სოსო ნადირაძე - Page 64 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 19:55 | Сообщение # 631
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღმართებზე, დაღმართებზე,
გადაღლილნი რომანსებით,
ჩერდებიან საათები,
ფუჭდებიან კომპასები... დრო გავფანტე - ნამცეცები,
უჟამობის ჟამი მითრევს,
აბა, საით გავექცევი
უკომპასო ლაბირინთებს... მწვერვალები ჰგვანან ვერძებს,
ხეობები ჰგვანან ღუზებს,
კომპასსა და საათს ვეძებ
ჩემს დაკარგულ ხელისგულზე... აღმართებზე, დაღმართებზე,
გადაღლილნი რომანსებით,
ჩერდებიან საათები,
ფუჭდებიან კომპასები...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 19:57 | Сообщение # 632
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით,
ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია,
და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი,
ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან... ასავსავებს მეძებარი "გადა" ენას,
სიცივესაც მოეძალა აპათია,
თბილ ქვეყნებში უნდათ ფოთლებს გადაფრენა,
ზამთარი კი თოფს უმიზნებს საფანტიანს... კვლავ თოვლიან ამინდებზე გვაფრთხილებენ,
სველ ტოტებზე გადაკიდებს ქარი ფრაზებს,
წეროებმაც ოქროსფერი მარხილებით
შემოდგომა თბილ ქვეყნებში გაიტაცეს... ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით,
ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია,
და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი,
ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 19:58 | Сообщение # 633
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვგავარ მთაზე შემდგარ ქართველს,
სიმაღლე თუ შეგშლის ასე
და უცნაურ გზებზე ვანთებ
ამოუცნობ ნოტის ხაზებს... რას გაუგებ მაცდურ სურვილს,
სიტყვებს ვეძებ ღობე - ღობე,
ნოტებს ქარში გაფანტული
ბეღურები კითხულობენ... დღეს სიგიჟე მადგას მხრებზე,
საკუთარ ლანდს ვეხუმრები,
როგორც დენის მავთულებზე,
ლექსზე სხედან ბეღურები... ეს ხევები ჰგვანან სანგრებს,
ღრუბელია აღრენილი
და შეჰყურებ ციხის ნანგრევს
კაცის უხმო ნანგრევივით...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 20:03 | Сообщение # 634
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გალავნები - ძველი სანგრები
უდაბნოსავით გამომეფიტა
და ბაბილონის კედლის ნანგრევებს
კვლავ ხიწვებივით ვიძრობ ტერფიდან... გზა წინ მიიწევს - ბედის მორჩილი,
კლდე ჰგავს ქვადქცეულ ქალის დალალებს
და დღესაც ახსოვს ლოტის ცოლ - შვილი
ბილიკებს - მთებზე დაღლილ ქალამნებს... სასახლეს ჩემსას კარი არა აქვს,
გადაღლილია ტახტი ღალატით
და საცოდავად მაწანწალაა
გაშიშვლებული ჩემი ქალაქი... ეს გალავნები - ძველი სანგრები
უდაბნოსავით გამომეფიტა
და ბაბილონის კედლის ნანგრევებს
კვლავ ხიწვებივით ვიძრობ ტერფიდან...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 22:47 | Сообщение # 635
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენ
ბედს არ
ვუჩივით,
ვაგრძელებთ
ერთად
ხეტიალს
და გვიკვირს
ვიწრო
ქუჩებში
მზეც
როგორ
შემოეტია...
 
nukriaДата: პარ, 16.05.2014, 22:26 | Сообщение # 636
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში,
ჩემს ქალაქს ჰქვია ძველი ეპოსი,
ისე გავერთე უკვე თამაშში,
სიტყვებს ვალაგებ როგორც რებუსებს... ვაკვირდებოდი ატამს გახლეჩილს,
გმირს და მასხარას თვითონ ვირჩევდი,
და დავასახლე ჩემს სასახლეში
ფარაონი და მეფე რიჩარდი, ხალიჩებს ვუგებთ მონარქს ნებიერს,
ამოვუქოლეთ კედლებს ბზარები,
და ჰორიზონტზე წისქვილებივით,
მეოცნებენი დაწანწალებენ... ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში,
ჩემს ქალაქს ჰქვია ძველი ეპოსი,
ისე გავერთე უკვე თამაშში,
სიტყვებს ვალაგებ როგორც რებუსებს...
 
nukriaДата: შაბ, 17.05.2014, 00:53 | Сообщение # 637
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვლავ სისასტიკე გვდევნის რაბუნი,
გაოცებული ცრემლით შევყურებ
დრო დამფრთხალი და განრისხებული
ქვებს როგორ უშენს ერთგულ ბეღურებს... კვლავ სიძულვილის გველი სისინებს,
გესლავს და გესლავს შხამით სხეულებს
და ვუერთდები ქარში ნისლივით
სიცოცხლისნებაჩამორთმეულებს... გზა უდაბნოზე უფრო მშიერი,
ალბათ არასდროს გაგვანებივრებს,
ნელნელა ვსწავლობთ ქარზე სიარულს
ფრთამოტეხილი ბეღურებივით, და რადგან ცოტა დარჩა მანძილი,
აბრაამს მოუწყვეტს გულაბს ისაკი,
ჩვენც წამოვდგებით და გავაგრძელებთ
გზას ერთმანეთის გულებისაკენ...
 
nukriaДата: შაბ, 17.05.2014, 12:31 | Сообщение # 638
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც გითხარით, მშვიდობით,
(მიპასუხეთ ასევე.)
სულ ყველგან ფეხს გიდებენ,
სულ ყველგან შხამს გასმევენ. არსად აღარ გწყალობენ
ჩემს პატარა ღაბუებს,
წუთისოფლის კანონებს,
რა ვქნა, ვერ შეგაგუეთ. შურდული აქვთ უვიცებს,
მიზანშია მაღლობი,
მინდორ- -მინდორ ნუ იფრენთ
ჭიკჭიკით და გალობით. გამოხსენით უჯრები,
გამოაღეთ კარები,
ვიდრე დაგამუნჯებენ,
ვიდრე დაგაბრმავებენ. რაც გითხარით, მშვიდობით,
(მიპასუხეთ ასევე.)
სულ ყველგან ფეხს გიდებენ,
სულ ყველგან შხამს გასმევენ.
 
nukriaДата: შაბ, 17.05.2014, 12:39 | Сообщение # 639
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იოანევ სავალი
უფლისათვის გაწმინდე?!
მაცხოვარი მოადგა
იორდანეს ნაპირებს. მაცხოვარი მოადგა
ღვთივ კურთხეულ სანახებს,
მოდის მთელი დიდებით,
ვარსკვლავივით ანათებს. წყალს მოიკვლევს, ღმერთმანი,
რა ლამაზი ყოფილა.
მზერა ყოვლისმპყრობელი
მზის სხივებად მოჰფინა. გალობის ხმა ჩამოაქვს
ზეცის მსღალ გალავანს,
მაცხოვარო ჩვენ შენი
თასმის ღირსიც არა ვართ. სულიწმინდა ზეციდან
გადმოვიდა მტრედივით,
წყალში ინათლებოდა
მწყემსთა მწყემსი კეთილი...
 
nukriaДата: კვ, 18.05.2014, 11:20 | Сообщение # 640
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით
და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია,
თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს,
რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია... რადგან მეფენი ეცემიან, ჟამი კი მეფობს
და სევდის ხავსი ეჭიდება სასახლის ფანტომს...
დრო ფქვავს საკუთარ ფოტოსურათს - წარსულის ექოს
და პეშვით, როგორც პურის თავთავს, გზადაგზა ფანტავს... ჩვენს დროში კუშტად იცინიან მოცარტზე, ვერდზე,
თითქოს ბოთლიდან ამოუშვეს ერთად ჯინები,
რკინის ჟირაფებს აძოვებენ ქალაქის მკერდზე
გოლიათივით ამოზრდილი ცათამბჯენები.. დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით
და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია,
თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს,
რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია..
 
ძებნა:

მოგესალმები Гость