სოსო ნადირაძე - Page 60 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: ორ, 28.04.2014, 23:50 | Сообщение # 591
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფალმა ბრძანა:"იქმენ ნათელი!"
და მერე, როცა ირგვლივ გაწვიმდა,
თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელი
და მე კაენის ვიქეც ნაწილად. და როცა ღმერთი შემეხო თიხას,
გულის სიღრმეში გალღვა ყინული
და მე აბელის ნაწილიც ვიყავ,
იესოს სისხლით გამოსყიდული. საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა,
წვიმით დაღლილს და ქარით დამტვერილს,
ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა,
ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი. ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს,
დაცემის მადლით თვალებახელილს,
შუბლით ვატარებ კაენის დამღას,
გულიტ ჭრილობა დამაქვს აბელის...
 
nukriaДата: სამ, 29.04.2014, 18:00 | Сообщение # 592
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წინ ჯავრი მიდევს ხემსად,
ვმალავ ცრემლიან ლუკმას,
შორს გამიტყუა ლექსმა
და ვერ ვბრუნდები უკან... მწუხრი ვარსკვლავებს კენკავს,
მთვარე ბუდეა ისლის,
ჩაძირული ვარ კენტად,
შედარებების ნისლში... ბოგირად ვხედავ ყავარს,
დელგმა მოუძღვის მორებს,
და დახვეული ვყავარ,
მეტაფორების მორევს... წინ ჯავრი მიდევს ხემსად,
ვმალავ ცრემლიან ლუკმას,
შორს გამიტყუა ლექსმა
და ვერ ვბრუნდები უკან...
 
nukriaДата: ოთხ, 30.04.2014, 20:27 | Сообщение # 593
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით,
ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ,
და შეძახილი: "დროზე შეჩერდით!"
რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს. ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე,
ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო
და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ,
რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ. შენ მე მაწამებ, მე შენ გაწამებ
და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ,
და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ,
როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს. ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები,
და კითხვა გვთანგავს გულისწამღები:
"მე რომ ვმაღლდები, შენ რად ეცემი?!
მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?! და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა,
ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ,
ერთად მივდივართ მერე სარკესთან
და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ...
 
nukriaДата: ოთხ, 30.04.2014, 20:53 | Сообщение # 594
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კეისრისას ვალებს ვიხდი
მონეტებად,
და კუნჭულში
იმედი მაქვს
გადარჩენის,
ვინა სთქვა, რომ
ყველაფერი მოგვეტევა,
ვიბადებით
სასიკვდილო განაჩენით
 
nukriaДата: ხუთ, 01.05.2014, 01:11 | Сообщение # 595
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ დამარცხდა თეთრი ზამთარი,
სივრცე დაიპყრო უწონადობამ
და გაზაფხულმა, როგორც სანგარი
სულყველა კვირტი უცებ დატოვა... ქარი ტყვესავით არის ნაცემი,
თურმე ომსაც კი თავის სვლები აქვს,
და უღალატო ჯარისკაცებიც
წმინდანებივით არ იხრწნებიან... კვალში დასდევენ ნისლებს სვავები,
რქებს ატოლებენ კლდეებს ვაცები
და ეცემიან ხევში ზვავები,
ზამთრის ერთგული ჯარისკაცები... ისევ დამარცხდა თეთრი ზამთარი,
სივრცე დაიპყრო უწონადობამ
და გაზაფხულმა, როგორც სანგარი
სულყველა კვირტი უცებ დატოვა...
 
nukriaДата: ხუთ, 01.05.2014, 11:22 | Сообщение # 596
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ იამაყებ
გულო გალავნით,
შემართულია
შუბი კარავთან,
ისევ აგორდა
ლოდი ღალატის,
ისევ სიმუხთლის
ცეცხლი ავარდა... გუშინ რა მქონდა?
ხვალ რა მექნება?
რისი დიდგორი!
რისი მარაბდა!
ის, ვინც რუსულად
ლაპარაკობდა,
დღეს ინგლისურად
ალაპარაკდა...
 
nukriaДата: ხუთ, 01.05.2014, 11:29 | Сообщение # 597
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ მეგონა, მორჩა, გათავდა,
ამოიწრიტა, ვერ ამისრულდა!
წინანდალიდან ამოთავთავდა,
ყვარლის მთებიდან ამომზისგულდა... ვინ თქვა, ქართველი მტერთან დაზავდა?!
ვინ თქვა, დაღალა ბრძოლამ ეგ გული?!
თქვენი ყელიდან ამოზანზარდა
ხმა წიწამურთან დაგუბებული...
 
nukriaДата: ხუთ, 01.05.2014, 19:40 | Сообщение # 598
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წრე შეჰკარით ღონივრად,
წრე შეჰკარით უშიშრად,
მრუში რატომ გგონივართ?!
მრუშზე უფრო მრუში ვარ!!!ბევრმა ქვები მოზიდა,
მდინარიდან, ღელიდან,
მკვლელი რატომ გგონივართ ?!
მკვლელზე უფრო მკვლელი ვარ!!!ქვებს სასწორზე წონიან,
ლოდის სროლა სწყურიათ,
ცრუი რატომ გგონივართ?
ცრუზე უფრო ცრუი ვარ!!!ზნეობა გაქვთ მოტივად,
სისპეტაკე მეტივედ,
ავაზაკი როდი ვარ!
ავაზაკზე მეტი ვარ!!!განა ველტვი იმედებს,
ან ცოდვები არ მახსოვს?
ჩასაქოლად მიმეტებთ,
ჩასაქოლზე ჩასაქოლს!!!აჰა, უკვე ველი ჟამს,
და ხარხარებს კვლავ ქორო,
ვინაც უცოდველი ხართ, 
"გთხოვთ პირველმა მესროლოთ."
 
nukriaДата: პარ, 02.05.2014, 10:21 | Сообщение # 599
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მატარებელი მისდევს ლიანდაგს.
ორთქლმავალს კვალი რჩება ზოლების,
და ერთმანეთზე ვზრუნავთ ნიადაგ
ამოუხსნელი მეტაფორები... ერთმანეთს ვეძებთ გზებით ირიბით,
და სანამ ზეცას დავიზეპირებთ,
ერთმანეტისკენ სავალ ბილიკებს
ვაწყობთ და ვკეცავთ რებუსებივით.... ჩვენ ვერ ვივიწყებთ ერთურთს ღმერთმანი,
ლაბირინთია მარტო ვნებები
და ჩვენს ქუჩაზე კვეთენ ერთმანეთს
წილადები და განტოლებები... მატარებელი მისდევს ლიანდაგს.
ორთქლმავალს კვალი რჩება ზოლების,
და ერთმანეთზე ვზრუნავთ ნიადაგ
ამოუხსნელი მეტაფორები..
 
nukriaДата: პარ, 02.05.2014, 22:44 | Сообщение # 600
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეაკრთო ბაღი დეკემბრის ქარმა,
ზამთარს პირველად შეხვდნენ ნერგები,
პირველად იგრძნეს ფიფქების ქარვა,
თოვლში პირველად ჩარგეს მტევნები.... მწარედ ატირდნენ უსუსურები,
სიზმრად ახსოვდათ შორი ზაფხული,
თოვლს იგროვებდნენ მთების სურები
და შეთქმულება თვლემდა მზაკვრული. ყინვამ რომ გული ვერ მოიჯერა,
მთიდან მოვარდა წყალი ხევებით,
ვერც ცივმა თოვლმა, ვერც დიდმა ჩქერმა,
ვერ დაიმონეს სუსტი ხეები. სადაც გაზაფხულს აპრილი ერთვის,
გულგაღეღილი დგანან ნუშები,
ყვავილებისკენ გაწვდილი მკერდით,
აფეთქებული, სველი ტუჩებით...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость