სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: ორ, 14.04.2014, 15:53 | Сообщение # 571 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქვეყნებს გადაუფრენს ჩრდილი ბუდეების, მხოლოდ კვალი რჩება თიხას ქალამნების, არსად არ წასულან საუკუნეები: - მთებზე ჩამომჯდარი ციხე - გალავნები...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.04.2014, 16:06 | Сообщение # 572 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვისმენ ჩურჩულით აღვლენილ ბგერებს, ცისა და კაცის საოცარ ნაზავს, დგას სამრეკლოსთან მოხუცი ბერი და მაჯისცემას უსინჯავს ტაძარს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 19:46 | Сообщение # 573 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯვარცმა ეს ჩვენ ვამჯობინეთ მაცხოვარს ბარაბა, მერე კი ხელები დავბანეთ პილატეს და შეძახილებით, ჯვარს აცვით სიკეთე, სისხლიან ქუჩებში ვროკავდით დილამდე... ეს ჩვენ მოგიმზადეთ ძმრით სავსე ბარძიმი და ეკლის გვირგვინით გითხარით ნუგეში, შენ მაინც ჩვენს გამო აღსდექი ჯვარცმული, შენ მაინც ჩვენს გამო ამაღლდი ღრუბლებში...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 22:42 | Сообщение # 574 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წერტილი: მითია დანარჩენი, იყვირე, თუ ბედმა დაგაცალა, მელანი - სასტიკი განაჩენი, პოეტი - ფურცლების მაწანწალა. ყოველი ტაეპი - სარეცელი, სტრიქონის მიგნება - ირონია, და უძლებ სანამდე დაეცემი, სანამ დღე ძველ ცოდვებს ინანიებს... ობოლი სტრიქონი გასნეულებს, შორია ბილიკი ბზის ხედება და სული ცოდვისგან დაცემული სინდისის მათრახით იხედნება... მთოვარე სპარსული აბაზია, რას უზამ ვერცხლისფერ გზას - თოლიას, როცა დრო ბებერი ჯამბაზივით ბოშათა ბალაგანს აჰყოლია... წერტილი: მითია დანარჩენი, იყვირე, თუ ბედმა დაგაცალა, მელანი - სასტიკი განაჩენი, პოეტი - ფურცლების მაწანწალა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 22:43 | Сообщение # 575 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე დამაგუბეს მე დამაგუბეს და ახლა ტანზე, ჩვეულებრივი ხავსი მედება, მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს, სიურრეალურ შემოქმედებას... ჩვენში მარტივად იცვლიან როლებს აუღელვებლად, როგორც იციან, მესვრიან ქვებს და ითვლიან რგოლებს, ფსევდოაბსტრაქტულ კომპოზიციას... რად გამახსენა ჭაობმა ბროდსკი, ან ამ შეხვედრას ნეტავ რა ჰქვია?!... მესვრიან ლოდს და იზრდება ბორცვი, ფუტურისტული ეპიტაფია... მე დამაგუბეს და ახლა ტანზე, ჩვეულებრივი ხავსი მედება, მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს, სიურრეალურ შემოქმედებას...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 22:44 | Сообщение # 576 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიბერე ------ · მხრები მტვრიანი - საარქივე, უდაბნოსფერი ქვიშის რუკა, სიბერე ძველი საათივით, იცრიცება და რჩება უკან... ქუჩა ნორჩებით გაივსება, აქ ჯადოსნური გზა და წრეა და გსურს საათი და ისრები, ბავშვობისაკენ გადასწიო... მერცხალი ისევ ბუდეს აგებს და ჩიტი ისე განაბულა ცდილობს დრო - ჭრელი ბუმერანგი, საწყის წერტილში დააბრუნოს... მხრები მტვრიანი - საარქივე, უდაბნოსფერი ქვიშის რუკა, სიბერე ძველი საათივით, იცრიცება და რჩება უკან...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 23:04 | Сообщение # 577 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ჩემს ბეღურას უბეში ვმალავ მზე ლამანჩელის ჩაჩქანით თბება და როსინანტით აგრძელებს რონინს, ჭრილობა მაინც ჭრილობად რჩება გინდა დიდგორის მოიგო ომი... ხომ შეიძლება მზე შეკრთეს უცებ, ჩვენით თბილი და ჩვენით ამაყი, ნუ ამოვუთხრით ჩვენს კოხტა ქუჩებს პატარა სანგრებს, როგორც სამარხებს... მე ჩემს ბეღურას უბეში ვმალავ, ასე მგონია ბორკილს ადებენ, ნუ შევაშინებთ უწყინარ ქალაქს პატარ პატარა ბარიკადებით... მზე ლამანჩელის ჩაჩქანით თბება და როსინანტით აგრძელებს რონინს, ჭრილობა მაინც ჭრილობად რჩება გინდა ათასი მოიგო ომი. როდემდე როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო, სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?! გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს, თორემ გავქრებით უერთმანეთოდ.... ვუთხრით ერთმანეთს ორმოს და მახეს და ნაცრით სავსეს დავათრევთ მუჭებს, ნუ გამოვაჩენთ ხელებს და სახეს, თორემ ტკივილი აავსებს ქუჩებს... რადგან გვაშინებს ცოდვების სიღრმე, და რადგან სახეს სათუთად ვმალავთ, ნუ ჩამოვახევთ ერთმანეთს ნიღბებს, თორემ სირცხვილი წალეკავს ქალაქს... როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო, სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?! გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს, თორემ გავქრებით უერთმანეთოდ.... - მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს --------------------- მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს, კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს, სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია, თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე... ახალი რომ არ გამოვიგონოთ, რომ დავესესხოთ ბოდლერს, შელიეს, ამაღლებული ყველა სტრიქონი ლაზარესავით ფეხშიშველია... ვაი რომ ლექსსაც ენა დაება, გზაც იქით მიდის წმინდა მთა როა და დამშეული ყველა ტაეპი ცრემლად აშრება წიგნის თაროებს... ვინ სთქვა, რომ სადმე ტალღაა მეცხრე, არსებობს მხოლოდ პურის მარცვალი, გზაც მოტყუებულ, უდღეურ ლექსებს, ისევ ქარდაქარ დააწანწალებს... მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს, კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს, სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია, თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 23:06 | Сообщение # 578 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ დაუცველს ვგავარ სამიზნეს, წონასწორობას ვიჭერ ხერხემლით, ქარს შეუძლია სულშიც ჩამიძვრეს, მე თითებითაც კი ვერ ვეხები... რას იზამ, ძმაო, მუდამ ასეა, დუმს იარაღი პაპისეული, ქარის გამჭოლი მზერით სავსეა თოფის ლულის წინ მდგარი სხეული... ვგრძნობ ნაბიჯების კლავიატურას, ეს მუსიკაა - ქუჩის ნაწილი... მე ძველებური ქუდი მახურავს, ქარს კიდევ ისევ უჩინმაჩინის... საჭვრეტად ისევ სარკმელს ავირჩევ, სივრცე სარკეა, მე კი ცდომილი და ვზვერავ ფოთლებს - მფრინავ ხალიჩებს, სადაც ქარია წამოწოლილი... ნეტა ეს ოქრო ამაწონინა, ვაღებ სარკმელს და ვიჩენ სიფრთხილეს, ახლა ფოთლებზე წამოწოლილმა ქარებმა თავზე გადამიფრინეს... ვერ გამიგია ეს რა შფოთია, ანდა რა ჰქვია ასეთ არსებას, ასე მგონია ქარი ფოთლიდან ჩემს ქვაფენილზე დაენარცხება... ეს მირაჟია, ვგრძნობ მალე მოთოვს, გადაარქმევენ ქუჩებს სახელებს, მე ხელს მოვკიდებ დაცემულ ფოთოლს და ფრთხილად ფეხზე წამოვაყენებ...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 23:07 | Сообщение # 579 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა, გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან, ჩვენ გარეული ფრინველები ვართ, და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ... უჩინარდება დღე უდროულო, მიმწუხრში მტვრიან თვალებს აცეცებ და ჩიტისფერი წვიმა პოულობს ქარში დაფანტულ გულის ნამცეცებს... ნოტებს ეხები მხოლოდ თითებით, განიცდი ზარებს დაურეკავებს, გარს გახვევია წვიმის ჩიტები და ნაწილ-ნაწილ შენს გულს კენკავენ... ისევ ბებერი მთვარე აყეფდა, ისევ გაიხსნა, ისევ გეტკინა, იმდენჯერ დაგწყდა გული ამ ქვეყნად, რომ ფეთქავს მხოლოდ წყვეტილ-წყვეტილად... ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა, გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან, ჩვენ გარეული ფრინველები ვართ, და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 23:09 | Сообщение # 580 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოდგომა დაიღალა ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით, ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია, და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი, ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან... ასავსავებს მეძებარი "გადა" ენას, სიცივესაც მოეძალა აპათია, თბილ ქვეყნებში უნდათ ფოთლებს გადაფრენა, ზამთარი კი თოფს უმიზნებს საფანტიანს... კვლავ თოვლიან ამინდებზე გვაფრთხილებენ, სველ ტოტებზე გადაკიდებს ქარი ფრაზებს, წეროებმაც ოქროსფერი მარხილებით შემოდგომა თბილ ქვეყნებში გაიტაცეს... ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით, ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია, და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი, ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან...
|
|
|
|