სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:13 | Сообщение # 731 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მხრები მტვრიანი - საარქივე, უდაბნოსფერი ქვიშის რუკა, სიბერე ძველი საათივით, იცრიცება და რჩება უკან... ქუჩა ნორჩებით გაივსება, აქ ჯადოსნური გზა და წრეა და გსურს საათი და ისრები, ბავშვობისაკენ გადასწიო... მერცხალი ისევ ბუდეს აგებს და ჩიტი ისე განაბულა ცდილობს დრო - ჭრელი ბუმერანგი, საწყის წერლილში დააბრუნოს... მხრები მტვრიანი - საარქივე, უდაბნოსფერი ქვიშის რუკა, სიბერე ძველი საათივით, იცრიცება და რჩება უკან...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:14 | Сообщение # 732 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზა, ბილიკი და ხმელი თივა, დღე მიმინოა განა ქორი, დგას ერთი ლექსი საათივით, სხვა ლექსები რომ გაასწორონ... კვლავ შემოდგომა მოვა ცივი, შეშა ბუხრისთვის დაიპობა, დგას ერთი ლექსი კომპასივით, სხვა ლექსებმა რომ გზა იპოვნონ... ისევ პილატეს მიჰყავს ჯარი, ჩაქუჩის ხმაზე ვკრთები დღსაც და ერთი ლექსი ადის ჯვარზე, სხვა ლექსები რომ ჯვარს არ ეცვან... გზა, ბილიკი და ხმელი თივა, დღე მიმინოა განა ქორი, დგას ერთი ლექსი საათივით, სხვა ლექსები რომ გაასწორონ...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:15 | Сообщение # 733 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყველა სარკმელი ფიქრმა გამოხრა, პატიმარს წვიმა ჩექმას უსაღებს, პოეტის გული - ცივი კატორღა, ლექსი - კარცერში მყოფი ტუსაღი... რა უფლება მაქვს არ ვაპატიო, გისოსებში ზის სიტყვა აკვნიდან და ლექსებს ბებერ პოლიტ-პატიმრებს ვათავისუფლებ გულის საკნიდან... კარებთან ხვდება ტუსაღს მარტოხე სიმართლისაკენ ტოტებაყრილი და ლექსსაც, როგორც ყველა კატორღელს დილეგში რჩება ფიქრის ნაწილი... ყველა სარკმელი ფიქრმა გამოხრა, პატიმარს წვიმა ჩექმას უსაღებს, პოეტის გული - ცივი კატორღა, ლექსი - კარცერში მყოფი ტუსაღი...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:16 | Сообщение # 734 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე და შენ ბედს არ ვუჩივით, ვაგრძელებთ ერთად ხეტიალს და გვიკვირს ვიწრო ქუჩებში მზეც როგორ შემოეტია..
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:21 | Сообщение # 735 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვაშინერს... თვალი არ მოხვდეს - ვაშინერს... მოწყალე ვიყო ვეცდები, ხანდახან რვეულს ვაშინებ ამ უცნაური ლექსებით... კენჭი მაქვს - ციხის ნაშალი, მთები მაქვს - პირამიდები, ხანდახან ფურცელს ვაშავებ მტვერში ნაპოვნი რითმებით... მიწიდან ავიღერები, მაქვს მიზეზი და მოტივი და შრიალებენ ბგერები ქარში გაზრდილი ტოტივით... სავალს ძიებით ვართულებ, წერტილს და მძიმეს ვამეფებ და როგორც დენის მავთულებს, ვუშენებ მერცხლებს ტაეპებს... თვალი არ მოხვდეს - ვაშინერს... მოწყალე ვიყო ვეცდები, ხანდახან რვეულს ვაშინებ ამ უცნაური ლექსებით...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:22 | Сообщение # 736 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს გალავნები - ძველი სანგრები უდაბნოსავით გამომეფიტა და ბაბილონის კედლის ნანგრევებს კვლავ ხიწვებივით ვიძრობ ტერფიდან... გზა წინ მიიწევს - ბედის მორჩილი, კლდე ჰგავს ქვადქცეულ ქალის დალალებს და დღესაც ახსოვს ლოტის ცოლ - შვილი ბილიკებს - მთებზე დაღლილ ქალამნებს... სასახლეს ჩემსას კარი არა აქვს, გადაღლილია ტახტი ღალატით და საცოდავად მაწანწალაა გაშიშვლებული ჩემი ქალაქი... ეს გალავნები - ძველი სანგრები უდაბნოსავით გამომეფიტა და ბაბილონის კედლის ნანგრევებს კვლავ ხიწვებივით ვიძრობ ტერფიდან.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:23 | Сообщение # 737 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხის ტოტი ჰქვია ფრინველების პარტერს... იარუსს... ფრენას სწავლობენ, ვერ სწავლობენ ქარზე სიარულს... მავთულებს შორის უხილავი რკინის ბადეა და ბეღურები განა ფრენენ, ქარზე დადიან...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:24 | Сообщение # 738 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვგავარ მთაზე შემდგარ ქართველს, სიმაღლე თუ შეგშლის ასე და უცნაურ გზებზე ვანთებ ამოუცნობ ნოტის ხაზებს... რას გაუგებ მაცდურ სურვილს, სიტყვებს ვეძებ ღობე - ღობე, ნოტებს ქარში გაფანტული ბეღურები კითხულობენ... დღეს სიგიჟე მადგას მხრებზე, საკუთარ ლანდს ვეხუმრები, როგორც დენის მავთულებზე, ლექსზე სხედან ბეღურები... ეს ხევები ჰგვანან სანგრებს, ღრუბელია აღრენილი და შეჰყურებ ციხის ნანგრევს კაცის უხმო ნანგრევივით...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 16:25 | Сообщение # 739 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფინჯანი ყავა ყავა, ყავაა... ყავა, ყავაა... დახტუნავს როგორც მრავალწერტილი, თუმცა შავია, რეფრენი ყვავმაც ამოისროლა თეთრი ლექსივით... არა ჩუმდება არცერთი წამით, დამტრიალებს და უფრო გიჟდება, მთელი წელია დაფრინავს ყვავი და შავ ყავაზე მეპატიჟება...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 16:26 | Сообщение # 740 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვიცი ძმაო, ყველა ლექსი დამიბერდა, გამიხუნდა ის, რაც დღემდე ხელით ვძერწე, ძველი ტიკი ახალ ღვინოს ვერ იტევს და მე გავუძლებ დამაჭრებულ ასეთ ლექსებს?! ჩემი ნაძვიც დაბერდა და ცისკენ იწევს, ჩავლილ დღეებს ხმიადივით ქარში ვიყოფთ, დღეს ვდგავარ და კალმის წვერით ვაძრობ ხიწვებს, ამოჩორკნილ და კორძიან ბებერ სტრიქონს... არ გეგონოთ პოეტობის მსურს ალიბი, ან ზეცისკენ გამახედოს ყველა კიბემ, ვაკაკუნებ და ბებერი დურგალივით ფანჯრის ნაცვლად აივნებზე ლექსებს ვკიდებ... ვიცი ძმაო, ყველა ლექსი დამიბერდა, გამიხუნდა ის, რაც დღემდე ხელით ვძერწე, ძველი ტიკი ახალ ღვინოს ვერ იტევს და მე გავუძლებ დამაჭრებულ ამდენ ლექსებს?!
|
|
|
|