სოსო ნადირაძე - Page 61 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 04.05.2014, 15:16 | Сообщение # 601
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღრმა ორმოში მახსენდება ის როლი,
კვლავ ბიბლიურ გამოცანას ვყვებით,
”პირველი ქვა უცოდველმა ისროლოს,”
ცოდვილებმა გადაყარონ ქვები... ვეღარ ვარჩევ გისოსებს და რიკულებს,
ღამეს ქსოვენ ობობების ქსელით
და ცხოვრება წმინდანივით მიყურებს
- ჩასაქოლად შემართული ხელი... 3.5.2014
 
nukriaДата: კვ, 04.05.2014, 21:14 | Сообщение # 602
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარ ვოცნებობ გულის დამაზე,
თვალებით ვიმკი სამკალს სრულებით
და გაზაფხულის ლამაზ კაბაზე
წვიმა სეირნობს სამკაულებით... ბავშვი რომ ცელქობს ახლა ქუჩაში
სულ არ აშინებს ჭექა-ქუხილი,
ყველა კვირტზე და ყოველ ბუდეზე
გატრუნულია მარტი კრუხივით... თვალს არ ვაშორებ ატეხილ ნუშებს,
სასწაულს ველი ნამდვილს ბიჭებო,
ო, როგორ მინდა ჩემს თვალწინ, უცებ,
პირველი კვირტი გამოიჩეკოს, აღარ ვოცნებობ გულის დამაზე,
თვალებით ვიმკი სამკალს სრულებით
და გაზაფხულის ლამაზ კაბაზე
წვიმა სეირნობს სამკაულებით...
 
nukriaДата: ორ, 05.05.2014, 17:12 | Сообщение # 603
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად,
ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს,
ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა,
ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ... ქართული გულით მივდივართ ისევ,
და რადგან ლექსის ვაღმერთებთ რეფრენს,
ზურგით ვატარებთ დაგესლილ ისრებს,
ფეხისგულებით შხამიან ეკლებს... მზე - ურმის თვალი მაინც მიგორავს,
დაგრძელებულან მწუხრის ჩრდილებიც
და დაწრეტილნი სტრიქონ-სტრიქონად
მამულის მტვრიან გზებზე ვილევით... ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად,
ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს,
ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა,
ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ. *** ისევ ვტრიალებ
იდუმალ წრეში,
სურვილი ისევ
ვერ ავისრულე
და სულს ყოველი
ახალი ლექსით
სხეულისაგან
ვათავისუფლებ...
 
nukriaДата: ორ, 05.05.2014, 20:40 | Сообщение # 604
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ქუჩაზე
ნაბიჯებით მძიმეთი
მივდიოდი
ძველი ამბისებურად
და ცხოვრების
ბეღურისფერ წვიმებში
შევიჩვიე
წვიმისფერი ბეღურა...
 
nukriaДата: ოთხ, 07.05.2014, 21:23 | Сообщение # 605
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ... უჩინარდება დღე უდროულო,
მიმწუხრში მტვრიან თვალებს აცეცებ
და ჩიტისფერი წვიმა პოულობს
ქარში დაფანტულ გულის ნამცეცებს... ნოტებს ეხები მხოლოდ თითებით,
განიცდი ზარებს დაურეკავებს,
გარს გახვევია წვიმის ჩიტები
და ნაწილ-ნაწილ შენს გულს კენკავენ... ისევ ბებერი მთვარე აყეფდა,
ისევ გაიხსნა, ისევ გეტკინა,
იმდენჯერ დაგწყდა გული ამ ქვეყნად,
რომ ფეთქავს მხოლოდ წყვეტილ-წყვეტილად... ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...
 
nukriaДата: ოთხ, 07.05.2014, 21:35 | Сообщение # 606
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ დაუცველს ვგავარ სამიზნეს,
წონასწორობას ვიჭერ ხერხემლით,
ქარს შეუძლია სულშიც ჩამიძვრეს,
მე თითებითაც კი ვერ ვეხები... რას იზამ, ძმაო, მუდამ ასეა,
დუმს იარაღი პაპისეული,
ქარის გამჭოლი მზერით სავსეა
თოფის ლულის წინ მდგარი სხეული... ვგრძნობ ნაბიჯების კლავიატურას,
ეს მუსიკაა - ქუჩის ნაწილი...
მე ძველებური ქუდი მახურავს,
ქარს კიდევ ისევ უჩინმაჩინის... საჭვრეტად ისევ სარკმელს ავირჩევ,
სივრცე სარკეა, მე კი ცდომილი
და ვზვერავ ფოთლებს - მფრინავ ხალიჩებს,
სადაც ქარია წამოწოლილი... ნეტა ეს ოქრო ამაწონინა,
ვაღებ სარკმელს და ვიჩენ სიფრთხილეს,
ახლა ფოთლებზე წამოწოლილმა
ქარებმა თავზე გადამიფრინეს... ვერ გამიგია ეს რა შფოთია,
ანდა რა ჰქვია ასეთ არსებას,
ასე მგონია ქარი ფოთლიდან
ჩემს ქვაფენილზე დაენარცხება... ეს მირაჟია, ვგრძნობ მალე მოთოვს,
გადაარქმევენ ქუჩებს სახელებს,
მე ხელს მოვკიდებ დაცემულ ფოთოლს
და ფრთხილად ფეხზე წამოვაყენებ...
 
nukriaДата: ხუთ, 08.05.2014, 06:10 | Сообщение # 607
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ვარსკვლავი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც... თურმე გზა არის არც ისე შორი,
ქუჩაა ტანგო, აუ, რა ნელი,
და ვცხოვრობ ასე პოეტებს შორის,
ჩემი ლექსივით აუტანელი... ხვადი მგლებივით არა ვართ მარტო,
ღობე - ყორეებს კლანჭით ვეცემით,
და პოეტებიც ჩვენს ციცქნა ფართობს
შემოვინიშნავთ ხოლმე ლექსებით... ოდისევსივით არ სძინავს სოფელს,
ვგრძნობ ქალის სურნელსს, როგორც სახსოვარს...
ნეტავი მთვარეს - ჩემს პენელოპეს,
ვარსკვლავები ვინ შემოაქსოვა? ერთი მნათობი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...
 
nukriaДата: ხუთ, 08.05.2014, 19:20 | Сообщение # 608
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით... ჩქერში ჭანრის ჭერით ერთად დავიღლებით,
მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები,
ეს სახლები ახლა თავის აივნებით,
ანკესს გამოვაბი, როგორც ტივტივები... ამ ქალაქში ლექსთან ერთად დავიბადე
და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს,
მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს
და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს... მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა,
ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი,
ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს
მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
 
nukriaДата: პარ, 09.05.2014, 14:34 | Сообщение # 609
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალი არ მოხვდეს - ვაშინერს...
მოწყალე ვიყო ვეცდები,
ხანდახან რვეულს ვაშინებ
ამ უცნაური ლექსებით... კენჭი მაქვს - ციხის ნაშალი,
მთები მაქვს - პირამიდები,
ხანდახან ფურცელს ვაშავებ
მტვერში ნაპოვნი რითმებით... მიწიდან ავიღერები,
მაქვს მიზეზი და მოტივი
და შრიალებენ ბგერები
ქარში გაზრდილი ტოტივით... სავალს ძიებით ვართულებ,
წერტილს და მძიმეს ვამეფებ
და როგორც დენის მავთულებს,
ვუშენებ მერცხლებს ტაეპებს... თვალი არ მოხვდეს - ვაშინერს...
მოწყალე ვიყო ვეცდები,
ხანდახან რვეულს ვაშინებ
ამ უცნაური ლექსებით...
 
nukriaДата: პარ, 09.05.2014, 14:35 | Сообщение # 610
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან,
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს,
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან,
გზა და გზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს. მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან,
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость