სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: ხუთ, 22.05.2014, 18:02 | Сообщение # 651 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზურგს უკან კბილები გაილესეს, მე ვფიქრობ რატომღაც აკაკიზე, ყოველდღე ყოველი კაი ლექსი, ”მეგობარ პოეტებს” მაკარგვინებს... ლექსით ვარ ყველაზე უმდიდრესი, რითმები ზოდებად ლაგდებიან, ”ძმები” კი სრულიად უმიზეზოდ მტრის გათხრილ სანგრებში მაგრდებიან...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 23.05.2014, 23:14 | Сообщение # 652 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თქვენ რომ დამხატეთ მე მინდა რომ იმ სურათს ვგავდე და ბილიკებიც ყვავილებით იყოს ნაფენი, რა უზრუნველი დაგიხატავთ თვალები,სახე, რა ბედნიერი ღიმილია, სითბო რამდენი?! აქ კი სიცივეს გაუღია კარები ფართოდ და მტვერში გდია გაცრეცილი სულ სხვა სურათი, ავტოპორტრეტი....გაიფიქრებ ოთახში მარტო და ჩუმი შიში გამეფდება ფიქრის უღრანში...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 29.05.2014, 11:39 | Сообщение # 653 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამაზე მეტი რა გითხრათ კიდევ, ჩემს უძლურობას შევიგრძნობ ოდენ, მე თავი ბამბის ბალიშზე მიდევს, ხოლო ჩემს ქალაქს გალავნის ლოდზე, ჩემივე ჩრდილის ლანდად ვიქეცი, ვანთებ და ვაქრობ სახლის ნათურას, როცა მე საბანს თბილად ვიკეცავ, ჩემს ქალაქს ტანზე ქარი ახურავს...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 29.05.2014, 11:40 | Сообщение # 654 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვხვდები, თუ როგორ გაუძელ ამდენს, გულში არ დამრჩა ოდნავი ეჭვი, საქრთველოში ამაყი ცამდე ციხესავით დგას პატარა კენჭიც... ცისარტყელები მომავალს წერენ, ჭექა-ქუხილის ფეთქდება ნაღმი, სულ პაწაწინა წვიმების მერეც კიდობანსა ჰგავს ქართული სახლი...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 29.05.2014, 11:41 | Сообщение # 655 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყველა ეს სახლი ჰგავს ციხის ალამს, ეს აივანი მიჯნურს უჩინოს... და რასაც დღემდე ფურცლებში ვმალავ მინდა ჩვენს ქალაქს გაფავურჩინო. თუ კიდევ მეყო ოდნავი ძალა კალამს ფრთის წვერი ამოვულესო, ისე ავანთებ ლექსებით ქალაქს, რომ ვეღარ შეძლოს ყოფნა ულექსოდ.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 30.05.2014, 23:02 | Сообщение # 656 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენს სალოცავში ლექსია ზარი, ხოლო ცხოვრება ცოდვის ნაშალი, და ამოთქმული ყოველი ბწკარი ცდილობს რომ სული ამოგაცალოს. ლამაზ სურვილებს ტოვებ ნაძვებზე, მთვარეს საკუთარ სიზმარს ანებებ და მოსვენებას აღარ გაძლევენ რებუსები და გამოცანები... კვლავ ეფერები გაჩენილ ბზარებს, კვლავ გეცოდება ყველა ნაპრალი, არაფერია ცრემლებზე მწარე, თუ ღვინის ჯამით შემოგაპარეს... შენს სალოცავში ლექსია ზარი, ხოლო ცხოვრება ცოდვის ნაშალი, და ამოთქმული ყოველი ბწკარი ცდილობს რომ სული ამოგაცალოს
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.05.2014, 11:02 | Сообщение # 657 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუმც გარს მარტყია, როგორც ნათელი, თუმც დღე და ღამე ჩემს წინ ციმციმებს, ცრემლებად აწევს თვალებს გახელილს, ნიღბის ჩრდილი და ნიღბის სიმძიმე. მწარედ გადაგკრავს ღიმილის მახვილს, გიძღვნის ბორკილის მძიმე ყვავილებს და სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს, როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს. და თუ ღიმილის იდუმალ ფარდას, სუდარასავით ჩამომაცილებთ, ნახავთ თვალები თუ როგორ კარგავს ცრემლის და სისხლის ფერმკრთალ ნაწილებს. და ამ ნიღბების მიღმა მავალნი, თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ, მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი, ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.05.2014, 11:03 | Сообщение # 658 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ დაუცველს ვგავარ სამიზნეს, წონასწორობას ვიჭერ ხერხემლით, ქარს შეუძლია სულშიც ჩამიძვრეს, მე თითებითაც კი ვერ ვეხები... რას იზამ, ძმაო, მუდამ ასეა, დუმს იარაღი პაპისეული, ქარის გამჭოლი მზერით სავსეა თოფის ლულის წინ მდგარი სხეული... ვგრძნობ ნაბიჯების კლავიატურას, ეს მუსიკაა - ქუჩის ნაწილი... მე ძველებური ქუდი მახურავს, ქარს კიდევ ისევ უჩინმაჩინის... საჭვრეტად ისევ სარკმელს ავირჩევ, სივრცე სარკეა, მე კი ცდომილი და ვზვერავ ფოთლებს - მფრინავ ხალიჩებს, სადაც ქარია წამოწოლილი... ნეტა ეს ოქრო ამაწონინა, ვაღებ სარკმელს და ვიჩენ სიფრთხილეს, ახლა ფოთლებზე წამოწოლილმა ქარებმა თავზე გადამიფრინეს... ვერ გამიგია ეს რა შფოთია, ანდა რა ჰქვია ასეთ არსებას, ასე მგონია ქარი ფოთლიდან ჩემს ქვაფენილზე დაენარცხება... ეს მირაჟია, ვგრძნობ მალე მოთოვს, გადაარქმევენ ქუჩებს სახელებს, მე ხელს მოვკიდებ დაცემულ ფოთოლს და ფრთხილად ფეხზე წამოვაყენებ...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.05.2014, 11:04 | Сообщение # 659 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დედი მე მესმის შენი ტირილი, ჩემი გზები კი ბნელში მიდიან, დამრჩა შენს თმებში ბაღი გვირილის და ვარდისფერი დღის იდილია. როგორც ხომალდი შერჩეს აისბერგს, გული ყინულის რკალში ჩაეფლო, აქ აშრიალებს ფარდა ღამისფერს და დგას თეატრის ცივი საუფლო. აქ სხვა მხარეა,ამ მხარეს ჰქვია, უსახლკაროთა თავშესაფარი, შორს ცის ტატნობთან მთვარის რექვიემს ღრუბელი მისდევს მარტორქასავით. ვეღარ მიხსნიან შენი ცრემლები, შენი წყლულებიც ვეღარ მიხსნიან, ქარებს დანებდნენ ბედის მტევნები და უბოლოო გზებით მიჰქრიან.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.05.2014, 11:05 | Сообщение # 660 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე და შენ ბედს არ ვუჩივით, ვაგრძელებთ ერთად ხეტიალს და გვიკვირს ვიწრო ქუჩებში მზეც როგორ შემოეტია...
|
|
|
|