სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 16:28 | Сообщение # 741 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიყვარს თბილისი ----------------------- თურმე საწოლი ჩემთვის უკვე გაუფენიათ, დღეს ლექსს ვამთავრებ უჩვეულოდ, წერტილ - მძიმეთი, ნეტავ შენს ყეფას ლომის ძალა ჰქონდეს ფინია, შენ ხომ არ იცი როგორ მშვიდად დავიძინებდი... მიყვარს თბილისის ყველა ქუჩა ყველა აღმართი, აქ ქარიც ძველი აშუღია, დუდუკზე კვნესის, სხვისი არ ვიცი, მე სამშობლო რომ ვერ წამართვან, წიგში ჩავხატე, ცხრა ურდული დავადე ლექსის... უნდა მოვუშვა უკვე წვერი, როგორც მგოსანმა, და ჩემი ფოტო ჟურნალ - ჟურნალ გავაპიარო, ჩვენს დროში ლექსზე უმთავრესი რადგან პოზაა, მე ვტეხავ კალამს და ექსცენტრულს ვსწავლობ სიარულს... ვეღარ იტევენ ეს კედლები დღეს ცრუ დავინჩებს, ქუჩებში ურჩად იძახიან თეთრზე შავია, მე ვხვდები როცა მატყუებენ, მაგრამ არ ვიმჩნევ, სწორედ ამიტომ მეც მდუმარე დამნაშავე ვარ... თურმე საწოლი ჩემთვის უკვე გაუფენიათ, დღეს ლექსს ვამთავრებ უჩვეულოდ, წერტილ - მძიმეთი, ნეტავ შენს ყეფას ლომის ძალა ჰქონდეს ფინია, შენ ხომ არ იცი როგორ მშვიდად დავიძინებდი...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 16:30 | Сообщение # 742 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დედას დედი მე მესმის შენი ტირილი, ჩემი გზები კი ბნელში მიდიან, დამრჩა შენს თმებში ბაღი გვირილის და ვარდისფერი ცის იდილია. როგორც ხომალდი შერჩეს აისბერგს, გული ყინულის რკალში ჩაეფლო, აქ აშრიალებს ფარდა ღამისფერს და დგას თეატრის ცივი საუფლო. აქ სხვა მხარეა, ამ მხარეს ქვია უსახლკაროთა თავშესაფარი, შორს ცის ტატნობთან მთვარის რექვიემს ღრუბელი მისდევს მარტორქასავით. ვეღარ მიხსნიან შენი ცრემლები, შენი წყლულებიც ვეღარ მიხსნიან, ქარებს დანებდნენ ბედის მტევნები და უთავბოლო გზებით მიჰქრიან. დათუ ჩვენს ბაღში, ვარდისფერ ბაღში მე დაგიტოვე სევდა უძირო, გთხოვ მაპატიო რომ არ ვარ ბავში, რომელსაც გინდა მუდამ უცქირო...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:00 | Сообщение # 743 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მისხალ-მისხალ მისხალ-მისხალ იყიდება ბზა ცენტებად, ბევრგან ბამბას ისევ ოქროდ ასაღებენ, ლექსს ვიწყებ და მაინც ქალი მახსენდება: - პოეზიის ვიოლინოსგასაღები... ამას ქვია პოეტური აცეტება, საწყისი და დასასრული - ა და ჰოე, ღრუბლებს შორის ნიშნებით და აქცენტებით მთვარე ფრთხილად მიაცილებს საღამოებს.. მე მინდა, რომ უცნაური იყოს თემა, ასოებიც წიწილების თუ ჰგავს რონინს, ეს კალამი მელნისგან რომ იწრიტება, ფურცელს ისე დააცხრება, როგორც ქორი... მისხალ-მისხალ იყიდება ბზა ცენტებად, ბევრგან ბამბას ისევ ოქროდ ასაღებენ, ლექსს ვიწყებ და მაინც ქალი მახსენდება: - პოეზიის ვიოლინოსგასაღები
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:02 | Сообщение # 744 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს გული არა ბერდება, უფალი ღმერთი გვფარავდეს, სიცოცხლე მაინც გრძელდება და გაგრძელდება მარადის... ტანზე აცვია ფარაჯა, ღამეს ათენებს სანგარში და საქართველოს დარაჯობს ქართული ლექსი -განგაში... სივრცეს იმედით გავყურებ, და ვეფერები გზებივით, ლექსებს ვაზივით გასხლულებს და ფეხადგმულებს ჯვრებივით... გზას მიუყვება რითმიანს სამშობლო მრავალფერება, აქ ნოეს ენა იციან თონეებმა და ქვევრებმა... გადმოიარეს ზღვა, ყურე, აკურთხეს მიწა ხნულივით და თორმეტი მთა დამყურებს თორმეტი მოციქულივით... ეს გული არა ბერდება, უფალი ღმერთი გვფარავდეს, სიცოცხლე მაინც გრძელდება და გაგრძელდება მარადის..
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:12 | Сообщение # 745 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე დაგიბრუნებ ბავშვობას ლექსით, იქნება ამით რამეც დაშავდეს, და ვარსკვლავების ციმციმა ცეცხლი აუგიზგიზდეს ღამეს თავშალზე! მთვარე სპარსულ ხალს შეინარჩუნებს, სადღაც გაკრთება ჩემი ქიმერაც,` ` მე ლექსებს ისე კი არ გაჩუქებ, გულიდან გულში გადაგინერგავ...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:37 | Сообщение # 746 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დატოვე ეზოს კარები ღია თუ გულით რამე უნდა ისურვო, ქუთაისში ვარ და მთელი დღეა მზე უფრო მეტად ქუთაისურობს... ქუთათურებთან რად მინდა რუკა, ხეებზე ტუჩებს თუთა ისველებს და ვესალმები პატარა შუკებს - ყველაზე ძირძველ ქუთაისელებს... სურნელი მათრობს სვანური რახის რიონიც სადღაც მუდამ მიცურავს, ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად... დატოვე ეზოს კარები ღია თუ გულით რამე უნდა ისურვო, ქუთაისში ვარ და მთელი დღეა მზე უფრო მეტად ქუთაისურობს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:41 | Сообщение # 747 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დატოვე ეზოს კარები ღია თუ გულით რამე უნდა ისურვო, ქუთაისში ვარ და მთელი დღეა მზე უფრო მეტად ქუთაისურობს... ქუთათურებთან რად მინდა რუკა, ხეებზე ტუჩებს თუთა ისველებს და ვესალმები პატარა შუკებს - ყველაზე ძირძველ ქუთაისელებს... სურნელი მათრობს სვანური რახის რიონიც სადღაც მუდამ მიცურავს, ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად... დატოვე ეზოს კარები ღია თუ გულით რამე უნდა ისურვო, ქუთაისში ვარ და მთელი დღეა მზე უფრო მეტად ქუთაისურობს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:42 | Сообщение # 748 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მსურდა მაიმუნურად, ჩემებურად მეცხოვრა! არ გამოდის რატომღაც, აირია ცხოვრება... ყველაფერი რაც ხდება, მეც ხომ გულზე მეცხობა, ის ქვები ხომ მეც მხვდება, აქ თუ ვინმეს მოხვდება. სხვას სწყინს, მე თუ ვიცინი, ჰოდა, აბა, რა რჩება?.. თითქოს დაასამარეს, რაღაც სამარადისოდ... ვფიქრობ, ნუთუ, ეს კვანძი ისე ჩაიხლართება, რომლის გახსნა, ვინ იცის, ღმერთმა აღარც მაღირსოს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:44 | Сообщение # 749 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბათუმს თითქოს ამ ქალაქში დავიბადე, აქვე მოვიშუშე იარები, აქ მზე განახლების სულით მანთებს, წვიმა ნათლობის და ზიარების. აქ კაცს გული უცემს უღალატო, აქ ქალს სევდა ფარავს წარუშლელი, და თუ ზღვის ტალღასთან მიხვალ მარტო, ცაში აგიტაცებს ლურჯი ხელი. და თუ მართლა იცნო გულმა გული და თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა, ტალღად მოგაწყდება გარითმული, წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა, ზღვასთან წუთიერი გარინდებით, თითქოს შთაგონებას ეწყურები, მინდვრებს შესევია ყვავილები, ხეებს მოჟღურტულე ბეღურები. ო, რა ქართულია შენი მიწა', ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი, გული შენს ნაწილად გადაიქცა და მკერდს ეხეთქება ტალღასავით...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:57 | Сообщение # 750 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ის, რაც ვიგრძენი ფიქრისას, უცებ, ასე ვიტყოდი ორიოდ ფრაზით, გემები ზღვაში უშვებენ ღუზებს, აფრები ნიშანს ელიან ქარში... სითბო აკლია გაძარცვულ ქუჩებს, წვიმის თითებში იზრდება ხავსი, შემოდგომა კი თვლემს ხელის გულზე, მარადიული წყვეტილი ხაზი...
|
|
|
|