სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 18:59 | Сообщение # 751 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გამოცხადება ის ალერსი მენატრება, ღვთაებრივი სიახლოვე, შვილის თმაზე ყველა დედა ღვთიშობელის სურნელს ტოვებს... ცოდვილ გულში ასეც ხდება, ღამეებიც ნათდებიან, დედის ყოველ გახსენებას ღვთიშობელის ნაკვთები აქვს... მკრეხელი ვარ ალბათ დედა, გული მოგონებით თბება, კვლავ შენს სურათს შევყურებ და ღვთიშობელი მეცხადება... ის ალერსი მენატრება, ღვთაებრივი სიახლოვე, შვილის თმაზე ყველა დედა ღვთიშობელის სურნელს ტოვებს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 19:08 | Сообщение # 752 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოთახი ოთახი, სადაც ჩემს ფიქრებს ღვიძავს, შიშს და სიჩუმეს ვეღარ იცილებს, სადღაც ამხნევებს შვილობილს ძიძა და ფეხშიშველა დაძრწის სიცივე. სივრცეს აწყდება თავაწყვეტილი, ქარის რისხვა და ტალღის სიმლაშე და ვდგავარ, როგორც მრავალწერტილი, სიზმარისა და ცხადის წინაშე...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 19:09 | Сообщение # 753 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საუბარი როსტომ ჩხეიძესთან ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს, ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია, ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია. მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს. ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს! იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს! იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა. უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა. რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 19:11 | Сообщение # 754 |

nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 19:16 | Сообщение # 755 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წინ ჯავრი მიდევს ხემსად, ვმალავ ცრემლიან ლუკმას, შორს გამიტყუა ლექსმა და ვერ ვბრუნდები უკან... მწუხრი ვარსკვლავებს კენკავს, მთვარე ბუდეა ისლის, ჩაძირული ვარ კენტად, შედარებების ნისლში... ბოგირად ვხედავ ყავარს, დელგმა მოუძღვის მორებს, და დახვეული ვყავარ, მეტაფორების მორევს... წინ ჯავრი მიდევს ხემსად, ვმალავ ცრემლიან ლუკმას, შორს გამიტყუა ლექსმა და ვერ ვბრუნდები უკან..
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.07.2014, 19:16 | Сообщение # 756 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წინ ჯავრი მიდევს ხემსად, ვმალავ ცრემლიან ლუკმას, შორს გამიტყუა ლექსმა და ვერ ვბრუნდები უკან... მწუხრი ვარსკვლავებს კენკავს, მთვარე ბუდეა ისლის, ჩაძირული ვარ კენტად, შედარებების ნისლში... ბოგირად ვხედავ ყავარს, დელგმა მოუძღვის მორებს, და დახვეული ვყავარ, მეტაფორების მორევს... წინ ჯავრი მიდევს ხემსად, ვმალავ ცრემლიან ლუკმას, შორს გამიტყუა ლექსმა და ვერ ვბრუნდები უკან..
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 15.07.2014, 12:21 | Сообщение # 757 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბალახებია გადათელილი, ნისლი კი ისე მიიზმორება, ჩაქნეული მაქვს ჟამი ხელივით, და ფეხებივით ვითრევ ცხოვრებას... კვლავ საუბარი მაბნევს ქუჩური, ხელანით მხვდება დარდი სნეული და გავურბივარ ქალაქს უჩუმრად, ორთქმავლის კვამლად გადაქცეული... ეს ხეობები წაღმა-პირიქით არის ამოქსოვ-ამოკემსილი და ოკრო-ბოკრო ყველა ბილიკი ღამის კოცონთან თბება მწყემსივით... ბალახებია გადათელილი, ნისლი კი ისე მიიზმორება, ჩაქნეული მაქვს ჟამი ხელივით, და ფეხებივით ვითრევ ცხოვრებას
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 15.07.2014, 12:28 | Сообщение # 758 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საჩხერე აქ ყველა კვირტში იგრძნობა მარტი, ყაყაჩოები ჰგვანან ფიალებს და საჩხერეში თუ იგრძნობ მარტო, რომ დედამიწა ჭურზე ტრიალებს... ალიონია ჩემი მედროშე, რძე გამოტენის ღრუბელს ცურივით და სტუმრის ჯიბრზე ყოველ ეზოში თონეს ალღვობენ ხაჭაპურივით... მთები მამულის აკვანს იცავენ, გთხოვ, ლექსად აქ ნუ წაიწუწუნებ, ყოველი სახლი აკაკისავით პოეტებს დღესაც ქართულს უწუნებს. გზა, დონ-კიხოტი, იგრძელებს კისერს, ქარი წისქვილებს ებრძვის დღითიდღე, საჩხერეში ვარ და ვიცი, ისევ მზე იმერულად ჩაიხითხითებს... აქ ყველა კვირტში იგრძნობა მარტი, ყაყაჩოები ჰგვანან ფიალებს და საჩხერეში თუ იგრძნობ მარტო, რომ დედამიწა ჭურზე ტრიალებს...
Сообщение отредактировал nukria - სამ, 15.07.2014, 12:28 |
|
|
|
nukria | Дата: სამ, 15.07.2014, 12:29 | Сообщение # 759 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვითვლი ნაბიჯებს ვითვლი ნაბიჯებს და ქარს ვატან კალენდრის ფურცელს და რადგან მთებიც იზრდებიან თურმე მითიდან, თუ გზა დავკარგე, თუ ლაბირინთს წავაწყდი უცებ, მეც ქარს გავყვები, ის გამიყვანს ლაბირინთიდან. მატარებელი მწუხარე დღის მიყვება ამბავს, ბეჭებზე მთები დასწოლია ვით პირამიდა, ერთი გვირაბიც საბოლოო იქნება ალბათ და სხვა ცხოვრებას დავინახავთ იმ გვირაბიდან...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 15.07.2014, 13:17 | Сообщение # 760 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა უნდა გითხრათ?- უკვე ამ ხელებს ბოლო იმედის დაღი ატყვია, შუბლით ვეხები სარკის ნამსხვრევებს, როგორც ჭრილობას ანდა ნატყვიარს... ჩვენს ბილიკებზე უკვე დამზრალი მღვრიე ქარი და წვიმის წვეთია, სადაც ძაღლივით წოლა- წანწალი უყეფს პოეტის კენტად ხეტიალს... იმედი ზღაპრის გმირთა ხვედრია, გაგვიზომავენ მანძილს ხმიადით და ბოლოს ფიქრსაც დაგვაყვედრიან, თუ ავხმაურდით ან ავხმიანდით .. მხრებზე საკუთარ ცხედრებს დავიდგამთ, ცხოვრება თურმე მძიმე ტვირთია და სავალალოდ ის რაც არ გვითქვამს საფლავის ლოდებს გაურითმიათ... რა უნდა გითხრათ?- უკვე ამ ხელებს ბოლო იმედის დაღი ატყვია, შუბლით ვეხები სარკის ნამსხვრევებს, როგორც ჭრილობას ანდა ნატყვიარს...
|
|
|
|