... ორი ძმა-კვიცი გაუხედნავი,
მხრებს მიადებენ ერთურთს კაცურად
აქ ცისარტყელას როცა ხედავენ
რიხით ამბობენ -წვიმს აფხაზურად... ღვიძლი ძმები რომ ერთად გადარჩნენ,
რომ აგიზგიზდეს ორი სანთელი,
აფხაზი დედა ქართველს დაარწევს
აფხაზს დაარწევს დედა ქართველი... მე მონატრება შემშლის და დამღლის,
ჩვენს განშორებას გამოვერიდე
და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით,
ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость