დავით შემოქმედელი
|
|
nukria | Дата: სამ, 12.11.2013, 03:39 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| /ძველი დღიურიდან/
პოლიტიკამ ლექსები სულ ჭიტლაყით გააგდო მთავარ ავანსცენიდან, თითქოს ქელეხს ვესწრები და ამაზე არა სწუხს მოზეიმე თემიდა. ადგა ლიუციფერი, მიღებაზე ხელმწიფის კაბინეტში შევიდა. ჰოდა, ფრენის სანაცვლოდ მხოლოდ ხოხვას ვისწავლით, თურმე ამიერიდან! და სუფრიდან მორჩენილ სამათხოვრო ძვალსა ხრავს სანაქებო ელიტა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 12.11.2013, 21:58 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ჩემი სახლის წინ მურას გადარბენაზე დაფეთებულო ბოჩოლავ, შენ გეკითხები: რომელი უფრო საცოდავი ხართ? შენ, რომელიც ერთადერთი და გამძლე თოკით მიბარებულხარ ვეება თხმელას, თუ ჩემი ეზოს მწვანე ბალახი, შენ რომ წიწკნი შეუბრალებლად...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 14.11.2013, 19:24 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| /საალბომოდ/ /მ. ნ_ს/
რა ქნას იმ ქალმა, ვისაც ცოდვილი სიყვარული აქვს ბედად მისჯილი, და დგას საკუთარ ფიქრში ღამესთან არეული და სასომიხდილი.
აქეთ _ უფალი, იქით _სატანა, გზა ცდუნებისკენ უფრო ტკბილია, მას უფრო უნდა სულის გათბობა, ვინც ეშმას მიერ შეცდენილია.
რამდენჯერ უნდა გული ატკინონ, შურით რამდენჯერ ჩასცენ ლახვარი, იტყვიან მწარედ, ვნების მსხვერპლია და ჩაიცინებს ვიღაც ახვარი.
ოჯახიაო _ მაინც მთავარი, მოძღვრავენ, უნდა იყო ერთგული, სიყვარული რის სიყვარულია, თუ ვიღაცის ხმას დაუგდო ყური.
ღალატიც არის და სიყვარულიც, ხან უფალს, ხანაც ეშმას შებღავის, და ერთდროულად ორი ქალია, არის წმინდა და არის მეძავი.
აქეთ ქმარი და ვალი დედისა, იქით ის ვნების მწველი ამური, ყოველწამიერ შეხვედრის ნატვრა კოცნისგან ტანში ტკბილი ალმური.
ყველა ბილიკი ღალატისაკენ, მიმართულია როგორც ისარი, წუხელ უფალი ტაძრის კარებთან ტიროდა ისე ვეღარც იცანი.
ნუთუ არ არის მაინც საშველი, აღარც სიცოცხლე, აღარც სიკვდილი, რა ქნას იმ ქალმა, ვისაც ამქვეყნად სიყვარული აქვს მხოლოდ მისჯილი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 22.11.2013, 21:27 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანატომია
გადაჭიმე ჩემი სული შენს პალიტრაზე, ყოფის შხამ-თაფლში ჩაწებულ ყალმით რომ ხატავ. გადამფრენი ჩიტებივით მიგვატოვა, ყველა ფრთოსანმა. ბაღლინჯოები გვისხედან ირგვლივ, თითო ისარს არავინ დაგვამადლის ავტოგრაფად სარკეზე გულის. აუხდენელი სურვილები ვერ უძლებენ ყინვიან ქარებს, როგორც ლტოლვილი, უსასოო ბავშვები ღამით, ჭუბერის გზაზე შეყენებული. დრო მარბიელი სულ ნაწილ-ნაწილ აქუცმაცებს ლოდინის წამებს, სუნთქვას რომ იკრავს დავიწროებულ საყელოსავით. სქესთა ბრძოლა კორიდაზე გასულ მორკინალთა შეჭიდებაზე მწვავეა უფრო. მინდა ჩაგისუნთქო, რომ მერე ვეღარ დასხლტე ჩემი სუნთქვიდან. მინდა, შენი სისათუთე დავფლა ჩემს ძვლებში, შიშით იმისი, მერე ყვავილად არ ამოიყარო, უმალ ვინმემ არ შეგაწყვიტოს. შენს სალუქ წელზე, ნეკნები რომ მიიწევს მაღლა, ისე მაღლდება ჩემი სუნთქვის ამპლიტუდები. რადგან ქალი ხარ, შენგან ყოველი უარყოფით ჩემი ვნებებზე გამარჯვება შენს აუღებელ ციხეებზე ალამდაშვებულ დამარცხებად მიქციე უმალ. ახლა შორსა ვარ, მირიადი კოლომეტრით დასახლებულ სხვა პლანეტაზე. კომეტების ესკორტით ჩამოვაზავთებ, ჩემი ტვინის თხემიდან გულამდე, გულიდან ფეხის თითებამდე, ჩემი სხეულის ანატომიით აყმუვლებულ უშენობას!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.12.2013, 20:57 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაირწა უცებ ტოტი კედარის, დააფრთხო ჩიტი ზამთრის ღამეში, და ჩიტის ბედიც იქნებ ეგ არის, გაფრინდეს სულ სხვა სიმდუმარეში.
შეციებული რჩება ბეღურა, მიტოვებული რჩება კედარი, ვინ არის ახლა, რომ არ ემდურა _ მათი მიმთბობი და მიმხედვარი.
ბეღურა, კედარს არ დააბრალო, ის ავმა ქარმა ააწრიალა, სულელო, შენ ხარ იმის სამყარო,G იმის შვება და იმის იარა.
და იგრძნობ მერე შენთვის, უბრალოდ, თავთან სევდით რომ განმარტოვდები, რომ შენ ვერავინ გაგათბობს ისე, როგორც, კედარის თბილი ტოტები.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.12.2013, 19:54 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დეკემბერი /ნუგზარ ბერაძეს/
მტკივა და მტკივა ეს დეკემბერი, ყულფივით მახრჩობს ჯვარცმული სივრცე, და ისე მსახრავს უსახო ფერი, ლამის გათელილ გალავნად ვიქცე. ნამეხარ
თითქოს ვიღაცა მიძენს და მყიდის, ზამთარი უხმოდ მიიცვალება, მე რომ მიყვარდა, ის ქალიც მიდის, შვლისფეხება და ნუკრისთვალება.
დამტოვეთ, გრძნეულ სიზმრებთან მარტო, ანგელოზისებრ სხივთბილ თვალებთან, რატომ მათრია ცხოვრებამ, რატომ? ჭოგრიტით, რისთვის მითვალთვალებდა?
ვეცლები მიწას ოქროს ფონივით სამოთხე ფერად ტოგას იზომებს, უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით არსობის პური გამოვიზოგე.
თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს, ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი, და ფოთლებს, როგორც დამფრთხალ წიწილებს, უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.
ახლოა ზეცა, ხევდება სახე, დამტოვეთ, სველო ნისლებო აქ, შინ, ღამე კი კართან ისე ცახცახებს, როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.12.2013, 01:29 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გოლგოთა
როცა ტაძარში ყველა სანთელი ქრება და კეტავს უფალი კარებს... მეც ვხუჭავ თვალებს, მეც ვხუჭავ თვალებს... და რომ მგონია გარდავიცვალე, თავს დამადგება ვინმე ანია, და ჩუმად მეტყვის, გახედე ქრისტეს, ჯვარი ჯერაც არ აუტანია... ჯერაც მიჰყვება ჟამთასვლის კიბეს... ჯერაც არ იცის რა ელის ბოლოს... და რომ ჰგონია კვლავ პირველია, ვინ იცის მტრედმა ჩამოუქროლოს, ჩაუტყდეს კიბე, ბედიც ჩაუტყდეს... რომ ვერ აღმართონ საკუთარ ჯვარზე... რომ ვერ დამარხონ და ვერც იგლოვონ... ვერცერთმა ქალმა, თავისმა დედამ... რადგან აქ ყოფნა ეს სიზმარია... ჰო, სიზმარია, შენ სიზმარს ხედავ... და ყველაფერი არის წარსული... ჰო, ვინც კი ჩნდება, ცად ვინც კი ჩნდება... ზურგით მიათრევს ის თავის ჯვარცმას... და ყოველივეს აქვს დასასრული... ტაძრის კარები დაკეტილია... ტაძრის კარები დაკეტილია... ტაძრის კარები დაკეტილია... ბედს "გახელილი დარჩა თვალები"... ჩვენ ვკვდებით მხოლოდ გარდაცვალებით... გათენდა მეტყვის ჩუმად ანია... ხედავ, მზეს პირი დაუბანია...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.12.2013, 22:27 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დღეები, როგორც მახრჩობელები, როგორც გველები, სისინით დიან, გამარჯვებული მიმზერს იუდა, მე წაგებული ქართველი მქვია.
გულში სევდაა ბოღმად გაჩრილი, ყველა ჭრილობა შემომრჩა ღია, წარსულს შლიან და აწყმოს დაღავენ, მე უსამშობლო ქართველი მქვია.
ქვეყანა შერჩათ საძიძგნად ძერებს, ძმები ძმების სისხლს სიცილით ღვრიან, ცხუმიც მომჭრეს და ხელიც მომკვეთეს, მე გაყიდული ქართველი მქვია.
ჩაღამებული თბილისის ქუჩებს ვუმზერ, ჩემ თვალწინ აწივლდა ტყვია, ჩემს ცას ხვრეტენ და ჩემს მზეს მპარავენ, მე განწირული ქართველი მქვია.
ცოდვის კალოა ახლა ქვეყანა, ბოღმის და შურის, ტანჯვის და ელდის და მენანება ისე სამშობლო, თითქოსდა საფლავს დავყურებ დედის...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.01.2014, 21:28 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი შვილი ანტიმამა, ჩემი ცოლი _ ანტიმე, აი, ყოფის შავი დრამა, აი, ფიქრი: _ ვაიმე! საყვარელი სიზმრებს წაჰყვა, ახლა ვიცი სხვისია, გულმა მწარედ რეჩხი მიყო ქარს მიჰყვება ნისია წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული, სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. ზეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი, სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი. გზა დამზრალი დაზაფრული, ზამთარიც მიილია, აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. ჩააათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად, მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ გეშვება. გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით, და თავს ირთობ სხვენს შერჩენილ ორნახადი არაყით. სისხლს გიხელებს დეკოლტე და თეთრი მუხლისთავები, ბერდები და ცხელ ალმურში მერამდენედ გაები.ჰოკუსხელა თინეიჯრის ბღინძვამ მწარედ გაცინა, მოინელებს საქართველოს ეიჯიზმის ბაცილა. რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი, სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი. ხეიბარი არც სამშობლო, აღარც ლექსი არ მინდა, ზედაზენზე ჟინჟლავ, ცავ, თუ სამოთხეში გაწვიმდა. ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს. შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის... ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: _ "შედევრია"!... "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. ნელა-ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები, მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით.ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის, მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის. რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები, მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები... ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ შიშველო, ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ, მკითხველო...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.01.2014, 22:04 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ ძველი დღიურიდან.
მამაო, დღეა სააღსარებო, გზა მოკლდება და მიდის არსაით, ჩამომაკივლეთ საყდრის ზარებო, მერე გაყუჩდით ზამთრის ცასავით.
ხორცი ამ მიწას როგორ ავყარო, სად ჩამოვცალო ცოდვები ჩემი, ორკესტრი არის მთელი სამყარო, ადამიანი დაღლილი ხემი.
ამ კარნავალზე ნიღბის თვალები ჩადრიან ცაზე უფრო ბაცია, დგას სალონების ცრუ ელვარებით ყალბი ცრემლების დეკორაცია.
მამაო, სული გაცვდა ოხვრაში, გაძაძისფერდნენ ქართლის ხედები და სოლოლაკის ვიწრო ოთახში პატიმარივით, მგონი, ვბერდები.
მამაო, ცრემლი ციმციმებს... ზენა მდუმარებაში დანთქმულან მთები, მე გულგრილობის ყინულზე ვწევარ და შობის ღამის საკმევლით ვთბები..
|
|
|
|