სოსო ნადირაძე - Page 72 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 19:31 | Сообщение # 711
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ვარსკვლავი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც... თურმე გზა არის არც ისე შორი,
ქუჩაა ტანგო, აუ, რა ნელი,
და ვცხოვრობ ასე პოეტებს შორის,
ჩემი ლექსივით აუტანელი... ხვადი მგლებივით არა ვართ მარტო,
ღობე - ყორეებს კლანჭით ვეცემით,
და პოეტებიც ჩვენს ციცქნა ფართობს
შემოვინიშნავთ ხოლმე ლექსებით... ოდისევსივით არ სძინავს სოფელს,
ვგრძნობ ქალის სურნელსს, როგორც სახსოვარს...
ნეტავი მთვარეს - ჩემს პენელოპეს,
ვარსკვლავები ვინ შემოაქსოვა? ერთი მნათობი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 19:32 | Сообщение # 712
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დამაგუბეს და ახლა ტანზე,
ჩვეულებრივი ხავსი მედება,
მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს,
სიურრეალურ შემოქმედებას... ჩვენში მარტივად იცვლიან როლებს
აუღელვებლად, როგორც იციან,
მესვრიან ქვებს და ითვლიან რგოლებს,
ფსევდოაბსტრაქტულ კომპოზიციას... რად გამახსენა ჭაობმა ბროდსკი,
ან ამ შეხვედრას ნეტავ რა ჰქვია?!...
მესვრიან ლოდს და იზრდება ბორცვი,
ფუტურისტული ეპიტაფია... მე დამაგუბეს და ახლა ტანზე,
ჩვეულებრივი ხავსი მედება,
მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს,
სიურრეალურ შემოქმედებას...
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 19:43 | Сообщение # 713
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მავიწყდება ყანები ძნებით,
და ხის ტოტებზე ჩიტის ქანდარა,
ასჯერ ჩაკეტა სავალი გზები,
ასმა დარმა და ასმა ავდარმა. რომ მორეოდა ყველა ცდუნებას,
გზა ეკლიანი და ნაწვიმარი,
მე გშორდებოდი დაუსრულუბლად,
ასი ქედით და ასი მდინარით... რომ წამეშალა მიჯნა და ზღვარი,
რომ მოვრეოდი გრძნობას აშკარას,
ასჯერ ჩავრაზე ურდულით კარი,
ასჯერ ჩავკეტე რკინის ფანჯარა... ვერ დაგივიწყე რადგანაც ასჯერ,
რადგან მახსოვხარ ასჯერ, ბოლომდის,
ხელით ვეხები დახურულ ფანჯრებს
და მთელი ძალით ვაღებ მოლოდინს...
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 19:43 | Сообщение # 714
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვისმენ ჩურჩულით
აღვლენილ ბგერებს,
ცისა და კაცის
საოცარ ნაზავს,
დგას სამრეკლოსთან
მოხუცი ბერი
და მაჯისცემას
უსინჯავს ტაძარს.
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 19:48 | Сообщение # 715
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ჩემს ბეღურას უბეში ვმალავ მზე ლამანჩელის ჩაჩქანით თბება
და როსინანტით აგრძელებს რონინს,
ჭრილობა მაინც ჭრილობად რჩება
გინდა დიდგორის მოიგო ომი... ხომ შეიძლება მზე შეკრთეს უცებ,
ჩვენით თბილი და ჩვენით ამაყი,
ნუ ამოვუთხრით ჩვენს კოხტა ქუჩებს
პატარა სანგრებს, როგორც სამარხებს... მე ჩემს ბეღურას უბეში ვმალავ,
ასე მგონია ბორკილს ადებენ,
ნუ შევაშინებთ უწყინარ ქალაქს
პატარ პატარა ბარიკადებით... მზე ლამანჩელის ჩაჩქანით თბება
და როსინანტით აგრძელებს რონინს,
ჭრილობა მაინც ჭრილობად რჩება
გინდა ათასი მოიგო ომი.
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 19:49 | Сообщение # 716
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო,
სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?!
გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს,
თორემ გავქრებით უერთმანეთოდ.... ვუთხრით ერთმანეთს ორმოს და მახეს
და ნაცრით სავსეს დავათრევთ მუჭებს,
ნუ გამოვაჩენთ ხელებს და სახეს,
თორემ ტკივილი აავსებს ქუჩებს... რადგან გვაშინებს ცოდვების სიღრმე,
და რადგან სახეს სათუთად ვმალავთ,
ნუ ჩამოვახევთ ერთმანეთს ნიღბებს,
თორემ სირცხვილი წალეკავს ქალაქს... როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო,
სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?!
გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს,
თორემ გავქრებით უერთმანეთოდ....
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 19:51 | Сообщение # 717
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს,
კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს,
სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია,
თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე... ახალი რომ არ გამოვიგონოთ,
რომ დავესესხოთ ბოდლერს, შელიეს,
ამაღლებული ყველა სტრიქონი
ლაზარესავით ფეხშიშველია... ვაი რომ ლექსსაც ენა დაება,
გზაც იქით მიდის წმინდა მთა როა
და დამშეული ყველა ტაეპი
ცრემლად აშრება წიგნის თაროებს... ვინ სთქვა, რომ სადმე ტალღაა მეცხრე,
არსებობს მხოლოდ პურის მარცვალი,
გზაც მოტყუებულ, უდღეურ ლექსებს,
ისევ ქარდაქარ დააწანწალებს... მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს,
კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს,
სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია,
თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე...
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 19:51 | Сообщение # 718
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან,
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს,
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან,
გზა და გზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს. მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან,
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 20:27 | Сообщение # 719
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით,
ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია,
და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი,
ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან... ასავსავებს მეძებარი "გადა" ენას,
სიცივესაც მოეძალა აპათია,
თბილ ქვეყნებში უნდათ ფოთლებს გადაფრენა,
ზამთარი კი თოფს უმიზნებს საფანტიანს... კვლავ თოვლიან ამინდებზე გვაფრთხილებენ,
სველ ტოტებზე გადაკიდებს ქარი ფრაზებს,
წეროებმაც ოქროსფერი მარხილებით
შემოდგომა თბილ ქვეყნებში გაიტაცეს... ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით,
ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია,
და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი,
ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან...
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 20:31 | Сообщение # 720
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოფელს დარაჯობს ძაღლი "გრანიტი",
ენით ილოკავს თათებს ქონიანს
და სახურავის ყველა კრამიტი,
სახლის მშიერი ენა ჰგონია... რა დაკვირვება სცოდნიათ ძაღლებს,
ასე მკვირცხლებს და ასე მამაცებს,
მოვა წვიმა და გაბუტულ სახლებს
კრამიტის ენით ალაპარაკებს!
 
ძებნა:

მოგესალმები Гость