სოსო ნადირაძე - Page 50 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: ორ, 03.02.2014, 15:47 | Сообщение # 491
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით
---------------
დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით
და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია,
თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს,
რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია...

რადგან მეფენი ეცემიან, ჟამი კი მეფობს
და სევდის ხავსი ეჭიდება სასახლის ფანტომს...
დრო ფქვავს საკუთარ ფოტოსურათს - წარსულის ექოს
და პეშვით, როგორც პურის თავთავს, გზადაგზა ფანტავს...

ჩვენს დროში კუშტად იცინიან მოცარტზე, ვერდზე,
თითქოს ბოთლიდან ამოუშვეს ერთად ჯინები,
რკინის ჟირაფებს აძოვებენ ქალაქის მკერდზე
გოლიათივით ამოზრდილი ცათამბჯენები..

დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით
და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია,
თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს,
რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია...
 
nukriaДата: ორ, 03.02.2014, 19:12 | Сообщение # 492
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიროსმანს

თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან
ქართული ჩოხით... ძველი ხალათით...
ის დადიოდა, როგორც ლეგენდა,
ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...

საით წავიდა არავინ იცის,
მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილნი,
მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი
წელში მოხრილი ფიროსმანივით...
 
nukriaДата: ოთხ, 05.02.2014, 20:05 | Сообщение # 493
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩა და ტანგო

ერთი ვარსკვლავი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...

თურმე გზა არის არც ისე შორი,
ქუჩაა ტანგო, აუ, რა ნელი,
და ვცხოვრობ ასე პოეტებს შორის,
ჩემი ლექსივით აუტანელი...

ხვადი მგლებივით არა ვართ მარტო,
ღობე - ყორეებს კლანჭით ვეცემით,
და პოეტებიც ჩვენს ციცქნა ფართობს
შემოვინიშნავთ ხოლმე ლექსებით...

ოდისევსივით არ სძინავს სოფელს,
ვგრძნობ ქალის სურნელსს, როგორც სახსოვარს...
ნეტავი მთვარეს - ჩემს პენელოპეს,
ვარსკვლავები ვინ შემოაქსოვა?

ერთი მნათობი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...
 
nukriaДата: ხუთ, 06.02.2014, 16:38 | Сообщение # 494
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...

უჩინარდება დღე უდროულო,
მიმწუხრში მტვრიან თვალებს აცეცებ
და ჩიტისფერი წვიმა პოულობს
ქარში დაფანტულ გულის ნამცეცებს...

ნოტებს ეხები მხოლოდ თითებით,
განიცდი ზარებს დაურეკავებს,
გარს გახვევია წვიმის ჩიტები
და ნაწილ-ნაწილ შენს გულს კენკავენ...

ისევ ბებერი მთვარე აყეფდა,
ისევ გაიხსნა, ისევ გეტკინა,
იმდენჯერ დაგწყდა გული ამ ქვეყნად,
რომ ფეთქავს მხოლოდ წყვეტილ-წყვეტილად...

ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...
 
nukriaДата: პარ, 07.02.2014, 19:22 | Сообщение # 495
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ ვიპოვი
ნეკნს და მალას,

ევას ვათხოვე
მე მალები...
განა საკუთარ
თვალებს ვმალავ,
საკუთარ თვალებს
ვემალები...

ვინ თქვა, რომ
ბრძოლა არ ღირს,
ანდა ყინული
გალღვა,
როგორც ათასი
ნაღმი,
დამაქვს ათასი
დამღა...


Сообщение отредактировал nukria - პარ, 07.02.2014, 19:58
 
nukriaДата: პარ, 07.02.2014, 22:51 | Сообщение # 496
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამიზნე

ისევ დაუცველს ვგავარ სამიზნეს,

წონასწორობას ვიჭერ ხერხემლით,
ქარს შეუძლია სულშიც ჩამიძვრეს,
მე თითებითაც კი ვერ ვეხები...

რას იზამ, ძმაო, მუდამ ასეა,
დუმს იარაღი პაპისეული,
ქარის გამჭოლი მზერით სავსეა
თოფის ლულის წინ მდგარი სხეული...

ვგრძნობ ნაბიჯების კლავიატურას,
ეს მუსიკაა - ქუჩის ნაწილი...
მე ძველებური ქუდი მახურავს,
ქარს კიდევ ისევ უჩინმაჩინის...

საჭვრეტად ისევ სარკმელს ავირჩევ,
სივრცე სარკეა, მე კი ცდომილი
და ვზვერავ ფოთლებს - მფრინავ ხალიჩებს,
სადაც ქარია წამოწოლილი...

ნეტა ეს ოქრო ამაწონინა,
ვაღებ სარკმელს და ვიჩენ სიფრთხილეს,
ახლა ფოთლებზე წამოწოლილმა
ქარებმა თავზე გადამიფრინეს...

ვერ გამიგია ეს რა შფოთია,
ანდა რა ჰქვია ასეთ არსებას,
ასე მგონია ქარი ფოთლიდან
ჩემს ქვაფენილზე დაენარცხება...

ეს მირაჟია, ვგრძნობ მალე მოთოვს,
გადაარქმევენ ქუჩებს სახელებს,
მე ხელს მოვკიდებ დაცემულ ფოთოლს
და ფრთხილად ფეხზე წამოვაყენებ...
 
nukriaДата: კვ, 09.02.2014, 23:03 | Сообщение # 497
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთა

ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება
და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე,
დილით ყვავილი გეალერსება,
ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს...

წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ
და შენი სევდა ისე დიდია,
გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა
ის რაც გინახავს, ან განგიცდია...

ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს,
განმარტოებით დგახარ სრულებით,
და დაგროვილი სევდა სულიდან
გეღვრება,როგორც ნაკადულები...

სულ რომ გვაგციო ზურგი ამაყად,
ან მოეფარო შორეთს ბინდიანს
იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ
მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია...

ტანზე სამოსიც შემოგძარცვია,
მთაო გალავნად წამომართულო,
შენ ჟამმა თითქოს ბერად გაქცია
და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 18:49 | Сообщение # 498
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განა ლექსს ვამბობ

მწვერვალის ჭვრეტით განა ვერთობი,
ვუახლოვდები მთებს და ქარაფებს,
მივდივარ,მაგრამ ზურგზე მეტყობა,
რაც ჩემს ზურგს უკან ილაპარაკეს...

განა ლექსს ვამბობ, ჩემს სიზმარს ვყვები,
მქოლავენ, მაგრამ მაინც მიმართლებს
და მოშურნეთა ნასროლი ქვებით
შენდება ჩემი ც ი ხ ე ს ი მ ა გ რ ე...
 
nukriaДата: ოთხ, 12.02.2014, 18:17 | Сообщение # 499
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი და ყინვა ითმინა,
ძიძგნა სტრიქონმაც, სიტყვამაც,
და გაზაფხულმა კვირტიდან
ლექსები გამოიტანა...

კვლავ შედგა თითის წვერებზე,
ათრთოლებული ტრფობითა
და ყვავილებად ხეებზე
რითმები ააფოფინა...

შეეხო პეპლებს თითებით,
მიწას დაეყრდნო მთლიანად
და მეტაფორა მინდვრებში
მწყერივით დააფრთიანა...

ქარი და ყინვა ითმინა,
ძიძგნა სტრიქონმაც, რითმამაც,
და გაზაფხულმა კვირტიდან
ლექსები გამოიტანა..
 
nukriaДата: ხუთ, 13.02.2014, 17:34 | Сообщение # 500
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
ალბათ ბავშვივით ხელში ავიყვან,
გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ.

გაზაფხული კი გზადაგზა დაღვრის,
ყაყაჩოებით სავსე ფიალებს,
მერე რამდენი ფოთოლიც არის,
ქარში იმდენად გაიშრიალებს.

როცა შევატყობ კვირტებს სიმწიფეს,
და დაეშვება ნისლი ფარდებად,
ირგვლივ რამდენი ბარტყიც ჟივჟივებს
ტოტზე იმდენჯერ შეფრთხიალდება..

ყველა ბუდიდან ამოფრინდება,
ცას მოედება მტრედის ხუნდებად
შაშვს გალობაში შეეჯიბრება,
წეროებს მწკრივში ამოუდგება

უთვალავ ფერად დაიკვირტება,
დაბურულ ტყეებს შეეხიზნება
და ჩვენს გულებში დანაწილდება
ამურის ტკბილ და მტანჯველ სიმღერად.

გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ.
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს
თოთო ბავშვივით ხელში ავიყვან...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость