სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.05.2014, 14:30 | Сообщение # 671 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე, დილით ყვავილი გეალერსება, ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს... წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ და შენი სევდა ისე დიდია, გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა ის რაც გინახავს, ან განგიცდია... ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს, განმარტოებით დგახარ სრულებით, და დაგროვილი სევდა სულიდან გეღვრება,როგორც ნაკადულები... სულ რომ გვაგციო ზურგი ამაყად, ან მოეფარო შორეთს ბინდიანს იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია... ტანზე სამოსიც შემოგძარცვია, მთაო გალავნად წამომართულო, შენ ჟამმა თითქოს ბერად გაქცია და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.05.2014, 19:21 | Сообщение # 672 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მისხალ-მისხალ იყიდება ბზა ცენტებად, ბევრგან ბამბას ისევ ოქროდ ასაღებენ, ლექსს ვიწყებ და მაინც ქალი მახსენდება: - პოეზიის ვიოლინოსგასაღები... ამას ქვია პოეტური აცეტება, საწყისი და დასასრული - ა და ჰოე, ღრუბლებს შორის ნიშნებით და აქცენტებით მთვარე ფრთხილად მიაცილებს საღამოებს.. მე მინდა, რომ უცნაური იყოს თემა, ასოებიც წიწილების თუ ჰგავს რონინს, ეს კალამი მელნისგან რომ იწრიტება, ფურცელს ისე დააცხრება, როგორც ქორი... მისხალ-მისხალ იყიდება ბზა ცენტებად, ბევრგან ბამბას ისევ ოქროდ ასაღებენ, ლექსს ვიწყებ და მაინც ქალი მახსენდება: - პოეზიის ვიოლინოსგასაღები...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 02.06.2014, 21:39 | Сообщение # 673 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქუჩის ბალაგანი მირჩევნია სცენებს, უკვე დავივიწყე თბილი დარბაზები, ახლა სტრიქონებში ცოტას დავისვენებ, თოკზე მობუქნავე ძველი ჯამბაზივით... შემოვიგდებ მხარზე ჩამოტეხილ კიბეს, ჩამკიდებენ ხელებს ცირკის მაცილები, მასხარებთან ერთად ქუჩა - ქუჩა ვირბენ, ძველი ბალაგანის ნიღბის ნაწილივით... გულით დამაქვს ისევ ჩემი ციფრი - სამი და მასხარის ჩაჩი - შეშლილების ჰობი, გადავკიდებ ქარზე ჩემს დაკონკილ სამოსს და გაცვეთილ მხრებზე მედგრად დავეყრდნობი... ქუჩის ბალაგანი მირჩევნია სცენებს, უკვე დავივიწყე თბილი დარბაზები, ახლა სტრიქონებში ცოტას დავისვენებ, თოკზე მობუქნავე ძველი ჯამბაზივით...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 04.06.2014, 21:58 | Сообщение # 674 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხელებს ჩანავლულ კოცონზე ვითბობ, მხოლოდ ეს არის რაც დღეს მეღირსა, ახლა დაცლილი დოქი ვარ თითქოს, მიტოველი ყველა ლექსისგან... სიტყვა მტოვებს და მიზანიც მტოვებს და განშორება მაღონებს მძაფრი, გზებს პენელოპეს ხელები ქსოვენ მარადიული ლოდინის ძაფით... დღე ჰომეროსის ცხენივით ანცობს, ეღობებიან დევებს დევები და ვეფერები ტკივილებს ნაცნობს ამოუცნობი ღამისთევებით... ხელებს ჩანავლულ კოცონზე ვითბობ, მხოლოდ ეს არის რაც დღეს მეღირსა, ახლა დაცლილი დოქი ვარ თითქოს, მიტოველი ყველა ლექსისგან...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 04.06.2014, 21:58 | Сообщение # 675 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვუყვარვარ ვუყვარვარ? - არა?! - ისმოდა მარში, მერე ღრუბლებმაც წამოიტირეს, და გაზაფხული ფანტავდა ქარში ლამაზი ქალის თითებს - გვირილებს... მეც დავადექი ამ ბილიკს მტკიცედ, გარშემორტყმული ჭრელი ჩიტებით და გვირილები დავკრიფე ისე, როგორც ლამაზი ქალის თითები...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 04.06.2014, 21:58 | Сообщение # 676 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ვჯავშნით წინასწარ ადგილს და ბილეთს, სამყაროს ჭვრეტა გვიყვარს სკამიდან და ერთმანეთის თვალებში დირეს ვეძებთ სიცოცხლის დასაბამიდან... ბოლო არა აქვს განმსჯელის ლოდინს სულ გამოვძვრებით რატომღაც გვჯერა და დამნაშავეს დავეძებთ ოდეს, ერთმანეთისკენ გადაგვაქვს მზერა... ანაბეჭდებით ვტოვებთ ქალაქებს, სრბოლით ვაწყდებით კიდიდან კიდეს და საბრალდებო სკამზე ვალაგებთ ერთმანეთისკენ გაშვერილ თითებს... ვჯავშნით წინასწარ ადგილს და ბილეთს, სამყაროს ჭვრეტა გვიყვარს სკამიდან და ერთმანეთის თვალებში დირეს ვეძებთ სიცოცხლის დასაბამიდან...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.06.2014, 23:29 | Сообщение # 677 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვლემენ ვარსკვლავები სიზმრით გართულები, მთვარე ხიზანია, როგორც მუჰაჯირი, ისევ მინათებენ ლექსის ნათურები, ლექსის კიბეებს და ლექსის მოაჯირებს... ჰგვანან ბილიკები ზღაპრებს ღრუბლებჩავლილს, ყველა ლერწს და მტევანს ფოთლით გრძნობენ მთები, ცასთან საუბრობენ ლექსის ჩუმი კვამლით ლექსის ბუხრები და ლექსის თონეები... გზაა უსასრულო ფიქრი ქარაგმების, და რომ განვიცადო თრთოლვა ნეონების, უნდა გავიარო ლექსის ქალაქები, ლექსის გაზონები, ლექსის შენობები... თვლემენ ვარსკვლავები სიზმრით გართულები, მთვარე ხიზანია, როგორც მუჰაჯირი, ისევ მინათებენ ლექსის ნათურები, ლექსის კიბეებს და ლექსის მოაჯირებს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.06.2014, 13:55 | Сообщение # 678 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქ უცნაური რითმებით თბები, ისმენ ფშაველის ურმულს შორიდან, საოცარია, ჩარგალის მთები ვაჟას ნაბადზე წამოწოლილან... ატაცებული ხევის ლირიზმით, შეყვარებული ფერმკრთალ მთვარეზე, დაბორიალობს მთებში თბილისი ვაჟა ფშაველას როცა დაეძებს... ბარი დააფრთხო ფშავის არაგვმა, მზე გაირინდა დეკის ბუჩქივით, ხოლო თბილისში დღესაც ამაყად მთებს დააქვთ მხრებით ვაჟას ხურჯინი... აქ უცნაური რითმებით თბები, ისმენ ფშაველის ურმულს შორიდან, საოცარია, ჩარგალის მთები ვაჟას ნაბადზე წამოწოლილან...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.06.2014, 00:37 | Сообщение # 679 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვეძებ ფოსფორისფერ მალაქიტებს, მწუხრში ფანტომები ტკარცალებენ, ღამეს პეპლებივით დააფრინდნენ მხარზე მოციმციმე ვარსკვლავები.
მაკრთობს მთვარის მუნჯი ჰაზავათი, ვყვირი მთელი ძალით, აუუუ... ფრიდოოომ! ღამეს მოსვენებას აღარ ვაძლევ, მხარზე პეპლები რომ ავუფრინო...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.06.2014, 13:43 | Сообщение # 680 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მწვერვალის ჭვრეტით განა ვერთობი, ვუახლოვდები მთებს და ქარაფებს, მივდივარ, მაგრამ ზურგზე მეტყობა, რაც ჩემს ზურგს უკან ილაპარაკეს...
განა ლექსს ვამბობ, ჩემს სიზმარს ვყვები, მქოლავენ, მაგრამ მაინც მიმართლებს და მოშურნეთა ნასროლი ქვებით შენდება ჩემი ც ი ხ ე ს ი მ ა გ რ ე...
|
|
|
|