სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: ხუთ, 20.03.2014, 16:34 | Сообщение # 551 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თურმე საწოლი ჩემთვის უკვე გაუფენიათ, დღეს ლექსს ვამთავრებ უჩვეულოდ, წერტილ - მძიმეთი, ნეტავ შენს ყეფას ლომის ძალა ჰქონდეს ფინია, შენ ხომ არ იცი როგორ მშვიდად დავიძინებდი.. მიყვარს თბილისის ყველა ქუჩა ყველა აღმართი, აქ ქარიც ძველი აშუღია, დუდუკზე კვნესის, სხვისი არ ვიცი, მე სამშობლო რომ ვერ წამართვან წიგნში ჩავხატე, ცხრა ურდული დავადე ლექსის... უნდა მოვუშვა უკვე წვერი, როგორც მგოსანმა ა ჩემი ფოტო ჟურნალ-ჟურნალ გავაპიარო, ჩვენს დროში ლექხზე უმთავრესი რადგან პოზაა მე ვტეხავ კალამს და ექსცენტრულს ვსწავლობ სიარულს... მელნის კაცები მელნის ღრუბლებს ისევ სერავენ, ისევ ნიღბებით იკავებენ მელნის იარუსს, დღეს ვის რად უნდა წრფელი წიგნი, კარგი მწერალი, მთავარი არის შეგფუთონ და გაგაპიარონ... ვეღარ იტევენ ეს კედლები დღეს ცრუ დავინჩებს, ქუჩებში ურჩად იძახიან თეთრზე შავია, მე ვხვდები როცა მატყუებენ, მაგრამ არ ვიმჩნევ, სწორედ ამიტომ მეც მდუმარე დამნაშავე ვარ... თურმე საწოლი ჩემთვის უკვე გაუფენიათ, დღეს ლექსს ვამთავრებ უჩვეულოდ, წერტილ - მძიმეთი, ნეტავ შენს ყეფას ლომის ძალა ჰქონდეს ფინია, შენ ხომ არ იცი როგორ მშვიდად დავიძინებდი...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 20.03.2014, 16:34 | Сообщение # 552 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით --------------- დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია, თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს, რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია... რადგან მეფენი ეცემიან, ჟამი კი მეფობს და სევდის ხავსი ეჭიდება სასახლის ფანტომს... დრო ფქვავს საკუთარ ფოტოსურათს - წარსულის ექოს და პეშვით, როგორც პურის თავთავს, გზადაგზა ფანტავს... ჩვენს დროში კუშტად იცინიან მოცარტზე, ვერდზე, თითქოს ბოთლიდან ამოუშვეს ერთად ჯინები, რკინის ჟირაფებს აძოვებენ ქალაქის მკერდზე გოლიათივით ამოზრდილი ცათამბჯენები.. დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია, თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს, რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 20.03.2014, 16:35 | Сообщение # 553 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** გეში რომ აიღონ ნაგაზის... თოვლში რომ შეაბან მარხილი, პოეტი მიუბამთ ბაგაზე გრიგალებს ერთგული ძაღლივით... საგზალი გამხმარი ყუაა, ბაძავენ ზურგმაგარ სახედრებს და მაინც მგელივით ყმუიან გავსებულ მთვარეს თუ ახედეს... თუ გინდა ბაწარი გადაღრღნა... თუ გინდა იმედმა აგანთოს, ძაღლები ყმუიან ხანდახან, მგლები კი არ ყეფენ არასდროს... გეში რომ აიღონ ნაგაზის... თოვლში რომ შეაბან მარხილი, პოეტი მიუბამთ ბაგაზე გრიგალებს ერთგული ძაღლივით...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 20.03.2014, 16:35 | Сообщение # 554 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მშიერი მგლების "კრიმანჭული" მივყვები აღმართს ვერხვებიანს, დღე არის ისე ნაწამები, რომ თვალებს ჩუმად ეხებიან ფიფქები - ზამთრის წამწამები... ფერდობი ისე დამრეცია და კლდეზე ისე მიჯაჭვული, რომ ზამთარს ნისლში დაეწია მშიერი მგლების "კრიმანჭული."
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.03.2014, 11:06 | Сообщение # 555 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თბილისს ნადირობაა ალბათ მიზეზი, ჭალაში ისრით მეფის მომხმობი, როცა შუადღე ტოტზე ისე ზის, როგორც ბუდეზე დედა ხოხობი... ისარს მოზიდავს მეფე ოღონდაც, ცისკენ მიმართულს ლექსის რითმებად, როცა შუადღე ყოველ ფოთოლთან ხოხბის ფრთებივით გაირინდება... თითქოს ფარ-აბჯარს ტანზე ისხამს მზე, შეშინებული ისრის ქუხილით, ხოლო ხოხობი ყოველ სისხამზე ნისლიდან ჩეკავს თბილისს კრუხივით...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.03.2014, 11:07 | Сообщение # 556 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თბილისური განთიადი ღრუბლებმა მთები ისევ დამალეს და, თუმცა მთვარე იჩენს სიფრთხილეს, ღამით ლექსს მაინც იგრძნობს მამალი და სისხამ დილით ამოიყივლებს... ჩემო აშუღო იმღერე აგრე, ჩამოაცალე ფარდა სიბნელეს, გათენდება და ყველაზე ადრე მტკვარზე ხიდები გადაირბენენ... ცისკარმა ღამე მოთიბ – მითიბა, რათა მამალი ისევ დახელოს! და დღესაც მიკვირს, ისე დიდია ფანჯარა – სახლის მწვანე საყელო...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.03.2014, 11:07 | Сообщение # 557 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თბილისი -------------- შენზე მელოცა, როგორ მინდოდა, მაგრამ ცოდვილმა ხმა ვერ დავძარი, მთაზე შემომდგარ ნოეს კიდობანს მოჰგავს ყოველი შენი ტაძარი... თუ თბილისს სტკივა, ხოხობსაც სტკივა, აქ არის მეფეც თავის ამალით, ბებერ მტკვარს მტკიცედ შეუკრავს ტივად შენი წარსული და მომავალი... მთის შეშინებულ მუდარას ვისმენ, ეს არ უხდება ქალაქს სატახტეს, თბილისი ქიმზე შემდგარა ისევ, რომ ყველას თვალწინ მტკვარში გადახტეს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.03.2014, 11:08 | Сообщение # 558 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიროსმანი თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან, ქართული ჩოხით...ძველი ხალათით... ის დადიოდა, როგორც ლეგენდა, ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი... საით წავიდა არავინ იცის, მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი, მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი, წელში მოხრილი ფიროსმანივით...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.03.2014, 11:08 | Сообщение # 559 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ყველა ეს სახლი ჰგავს ციხის ალამს, ეს აივანი მიჯნურს უჩინოს... და რასაც დღემდე ფურცლებში ვმალავ მინდა ძველ ქალაქს გადავურჩინო. თუ კიდევ მეყო ოდნავი ძალა კალამს ფრთის წვერი ამოვულესო, ისე ავანთებ ლექსებით ქალაქს, რომ ვეღარ შეძლოს ყოფნა ულექსოდ.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 27.03.2014, 16:55 | Сообщение # 560 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზურგს უკან კბილები გაილესეს, მე ვფიქრობ რატომღაც აკაკიზე, ყოველდღე ყოველი კაი ლექსი, ”მეგობარ პოეტებს” მაკარგვინებს... ლექსით ვარ ყველაზე უმდიდრესი, რითმები ზოდებად ლაგდებიან, ”ძმები” კი სრულიად უმიზეზოდ მტრის გათხრილ სანგრებში მაგრდებიან... განა ლექსს ვამბობ ნისლებისაკენ მივდევ არყიანს, ვუახლოვდები მთებს და ქარაფებს, მივდივარ,მაგრამ ზურგზე მატყვია, რაც ჩემს ზურგს უკან ილაპარაკეს განა ლექსს ვამბობ , ჩემს სიზმარს ვყვები, მქოლავენ, მაგრამ მაინც მიმართლებს, და მოშურნეთა ნასროლი ქვებით შენდება ჩემი ც ი ხ ე ს ი მ ა გ რ ე...
|
|
|
|