სოსო ნადირაძე - Page 55 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 09.03.2014, 19:10 | Сообщение # 541
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შურის ცეცხლი

ნუღა შემეკამათები,
ნურც ნაწვალებ
სტრიქონს მიქებ,
კენჭებით და
კამათლებით,
დღე ნისლებში
ბილიკს იკვლვს...

სად გავექცე
ახლა მდევრებს,
დღე მომელის
ვხედავ მძიმე,
ლექსებს სული
შევუბერე,
შურის ცეცხლი
გავაღვივე!
 
nukriaДата: ოთხ, 12.03.2014, 23:04 | Сообщение # 542
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ არ ჩერდება ხელში კამათელი,
ასჯერ გავაგორე უკვე ორი იაქი,
ის რაც უნებურად სტრიქონს დავაკელი,
მექცა მარადიულ ტანჯვა - ფორიაქად...

მე და ჩემი ლექსი - ორი მოთამაშე,
ორი ყომარბაზი, ორი ბანქოს კაცი,
თავანს ჩავდივართ და სულ სიცოცხლეს ვაგებთ,
ასე შეუმჩნევლად, ასე ნაწილ - ნაწილ...
 
nukriaДата: ხუთ, 13.03.2014, 08:27 | Сообщение # 543
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა უნდა გითხრათ?!- უკვე ამ ხელებს,
ბოლო იმედის დაღი ატყვია,
შუბლით ვეხები სარკის ნამსხვრევებს,
როგორც ჭრილობას ანდა ნატყვიარს... 

ჩვენს ბილიკებზე უკვე დამზრალი,
მღვრიე ქარი და წვიმის წვეთია,
სადაც ძაღლივით წოლა-წანწალი
უყეფს პოეტის კენტად ხეტიალს...

იმედი ზღაპრის გმირთა ხვედრია,
გაგვიზომავენ მანძილს ხმიადით
და მერე ფიქრსაც დაგვაყვედრიან
თუ ავხმაურდით, ან ავხმიანდით.

მხრებზე საკუთარ ცხედრებს დავიდგამთ..
სხეული,თურმე მძიმე ტვირთია
და სავალალოდ ის რაც არ გვითქვამს
საფლავის ლოდებს გაურითმიათ...

რა უნდა გითხრათ?!- უკვე ამ ხელებს,
ბოლო იმედის დაღი ატყვია,
შუბლით ვეხები სარკის ნამსხვრევებს,
როგორც ჭრილობას ანდა ნატყვიარს...
 
nukriaДата: ხუთ, 13.03.2014, 08:28 | Сообщение # 544
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდი ცელქობა ბავშვებს გაუგე, 
ან გულუბრყვილოდ იყავ მიმნდობი,
 
თითქოს გაზაფხულს ფეხი დაუდეს, 
ისიც თამაშით გაწვა მინდორში... 

გაზაფხულს ხელში უჭირავს მტკიცედ
ყაყაჩო, როგორც დროშის ნაჭერი
და პატარები მინდვრებში ისევ
ლექსებს დასდევენ პეპლის საჭერით...

დაწკრიალებენ ცისკრის ზარებად, 
მზისკენ იშვერენ პატარა ხელებს 
და გაზაფხული ამ ონავრებმა 
ყვავილებივით შეაბეს ხეებს... 

სივრცეს იკლებენ ყიჟინ-ბრახუნით, 
არ გაუჯავრდე ბავშვებს მოდი და... 
მე მეშინია რომ გაზაფხული 
არ გადმოვარდეს ტყემლის ტოტიდან... 

მოდი ცელქობა ბავშვებს გაუგე, 
ან გულუბრყვილოდ იყავ მიმნდობი, 
თითქოს გაზაფხულს ფეხი დაუდეს, 
ისიც თამაშით გაწვა მინდორში...
 
nukriaДата: ხუთ, 13.03.2014, 14:15 | Сообщение # 545
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ დამარცხდა თეთრი ზამთარი,სივრცე დაიპყრო უწონადობამდა გაზაფხულმა, როგორც სანგარისულყველა კვირტი უცებ დატოვა...ქარი ტყვესავით არის ნაცემი,თურმე ომსაც კი თავის სვლები აქვს,და უღალატო ჯარისკაცებიცწმინდანებივით არ იხრწნებიან...კვალში დასდევენ ნისლებს სვავები,რქებს ატოლებენ კლდეებს ვაცებიდა ეცემიან ხევში ზვავები,ზამთრის ერთგული ჯარისკაცები...ისევ დამარცხდა თეთრი ზამთარი,სივრცე დაიპყრო უწონადობამდა გაზაფხულმა, როგორც სანგარისულყველა კვირტი უცებ დატოვა...
 
nukriaДата: პარ, 14.03.2014, 09:42 | Сообщение # 546
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საჩხერე

აქ ყველა კვირტში იგრძნობა მარტი,
ყაყაჩოები ჰგვანან ფიალებს
და საჩხერეში თუ იგრძნობ მარტო,
რომ დედამიწა ჭურზე ტრიალებს...

ალიონია ჩემი მედროშე,
რძე გამოტენის ღრუბელს ცურივით
და სტუმრის ჯიბრზე ყოველ ეზოში
თონეს ალღვობენ ხაჭაპურივით...

მთები მამულის აკვანს იცავენ,
გთხოვ, ლექსად აქ ნუ წაიწუწუნებ,
ყოველი სახლი აკაკისავით
პოეტებს დღესაც ქართულს უწუნებს.

გზა, დონ-კიხოტი, იგრძელებს კისერს,
ქარი წისქვილებს ებრძვის დღითიდღე,
საჩხერეში ვარ და ვიცი, ისევ
მზე იმერულად ჩაიხითხითებს...

აქ ყველა კვირტში იგრძნობა მარტი,
ყაყაჩოები ჰგვანან ფიალებს
და საჩხერეში თუ იგრძნობ მარტო,
რომ დედამიწა ჭურზე ტრიალებს...
 
nukriaДата: პარ, 14.03.2014, 22:36 | Сообщение # 547
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უცნაური სვლები

მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...

ჩქერში ჭანრის ჭერით ერთად დავიღლებით,
მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები,
ეს სახლები ახლა თავის აივნებით,
ანკესს გამოვაბი როგორც ტივტივები...

ამ ქალაქში ლექსთან ერთად დავიბადე
და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს,
მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს
და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს...

მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...

***

რა დროს ოცნება და
რა დროს თამაშია
ჩუმად ლოცულობენ
ირგვლივ ფანტომები,
მიწას ექავება,
რაც კი ყაყაჩოა,
წითლად ამოყრილი
მინდვრის ბატონები...

ორეულს

ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით,
ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ
და შეძახილი:-დროზე შეჩერდით!-
რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...

ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე,
ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო
და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ,
რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...

შენ მე მაწამებ,მე შენ გაწამებ,
და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ
და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ,
როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...

ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები
და კითხვა გვთანგავს გულისწამღები,
მე რომ ვმაღლდები,შენ რად ეცემი?
მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?

და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა,
ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ,
ერთად მივდივართ მერე სარკესთან
და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ...
 
nukriaДата: კვ, 16.03.2014, 13:49 | Сообщение # 548
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი და ყინვა ითმინა,
ძიძგნა სტრიქონმაც, სიტყვამაც,

და გაზაფხულმა კვირტიდან
ლექსები გამოიტანა...

კვლავ შედგა თითის წვერებზე,
ათრთოლებული ტრფობითა
და ყვავილებად ხეებზე
რითმები ააფოფინა...

შეეხო პეპლებს თითებით,
მიწას დაეყრდნო მთლიანად
და მეტაფორა მინდვრებში
მწყერივით დააფრთიანა...

ქარი და ყინვა ითმინა,
ძიძგნა სტრიქონმაც, რითმამაც,
და გაზაფხულმა კვირტიდან
ლექსები გამოიტანა..

ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს

ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
ალბათ ბავშვივით ხელში ავიყვან,
გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ.

გაზაფხული კი გზადაგზა დაღვრის,
ყაყაჩოებით სავსე ფიალებს,
მერე რამდენი ფოთოლიც არის,
ქარში იმდენად გაიშრიალებს.

როცა შევატყობ კვირტებს სიმწიფეს,
და დაეშვება ნისლი ფარდებად,
ირგვლივ რამდენი ბარტყიც ჟივჟივებს
ტოტზე იმდენჯერ შეფრთხიალდება..

ყველა ბუდიდან ამოფრინდება,
ცას მოედება მტრედის ხუნდებად
შაშვს გალობაში შეეჯიბრება,
წეროებს მწკრივში ამოუდგება

უთვალავ ფერად დაიკვირტება,
დაბურულ ტყეებს შეეხიზნება
და ჩვენს გულებში დანაწილდება
ამურის ტკბილ და მტანჯველ სიმღერად.

გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ.
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს
თოთო ბავშვივით ხელში ავიყვან...

გაზაფხულის მონოლოგი

ბეღურამ თბილი ფრთებით მატარა,
ჩემთვის ითმინა ყინვაც, გრიგალიც,
ამიტომ იყო ასე პატარა,
ასე სუსტი და ასე მიმქრალი.

მიფრთხილდებოდა, როგორც ავგაროზს
და როცა საზრდოც აღარ ებადა,
გულში დამინთო ციცქნა სამყარო
და უღალატო სისხლით მკვებავდა.

ზღაპრულ კუნძულზე ვის არ სმენია,
მასაც ეძახდა თბილი ქალაქი,
მაგრამ ბეღურას ის ურჩევნია,
სიცივით მოკვდეს ვიდრე ღალატით.

სიკვდილიც ბევრჯერ შემოეფეთა,
ბევრჯერ აფრინდა ძერა მდელოდან,
მაგრამ ბეღურა იდგა კედელთან
და ჩემსკენ ნასროლ ტყვიას ელოდა.

და, როცა სიკვდილს გამოვეპარე,
სამყარო იყო ისე დაღლილი,
რომ შიშით ყვავილს ამოვეფარე
ყველა ყვავილზე სუსტი ყვავილი...
 
nukriaДата: ოთხ, 19.03.2014, 15:12 | Сообщение # 549
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არქეოლოგი სამარხებთან

თქვენს ძვირფას გვამებს შავ ძაძებში აღარ ტირიან,
რული ედება სევდიან მინდორს,
ეგ სამარხები დამტვერილი სარკის პირია,
რომელიც უნდა სათუთად ვწმინდო.

როცა გეხებით, თქვენ მეხებით ასე მგონია,
ასე ვარსებობთ ქვეყნად ჩვენ ორნი,
ერთურთს ვამხნევებთ და ვამარცხებთ დროის გოლიათს,
რომელიც ცივად ჩადგა ჩვენს შორის.

ეს სამკაულიც, რომ შემორჩა სამარეს სნეულს,
ჩვენ ერთმანეთში ვიპოვეთ მგონი,
მარადისობა ქრისტეს სისხლით იახლებს სხეულს
და ჩვენსკენ მოდის..

 
nukriaДата: ოთხ, 19.03.2014, 15:12 | Сообщение # 550
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არქეოლოგს

ჯურხა ნადირაძის ხსოვნას


ცოტაც მადროვეთ, ცოტაც მაცალეთ,
უკვე დიდ წარსულს ისე ვნებდები,
მხრებიდან მცვივა ციხის ნაშალი,
ტანზე მეზრდება ტაძრის კედლები...

რაც დრომ დამარხა ისე მაწვალებს,
ისე ღაღადებს მიწა ფესვებით,
რომ წინაპართა ძვირფას საძვალეს
ხელით კი არა, ძვლებით ვეხები...

სამცხე ჯავახეთს

განდეგილები დგანან ოდები
და დანგრეული მტრისგან ტაძრები
თვალავსებულნი ცრემლის ლოდებით
მწუხარენი და ცამდე მართლები

ჩვენ ვიხსენებდით წარსულს წამებულს
როგორ წაგვართვესროგორ დავკარგეთ
და შორი ლოცვა წმინდა მამების
გვიმსუბუქებდა თითქოს განაჩენს

დღემდის მოღწეულს ტანჯვითწვალებით
სიტყვა არ უთქვამს მესხეთჯავახეთს
მზემ შემოგვხედა მწყემსის თვალებით
და გადაევლო ნაცნობ სანახებს
...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость