სოსო ნადირაძე - Page 63 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: სამ, 13.05.2014, 15:30 | Сообщение # 621
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თასი შუქი
გულივით ფეთქავს,
მთვარეს ვარსკვლავი
მძივივით უჩანს,
შეყვარებული
ქუჩას რომ ერქვას,
მას უნდა ჰკვეთდეს
მეორე ქუჩა... ყოველი ბაღი
ნელ სურნელს აკმევს,
მესმის ჩურჩული -
- გიყვარვარ?! - დიახ!
შეჰყვარებია
სარკმელი სარკმელს,
რადგან ცოტა ხნით
დატოვეს ღია...
 
nukriaДата: სამ, 13.05.2014, 15:31 | Сообщение # 622
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენ როგორ ფიქრობთ, აუგი მეთქმის?
სარკმელში ფიქრობს დღე უპასუხოდ,
მე ყოველ დილით მზეს მჩუქნის ღმერთი,
მეტი რა გინდა კაცს, რომ გაჩუქონ?! ბილიკს მივყვები ისევ და ისევ,
ფიქრი მაქვს საგზლად - სადღეღამისო,
მე ღმერთი ზეცას ვარსკვლავით მივსებს,
სხვა უკეთესით რითი ამივსოს?! ათასი ჩიტის გალობა ისმის,
არ ჩაუვლია მწყემსს უტარიგოდ,
ღმერთი უთვალავ ყვავილებს მიზრდის,
და ბედნიერი როგორ არ ვიყო?! თქვენ როგორ ფიქრობთ, აუგი მეთქმის?
სარკმელში ფიქრობს დღე უპასუხოდ,
მე ყოველ დილით მზეს მჩუქნის ღმერთი,
მეტი რა გინდა კაცს, რომ გაჩუქონ?!
 
nukriaДата: სამ, 13.05.2014, 15:33 | Сообщение # 623
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხის ტოტი ჰქვია
ფრინველების
პარტერს...
იარუსს...
ფრენას სწავლობენ,
ვერ სწავლობენ
ქარზე სიარულს... მავთულებს
შორის
უხილავი
რკინის ბადეა
და ბეღურები
განა ფრენენ,
ქარზე დადიან...
 
nukriaДата: სამ, 13.05.2014, 21:09 | Сообщение # 624
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საშინელია ჩემი სიზმარი,
როგორც სიზმარი შენი და სხვათა,
ჩარაზულია ყველა ჭიშკარი
და ზრიალია წამლეკავ ქართა,
საშინელია ჩემი სიზმარი,
როგორც სიზმარი შენი და სხვათა... არ არის შველა და სიბრალული,
ეს სიზმარია ჩემი და სხვათა,
აცრემლებული ძველი ფარდული,
გახუნებული ცხოვრების ფარდა,
არ არის შველა და სიბრალული,
ეს სიზმარია ჩემი და სხვათა... ყინულის კაცის ლანდი და ხმები,
ეს სიზმარია ჩემი და სხვათა,
დატყვევებული მაღალი მთები,
სამარის კართან ქვითინი ჟამთა,
ყინულის კაცის ლანდი და ხმები
ეს სიზმარია ჩემი და სხვათა... საშინელია ჩემი სიზმარი,
როგორც სიზმარი შენი და სხვათა,
ჩარაზულია ყველა ჭიშკარი
და ზრიალია წამლეკავ ქართა,
საშინელია ჩემი სიზმარი,
როგორც სიზმარი შენი და სხვათა...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 00:22 | Сообщение # 625
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღრუბლებს ხევ-ხევ ალაგებენ
ღრუბლებს იქით სამი მზეა,
ჰგვანან ციხე-ქალაქები
დავიწყებულ სამიზნეებს... ჯავრი ჟონავს ამ გულიდან
თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე
აღარ მოსჩანს ქონგურიდან
კაცისა და თოფის ლანდი... კლდეებს წვიმა დაააქვთ პეშვით,
დავიღალეთ - აუუ, რობინ...
მიტოვებულ სამარხებში
მხოლოდ ძვლები ხმაურობენ. ღრუბლებს ხევ-ხევ ალაგებენ
ღრუბლებს იქით სამი მზეა,
ჰგვანან ციხე-ქალაქები
დავიწყებულ სამიზნეებს...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 19:45 | Сообщение # 626
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის ღამე უნდა თეთრად მეთია,
იქ ვარსკვლავები იყვნენ მცველები,
ცივ სამარეში ვერ ჩაეტია
და სახლში დარჩა დედას ხელები... ღამეს ვჭვრეტ მთვარის თასით გალეშილს
და ემატება ტკივილს ტკივილი,
ვერ ჩაეტია ცივ სამარეში
და სახლში დარჩა დედას ღიმილი... მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ,
ცივ სასახლეში გამოხვეული,
ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან
და სახლში დარჩა დედას სხეული... ბორცვი მარტოა ახლა სრულიად,
და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით
და რადგან სახლი დედის სულია
მათბობს საკმევლის ნელი სურნელით...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 19:47 | Сообщение # 627
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გული არა ბერდება,
უფალი ღმერთი გვფარავდეს,
სიცოცხლე მაინც გრძელდება
და გაგრძელდება მარადის... ტანზე აცვია ფარაჯა,
ღამეს ათენებს სანგარში
და საქართველოს დარაჯობს
ქართული ლექსი -განგაში... სივრცეს იმედით გავყურებ,
და ვეფერები გზებივით,
ლექსებს ვაზივით გასხლულებს
და ფეხადგმულებს ჯვრებივით... გზას მიუყვება რითმიანს
სამშობლო მრავალფერება,
აქ ნოეს ენა იციან
თონეებმა და ქვევრებმა... გადმოიარეს ზღვა, ყურე,
აკურთხეს მიწა ხნულივით
და თორმეტი მთა დამყურებს
თორმეტი მოციქულივით... ეს გული არა ბერდება,
უფალი ღმერთი გვფარავდეს,
სიცოცხლე მაინც გრძელდება
და გაგრძელდება მარადის..
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 19:50 | Сообщение # 628
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ... უჩინარდება დღე უდროულო,
მიმწუხრში მტვრიან თვალებს აცეცებ
და ჩიტისფერი წვიმა პოულობს
ქარში დაფანტულ გულის ნამცეცებს... ნოტებს ეხები მხოლოდ თითებით,
განიცდი ზარებს დაურეკავებს,
გარს გახვევია წვიმის ჩიტები
და ნაწილ-ნაწილ შენს გულს კენკავენ... ისევ ბებერი მთვარე აყეფდა,
ისევ გაიხსნა, ისევ გეტკინა,
იმდენჯერ დაგწყდა გული ამ ქვეყნად,
რომ ფეთქავს მხოლოდ წყვეტილ-წყვეტილად... ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 19:53 | Сообщение # 629
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა სარკმელი ფიქრმა გამოხრა,
პატიმარს წვიმა ჩექმას უსაღებს,
პოეტის გული - ცივი კატორღა,
ლექსი - კარცერში მყოფი ტუსაღი... რა უფლება მაქვს არ ვაპატიო,
გისოსებში ზის სიტყვა აკვნიდან
და ლექსებს ბებერ პოლიტ-პატიმრებს
ვათავისუფლებ გულის საკნიდან... კარებთან ხვდება ტუსაღს მარტოხე
სიმართლისაკენ ტოტებაყრილი
და ლექსსაც, როგორც ყველა კატორღელს
დილეგში რჩება ფიქრის ნაწილი... ყველა სარკმელი ფიქრმა გამოხრა,
პატიმარს წვიმა ჩექმას უსაღებს,
პოეტის გული - ცივი კატორღა,
ლექსი - კარცერში მყოფი ტუსაღი...
 
nukriaДата: ხუთ, 15.05.2014, 19:54 | Сообщение # 630
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ამინდები
დგება რუხი,
ვაზი ჩამოკრიფეს
სადაფებად,
წვალობს შემოდგომაც
-ოქროს კრუხი,
ფოთლებს რომ ასწავლოს
გადაფრენა... წარსულს ჩაბარდება
მწვანე მითი,
ხეებს ვაყურადებ
ნოტებიანს,
მალე ოქროსფერი
დედა ჩიტი,
ფოთლებს გადააფრენს
ტოტებიდან...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость