სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: პარ, 20.06.2014, 16:18 | Сообщение # 691 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთმანეთისკენ მივდივართ მტკიცედ, ამოუხსნელი ღამისტეხვებით, გაზაფხულდა და სანთლისფერ თითებს, როგორც დაკვირტულ ტოტებს ვეხები,
ჩემს გრძნობას ისევ ვატარებ მალვით, ცა კი სავსეა მერცხლის კორტეჟით, და უცნაურად ლამაზი ქალი, ჩიტის ბუდეს ჰგავს მწვანე ტოტებში...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.06.2014, 19:00 | Сообщение # 692 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ და შეძახილი: - დროზე შეჩერდით!- რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...
ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე, ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ, რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...
მე შენ გაწამებ, შენ მე მაწამებ და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ, როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...
ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები და კითხვა გვთანგავს გულისწამღები, მე რომ ვმაღლდები, შენ რად ეცემი? მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?
და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა, ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ, ერთად მივდივართ მერე სარკესთან და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.06.2014, 16:44 | Сообщение # 693 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთხელაც უნდა დასვა წერტილი, რადგან ჩვენს შორის სივრცე ვერ გათბა, ჩემგან ათასჯერ გულდაწყვეყილი, დღეს ორეული მესვრის ხელთათმანს... მე მიცახცახებს უკვე სხეული და ვიდრე ტყვიას ისვრის მეორე, ჩემგან საბრალოდ გამეტებული, დღეს ორეული მიწვდის რევოლვერს... როგორ გვიხდება, ღმერთო, ფრაკები და რა ახლოა, თურმე კარიბჭე, ასე სუფდა და ასე ნატიფი, დღეს ორეული მითვლის ნაბიჯებს... ბოლოს შერჩება ვიცი ბარათებს, ცოტა სისხლი და ცოტა გუაში, ჩვენში ერთერთი უნდა გადარჩეს, დღეს ორეული მიწვევს დუელში
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.06.2014, 22:02 | Сообщение # 694 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს ხეობები ბალახებია გადათელილი, ნისლი კი ისე მიიზმორება, ჩაქნეული მაქვს ჟამი ხელივით, და ფეხებივით ვითრევ ცხოვრებას... კვლავ საუბარი მაბნევს ქუჩური, ხელანით მხვდება დარდი სნეული და გავურბივარ ქალაქს უჩუმრად, ორთქმავლის კვამლად გადაქცეული... ეს ხეობები წაღმა-პირიქით არის ამოქსოვ-ამოკემსილი და ოკრო-ბოკრო ყველა ბილიკი ღამის კოცონთან თბება მწყემსივით... ბალახებია გადათელილი, ნისლი კი ისე მიიზმორება, ჩაქნეული მაქვს ჟამი ხელივით, და ფეხებივით ვითრევ ცხოვრებას,
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 23.06.2014, 17:40 | Сообщение # 695 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შფოთი შეჰპარვიათ ტყეებს შფოთი, და წუწუნი მესმის - რატომ?! ერთად ცდილობს ყველა ტოტი ქარი ხიდან ჩამოაგდოს... ფოთლებს შორის დარდი ღვივის, მელიები ბარტყებს თვლიან, ქარებიც ხომ ჩიტებივით ხის ტოტებზე იზრდებიან?! ნაკვალევს შლის კუდის ჩქამი, ჩრდილი ცურავს ნება-ნება, ძირს დავარდნილ ქარსაც ჟამი მელასავით ეპარება... შეჰპარვიათ ტყეებს შფოთი, და წუწუნი მესმის - რატომ?! ერთად ცდილობს ყველა ტოტი ქარი ხიდან ჩამოაგდონ... 22.6.2014
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 23.06.2014, 23:56 | Сообщение # 696 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს, ალბათ ბავშვივით ხელში ავიყვან, გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს, ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ. გაზაფხული კი გზადაგზა დაღვრის, ყაყაჩოებით სავსე ფიალებს, მერე რამდენი ფოთოლიც არის, ქარში იმდენად გაიშრიალებს. როცა შევატყობ კვირტებს სიმწიფეს, და დაეშვება ნისლი ფარდებად, ირგვლის რამდენი ბარტყიც ჟივჟივებს ტოტზე იმდენჯერ შეფრთხიალდება.. ყველა ბუდიდან ამოფრინდება, ცას მოედება მტრედის ხუნდებად შაშვს გალობაში შეეჯიბრება, წეროებს მწკრივში ამოუდგება უთვალავ ფერად დაიკვირტება, დაბურულ ტყეებს შეეხიზნება და ჩვენს გულებში დანაწილდება ამურის ტკბილ და მტანჯველ სიმღერად. გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს, ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ. ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს თოთო ბავშვივით ხელში ავიყვან...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.06.2014, 19:52 | Сообщение # 697 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმა ტოტებზე ტოვებს აფიშებს ------ წვიმა ტოტებზე ტოვებს აფიშებს, მოწყენილი ვარ ყავის ჭიქითა, ვზივარ დილიდან დახშულ კაფეში და გამოსავალს ვეძებ ჩიხიდან... მთავარი მაინც რჩება უთქმელი, მთვრალი პოეტის წვით და გარჯითა, საცოდავია წვიმის ღრუბელი ჩამოჟონილი სველი ლანჩიდან... ფოთოლცვენაა ჩემი არქივი, ლექსებთან ღამე უნდა ვათიო, ბილიკებს დააქვთ მძიმე ბარგივით ცხოვრება - ჩემი ძველი რადიო... ტალახი რადგან ვერ გავცდი ტალახს, განტოლებებს ვხსნი ნაკლებ-მეტობით, მე თიხის ნიღბით ვამშვიდებ ქალაქს, ის კი მიმძიმებს სახეს ბეტონით... ფურცლის პატარა შრიალიც მესმის, თეორიას ვხსნი თითქოს ფარდობითს და არ მეტევა თითებში ლექსი - აფეთქებული სიტყვის ატომი... ქალაქს სწყურია ჩრდილი შენების, გულდამძიმებულს ძირისძირამდე და ამოზრდილი ცათამბჯენები აბალახებენ რკინის ჟირაფებს... ლექსის კაცები ღამეებს ტეხენ, საგზლად დღე ისევ ზღაპარს აირჩევს და ქართულ ნოხზე მოურთხამთ ფეხი სურად გარითმულ სპარსულ ხალიჩებს... ქარს დააქვს ხმელი ჩალის ღერები სასაფლაოდან სასაფლაომდე, ფეხში ედება ხავსი დღეების მწუხრში გარინდულ ბებერ ჭაობებს... წვიმა ტოტებზე ტოვებს აფიშებს, მოწყენილი ვარ ყავის ჭიქითა, ვზივარ დილიდან დახშულ კაფეში და გამოსავალს ვეძებ ჩიხიდან...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.06.2014, 20:22 | Сообщение # 698 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოქროს საწმისად გადააქცია, რაც დრომ დიდებით შემოიკონა, ზღვა ისე არწევს მთელს კავკასიას, როგორც ტალღები ნოეს კიდობანს.
ამირანს ჯაჭვი გაუწყვეტია, ცეცხლი ჩამოაქვს დევგმირს ციდანა, მზემ ბაზალეთის ტბის ფესვებიდან ოქროს აკვანი ამოიტანა...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 26.06.2014, 19:02 | Сообщение # 699 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ორი შეშლილი ------------ ერთად დადიან!- -იტყვის მავანი და გვერდს ჩაუვლის ორი შეშლილი- -ლექსი, ჩემსავით ამპარტავანი, მე, სუსტი ყველა ჩემი ლექსივით.
სარკესთან ისევ პირისპირ დავრჩი, როგორ დამეტყო შფოთი და დაღლა, ვერ მოვიშორე მათხოვრის ჩაჩი, ვერ მოვიშუშე მასხარის დამღა...
ნეტავი ცოტაც გამაძლებინა, ზაფხული ქშინავს სიცხის დილემით, ლარზე გაბმული ნაგაზებივით წრეებს უვლიან სახლებს ჩრდილები...
სულ პაწაწინა ლაქა ვარ მელნის, ისევ ღრუბლიან ფურცლებს ვეჩვევი, გალუმპული მაქვს წვიმებით მხრები და გუბეები დამაქვს პეშვებით....
ბილიკს შეაცვდა ჩემი ღიმილი, მაკრთობს საწუთროს სახე ტიალი, და მონანიე პილიგრიმივით ლექსიდან ლექსში დავხეტიალობ...
შრიალებს პალმა თუ პაპირუსი, ზღვა ღელავს, როგორც ლექსის სტრიქონი და ცდილობს ტალღა სანაპიროზე ყველაზე ძველი კენჭი იპოვოს.
ცაზე მთვარეა - ღამის არაბი, თეთრი ცხენით და ცხელი მითებით, ვარსკვლავებს შორის თრთოლვით გავაბი ლექსები - ჩემი ბეწვის ხიდები...
შენიღბულია ისევ დარბაზი, ისევ ღიმილი მტკივა ბაგეზე, და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 29.06.2014, 23:01 | Сообщение # 700 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ მე არ მიცნობ, მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს, შენ მე არ მიცნობ, მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები, შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი, იქნებ გადარჩე, მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები... შენ ცას უსმინე, გევედრები, მე ნუ მომისმენ, ზამთრის მუქარამ დაუთვალა ხეებს ნეკნები, მე კი არ ვმღერი, ქარი არხევს შემოდგომის ხეს და ფოთლებივით უნუგეშოდ სცვივა ლექსები...
|
|
|
|