სოსო ნადირაძე - Page 65 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 18.05.2014, 17:49 | Сообщение # 641
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მედეა ალესილი აქვს ამურს ისერები,
შენგან დაჭრილი ისევ ვეცემი,
მე მოგიტაცე ჩემი სიზმრებით,
მე აგიტაცე ჩემი ლექსებით... კვლავ სიყვარული ღუპავთ ნარცისებს,
მთვარე მზაკვარი მოიმედეა
და ყველა ტალღა ოქროს საწმისებს
შენი ცრემლებით რეცხავს მედეა, შენ დედოფალო გავხარ იასო,
სხეული შენი თეთრი მტრედია
და ზღვების იქით ყველა იასონს
შენი სისუსტე მიაქვს მედეა... განა რომამდე, ანდა ტროამდე,
ჩემამდე ბრწყინავ ოქროს ნაკვთებით
და დღეს უტიფრად ჩემს ლექსს მოადგნენ
შენს წასაყვანად არგონავტები... კვლავ იასონი გიმიზნებს ისარს,
კვლავ ბობოქრობენ გემები, ზღვები
და აიეტის დროინდელ სიზმარს
ჩვეულებრივი ლექსივით ყვები... დღესაც კოლხური ღვინოთი ვთვრები,
ისევ დედოფლის ტკივილი მაწვიმს,
ვაზი - მედეას შიშველი ცრემლი,
ტალღებში მალავს მზეს - ოქროს საწმისს...
 
nukriaДата: კვ, 18.05.2014, 20:03 | Сообщение # 642
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთხელაც უნდა
დასვა წერტილი,
რადგან ჩვენს შორის
სივრცე ვერ გათბა,
ჩემგან ათასჯერ
გულდაწყვეყილი,
დღეს ორეული
მესვრის ხელთათმანს... მე მიცახცახებს
უკვე სხეული
და ვიდრე ტყვიას
ისვრის მეორე,
ჩემგან საბრალოდ
გამეტებული,
დღეს ორეული
მიწვდის რევოლვერს... როგორ გვიხდება,
ღმერთო, ფრაკები
და რა ახლოა,
თურმე კარიბჭე,
ასე სუფდა და
ასე ნატიფი,
დღეს ორეული
მითვლის ნაბიჯებს... ბოლოს შერჩება
ვიცი ბარათებს,
ცოტა სისხლი და
ცოტა გუაში,
ჩვენში ერთერთი
უნდა გადარჩეს,
დღეს ორეული
მიწვევს დუელში
 
nukriaДата: კვ, 18.05.2014, 20:07 | Сообщение # 643
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველ სტრიქონს
სულ ამაოდ ვეფერე,
ფეხს აიდგამს,
მიმატოვებს მაშინვე,
ჩემი ლექსი
თუ შინ შემოგეპარათ,
ნუ გააგდებთ,
შეიფარეთ ბავშვივით. თუ უეცრად
მშობლად ამოგირჩიათ,
დამილოცეთ
მადლიანი ხელებით,
სამშობლოსთვის
მგალობელი ჩიტები,
მტრებისათვის
ალგეთელი ლეკვები...
 
nukriaДата: კვ, 18.05.2014, 20:09 | Сообщение # 644
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმა ტოტებზე ტოვებს აფიშებს,
მოწყენილი ვარ ყავის ჭიქითა,
ვზივარ დილიდან დახშულ კაფეში
და გამოსავალს ვეძებ ჩიხიდან... მთავარი მაინც რჩება უთქმელი,
მთვრალი პოეტის წვით და გარჯითა,
საცოდავია წვიმის ღრუბელი
ჩამოჟონილი სველი ლანჩიდან... ფოთოლცვენაა ჩემი არქივი,
ლექსებთან ღამე უნდა ვათიო,
ბილიკებს დააქვთ მძიმე ბარგივით
ცხოვრება - ჩემი ძველი რადიო... ტალახი რადგან ვერ გავცდი ტალახს,
განტოლებებს ვხსნი ნაკლებ-მეტობით,
მე თიხის ნიღბით ვამშვიდებ ქალაქს,
ის კი მიმძიმებს სახეს ბეტონით... ფურცლის პატარა შრიალიც მესმის,
თეორიას ვხსნი თითქოთ ფარდობითს
და არ მეტევა თითებში ლექსი
- აფეთქებული სიტყვის ატომი... ქალაქს სწყურია ჩრდილი შენების,
გულდამძიმებულს ძირისძირამდე
და ამოზრდილი ცათამბჯენები
აბალახებენ რკინის ჟირაფებს... ლექსის კაცები ღამეებს ტეხენ,
საგზლად დღე ისევ ზღაპარს აირჩევს
და ქართულ ნოხზე მოურთხამთ ფეხი
სურად გარითმულ სპარსულ ხალიჩებს... ქარს დააქვს ხმელი ჩალის ღერები
სასაფლაოდან სასაფლაომდე,
ფეხში ედება ხავსი დღეების
მწუხრში გარინდულ ბებერ ჭაობებს... წვიმა ტოტებზე ტოვებს აფიშებს,
მოწყენილი ვარ ყავის ჭიქითა,
ვზივარ დილიდან დახშულ კაფეში
და გამოსავალს ვეძებ ჩიხიდან.
 
nukriaДата: კვ, 18.05.2014, 20:10 | Сообщение # 645
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის რაც ვიგრძენი ფიქრისას უცებ,
ასე ვიტყოდი ორიოდ ფრაზით,
გემები ზღვაში უშვებენ ღუზებს,
აფრები ნიშანს ელიან ქარში... სითბო აკლიათ გაძარცვულ ქუჩებს,
წვიმის თითებში იზრდება ხავსი,
შემოდგომა კი თვლემს ხელის გულზე,
მარადიული წყვეტილი ხაზი...
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 10:39 | Сообщение # 646
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვლავ სისასტიკე გვდევნის რაბუნი,
გაოცებული ცრემლით შევყურებ,
დრო დამფრთხალი და განრისხებული
ქვებს როგორ უშენს ერთგულ ბეღურებს... კვლავ სიძულვილის გველი სისინებს,
გესლავს და გესლავს შხამით სხეულებს
და ვუერთდები ქარში ნისლივით,
სიცოცხლისნებაჩამორთმეულებს... გზა უდაბნოზე უფრო მშიერი,
ალბათ არასდროს გაგვანებივრებს,
ნელნელა ვსწავლობთ ქარზე სიარულს
ფრთამოტეხილი ბეღურებივით, და რადგან ცოტა დარჩა მანძილი,
აბრაამს მოუწყვეტს გულაბს ისაკი,
ჩვენც წამოვდგებით და გავაგრძელებთ
გზას ერთმანეთის გულებისაკენ...
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 22:46 | Сообщение # 647
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დაგიბრუნებ ბავშვობას ლექსით,
იქნება ამით რამეც დაშავდეს,
და ვარსკვლავების ციმციმა ცეცხლი
აუგიზგიზდეს ღამეს თავშალზე!
მთვარე სპარსულ ხალს შეინარჩუნებს,
სადღაც გაკრთება ჩემი ქიმერაც,
მე ლექსებს ისე კი არ გაჩუქებ,
გულიდან გულში გადაგინერგავ..


Сообщение отредактировал nukria - სამ, 20.05.2014, 22:47
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 22:47 | Сообщение # 648
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხან მიმართლებს და
ხან არ მიმართლებს,
წყდება ზვავები
უკვე ზედიზედ
და ერთ ქალს ვხედავ,
როგორც სინათლეს
ყველა დროში და
გზაჯვარედინზე... სახეტიალოდ
აღარ მცალია,
ვიწრო ბილიკი
დამყვა ბედივით
და ჩემთვის ერთი
სუსტი ქალია
დრო, კომპასი და
გზაჯვარედინი...
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 22:48 | Сообщение # 649
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძილისპირული
სიცოცხლეს გვპარავს,
სულში სიცივე
ჩამოდის უხმო
და ერთი ბწკარის
დაწერაც კმარა,
რომ გამოვფხიზლდეთ
უფრო და უფრო... - შეჩერდით! - ყოველ
ნაბიჯზე გვესმის,
სარმას გვიდებენ
დილა - საღამოს,
ჩვენ არ ვჩერდებით
და თითო ლექსით
ვაგრძელებთ რბოლას
დაუსაბამოს...
 
nukriaДата: ოთხ, 21.05.2014, 22:33 | Сообщение # 650
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო,
სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?!
გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს,
თორემ გავქრებით უერთმანეთოდ.... ვუთხრით ერთმანეთს ორმოს და მახეს
და ნაცრით სავსეს დავათრევთ მუჭებს,
ნუ გამოვაჩენთ ხელებს და სახეს,
თორემ ტკივილი აავსებს ქუჩებს... რადგან გვაშინებს ცოდვების სიღრმე,
და რადგან სახეს სათუთად ვმალავთ,
ნუ ჩამოვახევთ ერთმანეთს ნიღბებს,
თორემ სირცხვილი წალეკავს ქალაქს... როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო,
სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?!
გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს,
თორემ გავქრებით უერთმანეთოდ....
 
ძებნა:

მოგესალმები Гость