სოსო ნადირაძე - Page 62 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: პარ, 09.05.2014, 22:43 | Сообщение # 611
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზა, ბილიკი და ხმელი თივა,
დღე მიმინოა განა ქორი,
დგას ერთი ლექსი საათივით,
სხვა ლექსები რომ გაასწორონ... კვლავ შემოდგომა მოვა ცივი,
შეშა ბუხრისთვის დაიპობა,
დგას ერთი ლექსი კომპასივით,
სხვა ლექსებმა რომ გზა იპოვნონ... ისევ პილატეს მიჰყავს ჯარი,
ჩაქუჩის ხმაზე ვკრთები დღსაც
და ერთი ლექსი ადის ჯვარზე,
სხვა ლექსები რომ ჯვარს არ ეცვან... გზა, ბილიკი და ხმელი თივა,
დღე მიმინოა განა ქორი,
დგას ერთი ლექსი საათივით,
სხვა ლექსები რომ გაასწორონ...
 
nukriaДата: პარ, 09.05.2014, 23:02 | Сообщение # 612
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხრები მტვრიანი - საარქივე,
უდაბნოსფერი ქვიშის რუკა,
სიბერე ძველი საათივით,
იცრიცება და რჩება უკან... ქუჩა ნორჩებით გაივსება,
აქ ჯადოსნური გზა და წრეა
და გსურს საათი და ისრები,
ბავშვობისაკენ გადასწიო... მერცხალი ისევ ბუდეს აგებს
და ჩიტი ისე განაბულა
ცდილობს დრო - ჭრელი ბუმერანგი,
საწყის წერლილში დააბრუნოს... მხრები მტვრიანი - საარქივე,
უდაბნოსფერი ქვიშის რუკა,
სიბერე ძველი საათივით,
იცრიცება და რჩება უკან...
 
nukriaДата: შაბ, 10.05.2014, 15:48 | Сообщение # 613
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაუ შენმა მზერამა
ბეჩავს ამყარა ძილაო,
ჩამომიცრემლა თვალები
და დამიბნელა დილაო. ფიქრზე ნავარდობ გულს მკაწრი
ეკალბარდით და სევდითა,
მთის კალთას გადაგაფარებ
თუ მეყოლები გვერდითა. რა ლამაზი ხარ ქალაუ,
დილის მზის სხივის ბადალო,
ზეცავ პირქუშო და ხანაც
მოწმენდილ ცისა სადარო. /აჩიკო ჯოჯიშვილი
 
nukriaДата: შაბ, 10.05.2014, 15:53 | Сообщение # 614
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზა ღარიბია ავანსცენებით,
და ვიმეორებთ როლებს თავიდან,
კრამიტებივით სახლებს ენები
გამოუყვიათ სახურავიდან... აღარ გამოჩდნენ ძველი ხედები,
სარკმელთან ისევ სცივა ბეღურას
და ცარიელი სახლის კედლები
საათებივით გაჩერებულან... ვკითხულობ ხშირად მთვრალ ჰერმან ჰესეს,
მერე კი ფუნჯით, როგორც საადი
ვეხები კედლებს და ვქოქავ ლექსებს,
ვით გაჩერებულ კედლის საათებს... გზა ღარიბია ავანსცენებით,
და ვიმეორებთ როლებს თავიდან,
კრამიტებივით სახლებს ენები
გამოუყვიათ სახურავიდან...
 
nukriaДата: შაბ, 10.05.2014, 18:36 | Сообщение # 615
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დაწყებულა სასრული ჯერაც,
არ ჩამომდგარა რიგი და ჯერი,
დასაწყისია ყოველი ბგერა
და უფრე მეტად საზღვარი ბგერის გრძელი ჯაჭვია მოთქმა და მითქმა,
როგორც ქსოვილზე მელანი ფითრის,
გადამდებია ყოველი სიტყვა
და უფრო მეტად სიტყვაზე ფიქრი... უკვე ჯაჭვს ღამის ბოქლომი რაზავს,
მთვარე ჩიტივით მხარზე რომ აზის,
გამოცანაა ყოველი ფრაზა
და უფრო მეტად დუმილი ფრაზის... არ დაწყებულა სასრული ჯერაც,
არ ჩამომდგარა რიგი და ჯერი,
დასაწყისია ყოველი ბგერა
და უფრე მეტად საზღვარი ბგერის
 
nukriaДата: შაბ, 10.05.2014, 18:38 | Сообщение # 616
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე აბალახებს სახრეთი
დღეებს კენტებს და ლუწებს,
მარნისფერია კახეთი,
ქვევრიც გულივით უცემს... 10.05.2014
 
nukriaДата: შაბ, 10.05.2014, 22:30 | Сообщение # 617
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოფელს დარაჯობს ძაღლი "გრანიტი",
ენით ილოკავს თათებს ქონიანს
და სახურავის ყველა კრამიტი,
სახლის მშიერი ენა ჰგონია... რა დაკვირვება სცოდნიათ ძაღლებს,
ასე მკვირცხლებს და ასე მამაცებს,
მოვა წვიმა და გაბუტულ სახლებს
კრამიტის ენით ალაპარაკებს!
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 15:12 | Сообщение # 618
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯილდო ღიმილია, ძმაო, განა ჩინი,
ჩემი ძველი ქურქი მირჩევნია პალტოს,
ისევ დავერიე სიტყვებს შალაშინით,
ეგებ სახვალიოდ ლექსი გამოვწალდო... ვცხოვრობ ფიქრის ქოხში, დურგლის წმინდა წესით,
ქარებს წაუღიათ სარჩო დანარჩენი,
უკვე მერამდენე კორძიანი ლექსი
ბუხარს შევუკეთე, როგორც განაჩენი... ქარი არ მაკრთობს და წვიმა არ მაშინებს,
მხარ-თეძოზე მიწევს ღვინიანი ჩერო,
ისევ დურგალივით ვლესავ შალაშინებს,
აბა გაბედოს და ვინმემ გამაჩეროს... ჯილდო ღიმილია, ძმაო, განა ჩინი,
ჩემი ძველი ქურქი მირჩევნია პალტოს,
ისევ დავერიე სიტყვებს შალაშინით,
ეგებ სახვალიოდ ლექსი გამოვწალდო...
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 15:13 | Сообщение # 619
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოგაღვიძეს დილის ზარებმა,
სახეს ტკივილი ჩამოგიღამებს,
და ნიღაბს უმძიმს ცოდვის ტარება,
ცოდვასაც უმძიმს ყველა ნიღაბი... ლაბირინთებში დაეძებ ხვეულს,
ძილი გაგიტყდა ცოდვით ეჭვიანს,
ვერ ჩამოხსენი ნიღაბი სხეულს
ისე ძალიან შემოგეჩვია... დამძიმებული სხეული გოდებს,
ყალბი ღიმილით უნდა გაერთო,
სძულთ ერთმანეთი ნიღაბს და ცოდვას,
მაინც ვერ ძლებენ უერთმანეთოდ... გამოგაღვიძეს დილის ზარებმა,
სახეს ტკივილი ჩამოგიღამებს,
და ნიღაბს უმძიმს ცოდვის ტარება,
ცოდვასაც უმძიმს ყველა ნიღაბი...
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 21:31 | Сообщение # 620
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წასასვლელი ბილეთების
თარიღს ვარკვევ,
ვეთიშები მარათონის
სასტიკ ტურნირს,
დღემდე თურმე მატყუებდა
ყველა სარკე,
გარდა ჩემი ჟანგიანი
ნაგვის ურნის... 12.5.2014
 
ძებნა:

მოგესალმები Гость