სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: კვ, 26.01.2014, 14:58 | Сообщение # 481 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამინთე შუქი, სიბნელეა ცოდვათა შინა, ამინთე შუქი დაგანახო ჩემი ცრემლები, მე ცხედარი ვარ, ბნელ ოთახში ღრმა ძილით მძინავს, მე ცხედარი ვარ, ჩარჩენილი ცოდვის კედლებში...
ამინთე შუქი,დაგანახო შეშლილი სევდა, ამინთე შუქი, სინანულით გავხსნა თვალები, იქნებ შევიცნო სურნელება ღვთაებრივ ფერთა, იქნნებ შევიგრძნო სიხარული ჯვარზე წამების...
ამინთე შუქი, რადგან გულიც ვერაფერს ხედავს, ამინთე შუქი, დარჩენილა რადგან წამები, ჩემს ვიწრო სარკმელს მოეფინა უცნობი სევდა, ჩემს მწუხარე ხმას დაეუფლენ უცხო ძალები...
ამინთე შუქი, რომ სიბნელემ დამტოვოს მალე, ამინთე შუქი, რომ ვიხილო შეუცნობელი, რომ ცოდვიანი ბილიკები დათოვოს ხვალემ და წმინდა გზაზე შევირიგო შვილმა მშობელი...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 26.01.2014, 19:47 | Сообщение # 482 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთრის მონოლოგი
ცივა, სხეული გამომეფიტა, მალე ყინულად გარდავიქმნები, ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები.
მეგონა უცებ გაიდარებდა, მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს, შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან, რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ.
მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან, და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე, ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად უამრავ მარხილს გამომაბამენ.
როცა გრიგალიც საქმეს მოილევს, და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას; თითებს დავკიდებ,როგორც ლოლუებს, ბოლო იმედის გადასარჩენად.
და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს, ისე მომაყრის, როგორც კამათლებს, მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 27.01.2014, 23:20 | Сообщение # 483 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალი არ მოხვდეს - ვაშინერს... მოწყალე ვიყო ვეცდები, ხანდახან რვეულს ვაშინებ ამ უცნაური ლექსებით...
კენჭი მაქვს - ციხის ნაშალი, მთები მაქვს - პირამიდები, ხანდახან ფურცელს ვაშავებ მტვერში ნაპოვნი რითმებით...
მიწიდან ავიღერები, მაქვს მიზეზი და მოტივი და შრიალებენ ბგერები ქარში გაზრდილი ტოტივით...
სავალს ძიებით ვართულებ, წერტილს და მძიმეს ვამეფებ და როგორც დენის მავთულებს, ვუმაგრებ მერცხლებს ტაეპებს...
თვალი არ მოხვდეს - ვაშინერს... მოწყალე ვიყო ვეცდები, ხანდახან რვეულს ვაშინებ ამ უცნაური ლექსებით...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.01.2014, 23:44 | Сообщение # 484 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უცნაური სვლები
მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
ჩქერში ჭანრის ჭერით ერთად დავიღლებით, მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები, ეს სახლები ახლა თავის აივნებით, ანკესს გამოვაბი როგორც ტივტივები...
ამ ქალაქში ლექსთან ერთად დავიბადე და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს, მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს...
მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 29.01.2014, 16:14 | Сообщение # 485 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნოე და ცისარტყელა
როცა უეცრად წამოიწვიმებს, ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის, პატარა წვეთშიც ვხედავ, ტივტივებს, ხის კიდობანი წმინდა ნოესი...
როცა მანძილი დაიტალღება, ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით, სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება ნოეს კიდობნის გამოძახილი...
საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს, ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს, კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე, ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..
რაც ბორცვებია და რაც მთებია, რაც მწვერვალია ცისკენ წასული; ცივ წყაროებად გადაქცევიათ ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...
ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი, ეფერებიან ვაზებს ასწლიანს, და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...
ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში
ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს, ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან, და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 30.01.2014, 00:04 | Сообщение # 486 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოდგომა დაიღალა
ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით, ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია, და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი, ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან...
ასავსავებს მეძებარი "გადა" ენას, სიცივესაც მოეძალა აპათია, თბილ ქვეყნებში უნდათ ფოთლებს გადაფრენა, ზამთარი კი თოფს უმიზნებს საფანტიანს...
კვლავ თოვლიან ამინდებზე გვაფრთხილებენ, სველ ტოტებზე გადაკიდებს ქარი ფრაზებს, წეროებმაც ოქროსფერი მარხილებით შემოდგომა თბილ ქვეყნებში გაიტაცეს...
ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით, ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია, და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი, ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 30.01.2014, 22:58 | Сообщение # 487 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ გაგიკვირდეს ფიფქის გოგონავ, თოვლმა მიამბო შენზე ზღაპარი, შენ გაჩნდი თურმე ცრემლისოდენა, იქ, სადაც დღეებს ითვლის ზამთარი.
ბევრი იარა, ცოტა იარა, მზე ამოჰქონდათ მთებიდან ურმებს, შენ პაწაწინა ფიფქი კი არა, ნუშის ყვავილი ყოფილხარ თურმე.
ფიფქის გოგონავ ციდან დაეშვი, გამითბე ცივი ხელისგულები .
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 31.01.2014, 16:13 | Сообщение # 488 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თებერვალი
----------------
მთვარე იწევა თითის წვერებზე და ვარსკვლავების ხომლი ჩურჩულებს, თებერვალია, თითქოს ქედებზე თეთრმა დათვებმაც გაიძუნძულეს...
მთლათ გათოშილან ჩემი ხეები, სოფლის მურია თავის ბედს უღრენს, ხოლო ზამთარი, ხველებ, ხველებით, ჩიბუხებივით აბოლებს ბუხრებს... -------------------------------------------------- მშიერი მგლების "კრიმანჭული"
მივყვები აღმართს ვერხვებიანს, დღე არის ისე ნაწამები, რომ თვალებს ჩუმად ეხებიან ფიფქები - ზამთრის წამწამები...
ფერდობი ისე დამრეცია და კლდეზე ისე მიჯაჭვული, რომ ზამთარს ნისლში დაეწია მშიერი მგლების "კრიმანჭული."
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 31.01.2014, 19:47 | Сообщение # 489 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თურმე საწოლი ჩემთვის უკვე გაუფენიათ, დღეს ლექსს ვამთავრებ უჩვეულოდ, წერტილ - მძიმეთი, ნეტავ შენს ყეფას ლომის ძალა ჰქონდეს ფინია, შენ ხომ არ იცი როგორ მშვიდად დავიძინებდი...
მიყვარს თბილისის ყველა ქუჩა ყველა აღმართი, აქ ქარიც ძველი აშუღია, დუდუკზე კვნესის, სხვისი არ ვიცი, მე სამშობლო რომ ვერ წამართვან წიგნში ჩავხატე, ცხრა ურდული დავადე ლექსის...
მელნის კაცები მელნის ღრუბლებს ისევ სერავენ, ისევ ნიღბებით იკავებენ მელნის იარუსს, დღეს ვის რად უნდა წრფელი წიგნი, კარგი მწერალი, მთავარი არის შეგფუთონ და გაგაპიარონ...
ვეღარ იტევენ ეს კედლები დღეს ცრუ დავინჩებს, ქუჩებში ურჩად იძახიან თეთრზე შავია, მე ვხვდები როცა მატყუებენ, მაგრამ არ ვიმჩნევ, სწორედ ამიტომ მეც მდუმარე დამნაშავე ვარ...
თურმე საწოლი ჩემთვის უკვე გაუფენიათ, დღეს ლექსს ვამთავრებ უჩვეულოდ, წერტილ - მძიმეთი, ნეტავ შენს ყეფას ლომის ძალა ჰქონდეს ფინია, შენ ხომ არ იცი როგორ მშვიდად დავიძინებდი..
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.02.2014, 01:05 | Сообщение # 490 |
![nukria](/.s/a/21/564026709.png) Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე დამაგუბეს
მე დამაგუბეს და ახლა ტანზე, ჩვეულებრივი ხავსი მედება, მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს, სიურეალურ შემოქმედებას...
ჩვენში მარტივად იცვლიან როლებს აუღელვებლად, როგორც იციან, მესვრიან ქვებს და ითვლიან რგოლებს, ფსევდოაბსტრაქტულ კომპოზიციას...
რად გამახსენა ჭაობმა ბროდსკი, ან ამ შეხვედრას ნეტავ რა ჰქვია?!... მესვრიან ლოდს და იზრდება ბორცვი, ფუტურისტული ეპიტაფია...
მე დამაგუბეს და ახლა ტანზე, ჩვეულებრივი ხავსი მედება, მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს, სიურეალურ შემოქმედებას...
|
|
|
|