სოსო ნადირაძე - Page 51 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: შაბ, 15.02.2014, 03:13 | Сообщение # 501
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბეთლემიდან ამოვიდა მზე
და ცა იყო უბოლოოდ ლურჯი,
ეს მზე გასწმენდს ქუჩებსა და გზებს,
მოიკიდებს წუთისოფლის ხურჯინს...

ბეთლემიდან ამოსული მზე,
გოლგოთაზე დაატყვევეს წუთით
და სტკიოდა ნაბიჯები მწყემსს
და ცა იყო უსასრულოდ ლურჯი...

ბეთლემიდან ამოსული მზე
მკვდრეთით აღსდგა და ის იყო სრული,
ბევრ დამაშვრალს ის ჩამოსწმენდს ცრემლს
და ბევრ მწყურვალს ის მოუკლავს წყურვილს...
 
nukriaДата: შაბ, 15.02.2014, 22:40 | Сообщение # 502
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მე არ მიცნობ,
მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს,

შენ მე არ მიცნობ,
მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები,
შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი,
იქნებ გადარჩე,
მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები...

შენ ცას უსმინე გევედრები,
მე ნუ მომისმენ,
ზამთრის მუქარამ დაუთვალა
ხეებს ნეკნები,
მე კი არ ვმღერი
ქარი არხევს შემოდგომის ხეს
და ფოთლებივით უნუგეშოდ
სცვივა ლექსები...
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 19:37 | Сообщение # 503
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვამლი ბუხრიდან

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან
გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს.

მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
 
nukriaДата: ორ, 17.02.2014, 16:15 | Сообщение # 504
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო
და განშორების გაწევთ ღრუბელი
,
ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს,
მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...

ჩვენს შორის მხოლოდ თოვლიანი მოსჩანს მინდორი,
სხვა ყველაფერი ქარმა წახვეტა,
ჩოლოყაშვილი აქ ამაღლდა, როგორც დიდგორი,
საქართველოზე გადმოსახედად...

ლევილის მიწავ, საქართველოს შვილთა საძვალევ,
ლევილის მიწავ, ძვლებით ქართულო!
საქართველოდან ისე ჩანხარ როგორც ტაძარი,
ბრძოლით დაღლილი, უსიხარულო...

ლევილის მიწავ მშობლიური სევდით ნაქარგო,
მკერდში რომ იკრავ ტანჯულ ქართველებს,
საქართველოდან წამოსული წვიმა არ გაკრთობს,
ან არ გასველებს?!

ლევილის მიწავ, მოწყენილო უამინდობით,
ლევილის მიწავ დატყვევებულო,
ეგ შენი გული დედასავით არის მიმნდობი,
უ ს ა ყ ვ ე დ უ რ ო ...

თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო
და განშორების გაწევთ ღრუბელი,
ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს,
მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
 
nukriaДата: ორ, 17.02.2014, 20:51 | Сообщение # 505
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გავურბივარ
ცხოვრებას ყოფითს,

ზოგჯერ ლექსია
კოფეც - მიქსტურით,
ერთი უბრალო
ღიმილიც მყოფნის,
ალალი, არა
კომფორმისტული.

კვლავ ბალახისფერს
ვიგონებ ციცარს,
ნოტით მაოცებს
გამა - მდინარე
და სიყალბისგან
სტრიქონი მიცავს,
სიჩუმისაგან
გამომდინარე...
 
nukriaДата: ორ, 17.02.2014, 20:53 | Сообщение # 506
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეფე თამარი
---
შენს წინ ცახცახებს მტერი ვერაგი
და თუ ციხე ხარ დილით ქვით-კირის,
ამბობენ ღამით მეფის სენაკში
ერთი უმწეო ქალი ქვითინებს...

ძნელია კაბა გეცვას ნარინჯის,
სევდას ტოვებდე სარკის მინაზე,
ყველაზე მტკიცე გქონდეს ნაბიჯი
და თან გაკრთობდეს შენი სინაზე...

ძნელია ტრფობა თუ სულს მოედო,
თუ გულიც უღვოდ დაისრულია,
გიყვარდეს შენი კარის პოეტი
და მარტო იყო მაინც სრულიად...

მზეო ადვილი ვიცი არ არის,
ტახტზე აჰყავდე ლოცვით მონაზვნებს,
სახელად გერქვას მეფე თამარი
და ოცნებობდე დედოფლობაზე...

შენს წინ ცახცახებს მტერი ვერაგი
და თუ ციხე ხარ დილით ქვით-კირის,
ამბობენ ღამით მეფის სენაკში
ერთი უმწეო ქალი ქვითინებს...
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 22:16 | Сообщение # 507
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოქროს საწმისად გადააქცია,
რაც დრომ დიდებით შემოიკონა,

ზღვა ისე არწევს მთელს კავკასიას,
როგორც ტალღები ნოეს კიდობანს...

ამირანს ჯაჭვი გაუწყვეტია,
ცეცხლი ჩამოაქვს დევგმირს ციდანა,
მზემ ბაზალეთის ტბის ფესვებიდან
ოქროს აკვანი ამოიტანა...
 
nukriaДата: ხუთ, 20.02.2014, 17:30 | Сообщение # 508
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში
----------------
ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში,
ჩემს ქალაქს ჰქვია ძველი ეპოსი,
ისე გავერთე უკვე თამაშში,
სიტყვებს ვალაგებ როგორც რებუსებს...

ვაკვირდებოდი ატამს გახლეჩილს,
გმირს და მასხარას თვითონ ვირჩევდი,
და დავასახლე ჩემს სასახლეში
ფარაონი და მეფე რიჩარდი,

ხალიჩებს ვუგებთ მონარქს ნებიერს,
ამოვუქოლეთ კედლებს ბზარები,
და ჰორიზონტზე წისქვილებივით,
მეოცნებენი დაწანწალებენ...

ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში,
ჩემს ქალაქს ჰქვია ძველი ეპოსი,
ისე გავერთე უკვე თამაშში,
სიტყვებს ვალაგებ როგორც რებუსებს...
 
nukriaДата: ხუთ, 20.02.2014, 23:08 | Сообщение # 509
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვლავ სისასტიკე გვდევნის რაბუნი,
გაოცებული ცრემლით შევყურებ
დრო დამფრთხალი და განრისხებული
ქვებს როგორ უშენს ერთგულ ბეღურებს...

კვლავ სიძულვილის გველი სისინებს,
გესლავს და გესლავს შხამით სხეულებს
და ვუერთდები ქარში ნისლივით
სიცოცხლისნებაჩამორთმეულებს...

გზა უდაბნოზე უფრო მშიერი,
ალბათ არასდროს გაგვანებივრებს,
ნელნელა ვსწავლობთ ქარზე სიარულს
ფრთამოტეხილი ბეღურებივით,

და რადგან ცოტა დარჩა მანძილი,
აბრაამს მოუწყვეტს გულაბს ისაკი,
ჩვენც წამოვდგებით და გავაგრძელებთ
გზას ერთმანეთის გულებისაკენ...
 
nukriaДата: პარ, 21.02.2014, 13:33 | Сообщение # 510
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გეში რომ აიღონ ნაგაზის...
თოვლში რომ შეაბან მარხილი,
პოეტი მიუბამთ ბაგაზე
გრიგალებს ერთგული ძაღლივით...

საგზალი გამხმარი ყუაა,
ბაძავენ ზურგმაგარ სახედრებს
და მაინც მგელივით ყმუიან
გავსებულ მთვარეს თუ ახედეს...

თუ გინდა ბაწარი გადაღრღნა...
თუ გინდა იმედმა აგანთოს,
ძაღლები ყმუიან ხანდახან,
მგლები კი არ ყეფენ არასდროს...

გეში რომ აიღონ ნაგაზის...
თოვლში რომ შეაბან მარხილი,
პოეტი მიუბამთ ბაგაზე
გრიგალებს ერთგული ძაღლივით
 
ძებნა:

მოგესალმები Гость