სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: შაბ, 19.04.2014, 22:40 | Сообщение # 581 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბეთლემიდან ამოვიდა მზე და ცა იყო უბოლოოდ ლურჯი, ეს მზე გასწმენდს ქუჩებსა და გზებს, მოიკიდებს წუთისოფლის ხურჯინს... ბეთლემიდან ამოსული მზე, გოლგოთაზე დაატყვევეს წუთით და სტკიოდა ნაბიჯები მწყემსს და ცა იყო უსასრულოდ ლურჯი... ბეთლემიდან ამოსული მზე მკვდრეთით აღსდგა და ის იყო სრული, ბევრ დამაშვრალს ის ჩამოსწმენდს ცრემლს და ბევრ მწყურვალს ის მოუკლავს წყურვილს...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 20.04.2014, 21:55 | Сообщение # 582 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თქვენ როგორ ფიქრობთ, აუგი მეთქმის? სარკმელში ფიქრობს დღე უპასუხოდ, მე ყოველ დილით მზეს მჩუქნის ღმერთი, მეტი რა გინდა კაცს, რომ გაჩუქონ?! ბილიკს მივყვები ისევ და ისევ, არ მეშინია - გზამ თქვა - ღამისო, მე ღმერთი ზეცას ვარსკვლავით მივსებს, სხვა უკეთესით რითი ამივსოს?! ათასი ჩიტის გალობა ისმის, ჟუჟუნა წვიმით არწყულებს კოკობს, ღმერთი უთვალავ ყვავილებს მიზრდის, და მადლიერი არ ვიყო როგორ?! თქვენ როგორ ფიქრობთ, აუგი მეთქმის? სარკმელში ფიქრობს დღე უპასუხოდ, მე ყოველ დილით მზეს მჩუქნის ღმერთი, მეტი რა გინდა კაცს, რომ გაჩუქონ?!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 21.04.2014, 13:13 | Сообщение # 583 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარი არღვევდა ქოხს ქარის ნაშენს, მიწას მიჰქონდა თავისი წილი და გვაშინებდნენ დედები ბავშვებს, დედაბრითა და დედაბრის ჩრდილით... გადმოეფინა კედლების ჩივილს სიბერე - ჩრჩილის შეჭმული ნოხი და ჩანდა, როგორც ჭიანი კბილი, კენტი ფანჯარა დედაბრის ქოხის... და რადგან შიში გვთრგუნავს და გვაბნევს ბავშვებს კი ხშირად მოაქვთ ზიანი, ქვით ამოვუღეთ გაბზარულ სარკმელს, ის ერთადერთი კბილი ჭიანი... ქარი არღვევდა ქოხს ქარის ნაშენს, მიწას მიჰქონდა თავისი წილი და გვაშინებდნენ დედები ბავშვებს, დედაბრითა და დედაბრის ჩრდილით...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 21.04.2014, 21:21 | Сообщение # 584 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმის ძაფს იხვევ ფეხზე თასმებად, ეკლებს აღვივებ გზებზე ღადარად, და ყველა ლექსი გულზე გაწყდება, ვით ჯინი თიხით დაცულ მათარას... მიგორავს წვიმის ძაფის ხვეული, ჭაობისფერი ბგერა დინების, და ჯადოსნური შენი რვეული ივსება თიხისფერი ჯინებით...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.04.2014, 17:14 | Сообщение # 585 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ გიერთგულეთ საბრალო ადამ! შენც ხომ გიგრძვნია, რა სიცივეა, ჩვენ მხოლოდ ჩრდილი დავტოვეთ, სადაც ჭორფლიანი ცის მკრთალი სხივია... უდაბნოს მხრებით დავათრევთ ისევ, ჩვენი ცოდვები ძვლებს გვინაყავენ, ქანაანისკენ მივყავართ სიზმრებს გამეტებული ძმის სანახავად... აქ აღარ მხვდება ნაფეხურები, აღარც ჩემი და აღარც მოყვასის, ყველა დავეცით და სხეულებით, ამოუვსები ორმო მოვხაზეთ.. ვერ გიერთგულეთ საბრალო ადამ! შენც ხომ გიგრძვნია, რა სიცივეა, ჩვენ მხოლოდ ჩრდილი დავტოვეთ, სადაც ჭორფლიანი ცის მკრთალი სხივია...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.04.2014, 17:42 | Сообщение # 586 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთის წვერზე ვხედავ ტაძარს მეასეს, ჩემსკენ იღვრება შუქი ულევი და მზე ქადაგებს შემკრთალ მწვერვალზე ანდრია პირველწოდებულივით. რწმენაა ვაზი და არჩევანი და მესხეთიდან ჯვრებად, ტაძრებად, ნორჩი ლერწი და მწიფე მტევანი, ბოდბის ქედისკენ მიემართება... მთებზე რომ რწმენის შუქი კიაფობს, ცას რომ ეკუთვნის ახლა სრულებით, ვერ გამიგია ტაძრებია, თუ გრიგოლ ხანძთელის ნაფეხურები?!... ჩემი ბილიკი რატომღაც ღელავს, ერთი წიგნი კი მოჰგავს სალოცავს და როცა მთა და მწვერვალი ყველა თრთოლვით კითხულობს "ვეფხისტყაოსანს," დილა თენდება, როგორც ლაზარე... და დგას პოეტი მთავარ მეისრედ, ხოლო ციხე და ყველა ტაძარი თვალებს აპარებს თამარ მეფისკენ...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 25.04.2014, 01:20 | Сообщение # 587 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კოლაუ ნადირაძეს საიდან მოაქვს დილის მხედარს ამდენი ცრემლი? ეს მასხარებიც დაღლილ ქალაქს ვეღარ ართობენ და თუ მთელი დღე გულის ფეთქვა მესმოდა ჩემი, უკუნ ღამეში მთვარის ფეთქვა მესმის მარტოდენ... საფლავებს ახლა შთაგონების წუთები ფარავს, წიწამურისკენ სავალი გზაც ერთადერთია... ასეთი სევდით პოეტები ტოვებენ ქალაქს, ასე ლამაზად რაინდები ზეცას ერთვიან...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.04.2014, 16:19 | Сообщение # 588 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იდუმალო, მე ამაოდ გელი, სულ უმწეოდ მიმატოვე უცებ, ნეტავ რატომ შემომხვიე ხელი, ასე რატომ შემაჩვიე ფურცელს... შენ მატყვევებ იდუმალი ბგერით და ზვარაკად თავგანწირვას ითხოვ, ჩემი სულიც ისე ჩუმად მღერის, თეთრ ფურცელზე იღვენთება თითქოს... არაფერი აღარ მინდა გთხოვო, არ მინდა რომ მოგაბეზრო თავი, ეს ხელები ნიჩბებია მხოლოდ, შენს ტალღებზე დამსხვრეული ნავის...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.04.2014, 16:20 | Сообщение # 589 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმის ძაფს იხვევ ფეხზე თასმებად, ეკლებს აღვივებ გზებზე ღადარად, და ყველა ლექსი გულზე გაწყდება, ვით ჯინი თიხით სავსე მათარას... მიგორავს წვიმის ძაფის ხვეული, ჭაობისფერი ბგერა დინების, და ჯადოსნური შენი რვეული ივსება თიხისფერი ჯინებით...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.04.2014, 23:46 | Сообщение # 590 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე, მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი, დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები... შენი თეატრი მიატოვეს და უდასოა, ახლა მინდორში გამოხვედი სახეტიალოდ, თითო ფოთოლი თუ ანბანის თითო ასოა, მაშინ ლექსია ყოველი ხის მწვანედ შრიალი... სასაცილო ხარ, ქარი გითვლის უკვე ნაოჭებს, და შემოდგომა ყვითელ ნაცარს გაყრის მუჭებით, ქუჩა ხე არის, შენ ფოთოლი და რომ არ მოსწყდე, მტვრიან ქვაფენილს მთელი ძალით ებღაუჭები... ქალაქს ციმციმა ნათურებით შენს წინ შესვამენ ვარსკვლავის ცეცხლზე მოზეიმე შმაგი დევები, უცნაურ მთვარეს დარაჯობენ დღემდე შენსავით, ლექსები, შენზე დაღლილები ღამისთევებით. ფურცლებზე ტანჯვით გადაწერე სულმა რაც ზიდა, მხურვალე მზეა ცრემლიანი მიწის საშრობი, და გული გწყდება, რომ ლექსები ისე გაზრდილან ნაკვალევიც კი აღარ დაგრჩა მათი ბავშვობის... ამ ქუჩამ იმ გზას საბოლოოდ ისე დაჰკივლა, დაფრთხენ კენჭები - ეზოების ლაწირაკები, ახლა შენც ქარის უხილავი ნაწილაკი ხარ გარშემორტყმული უხილავი ნაწილაკებით... გაქრა, წავიდა სიჭაბუკის წვა და აზარტი, უნდა დატოვო, გზებზე მარტო უნდა აენთნონ, შუქნიშნებივით ლექსებს ქარში გააქვთ ზანზარი, ცრემლის ხაზს ხედავთ განწირულნი უერთმანეთოდ. თვალის გახელაც ვერ მოასწრე ისე შებინდდა, მიწასაც თითქოს უცებ გასძვრა ქანცი წრებრუნვით, იმდენი მძიმე ლექსი მოგტყდა უკვე მხრებიდან, რომ ახლა ლექსის ლოდებს უცქერ განცვიფრებული... სამყარო შუბს და ქარის წისქვილს ვეღარ შორდება. უკვე შენც ქართულ - ლამანჩურად აგებ დიალოგს, ეკლიან ტანზე დაგღმუიან ქარდიდობები, გზაც ჯამბაზივით ქარის ფსკერზე დახეტიალობს. კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე, მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი, დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები.
|
|
|
|