სოსო ნადირაძე - Page 54 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: ორ, 03.03.2014, 20:43 | Сообщение # 531
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთახი

ოთახი, სადაც ჩემს ფიქრებს ღვიძავს,
შიშს და სიჩუმეს ვეღარ იცილებს,
სადღაც ამხნევებს შვილობილს ძიძა
და ფეხშიშველა დაძრწის სიცივე.

სივრცეს აწყდება თავაწყვეტილი,
ქარის რისხვა და ტალღის სიმლაშე
და ვდგავარ, როგორც მრავალწერტილი,
სიზმარისა და ცხადის წინაშე...

------
ახლა ღამეა

ახლა ღამეა სარკმლების მიღმა
და ნათურები ანთებენ სახლებს,
ნათურა ღამეს იფარებს ნიღბად,
ღამე ნათურით ინიღბავს სახეს...

ჩემს სადარდებელს მივყვები ნელა,
და აღმოჩენა მაოცებს უცებ,
ფურცელი ნიღბად მოირგებს მელანს,
მელანი ნიღბად მოირგებს ფურცელს...

გზაგასაყართან უსიტყვოდ ვდგევარ,
საბრალოდ მზეზე ჭკნება მიხაკი
და ჩემი ლექსის ნიღაბი მე ვარ,
ჩემი ლექსი კი ჩემი ნიღაბი...
 
nukriaДата: სამ, 04.03.2014, 21:48 | Сообщение # 532
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Kვლავ გავუყევები ძველ ქუჩებს მტკვრისკენ,
ბომბორა მთვარეს მზე მოუპარავს.
მოჩანს თბილისის ეს სიდიადე
და ქართლის დედა იცავს მთელ ქალაქს!

ნიღაბს ვერ ვირგებ,რომ დავივიწყო,
ისევ ვაშიშვლებ გრძნობებს ლექსებში!
მიტოვებულ ნავს ვხედავ მიჯაჭვულს,
ვდგავარ მტკვრის პირას შთაგონებებში !

ვუცქერ თოლიას ვტკბები ყურებით,
მოდი გავცვალოთ როლები წუთით..
მაგრამ არ ესმის მას ჩემი ენა,
თავისუფლების ფრთებს მოცდა უჭირთ!..

ამასობაში დაბინდდა ზეცას,
მეც მივაბიჯებ ხეივანს ქუჩად,
ლამპიონები გზას მინათებენ,
ვიღაც ლამაზად ღიღინებს ჩუმად...

თბილისის ღამევ,მიყვარხარ ძლიერ!
მინდა მომიყვე შენს შვილს ამბავი,
ან ისევ დადგა თეატრი ცოცხლად,
შენ ,რომ მიგყავდეს როლი მთავარი!..

დაგელოდები მე შეხვედრამდე,
ამ მოგონებებს წავიღებ წამლად !,
როცა შემცივა სულში მოგიხმობ,
იქ,რომ გამათბო სამშობლოს ნაცვლად!..
 
nukriaДата: სამ, 04.03.2014, 21:54 | Сообщение # 533
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეცხვარე მთაზე
ფარას აძოვებს,
ყოჩი დაეძებს

ბუჩქებს ქაცვიანს,
და ღრუბელს, როგორც
მწყემსის საცოლეს,
კვლავ საქორწინო
კაბა აცვია...
 
nukriaДата: ოთხ, 05.03.2014, 22:05 | Сообщение # 534
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნისლი შეუჩდა
ხვეულს ლიბრივით,
ბუჩქებზე მოსეს

ცეცხლი ტკარცალობს,
მზეს სურს რომ იყოს
ჩვეულებრივი
და მეც არ მინდა
ცილი დავწამო...
 
nukriaДата: ხუთ, 06.03.2014, 12:54 | Сообщение # 535
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძველი სალუდე

ახლა ლოთს ერთი
გროშიც არ უდევს,
ცხელა, საშველი,
თითქოს არ არის
და იღლიაში
ბებერ სალუდეს
ამოუჩრია
ხმელი ტარანი...

ახლა თამაშში
ისე გაები
და დაგამარცხეს
ისე მარტივად,
ყველა სიტყვა და
ყველა ტაეპი
ამოგიცვივდა,
თითქოს კარტიდან...

მატარებელი
ქშინავს ოხერი
და როცა ზარით
ხვდება სადგურებს,
ხელში უჭირავთ
ყველა ჯოკერი,
ყვავის დამებს და
დამა აგურებს...

ახლა ლოთს ერთი
გროშიც არ უდევს,
ცხელა, საშველი,
თითქოს არ არის
და იღლიაში
ბებერ სალუდეს
ამოუჩრია
ხმელი ტარანი...

აშუღივით

ძველი დიდება
დაეკარგათ
ხედებს მეფურებს,
არც ლექსის ერთი
შეძახილით
აღარ ვინთებით,
ქვაფენილებზე
აშუღივით
ხოხბის შემყურეს
ქალამანივით
შემოაცვდა
თბილისს რითმები...

მტკვარს ერთი წვეთიც
აღარ შერჩა
უკვე არაგვის,
ნარიყალა კი
საცოდავად
ითვლის მნახველებს,
დგას ახლა ქარში
დაბნეული
ციხე-ქალაქი
და შეციებულ
პოეტივით
ლექსებს ახველებს...
 
nukriaДата: ხუთ, 06.03.2014, 22:25 | Сообщение # 536
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს აფხაზურად

ეს მონატრება შემშლის და დამღლის,
ჩვენს განშორებას გამოვერიდე,
და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით,
ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე...

გზაა მერცხლების ამოხაზული,
მთებიც ძმებივით წამომართულან,
თბილისში მათბობს მზე აფხაზური
ზღვა კი სოხუმში ღელავს ქართულად...

ორი ძმა-კვიცი გაუხედნავი,
მხრებს მიადებენ ერთურთს კაცურად
აქ ცისარტყელას როცა ხედავენ
რიხით ამბობენ -წვიმს აფხაზურად...

ღვიძლი ძმები რომ ერთად გადარჩნენ,
რომ აგიზგიზდეს ორი სანთელი,
აფხაზი დედა ქართველს დაარწევს
აფხაზს დაარწევს დედა ქართველი...

მე მონატრება შემშლის და დამღლის,
ჩვენს განშორებას გამოვერიდე
და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით,
ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე...
 
nukriaДата: პარ, 07.03.2014, 19:43 | Сообщение # 537
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძველი სანგრები

ეს გალავნები - ძველი სანგრები
უდაბნოსავით გამომეფიტა
და ბაბილონის კედლის ნანგრევებს
კვლავ ხიწვებივით ვიძრობ ტერფიდან...

გზა წინ მიიწევს - ბედის მორჩილი,
კლდე ჰგავს ქვადქცეულ ქალის დალალებს
და დღესაც ახსოვს ლოტის ცოლ - შვილი
ბილიკებს - მთებზე დაღლილ ქალამნებს...

სასახლეს ჩემსას კარი არა აქვს,
გადაღლილია ტახტი ღალატით
და საცოდავად მაწანწალაა
გაშიშვლებული ჩემი ქალაქი...

ეს გალავნები - ძველი სანგრები
უდაბნოსავით გამომეფიტა
და ბაბილონის კედლის ნანგრევებს
კვლავ ხიწვებივით ვიძრობ ტერფიდან...
 
nukriaДата: შაბ, 08.03.2014, 13:40 | Сообщение # 538
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამდენ ლამაზ ქალბატონში
როგორ გინდა გულო გაძლო,

ზოგი სხვისი ცოლია და
ზოგი სხვისი საპატარძლო...

ქარი რომ არ გაახელოს,
აფრები რომ არ აუშვას,
საკუთარ თავს ვეუბნები:
შენც შენი გყავს, არაუშავს...
 
nukriaДата: შაბ, 08.03.2014, 21:04 | Сообщение # 539
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საოცარია
ეს შეგრძნება,
მართლაც, ღმერთმანი,

ეს ბილიკებიც
ცას ერთვიან
საქალამნენი,
ადარებენ და
ატოლებენ
ხშირად ერთმანეთს;
მართვეებს ფრთები
ეზრდებათ და
მთებს გალავნები...
 
nukriaДата: კვ, 09.03.2014, 02:15 | Сообщение # 540
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაენი ძმაი აბელისა

პოემა
1 თავი

მე ჯერ ადამი მაშენებდა, მერე კაენი,
სამოთხის მკვიდრნი სინანულით იხდიდნენ სასჯელს,
გულგათანგული დაკარგულზე დარდით, კაეშნით,
ცხვარს აძოვებდა ჩემს კალთებზე მართალი აბელ.
მიყვარდა კაენ, კირით-ხურო შეუდარები,
შრომობდა,სურდა კვლავ სამოთხის შუქით ავენთე,
მკერდს მიკაწრავდნენ დასავლეთის ცივი ქარები
და სიზმრებისკენ მივყვებოდი შეთქმულ ღამეებს...
ყოველი წუთი მაგონებდა წყეულ დაცემას,
შმორის, ჭაობის სუნი ჰქონდათ ფოთლებს გათელილთ,
ადამი კრძალვით შეჰყურებდა ღმერთის ხატებას,
საბრალო ევას ცრემლიანი ჰქონდა თვალები.
აბელს კი მხოლოდ სიყვარული ამოძძრავებდა,
არ ბეზრდებოდა ფეხშიშველას მთებში წანწალი,
მთელ დღეს მინდორში ატარებდა წმინდა კრავებთან,
ძე ადამივით გულუბრყვილო და გულმართალი.
ერთმანეთს გავდნენ გარეგნობით ადამის ძენი,
ქერა თმა ჰქონდათ და თვალები მშვიდი ზღვის ფერი,
უერთმანეთოდ პურს არ ტეხდნენ და ზეცით დევნილთ,
ეს უმშვენებდათ დამაშვრალ სულს, სხვა არაფერი.
მათი ბავშვობა მოკისკისე და უცნაური,
ერწყმოდა მთების და ველების უცხო სანახებს,
სწორედ აბელმა დამიძახა პირველად-ური
და ამ სახელით ეპოქების ზღვა გადავლახე.
მაგრამ ბელზებელს ღრმა ქვესკნელი გამოერღვია
და სულ პირველად რაც ნახა და უფრო დაღალა,
იყო ერთობა რაც ძმებს ხელში ისე ეჭირა,
ვით უფლის სიტყვა,ანდა მტრედის ხუნდი პატარა...
მტერს ადამისას არ ეწადა დაყრა ფარ-ხმალის,
ცოდვის ძებნაში გადმოლახა გრძედი-განედი,
და ევას ძეთა უდარდელი გულისფანცქალი
ეჭირა,როგორც იმედების ბოლო ნაფლეთი.
ქვესკნელის მეფეს, რომ გაეგო მათი გულისხმა,
ხან ფრინველს გავდა, ხან გველის ტყავს შემოიცვამდა,
ხან ვაშლის ნაყოფს მოისხამდა იქვე, მახლობლად
და გვრიტებივით ძმებს თოტებზე შემოისხამდა.
რადგანაც წლებით უმანკოებს და გულით მართლებს,
კვლავ ზეციური ნათელი და სუნთქვა იცავდათ,
არად აგდებდნენ ბელზებელის ეშმაკურ ფანდებს,
ოღონდ ეგ არის, ძმებს თამაში ერთი ასწავლა,
როცა ვაშლის ხედ იქცეოდა აბელს და კაენს,
როგორც ორ ხანჯალს, ორ მოზრდილ ტოტს გამოუწვდიდა,
ძმებიც ხუმრობით ხან იბრძოდნენ, ხან ერთურთს კლავდნენ,
და ბნელ ბელზებელს ცივ სხეულში ჟრჟოლა უვლიდა
და განაბული მოთმინებით ელოდა იმ დღეს,
როცა ბავშვობა იღლება და ეძებს სიბერეს
და სიყმაწვილის უნაზეს და თოვლისფერ სიზმრებს
შემოდგომის ხმა შეუმჩნევლად გადაიბირებს.
და რა ბავშვობის ფერად სიზმრებს ფრთხილად გადასცდნენ,
მიზნებს, ოცნებებს სინამდვილის შუქი ეწვია,
ღვთის მადლით აბელს გაუმრავლდა ცხვარი ათასჯერ,
კაენს შეეძლო უბრალო ქვაც ოქროდ ექცია

2 თავი

ექვს დღეს შრომაში ატარებდნენ,ხოლო გალობით,
ღმერთს ადიდებდნენ, ლოცულობდნენ დილას მეშვიდეს,
ორი ქალწულიც მოავლინა ღმერთმა წყალობით,
რათა ყველანი სამზეოზე გამოეჩინეთ.
სიწმინდე ერქვა, აბელისთვის შექმნა რომელიც,
ხოლო მეორეს აღმაფრენა, ხმაური ქართა,
ოღონდ ღვთისაგან ემცნობოდათ ის დღე, რომელიც
ნებას მისცემდათ სარეცელი გაეყოთ ქმართან,
მაგრამ ბელზებელს სხვა სურვილი ამოძრავებდა,
ქვესკნელში დანთქმულს განეზრახა მათი დაღუპვა,
დამარცხებულმა კვლავ უფალთან დავა გაბედა
და გესლიანი შავ ზრახვათა ბილიკს გაუყვა.
მას ეგონა, რომ აბელს უფრო დაიყოლებდა,
რადგანაც გულით რბილი იყო,საქმით კი ლაღი,
გოდების მთაზე მიაკითხა, სადაც პირველად
ადამ და ევამ იმარხულეს დევნილი სახით.
ამ ადგილებში ლოცულობდა ხშირად აბელი,
აქ ეძლეოდა ხშირად ევა მწარე სინანულს
და პატიებას დაეძებდა მათი სასჯელი,
იდუმალებით მიჯაჭვული ღმერთის სიყვარულს.
შეკრთა აბელი,რა იხილა მტერი ცბიერი,
,ის არც კაცს ჰგავდა, არც გველს და არც ნაყოფს ვაშლისას,
მაგრამ სამივეს ჩამოჰგავდა ცივი იერით,
ხოლო თვალებით გაელვება იყო ღამისა.
სურდა სირბილით გადაევლო მწვანე მინდვრები,
სურდა კაენთან მისულიყო შველა ეთხოვა,
მაგრამ ეშმაკის სურვილები,როგორც ბინდები,
გზას უღობავდნენ და ებრძოდნენ ვაჟის ურჩობას.
და ბოლოს მაინც მოეხვია ტანზე ველურად
და ათრთოლებულს გულზე ფრთხილად ყური მიადო:
-შეჩერდი აბელ, მოხდენილო დედისებურად,
შეჩერდი აბელ!-ადამივით მხნევ და დიადო.
მე არ გეგონო მტერი შენი, ანდა მოძულე,
მშობლების შენის ძველთაძველი მეგობარი ვარ,
გულს მართოობა მიკლავდა და ამად გესტუმრე,
ცხრა ტბა გამოვვლე, დავიღალე, თან შემაცივა,
მაგრამ რომ გნახე დავივიწყე ყველა თკივილი
და სიყვარული შენი უფრო გავიატკეცე,
ნუ კრთები აბელ, ჩამეხუტე მკერდში შვილივით,
გავერთიანდეთ და ბნელ წარსულს ერთად გავექცეთ.
მე დაგეძებდი, უფრო სწორედ თვითონ მიხმობდი,
შვება ვარ შენი, შეცდენილი მინდა დაგიხსნა,
ფრთხილად გივლიდი შემოსილი ჭრელი ნიღბებით,
ხან წყაროს წყალად ვიქცეოდი, ხან კი, ყვავილად,
ხოლო შენ ხარბად ისრუტავდი ჩემს სურნელს ყველგან,
შენი ბავშვობა ჩემს ტოტებზე დარჩა მტრედივით,
ახლაც ჩემში ხარ, დაკაწრული და ფეხშიშველა,
შენი ბავშვობის დღეებიდან გადმოფრენილი.
შენ უნდა ჩემში დარე მარად და იარსებო,
მე ხან წყარო ვარ, ხან ყვავილი, ხან ზღვა, ხან ზეცა,
შენი მონა ვარ და ზრახვათა შენთა სამსხვერპლო,
ქვეშ გაგეგები, მიმსახურე ღამეც და დღცა.
აბელი:
ო, ბოროტებავ, ალბათ ენა რომ არ გქონოდა,
არც არასოდეს არავისთვის იარსებებდი,
ან ეგ სიბნელე თვალების არ გამოგყოლოდა,
მეც მაცდუნებდი,უეჭველად დაგიჯერებდი,
მაგრამ იმდენად შორსა დგანან შენი სიტყვები
და ეგ თვალები ცივ სხეულს რომ უფრო გიღამებს,
ვინ დაგიჯერებს, ან ტყუილად რატომ ირჯები?
იმ გზებს დაჰყევი, საიდანაც ამოემართე!
ბელზებელი:
-გაჩერდი აბელ, ბავშვობაა შენი სიურჩე,
ან შენს ცხოვრებას რა აზრი აქვს ისე, უჩემოდ?
ან იმ ტკივილებს ვინ დაგიცხრობთ,ვინ დაგიყუჩებს,
რაც ცაში ღმერთმა მოგაყენათ ასე უზომოდ?
რადგან სიწრფელეს და სიკეთეს ეჭვქვეშ აყენებ,
მე წავალ, მაგრმ მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება,
აჰა მიირთვი მწიფე ვაშლი, ის შენ გაჩვენებს,
ჩემი ფიქრების სიწრფელეს და ჩემს შემართებას.
აბელი:
ო, განმერიდე შორს, შორს ჩემგან სულო ბოროტო,
წყეულიმც იყავ უკუნითი-უკუნისამდე,
ეს თქვა და ზიზღით ჩააცქერდა ცბიერ ორატორს,
გველის ბაგენი ყვაოდნენ და ვაშლებს ისხამდნენ
და რა ნახა,რომ ვერაფერი ვერ მოახერხა,
უცებ გაშორდა, გასრიალდა,როგორც წყვდიადი,
წყეულს თვალები მიუგავდა კუპრის ნაღვერდალს
და სახადივით ეშინოდა ღვთიურ სინათლის.
ღვიძლი შვილივით შეიყვარა უფალმა მყისვე,
ჩუმი, უბრალო, გულმართალი მწყემსი აბელი,
ვისი ფიქრებიც უცოდველად ისხამდნენ კვირტებს
და ვისი გულიც ზეცასავით იყო ნათელი.

3 თავი

ვერ გაიმარჯვა ბელზებელმა,სული სტკიოდა,
წყლიან ადგილებს დაეძებდა,წყვდიადს ნატრობდა,
პირიდან ცხელი,შავი კუპრი ამოსდიოდა,
იტანჯებოდა გადმოსული სხვა სამყაროდან.
ცეცხლის ჩაქრობა ახლა მხოლოდ კაენს შეეძლო,
ის იყო დიდი იმედიც და დიდი დაღუპვაც,
მაგრამ აბელის მოტყუება თუკი ვერ შეძლო,
შეძლებს კაენი დაამარცხოს? ან რა აღუთქვას?!
თან დრო არ ითმენს, თუ აბელი კაენს იხილავს,
უთუოდ ეტყვის, გააფრთხილებს და ერთად ორნი,
უფრო დიდ ძალად შეიკვრიან,ვიდრე ის რკინა,
რომელსაც მტკიცედ შეუკრია ქვესკნელის ბჭენი.
და თუ იხილავს და ეს ხილვა ვერაფერს შეცვლის?
და თუ აბელიც დაუდგება უფროს ძმას გვერდით?
უფრო დიდ ცეცხლად იქცევიან, ვიდრე ის ცეცხლი,
ქვესკნელის ტრამალს მარადიულ კვნესად რომ ერთვის.
მაინც მიენდო ბოროტ სურვილს, როგორც ჩვეოდა,
მდინარის პირას მიაკითხა,სადაც კაენი,
ცხვრის ტყავს ავლებდა მდინარეში და ზედ რჩებოდა,
ოქროს ურიცხვი, პაწაწინა ათინათები,
შორიდან ჭვრეტდა, არ უნდოდა უცებ შეჰყროდა,
რომ არ დაეფრთხო, როგორც დილით მწყემსი აბელი,
ვაშლის ჩრდილივით ფეხაკრეფით ეპარებოდა,
მიუახლოვდა და მიმართა ბოლოს სახელით.
შეკრთა კაენი, ხმა არ ეცნო, ცოტა დაეჭვდა,
აბელს არ ჰგავდა, არც ადამი იყო დევნილი,
უცხო აჩრდილი ფრინველივით დაჰფარფატებდა,
ყორანსაც ჰგავდა, ღუღუნებდა კიდეც მტრედივით.
კ ა ე ნ ი
-რა გსურს ვინა ხარ? ფრინველი თუ ადამიანი?
თუ ფრინველი ხარ კაცის ენით მეტყველებ როგორ?
ბ ე ლ ზ ე ბ ე ლ ი
ანგელოზი ვარ კეთილი და სამართლიანი,
სიყვარულს ვნერგავ და მახვილით ვამარცხებ ბოროტს...
გითვალთვალებდი ვით ფრთაშესხმულ არწივის მართვეს,
ვერ ავიტანე შენი ყოფა, მძიმე სასჯელი,
შენს დასახსნელად სამოთხედან გამოვემართე,
ციური შუქი მომაქვს უხვად ღმერთის სახელით!
-თუ დამიჯერებ და გამიხსნი გულს რომ შევიდე,
შენში სიკეთის ლურჯ ფრინველად დავბინავდები,
მერე მოვუხმობ ჩემს წიაღში ნაშობ შეგირდებს
და როგორც ფრინველს აგიტაცებთ ცის ლაჟვარდებში.
კ ა ე ნ ი
სიტყვები თქვენი მოწიწების გრძნობით მავსებენ,
სურვილიც ერთობ დიადი გაქვთ წმინდა ფრთოსანო,
მაგრამ როდესაც შემოქმედი ღმერთი ახსენეთ,
რისხვა შეგატყვეთ და არ ვიცი რას დავაბრალო,
ჩემს უმეცრებას,ეჭვს, თუ კარნახს იდუმალ ძალის?
ერთობ ლამაზად დაიმოძღვრეთ, მაგრამ მსურს გითხრათ,
ჩემს სულში მხოლოდ ღვთაებრივი ყვავილი ყვავის,
რომელიც უხვად სიკეთეს და სიყვარულს ისხამს
და გული ჩემი მხოლოდ უფალს ეკუთვნის რადგან,
ნაბრძანები მაქვს სხვას არავის დავემორჩილო,
ასე რომ, თავზე განშორების წუთები გვადგას,
არ განმირისხდეთ, არ შემრისხოთ ცაში შობილო!
ბ ე ლ ზ ე ბ ე ლ ი
მე მომწონს შენი შემართება, რწმენის სიმტკიცე
და რადგან ღმერთის ნება შენთვის უმთავრესია,
ხანდახან მოვალ, გინახულებ, არ დაგივიწყებ,
რათა დაგმოძღვრო, როგორც ჩვენი წმინდა წესია.
ახლა მისმინე,დამიჯერე,თუ გსურს, რომ ღმერთის,
განრისხებული და მართალი გული მოიგო,
ცხვარს ნუ შესწირავ ნათელ შაბათს, ოქროსგან ვერძი
ჩამოასხი და ის მიართვი, როგორც მოითხოვს.
მხოლოდ ეს უთხრა სმენადქცეულს და როგორც ევას,
ყველაზე მწიფე და ლამაზი ვაშლი გაუყო,
-მიირთვი კაენ, ის შენ შეგძენს ძალას და რწმენას,
მერე კი წადი დაიძინე მშვიდად ჭაბუკო.
დაჰყვა კაენი მაცდურ ნებას, ჭამა ნაყოფი,
იმდენად ტკბილი რომ ბაგედან ვერ მოიშორა,
ეღიმებოდა უცხო სტუმარს ერთობ კმაყოფილს,
უცქერდა კაენს,ვით მომავალს და ბედისწერას...

4 თავი

გამოიცვალა იმ დღის შემდეგ სული კაენის,
მორჩილი ნება ურჩობამ და რისხვამ შესცვალა,
ლამაზ ოცნებებს დაებინდათ კაშკაშა ფერი
და ტანჯვას გვრიდა ხვთაებრივი,მშვიდი ქვეყანა,
იმ დღიდან იგი შინაგანად გრძნობდა დაღუპვას,
გულის სიღრმეში სიკეთეს და სითბოს ეძებდა,
გონებით ისევ მიჯაჭვული იყო წარსულთან,
მაგრამ გრძნობები ცოცხლდებოდნენ უცხო ვნებებად.
უწინ თუ კდემით შეჰყურებდა უმწიკვლო ასულს
და ძვირფას ჭურჭელს უმაღლესი შემოქმედისას,
ახლა ვნებები ტანჯავდნენ და ფიქრებში წასულს
კლავდა სურვილი და სიშიშვლე უცხო სქესისა.
და ატანილმა მწიფე ვაშლის მაგიურ ძალით,
შეძლო შეცდენა უმანკო და ნაზი არსების,
მისგან ფარულად დაფეხმძიმდა ქალწული მაშინ,
რასაც მალავდა ყველასაგან ძრწოლით კაენი...
ცოდვამ იმატა და მოაკლდა ზეცის წყალობა,
ის ძალა აკლდა, ის სინათლე, რომლითაც უწინ,
ღმერთის გულამდე მიდიოდა მისი გალობა
და ციდან სული ეშვებოდა მტრედივით ლურჯი
და ერთადერთი რისი ძალაც შერჩა ბოლომდე
და რა ოცნებაც დღედაღამე არ ასვენებდა,
ოქროსგან ვერძი ჩამოესხა სურდა როგორმე,
რომელსაც მთელი ხელოვნებით დაამშვენებდა...
დუმდა უფალი და დიდი ხმით ტიროდა ზეცა,
ღმერთის თვალები წვიმას გავდა, რისხვა კი ქუხილს
და თუმცა თვითონ აირჩია კაენმა ეს გზა,
მიუტევებდა სინანულით დაგმობდა თუკი,
მაგრამ იმდენად გაიტაცა ვერძის ჩამოსხმამ,
თან ისე უხვად მოახმარა ოქრო და ვერცხლი,
გადაავიწყდა ყველაფერი უკვე რაც მოხდა
და იქმნებოდა ქვეყანაზე პირველი კერპი.
ბნელი ქვესკნელი ზეიმობდა, რადგან სატანამ,
დაცემის მერე სულ პირველად სცადა ღმერთისთვის,
კვლავ ჩაეშალა კეთილი და დიდი განზრახვა,
პანდემონიუმს იხმო მყისვე ყველა შეგირდი.
ამ დღეს დაისვა ბელზებელი ხელმარჯვნივ ტახტზე
და ჯილდოდ მთავრის ხარისხი და კვერთხი უბოძა,
მათი ზეიმი კვნესას ჰქავდა კოცონის ხმაზე,
ხოლო სიშმაგეს ჰგავდა მათი უძვლო ხუმრობა...

5 თავი

იმ ადგილებში,,სადაც ეხლა წმინდა მთა არის
და იორდანე მიუყვება წარმტაც სანახებს,
წარსულში იყო ლამაზი და მშვიდი ქალაქი,
ღვთიური შუქით ანთებული ზეცის კარამდე.
იგი ადამმა ააშენა ღმერთის შეწევნით,
კაენმაც ბევრი გააკეთა მისი სრულქმნისთვის,
ქალაქის გზები უხვად მორთეს ოქროს კენჭებით,
ოდნავ რომ მაინც ჰგვანებოდა სამოთხის ბილიკს.
ყველა მცენარე რაც გვკვებავს და სურნელს გვანიჭებს,
ამ ადგილებში ჰყვაოდა და ნაყოფს ისხამდა,
ოქროს გალავანს ოქროსივე ჰქონდა კარიბჭე,
ასეთი იყო სამყოფელი მიწის ხიზანთა...
ახლოვდებოდა ლოცვის დიდი დღესასწაული,
წლის ბოლო შაბათს ანგელოსთა დასი ზეციდან,
წინ მოუძღოდა დამბადებელს დიდებით მოსილს,
რომ მიძინებულ , ცივ სამყაროს გამოეღვიძა.
თვით ჯოჯოხეთშიც დაცემულ და მზაკვარ არსებებს,
რომელნიც უწინ ანგელოზებს მოჰქავდნენ სახით,
თავს ახსენებდა ღმერთი ამ დღეს, ცეცხლის ნარჩენებს
სულს უბერავდნენ ზეცის მკვიდრნი და ცეცხლის ალიც,
ათმაგად წვავდა მთელს ჯოჯოხეთს და მხურვალება,
პანდემონიუმს, სადაც ედგა სატანას ტახტი,
ცხელ თონესავით ახურებდა და ყველაფერი,
წითლაგ ღვიოდა და კვესავდა ვით ნაღვერდალი...
დადგა შაბათი, დღე ნათელი, ძალზედ ნეტარი,
და დედამიწა სასწაულის ძალით აღივსო,
ხოლო ჯოჯოხეთს ცეცხლის ალი წვავდა მედგარი,
თუმცა ქვესკნელში სხვა იმედის ცეცხლიც დაენთოთ,
ბოროტი სული გაახარეს, რადგან კაენში,
წინასწარ გრძობდნენ კუპრის ტბაში მდგარნი ყელამდე,
რამხელა ტკივილს ჩაწურავდნენ რმერთის თვალებში,
როს იხილავდა კერპით ასულ კაენს მწვერვალზე,
შურისძიება ოდნავ მაინც დაამშვიდებდა,
პატივმოყვარე "ანგელოზთა"ამაყ ბუნებას
და ცეცხლის ალზე მოცეკვავე წყეულ ჯოჯოხეთს
გამარჯვების და ბრძოლის სურვილს დაუბრუნებდა
და უფალს ამით კიდევ ერთხელ დაანახებდნენ,
რომ უძლეველნი იყვნენ ქვეყნად და დღეს თუ ხვალე,
დაიბრუნებდნენ ცის შეუვალ და წარმთაც ზეგნებს,
რომელიც ფეხქვეშ ღრუბელივით გამოაცალეს!..
და ვეღარ გრძნობდდნენ სიხარბისგან დატყვევებულნი,
რომ შურისგება ზრდიდა ბნელი უფსკრულის სიღრმეს
და მათ სხეულზე ანთებული ცეცხლის კრებული
არ ჩაქრებოდა ბოროტება მუხტავდათ ვიდრე...

6 თავი

შაბათ დღეს, როცა წმინდა ზეგნებს შუქი ათოვდა,
მაღალი ღმერთი, ვით ეთერი, სუნთქვა ყოვლისა,
ხილული გახდა ყველასათვის,როგორც მნათობი,
მომსწრე სამყაროს ჩასახვის და გამარჯვებისა.
გვიან ღამიდან დაწყებული სისხამ დილამდე,
ტყიდან ნადირი, ფრინველები ბუდეებიდან,
ქვეწარმავალნი ხვრელებიდან ამოდიოდნენ,
რათა შემქმნელი მათი ერთხმად ედიდებინათ,
და ანგელოზთა ღვთაებრივ და სრულქმნილ გალობას,
ნადირ-ფრინველთა უცნაური ლტოლვა ერწყმოდა,
თვით თევზიც წყალში მაღლა ხტოდა, ისე ხარობდა,
იდუმალ სხივთა წმინდა მთაზე აცისკროვნებით.
თვითონ ადამიც, მოკაზმული ჭრელი სამოსით,
და საზეიმოდ შემოსილი თეთრი ხალათით,
წინ მიუძღოდა თავის ჯალაბს, თითქოს სამოთხის
ნეტარ ქალაქში ბრუნდებოდნენ ზეცის გალავნით...
წუხდა კაენი, მხრებზე მძიმე ტვირთი შეეგდო,
ხოლო თვალებში ჩასდგომოდა შიში ფარული,
რადგან ხედავდა ძველებურად აღარ შეეძლო
გამოეხატა აღტაცება და სიყვარული...
დანაშაულიც ჩადენილი სათნო ქალწულთან,
მას არ აძლევდა ნებას დიდი აღტაცებისას,
იგი გრძნობებით მიჯაჭვული იყო წარსულთან,
ხოლო გონება ჩადენილზე დარდს დაებინდა.
მხოლოს ქმნილება ოქროსაგან ალმოდებული,
მას ამშვიდებდა, ეგონა რომ ღმერთის დიდ რისხვას
ასეთი ძღვენით სანახევროდ გაანელებდა
და მხრებზე მძლავრად მიებჯინა იმედის ნიშნად.
სასჯელზე მეტად ეშინოდა კაენს მხილების,
მერე სირცხვილით მშობლებს როგორ დანახვებოდა?
საწყალ ევას ხომ ისე სწამდა თავის შვილების,
ცუდის გამგონეს ალბათ სული აღმოხდებოდა
და ღმერთმა გულით მართალმა და კაცთა შემცოდემ,
თუმც ცოდვილ კაენს,რისხვითა და ცრემლით ჩაჰხედა,
აღარ ამხილა დედის თვალწინ, უთხრა ესოდენ,
უსულო კერპით მთაზე ასვლა როგორ გაბედა?
ადრე წყალობით ღებულობდა მის მირთმეულ ძღვენს,
თუმცა შემოქმედს რად უნდოდა ძღვენი ან ხოტბა?
ხმელეთი, წყალი, მნათობი და ყველა სულდგმული,
უკვდავი სულით და დიდებით თვით შექმნა როცა?!
მაგრამ ნიშანი იყო მათი პატიებისა
და იყო ტვირთი, რათა ცდომილთ მუდამ ეფხიზლათ,
რომ ბოროტს ვეღარ შეეცდინა მათი გულები,
ხოლო წარსული სინანულით გამოესყიდათ...
და არ მიიღო ოქროს ძღვენი,ხოლო აბელი,
ისევ ჩვეული სითბოთი და სიბრძნით დამოძღვრა.
იმდენად მძიმე მოეჩვენა კაენს სასჯელი,
რომ გონწართმეულს თვალებიდან ცრემლი წამოსკდა.
კაენის სხეულს შურისგების ცეცხლი მოედო
და თუ აბელის არსებობით ადრე ხარობდა,
ახლა სურდა რომ ყველაფრისთვის ბოლო მოეღო,
რაც ამ ერთობას და სიყვარულს ადუღაბებდა.
უცებ გაუქრა მომავალზე ოცნება, ფიქრი,
სხვა ხმა ჩაუჯდა გონებაში,სხვა მიზანსწრაფვა,
კეთილ სურვილებს მოებურათ ნაფლეთი ნისლის,
და შემოეჭდო გულს სურვილი ბოროტ ზრახვათა.
შური ტანჯავდა, თუმც ეს გრძნობა არა ჰქონია,
სძულდა აბელი, თუმცა დღემდე ძლიერ უყვარდა,
ვერ იოკებდა ამხედრებულ სულის ფორიაქს,
რომ შეაჩერა ხმამ ზეციდან თბილმაც და მკაცრმაც:
-კაენ რა ჭამე? ეკითხება ხმა იდუმალი,
პასუხობს კაენ-ის რაც დედამ ყველას აჭამა,
კაენ რა ჭამე?-იმეორებს ხმა იდუმალი,
პასუხობს კაენ-ის რაც დედამ აბელს აჭამა!
რა განიზრახე?-კვლავ კითხულობს ხმა იდუმალი,
კაენის დუმილს დუმილითვე პასუხობს ზეცა,
სწორედ ამ კითხვით მიმართავდა ევას უფალი
და სწორედ ასე, სწორედ ასე დადუმდა ევა...

7 თავი

ის ღამე თეთრად გაათენა ევამ საბრალომ,
თვალს ხუჭავდა და მტანჯველი რამ ესიზმრებოდა,
ცეცხლი დაღავდა აბორგებულ, ცოდვილ სამყაროს
და ყველაფერი რაც ჰყვაოდა ერთხმად ხმებოდა,
მდინარეების მოდიოდა შავი ღვარცოფი,
მთები ინთქმოდნენ,იშლებოდნენ, მიწა სკდებოდა,
კაენის მკერდზე მწიფდებოდა ცოდვის ნაყოფი,
აბელის მკერდზე სიკეთის ხე იტოტებოდა
და შეეჭიდნენ ღვიძლი ძმები ერთმანეთს სამკვდროდ,
ხოლო მათ მკერდზე ამოსული ორი ნაყოფი,
მიწას მოედო ფესვებით და მთელი სამყარო,
იძროდა, როგორც დატბორილი, ძველი ჭაობი,
მერე კაენი აღიმართა რკინის მახვილით
და ერთი დაკვრით საკუთარ ძმას ბოლო მოუღო,
მაგრამ ნაყოფი სიკეთისა გადარჩა მაინც,
ხოლო ფესვები ბოროტების სულ გამხმარიყო...
გრიგალი ჰქროდა, ქარბორბალა სარკმლებს უტევდა,
თითქოს სიზმარი ცხადი გახდა, ცხადი სიზმარი,
მწუხარე აბელს ბედისწერა ღამეს უთევდა
და წინაგრძნობა გულს უფლეთდა როგორც ისარი.
გამთენიისას ჩადგა ქარი,გამოიდარა,
ნისლები მთებში გაიფანტნენ, დაცხრა ლემადე,
და როს აბელი კვალში გაჰყვა თავის ცხვრის ფარას,
კაენიც გაჰყვა და რატომღაც ორნივ ღელავდნენ.
ეს ადგილები ახსენებდა კაენს ბავშვობას,
აქ ლეღვის ძირში ის და აბელ ხშირად დამსხდარან,
ხან კენჭნაობდნენ, ხან მკლავს ცდიდნენ, მათი ბავშვობა,
ყვავილებივით ედებოდა ვიწრო გზა-შარას.
მართლაც ამ ადგილოს უჩვეულო კრავდა განედი,
მაღალ მთებს ხევ-ხევ მიჰყვებოდა წმინდა მდინარე...
ოკრო ფერდობი დაფარული იყო მწვანეთი
და კალმახები ოქროსავით წყალში ბრწყინავდნენ.
მდინარის ხედი, მწვანე ველურ ხეთა ჩრდილებით,
სიოს ჩურჩულზე აღუწერელ ჟინით ღელავდა,
წნორებში შვლები ნავარდობდნენ, როგორც სიზმრები,
ზეცა არწივმა რუხი ფრთებით შეაფერადა.
მერე დაეშვა ძირს ფრინველი, როგორც ისარი
შვლის ნუკრს ეკვეთა და უსიერ ტყისკენ წაიღო,
იდგა აბელი, მოწყენილი, ოდნავ ფერმკრთალი,
კაენიც იქვე მოზრდილ ქვაზე ჩამომჯდარიყო.
კაენის გულში ანთებული შური და გესლი,
გააფერმკრთალეს ამ ლამაზმა მოგონებებმა,
იგი მიხვდა რომ ბოროტების მზაკვრული ხელი
სიკეთის ძალას ვერაფრით ვერ შეაჩერებდა,
მივიდა მაშინ და ჩაიკრა მკერდში აბელი
და თვალებიდან სინანულის ცრემლი დასცვივდა,
უთვალთვალებდა ბელზებელი ბევრის მნახველი,
მათ უხმო ალერსს, საკუთარი მარცხის საწინდარს...
კ ა ე ნ ი
როგორ გაზრდილხარ, ნუთუ ჟამმა მეც გამომცვალა,
ჩემს ბავშვობასაც შემოხვია ცოდვილი ხელი?
ა ბ ე ლ ი
რას ამბობ კაენ, კვლავ ბავშვობას მაგონებ ჩვენსას,
ამ ადგილებში ფეხადგმულს და აქვე დარჩენილს...
კ ა ე ნ ი
სულ ვეღარ ვიცლით ერთმანეთთან სალაპარაკოდ,
არადა რამდენ რამეს იტყვი პატარა ენით;
მინდა, როგორც ძმამ გულახდილად გამიზიარო,
რითი მოგწონვარ, ან რაარის ზედმეთი ჩემში?!
ა ბ ე ლ ი
მე ყველაფერი მოწონს შენი,გარდა ერთისა,
ბევრს შრომობ ძალზე და იმდენად თავდავიწყებით,
რომ დაივიწყე ნება მაღალ შემოქმედისა
და მიწიერი სილამაზის მსხვერპლად იქეცი.
კ ა ე ნ ი
შენ მართალი სთქვი, გამწყრალია ჩემზე უფალი
თვალს ვერ ვუსწორებ ზეცას,როცა წარსულს გავყურებ,
იქნებ შენ იცი, რა მოალბობს გამჩენის რისხვას,
ან პატიებას მისას, როგორ დავიმსახურებ?!
ა ბ ე ლ ი
ხომ იცი კაენ, ურჩობისთვის ვართ დასჯილები,
ყოველ ურჩობას კვლავ ახალი სასჯელი მოსდევს,
მაგრამ, რამდენად მრისხანეა გამჩენის გული,
ათასჯერ მეტის პატიების უნარი შესწევს.
კ ა ე ნ ი
თუ გახსოვს აბელ დიდხანს ვწოვდით დედას ძუძუებს,
მარცხენა ძუძუ ჩემი იყო არ გაკარებდი,
ა ბ ე ლ ი
დედამ თქვა ერთხელ შენ ისეთი მსუნაგი იყავ,
მანამდე სწოვდი,სანამ სისხლს არ გამოადენდი!
კ ა ე ნ ი
მართალი უთქვამს, ეხლაც მახსოვს გემო და ფერი,
იმ მძაფრი სუნით გაჟღენთილა თითქოს ჰაერი...
ა ბ ე ლ ი
ხედავ ვაშლის ხეს,რას გაგონებს მისი ტოტები?
კ ა ე ნ ი
ჩვენს ორთაბრძოლებს და ბავშვობას აქვე დარჩენილს,
ა ბ ე ლ ი
ხედავ ხის ხანჯლებს?-იქვე ყრია სადაც ვტოვებდით,
დრომ ვერ შეახო მას თავისი ცივი ხელები.
კ ა ე ნ ი
გახსოვს?-შენ ერთხელ გაიხუმრე , რომ ვითომ მოკვდი,
მუხლზე დავემხე და რა დიდხანს,დიდხანს ვიტირე,
ეს მოგონება გულს მიკლავდა, მტანჯავდა წლობით,
ფარული შიში დღემდე მომდევს, როგორც სიცივე...
ა ბ ე ლ ი
მე მსურს ის წლები გავიხსენოთ დავდგეთ პირისპირ,
ბავშვებად ვიქცეთ გავარღვიოთ დროის კამარა,
შენც ძველებურად მომაგებე შენი ღიმილი,
თუ მოქნეული ჩემგან ხელი ოდნავ გაგკაწრავს
კ ა ე ნ ი
ყოჩაღად იქნევ, შეგინახავს თურმე ბავშვობა,
ა ბ ე ლ ი
ის აქ დავტოვე და ამ წუთას მიპოვნა თვითონ,
 
ძებნა:

მოგესალმები Гость