სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 20:32 | Сообщение # 721 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რადგან სიყვითლე დაეტყო ტყეებს, რადგან გაუცვდა ფერი ბალახებს, დგას შემოდგომა და მწვანე დღეებს, თავის ოქროსფერ სკივრში ალაგებს... ისე ეხება ლერწების გრეხილს, ვერ გამიგია ზვრებს რომ გავყურებ, მწიფე ყურძენს წყვეტს ნეტავი გლეხი, თუ შემოდგომას პარავს საყურეს?
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 21:08 | Сообщение # 722 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯილდო ღიმილია, ძმაო, განა ჩინი, ჩემი ძველი ქურქი მირჩევნია პალტოს, ისევ დავერიე სიტყვებს შალაშინით, ეგებ სახვალიოდ ლექსი გამოვწალდო... ვცხოვრობ ფიქრის ქოხში, დურგლის წმინდა წესით, ქარებს წაუღიათ სარჩო დანარჩენი, უკვე მერამდენე კორძიანი ლექსი ბუხარს შევუკეთე, როგორც განაჩენი... ქარი არ მაკრთობს და წვიმა არ მაშინებს, მხარ-თეძოზე მიწევს ღვინიანი ჩერო, ისევ დურგალივით ვლესავ შალაშინებს, აბა გაბედოს და ვინმემ გამაჩეროს... ჯილდო ღიმილია, ძმაო, განა ჩინი, ჩემი ძველი ქურქი მირჩევნია პალტოს, ისევ დავერიე სიტყვებს შალაშინით, ეგებ სახვალიოდ ლექსი გამოვწალდო...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 21:11 | Сообщение # 723 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე, მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი, დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები... შენი თეატრი მიატოვეს და უდასოა, ახლა მინდორში გამოხვედი სახეტიალოდ, თითო ფოთოლი თუ ანბანის თითო ასოა, მაშინ ლექსია ყოველი ხის მწვანედ შრიალი... სასაცილო ხარ, ქარი გითვლის უკვე ნაოჭებს, და შემოდგომა ყვითელ ნაცარს გაყრის მუჭებით, ქუჩა ხე არის, შენ ფოთოლი და რომ არ მოსწყდე, მტვრიან ქვაფენილს მთელი ძალით ებღაუჭები... ქალაქს ციმციმა ნათურებით შენს წინ შესვამენ ვარსკვლავის ცეცხლზე მოზეიმე შმაგი დევები, უცნაურ მთვარეს დარაჯობენ დღემდე შენსავით, ლექსები, შენზე დაღლილები ღამისთევებით. ფურცლებზე ტანჯვით გადაწერე სულმა რაც ზიდა, მხურვალე მზეა ცრემლიანი მიწის საშრობი, და გული გწყდება, რომ ლექსები ისე გაზრდილან ნაკვალევიც კი აღარ დაგრჩა მათი ბავშვობის... ამ ქუჩამ იმ გზას საბოლოოდ ისე დაჰკივლა, დაფრთხენ კენჭები - ეზოების ლაწირაკები, ახლა შენც ქარის უხილავი ნაწილაკი ხარ გარშემორტყმული უხილავი ნაწილაკებით... გაქრა, წავიდა სიჭაბუკის წვა და აზარტი, უნდა დატოვო, გზებზე მარტო უნდა აენთნონ, შუქნიშნებივით ლექსებს ქარში გააქვთ ზანზარი, ცრემლის ხაზს ხედავთ განწირულნი უერთმანეთოდ. თვალის გახელაც ვერ მოასწრე ისე შებინდდა, მიწასაც თითქოს უცებ გასძვრა ქანცი წრებრუნვით, იმდენი მძიმე ლექსი მოგტყდა უკვე მხრებიდან, რომ ახლა ლექსის ლოდებს უცქერ განცვიფრებული... სამყარო შუბს და ქარის წისქვილს ვეღარ შორდება. უკვე შენც ქართულ - ლამანჩურად აგებ დიალოგს, ეკლიან ტანზე დაგღმუიან ქარდიდობები, გზაც ჯამბაზივით ქარის ფსკერზე დახეტიალობს. კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე, მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი, დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 21:12 | Сообщение # 724 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ დაწყებულა სასრული ჯერაც, არ ჩამომდგარა რიგი და ჯერი, დასაწყისია ყოველი ბგერა და უფრე მეტად საზღვარი ბგერის გრძელი ჯაჭვია მოთქმა და მითქმა, როგორც ქსოვილზე მელანი ფითრის, გადამდებია ყოველი სიტყვა და უფრო მეტად სიტყვაზე ფიქრი... უკვე ჯაჭვს ღამის ბოქლომი რაზავს, მთვარე ჩიტივით მხარზე რომ აზის, გამოცანაა ყოველი ფრაზა და უფრო მეტად დუმილი ფრაზის... არ დაწყებულა სასრული ჯერაც, არ ჩამომდგარა რიგი და ჯერი, დასაწყისია ყოველი ბგერა და უფრე მეტად საზღვარი ბგერის
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 21:14 | Сообщение # 725 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარი არღვევდა ქოხს ქარის ნაშენს, მიწას მიჰქონდა თავისი წილი და გვაშინებდნენ დედები ბავშვებს, დედაბრითა და დედაბრის ჩრდილით... გადმოეფინა კედლების ჩივილს სიბერე - ჩრჩილის შეჭმული ნოხი და ჩანდა, როგორც ჭიანი კბილი, კენტი ფანჯარა დედაბრის ქოხის... და რადგან შიში გვთრგუნავს და გვაბნევს ბავშვებს კი ხშირად მოაქვთ ზიანი, ქვით ამოვუღეთ გაბზარულ სარკმელს, ის ერთადერთი კბილი ჭიანი... ქარი არღვევდა ქოხს ქარის ნაშენს, მიწას მიჰქონდა თავისი წილი და გვაშინებდნენ დედები ბავშვებს, დედაბრითა და დედაბრის ჩრდილით...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 21:17 | Сообщение # 726 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ გიერთგულეთ საბრალო ადამ! შენც ხომ გიგრძვნია, რა სიცივეა, ჩვენ მხოლოდ ჩრდილი დავტოვეთ, სადაც ჭორფლიანი ცის მკრთალი სხივია... უდაბნოს მხრებით დავათრევთ ისევ, ჩვენი ცოდვები ძვლებს გვინაყავენ, ქანაანისკენ მივყავართ სიზმრებს გამეტებული ძმის სანახავად... აქ აღარ მხვდება ნაფეხურები, აღარც ჩემი და აღარც მოყვასის, ყველა დავეცით და სხეულებით, ამოუვსები ორმო მოვხაზეთ.. ვერ გიერთგულეთ საბრალო ადამ! შენც ხომ გიგრძვნია, რა სიცივეა, ჩვენ მხოლოდ ჩრდილი დავტოვეთ, სადაც ჭორფლიანი ცის მკრთალი სხივია...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 21:27 | Сообщение # 727 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად, ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს, ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა, ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ... ქართული გულით მივდივართ ისევ, და რადგან ლექსის ვაღმერთებთ რეფრენს, ზურგით ვატარებთ დაგესლილ ისრებს, ფეხისგულებით შხამიან ეკლებს... მზე - ურმის თვალი მაინც მიგორავს, დაგრძელებულან მწუხრის ჩრდილებიც და დაწრეტილნი სტრიქონ-სტრიქონად მამულის მტვრიან გზებზე ვილევით... ისევ ვტრიალებ იდუმალ წრეში, სურვილი ისევ ვერ ავისრულე და სულს ყოველი ახალი ლექსით სხეულისაგან ვათავისუფლებ.. ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად, ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს, ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა, ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:07 | Сообщение # 728 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...მერე ჩამოვჯდებით ერთად, კომშის ძირში როა ჩერო, სადღეგრძელოს ვიტყვით ერთ–ორს, ჩამავალ მზეს ვეტყვით რეროს! დრო გასულა,გაპარულა, დრო აბა ვინ შეაჩეროს... გავიხსენებთ მაყვლის ეკალს კაბა როგორ წამოეგო... გავიხსენებთ პირველ ალმურს, მუხლისთავებს სადაფფერსო... –გაუმარჯოს!–ვიტყვით,იმ ქალს, –ჩვენს მკერდიდან ანაფრენსო... მზე დამთვრალი შემოდგომით, სხივთა ტაბლას გადმოფენსო... –გახსოვს?როგორ ჯიხვებივით, ვაწყდებოდით ქარაფებსო? ის დროც იყო,ეს დროც იყო, დროთა ნექტრის ვსინჯეთ გემო... მრავალჟამიერად ისმის ბაკეს შვილიშვილთა ექო... ხოდა,მოდი,ჩვენებურად, ჩამოვუსხდეთ კომშის ჩეროს და მადლობა ვუთხრათ გამჩენს, წუთისოფელს–მასპინძელსო!–
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:12 | Сообщение # 729 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია, თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს, რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია... რადგან მეფენი ეცემიან, ჟამი კი მეფობს და სევდის ხავსი ეჭიდება სასახლის ფანტომს... დრო ფქვავს საკუთარ ფოტოსურათს - წარსულის ექოს და პეშვით, როგორც პურის თავთავს, გზადაგზა ფანტავს... ჩვენს დროში კუშტად იცინიან მოცარტზე, ვერდზე, თითქოს ბოთლიდან ამოუშვეს ერთად ჯინები, რკინის ჟირაფებს აძოვებენ ქალაქის მკერდზე გოლიათივით ამოზრდილი ცათამბჯენები.. დილით მშიერ მგლებს აღვიძებენ კაცები თოფით და კერიაზე დაბრუნება რადგან წესია, თონეებად და მონასტრებად შეზრდია სოფლებს, რაც გლეხის ხელებს ხნულში თიხა დაუთესია.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.07.2014, 22:13 | Сообщение # 730 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში, ჩემს ქალაქს ჰქვია ძველი ეპოსი, ისე გავერთე უკვე თამაშში, სიტყვებს ვალაგებ როგორც რებუსებს... ვაკვირდებოდი ატამს გახლეჩილს, გმირს და მასხარას თვითონ ვირჩევდი, და დავასახლე ჩემს სასახლეში ფარაონი და მეფე რიჩარდი, ხალიჩებს ვუგებთ მონარქს ნებიერს, ამოვუქოლეთ კედლებს ბზარები, და ჰორიზონტზე წისქვილებივით, მეოცნებენი დაწანწალებენ... ჩემს თეატრს ჰქვია დრამა დრამაში, ჩემს ქალაქს ჰქვია ძველი ეპოსი, ისე გავერთე უკვე თამაშში, სიტყვებს ვალაგებ როგორც რებუსებს...
|
|
|
|