სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: პარ, 13.06.2014, 13:43 | Сообщение # 681 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დონ-კიხოტი და ნაცარქექია -------- რომ გადაფაროს ჟამი ღალატის... რომ შეუშვიროს მკერდი სიცივეს, დღე მაღალ მთებში მზის მუზარადით დონკიხოტივით გამოიღვიძებს...
ნარიყალიდან თავს რომ გვევლება, მართლა ციხეა... მართლა მეხია?! თუ დონკიხოტის გასამხნევებლად დევზე შემდგარა ნაცარქექია?!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.06.2014, 00:52 | Сообщение # 682 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯერ მიიტანა სიცხადე გულთან, მერე უმწეოდ ამოახველა, ჩამქრალ ოთახში იწვა და დუმდა, მიცვალებული ერქვა სახელად.
შავი ღრუბელი მწუხრში იწვოდა, მთვარე რუხ ღრუბელს ცივად ელოდა, სული ქცეული მარადისობად არ ჩანდა კაცთა სამფლობელოდან.
კუბო მიჰქონდა ნისლის ხვეულებს, შავ სამოსელში ვიღაც ტიროდა, ღამე არ ყოფნად გადაქცეული, ლურჯად ჟონავდა საიქიოდან.
ათასი შიში შეიკრა გუნდად და თუმცა ყველა ერთხმად აქებდა, იგი თავისთვის იწვა და დუმდა მიცვალებული ერქვა სახელად...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.06.2014, 01:03 | Сообщение # 683 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტყე-ღრეს ჯადოქრების ცივი სული აწვიმს, როკავს ქათმისფეხა ქოხი ღარიბულად, სოკოდ გადაიქცა ყველა ქონდრისკაცი, ვინც კი წვიმის ქუდი თავზე დაიხურა...
ზოგი ქამაა და ზოგი მიქლიოა ტყის იდუმალ ლანდებს სდიეს სეტერებმა და მეზობლის გოგო, ალბათ ფიფქიაა, გაქვავებულ ჯუჯებს ისე ეფერება...
13.6.2014
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.06.2014, 20:37 | Сообщение # 684 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უცნაური სვლები
მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
ჩქერში ჭანრის ჭერით ერთად დავიღლებით, მეც მაქვს ჩემი ხერხი, უცნაური სვლები, ეს სახლები ახლა თავის აივნებით, ანკესს გამოვაბი როგორც ტივტივები...
ამ ქალაქში ლექსთან ერთად დავიბადე და მადლობის ნიშნად ცისკენ ვიწვდი ხელებს, მტკვრის ჩქერებში გაშლის მზეც სულ მალე ბადეს და თბილისთან ერთად ფეხებს დაისველებს...
მზე დილიდან ისევ სათევზაოდ წავა, ღრუბელი აქვს ბადედ ხელში აკეცილი, ახლა მეტეხის კლდეც ქიმზე შემდგარ ქალაქს მტკვარში გადაკიდებს ძველი ანკესივით...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.06.2014, 18:27 | Сообщение # 685 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულიდან მწყდება და მეცლება. მკერდიდან ვწყდები და ვეცლები, ლექსები - მაღალი ხეები, ხეები - შრიალა ლექსები...
ბაგუნობს, სხეულში ბაგუნობს, ძაგძაგებს ძარღვებში ძაგძაგებს, ყოველი ჩავლილი ვაგონი, ყოველი გავლილი ბაქანი...
ვშორდები, რაც უფრო ვშორდები, ამაგზნებს, მით უფრო ამაგზნებს, რელსები - შარაგზის ნოტები გუგუნი - სიმღერა შარაგზის...
გულიდან მწყდება და მეცლება. მკერდიდან ვწყდები და ვეცლები, ლექსები - მაღალი ხეები, ხეები - შრიალა ლექსები...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.06.2014, 22:56 | Сообщение # 686 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დატოვე ეზოს კარები ღია თუ გულით რამე უნდა ისურვო, ქუთაისში ვარ და მთელი დღეა მზე უფრო მეტად ქუთაისურობს...
ქუთათურებთან რად მინდა რუქა, ხეებზე ტუჩებს თუთა ისველებს და ვესალმები პატარა შუკებს - ყველაზე ძირძველ ქუთაისელებს...
სურნელი მათრობს სვანური რახის რიონიც სადღაც მუდამ მიცურავს, ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად...
დატოვე ეზოს კარები ღია თუ გულით რამე უნდა ისურვო, ქუთაისში ვარ და მთელი დღეა მზე უფრო მეტად ქუთაისურობს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.06.2014, 22:58 | Сообщение # 687 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გრძნობა აღარ იბადება, აღარც გულს ემღერება, ჩუმი დარდი იფანტება გამოუთქმელ ბგერებად.
ზამთრითა ვარ გათელილი, ვერ ვიგუე სიყალბე, ეს ლექსებიც ბავშვებივით გზებზე გადაიღალნენ.
სული ფიქრით დავიმძიმე, ცრემლებს ჩუმად ვარიგებ, ეს ბაღებიც მტანჯველ წვიმებს ვეღარ გამოვარიდე.
გაგიჟებულ, დაღლილ სხეულს ვერ ამოვდე სადავე, ეს თვალებიც მარადიულ გაოცებას მალავენ.
უკვე ქარიც შემეჩვია, მალე ყინვაც დამაზრობს, ლექსი - ჩემი ეკლესია თავშესაფარს მთავაზობს!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.06.2014, 23:03 | Сообщение # 688 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეპატიება? ალბათ, სჯობს კიდეც, მე რა გავიგო ამ სიყვარულის, ათასი ჭირი ერთად რომ გვჭირდეს, დავარქვათ ჭირის დღესასწაული... ალბათ, გაივლის ეს მწუხარებაც, ჩვენს კედლებს ასე შემოჩვეული, თუმც, ეს დღეებიც დაგვენანება, ასე ერთფერი და უდღეური.... იქნებ წავიდა და დაიკარგა, ბედი, რომელიც ჩვენ არას გვკითხავს, მე იცი, ბევრჯერ, ბევრჯერ მიყვარდა, აუ, რამდენმა უარიც მტკიცა... შენ კი იქნები ჩემი ერთგული? არ მიპასუხო: არა, არცროდის... მოდის მდინარე ადიდებული, მოდის, მოღელავს, ნაპირს გადმოდის... იქნებ წამიღოს, იქნებ გამწიროს, ბედმა, ვინ იცის, რა ჩაიფიქრა…… ჩემი სიცოცხლის, ტკბილო ნაწილო, შენ მინდა დამხვდე ყველა ნაპირთან!.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.06.2014, 20:15 | Сообщение # 689 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა, გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან, ჩვენ გარეული ფრინველები ვართ, და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...
უჩინარდება დღე უდროულო, მიმწუხრში მტვრიან თვალებს აცეცებ და ჩიტისფერი წვიმა პოულობს ქარში დაფანტულ გულის ნამცეცებს...
ნოტებს ეხები მხოლოდ თითებით, განიცდი ზარებს დაურეკავებს, გარს გახვევია წვიმის ჩიტები და ნაწილ-ნაწილ შენს გულს კენკავენ...
ისევ ბებერი მთვარე აყეფდა, ისევ გაიხსნა, ისევ გეტკინა, იმდენჯერ დაგწყდა გული ამ ქვეყნად, რომ ფეთქავს მხოლოდ წყვეტილ-წყვეტილად...
ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა, გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან, ჩვენ გარეული ფრინველები ვართ, და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.06.2014, 15:51 | Сообщение # 690 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბაბუა მოდის
ბაბუა მოდის, რაც უფრო მოდის, უფრო გშორდება ეგ მოღალატე, რადგან მწიფდება პატარა ბორცვი, რომელზეც ხსოვნის ცეცხლს თუ დაანთებ...
წამოდგება და უჩუმრად მოვა, გადაქცეული შენზე ლოცვებად შეიკრავს სუნთქვას, იხელთებს დროს და წიგნის თაროებს შეაცოცდება.
|
|
|
|