სოსო ნადირაძე - Page 53 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 17:39 | Сообщение # 521
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვამლი ბუხრიდან

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან
გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს.

მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
 
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 21:12 | Сообщение # 522
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დონკიხოტი და ნაცარქექია
--------
რომ გადაფაროს
ჟამი ღალატის...
რომ შეუშვიროს
მკერდი სიცივეს,
დღე მაღალ მთებში
მზის მუზარადით
დონკიხოტივით
გამოიღვიძებს...

ნარიყალიდან
თავს რომ გვევლება,
მართლა ციხეა...
მართლა მეხია?!
თუ დონკიხოტის
გასამხნევებლად
დევზე შემდგარა
ნაცარქექია?!
 
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 23:28 | Сообщение # 523
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევარიონ ნადირაძეს

თუკი ცხოვრება მართლაც ომია -
გადასატანი შამქორის დარად,
მაშინ ბრძოლასაც აზრი ჰქონია,
წახვალ... სახელი დარჩება მარად.
თუ პოეზია მართლაც ჯვარცმაა -
მაცხოვარივით გაუძლო უნდა,
გამოსავალი სხვა რამ არცაა,
მგოსნის ცხოვრებით გეცხოვროს მუდამ.
 
nukriaДата: ოთხ, 26.02.2014, 01:26 | Сообщение # 524
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა სარკმელი ფიქრმა გამოხრა,
პატიმარს წვიმა ჩექმას უსაღებს,

პოეტის გული - ცივი კატორღა,
ლექსი - კარცერში მყოფი ტუსაღი...

რა უფლება მაქვს არ ვაპატიო,
გისოსებში ზის სიტყვა აკვნიდან
და ლექსებს ბებერ პოლიტ-პატიმრებს
ვათავისუფლებ გულის საკნიდან...

კარებთან ხვდება ტუსაღს მარტოხე
სიმართლისაკენ ტოტებაყრილი
და ლექსსაც, როგორც ყველა კატორღელს
დილეგში რჩება ფიქრის ნაწილი...

ყველა სარკმელი ფიქრმა გამოხრა,
პატიმარს წვიმა ჩექმას უსაღებს,
პოეტის გული - ცივი კატორღა,
ლექსი - კარცერში მყოფი ტუსაღი...
 
nukriaДата: ოთხ, 26.02.2014, 22:20 | Сообщение # 525
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფალო, ბრმას თვალი ამიხილე,
უფალო, მუნჯს ბაგე გამიხსენი,
გულში სინანული გამიღვივე,
ცოდვათა ჩამიცხრე ქარიშხლები...

ბნელიდან ნათელში გამიყვანე,
ყინვიდან სითბოში გამიძეხი,
კვირტები ხელახლა ამიყვავე,
ნაგვემნი ცოდვათა ქარიშხლებით...

სიბერე
------ ·
მხრები მტვრიანი - საარქივე,
უდაბნოსფერი ქვიშის რუკა,
სიბერე ძველი საათივით,
იცრიცება და რჩება უკან...

ქუჩა ნორჩებით გაივსება,
აქ ჯადოსნური გზა და წრეა
და გსურს საათი და ისრები,
ბავშვობისაკენ გადასწიო...

მერცხალი ისევ ბუდეს აგებს
და ჩიტი ისე განაბულა
ცდილობს დრო - ჭრელი ბუმერანგი,
საწყის წერტილში დააბრუნოს...

მხრები მტვრიანი - საარქივე,
უდაბნოსფერი ქვიშის რუკა,
სიბერე ძველი საათივით,
იცრიცება და რჩება უკან...
 
nukriaДата: პარ, 28.02.2014, 14:10 | Сообщение # 526
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს,
ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია,
ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს
ხშირად წერტილიც მომნატრებია.

მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით,
სიპატარავით უფრო მანცვიფრებს,
ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი,
ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.

ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს!
იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს!
იფრინა როგორც ციცინათელამ,
ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.

უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა,
უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა,
ახლა უბრალო აზრიც მისხლტება,
ახლა პატარა სიოც მერევა.

რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები,
დაშვებულია, როგორც ნიჩბები,
მოჩვენებითი ბედნიერებით,
გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
 
nukriaДата: პარ, 28.02.2014, 18:04 | Сообщение # 527
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზღვა კვლავ ღელავს, როგორც ნოეს გემი,
ვისაც ელი ის სარკმელთან მოვა...
ჩემო კარგო, შენ მტრედი ხარ ჩემი,
მე კი შენი ზეთისხილის რტო ვარ...

ჩვენ ჩვენს ნაპირს ვეძებთ მისხალ - მისხალ,
წყალი შრება, მზე ნაკვალებს ტოვებს,
და ბაღებში გაზაფხული ისხამს,
მტრედებსა და ზეთისხილის რტოებს.
 
nukriaДата: პარ, 28.02.2014, 23:19 | Сообщение # 528
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ რეცხავენ
ქვევრებს კახურებს,

დღეებს ცხენების
რემა აჭენებს
მე კი რუქაზე
დიდ ზღვებს დავყურებ;
- ნოეს დროინდელ
წვიმის ნარჩენებს...

გარეთ წვიმაა

გარეთ წვიმაა,
ოთახში ვარ,
იქვე კიბეა
ვწრუპავ რქაწითელს
და მიტაცებს
ლექსი ---იდეა.

ოთახს კი ცრემლი
ემატება
ღვინით გალეშილს,
რადგან ქალაქი
დგას წვიმაში
ქოლგის გარეშე..
 
nukriaДата: კვ, 02.03.2014, 23:01 | Сообщение # 529
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვითვლი ნაბიჯებს

ვითვლი ნაბიჯებს
და ქარს ვატან
კალენდრის ფურცელს
და რადგან მთებიც
იზრდებიან თურმე მითიდან,
თუ გზა დავკარგე,
თუ ლაბირინთს
წავაწყდი უცებ,
მეც ქარს გავყვები,
ის გამიყვანს
ლაბირინთიდან.

მატარებელი
მწუხარე დღის
მიყვება ამბავს,
ბეჭებზე მთები
დასწოლია ვით
პირამიდა,
ერთი გვირაბიც
საბოლოო იქნება ალბათ
და სხვა ცხოვრებას
დავინახავთ
იმ გვირაბიდან...
 
nukriaДата: ორ, 03.03.2014, 00:29 | Сообщение # 530
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედა სახლშია

ის ღამე უნდა თეთრად მეთია,
იქ ვარსკვლავები იყვნენ მცველები,
ცივ სამარეში ვერ ჩაეტია
და სახლში დარჩა დედას ხელები...

ღამეს ვჭვრეტ მთვარის თასით გალეშილს
და ემატება ტკივილს ტკივილი,
ვერ ჩაეტია ცივ სამარეში
და სახლში დარჩა დედას ღიმილი...

მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ,
ცივ სასახლეში გამოხვეული,
ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან
და სახლში დარჩა დედას სხეული...

ბორცვი მარტოა ახლა სრულიად,
და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით
და რადგან სახლი დედის სულია
მათბობს საკმევლის ნელი სურნელით...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость