სოსო ნადირაძე - Page 52 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: პარ, 21.02.2014, 18:40 | Сообщение # 511
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...

უჩინარდება დღე უდროულო,
მიმწუხრში მტვრიან თვალებს აცეცებ
და ჩიტისფერი წვიმა პოულობს
ქარში დაფანტულ გულის ნამცეცებს...

ნოტებს ეხები მხოლოდ თითებით,
განიცდი ზარებს დაურეკავებს,
გარს გახვევია წვიმის ჩიტები
და ნაწილ-ნაწილ შენს გულს კენკავენ...

ისევ ბებერი მთვარე აყეფდა,
ისევ გაიხსნა, ისევ გეტკინა,
იმდენჯერ დაგწყდა გული ამ ქვეყნად,
რომ ფეთქავს მხოლოდ წყვეტილ-წყვეტილად...

ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...
 
nukriaДата: პარ, 21.02.2014, 21:33 | Сообщение # 512
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დაწყებულა სასრული ჯერაც,
არ ჩამომდგარა რიგი და ჯერი,
დასაწყისია ყოველი ბგერა
და უფრე მეტად საზღვარი ბგერის

გრძელი ჯაჭვია მოთქმა და მითქმა,
როგორც ქსოვილზე მელანი ფითრის,
გადამდებია ყოველი სიტყვა
და უფრო მეტად სიტყვაზე ფიქრი...

უკვე ჯაჭვს ღამის ბოქლომი რაზავს,
მთვარე ჩიტივით მხარზე რომ აზის,
გამოცანაა ყოველი ფრაზა
და უფრო მეტად დუმილი ფრაზის...

არ დაწყებულა სასრული ჯერაც,
არ ჩამომდგარა რიგი და ჯერი,
დასაწყისია ყოველი ბგერა
და უფრე მეტად საზღვარი ბგერის
 
nukriaДата: შაბ, 22.02.2014, 00:28 | Сообщение # 513
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირგაზაფხულო, სისხლიანი დაგხვდა ქუჩები,
მებაღეები დახოცილი ბაღის ნაპირთან,
არ გაგიკვირდეს, აშრიალე მწვანე ფურცლები,
არ შეგეშინდეს, აამღერე გუნდი ყვავილთა...

გახსენი გული, სხვა თაობა მოდის ძლიერი,
აახმაურე ჩანჩქერები, ბუკებს შემოჰკარ,
როცა ქარიშხალს შეეჭიდნენ შენი შვილები,
თვითონ არ ნახე, ყვავილები, როგორ შვენოდათ?

ფრინველებს უთხარ ცას მოედონ, როგორც მტრედები,
თავისუფლების საგალობლად ფრთაშეწყობილნი,
ნუ ატირდები, უიმედოდ ნუ შეჩერდები,
მოდის თაობა გადარჩენის დღისთვის შობილი...

როგორ იტევდა ისტორია ამდენ ჰეროდეს?!
ის სისხლიანი ღამეც დაგრჩა გაუთეველი,
მაგრამ სამშობლოვ სევდიანო მინდა გჯეროდეს,
მოვა აპრილი, როგორც ქრისტე ნაზარეველი...
 
nukriaДата: შაბ, 22.02.2014, 17:00 | Сообщение # 514
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდემდე

როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო,
სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?!
გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს,
თორემ გავქრებით უერთმანეთოდ....

ვუთხრით ერთმანეთს ორმოს და მახეს
და ნაცრით სავსეს დავათრევთ მუჭებს,
ნუ გამოვაჩენთ ხელებს და სახეს,
თორემ ტკივილი აავსებს ქუჩებს...

რადგან გვაშინებს ცოდვების სიღრმე,
და რადგან სახეს სათუთად ვმალავთ,
ნუ ჩამოვახევთ ერთმანეთს ნიღბებს,
თორემ სირცხვილი წალეკავს ქალაქს...

როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო,
სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?!
გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს,
თორემ გავქრებით უერთმანეთოდ....
 
nukriaДата: კვ, 23.02.2014, 17:13 | Сообщение # 515
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფეხი აიდგა

ზამთრის მიწურულს
ყურს წაიღებს
კრუხის კაკანი
და შარშანდელი
მართვე რადგან
უკვე არწივობს,
ბუდეემში წევს
გაზაფხული,
როგორც აკვანში
და სულ პატარა
სიოც კმარა
რომ დაარწიოს...

ზამთარიც წავა
და უეცრად
ნამიან დილით,
როცა მზე სახეს
დაგვანახებს
საზანდარიდან,
ხეზე ყვავილი
ამოხეთქავს
-სარძევე კბილი
და დავიძახებთ:
-გაზაფხულმა
ფეხი აიდგა...
 
nukriaДата: კვ, 23.02.2014, 22:36 | Сообщение # 516
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ორი ვართ

ისევ ორი ვართ,
არ ვიცით მხოლოდ,
ვინ ბოროტია
და ვინ კეთილი,
კაცი, რომელიც
ფურცელზე ცხოვრობს,
თუ ოთხ კედელში
გამოკეტილი?!
 
nukriaДата: ორ, 24.02.2014, 21:17 | Сообщение # 517
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რუსთველი

ხელში გიჭირავს გედის ფრთის ღერი,
ცდილობ რომ მეფეს კვლავ მოერიდო,
და დამალული გრძნობა და ფერი
თავისით ჟონავს კალმის წვერიდან...

ვარსკვლავებს თვალი გაუხელიათ...
მთვარემაც ყელი მოიყირმიზა...
და გეჩვენება მთელი წელია,
რომ მეფე ღელავს შენი ხილვისას...

მეფემ ახალი ომი მოიგო!!!
- ფართო დარბაზებს ესმით დილიდან
და პოეტს უკვე სნეულს ტრფობისგან,
ბედი გშურს ვინმე ავთანდილისა.

კვლავ უიმედოდ გაჰყურებ ნისლებს,
ნავი მიჰყვება მდორე დინებას,
და ავთანდილი გამშვიდებს ისევ
მდინარის პირას აქვითინებულს...

ხელში გიჭირავს გედის ფრთის ღერი,
ცდილობ რომ მეფეს კვლავ მოერიდო,
და დამალული გრძნობა და ფერი
თავისით ჟონავს კალმის წვერიდან...
 
nukriaДата: ორ, 24.02.2014, 21:19 | Сообщение # 518
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...“
გალაკტიონი


„რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა...“
ლადო

„ახლა თბილისში გამარონია...“
მუხრანი

სხვა ხალხის
უცხო ჟრიამული და
სხვა დრო -
ქაოსის სხვა ჰარმონია,
აღარც -
პროსპექტზე სიარული და
აღარც-
თბილისში გამარონია...

მე ვინა -
რუსთველს არ ჯერდებიან,
შემოვრჩი აწმყოს
როგორც ნაცემი...
ლაღიძის წყლებთან
არ ჩერდებიან
დარბაისელი
ლექსის კაცები...

ვის ენაღვლება -
მე რა მგონია,
სიმწრისგან ლამის
მუხლზე დავეცე...
...ეეეჰ, იმ თბილისში
გამარონია,
ამ თბილისში რომ
თბილისს დავეძებ!...
 
nukriaДата: ორ, 24.02.2014, 21:28 | Сообщение # 519
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ხეობები

ბალახებია გადათელილი,
ნისლი კი ისე მიიზმორება,
ჩაქნეული მაქვს ჟამი ხელივით,
და ფეხებივით ვითრევ ცხოვრებას...

კვლავ საუბარი მაბნევს ქუჩური,
ხელანით მხვდება დარდი სნეული
და გავურბივარ ქალაქს უჩუმრად,
ორთქმავლის კვამლად გადაქცეული...

ეს ხეობები წაღმა-პირიქით
არის ამოქსოვ-ამოკემსილი
და ოკრო-ბოკრო ყველა ბილიკი
ღამის კოცონთან თბება მწყემსივით...

ბალახებია გადათელილი,
ნისლი კი ისე მიიზმორება,
ჩაქნეული მაქვს ჟამი ხელივით,
და ფეხებივით ვითრევ ცხოვრებას
 
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 11:02 | Сообщение # 520
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკაცრიელი აისბერგები
----
ჩვენ ძველებურად ვეღარ გავერთეთ,
არ ვტყდებით, მაგრამ მაინც ვბერდებით
და ზღვაში დავრჩით უერთმანეთოდ
უკაცრიელი აისბერგები...

ტალღებში გვტყდება ქარი მხრებივით,
ერთმანეთამდე ნისლი გვაშორებს
და მოტივტივე წერტილებივით
ვგავართ ყინულის სათამაშოებს...

იქნებ დადუმდნენ ტალღები წამით,
იქნებ შევაწყდეთ რიფები რიფებს,
მიზიდულობის საოცარ ძალით
კვლავ ერთმანეთი გავათბოთ იქნებ...

ჩვენ ძველებურად ვეღარ გავერთეთ,
არ ვტყდებით, მაგრამ მაინც ვბერდებით
და ზღვაში დავრჩით უერთმანეთოდ
უკაცრიელი აისბერგები...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость