სოსო ნადირაძე - Page 48 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 19.01.2014, 20:18 | Сообщение # 471
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნათლისღება 

იოანევ სავალი 
უფლისათვის გაწმინდე?! 
მაცხოვარი მოადგა 
იორდანეს ნაპირებს. 

მაცხოვარი მოადგა 
ღვთივ კურთხეულ სანახებს, 
მოდის მთელი დიდებით, 
ვარსკვლავივით ანათებს. 

წყალს მოიკვლევს, ღმერთმანი, 
რა ლამაზი ყოფილა. 
მზერა ყოვლისმპყრობელი 
მზის სხივებად მოჰფინა. 

გალობის ხმა ჩამოაქვს 
ზეცის მსღალ გალავანს, 
მაცხოვარო ჩვენ შენი 
თასმის ღირსიც არა ვართ. 

სულიწმინდა ზეციდან 
გადმოვიდა მტრედივით, 
წყალში ინათლებოდა 
მწყემსთა მწყემსი კეთილი...
 
nukriaДата: ორ, 20.01.2014, 21:57 | Сообщение # 472
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ვტრიალებ
იდუმალ წრეში,

მართლა ვინატრე,
მართლა ვისურვე
და სულს ყოველი
ახალი ლექსით
სხეულისაგან 
ვათავისუფლებ...
 
nukriaДата: სამ, 21.01.2014, 00:05 | Сообщение # 473
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარზე დადიან 
------- 
ხის ტოტი ჰქვია 
ფრინველების 
პარტერს... 
იარუსს... 
ფრენას სწავლობენ, 
ვერ სწავლობენ 
ქარზე სიარულს... 

მავთულებს 
შორის 
უხილავი 
რკინის ბადეა 
და ბეღურები 
განა ფრენენ, 
ქარზე დადიან.
 
nukriaДата: ხუთ, 23.01.2014, 19:52 | Сообщение # 474
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აანთებს ჩირაღდანს
აქილევსი,

არაგვი იფიქრებს
არაგველზე
ხანდახან პოეტის
ერთი ლექსი
ათას ლექსს მოისვრის
სანაგვეზე...
 
nukriaДата: ხუთ, 23.01.2014, 22:11 | Сообщение # 475
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორეულს

ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით,
ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ
და შეძახილი:-დროზე შეჩერდით!-
რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...

ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე,
ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო
და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ,
რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...

შენ მე მაწამებ,მე შენ გაწამებ,
და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ
და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ,
როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...

ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები
და კითხვა გვთანგავს გულისწამღები,
მე რომ ვმაღლდები,შენ რად ეცემი?
მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?

და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა,
ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ,
ერთად მივდივართ მერე სარკესთან
და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ...
 
nukriaДата: პარ, 24.01.2014, 01:29 | Сообщение # 476
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უცნაური სვლები

მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...

ჩქერში ჭანრის ჭერით ერთად დავიღლებით,
მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები,
ეს სახლები ახლა თავის აივნებით,
ანკესს გამოვაბი როგორც ტივტივები...

ამ ქალაქში ლექსთან ერთად დავიბადე
და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს,
მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს
და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს...

მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
 
nukriaДата: პარ, 24.01.2014, 15:47 | Сообщение # 477
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ დაუმძიმდა
ღრუბელს ყვრიმალები,

დასჭექს, გაიელვებს
დელგმის ქარაშოტი,
წვიმა დესანტია
ტყეში იმალება,
მაგრამ მოსჩანს სოკო,
წვიმის პარაშუტი...
 
nukriaДата: პარ, 24.01.2014, 19:13 | Сообщение # 478
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა დროს ოცნება და
რა დროს თამაშია
ჩუმად ლოცულობენ
ირგვლივ ფანტომები,
მიწას ექავება,
რაც კი ყაყაჩოა,
წითლად ამოყრილი
მინდვრის ბატონები...
 
nukriaДата: შაბ, 25.01.2014, 17:42 | Сообщение # 479
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მას მოვუყვები მისხალ-მისხალ
ღამის ბალადას,

მთვარესაც დარჩეს გადახდილი,
დაე საბანი,
წყალს გაატანენ ხოლმე სიზმარს,
მე ლექსს გავატან,
და ერთად ვივლით ქარ-წვიმებში
დაუსაბამოდ...
 
nukriaДата: შაბ, 25.01.2014, 21:02 | Сообщение # 480
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიღბები

თუმც გარს მარტყია, როგორც ნათელი,
თუმც დღე და ღამე ჩემს წინ ციმციმებს,
ცრემლებად აწევს თვალებს გახელილს,
ნიღბის ჩრდილი და ნიღბის სიმძიმე.

მწარედ გადაგკრავს ღიმილის მახვილს,
გიძღვნის ბორკილის მძიმე ყვავილებს
და სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს,
როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს.

და თუ ღიმილის იდუმალ ფარდას,
სუდარასავით ჩამომაცილებთ,
ნახავთ თვალები თუ როგორ კარგავს
ცრემლის და სისხლის ფერმკრთალ ნაწილებს.

და ამ ნიღბების მიღმა მავალნი,
თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ,
მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი,
ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость