შოთა ნიშნიანიძე - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
შოთა ნიშნიანიძე
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:24 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გითხარი გეწყინა ბავშVივით გაწითლდი
ბავშVივით დამტუქსე თან
"რა ცუდი ყოფილხარ ...მომეშვი გამცილდი..
როგორ გამიბედე თქმა

არაო, თავს იქნებ სასტიკად უარობ
მეძახი ცუდსა და შლეგს
მე კი ასე, ცუდი მეგობრებს ვუამბობ
როგორი კარგი კარგი ხარ შენ.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:24 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
შენ რომ არ მყავდე ,მე ვერ ავიტან
ვერც ვეღარავის შევეგუები
ჩემი გამგები შნე ხარ თავიდან
და ერთადერთიც შენ მეგულები
მე ვერ ავიტან შენ რომ არ იყო
შენ ჟღურტული რომ არ მესმოდეს
ნეტა ბუნებამ ერთად წაიღოს
ჩვენი სიცოცხლე კარგი ესოდენ
შენ ღომ არ იყო ვინ დაიჯერებს
რომ არ ვარ ცუდი გულის პატრონი
შენ ერთადერთმა იცი ამჯერად
თუ როგორ მიყვარს ძმა თანატოლი
შენ რომ არ იყო ვინ დამიჯერებს
რომ ვარ ბავშვური და უწყინარი
შენ ერთადერთმა იცი ამჯერად
ჩემი ავკარგის ყველა წვრილმანი
როგორ იქნება დედაბუნებამ
ასეთი კარგი რომ გაგიმეტოს
ნუ გაიფუჭებ ბავშვო გუნებას
ო, ჩემო ბავშVო, ჩემო იმედო
ჩVენ ყველა წავალთ ..გარდავიქმნებით
წავალთ სიცოცხლის ახალ ნერგებად
მაშინ ამქვეყნად აღAრ ვიქნებით
და შნეი დარდიჩ აღAრ მექნება
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:25 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინ გოდება გავიგონე ეკლესიის თუ სამრეკლოსი,
ბეთანიასთან ჩამოვარდა ფრთებმოტეხილი ანგელოსი.
უცხო სინათლემ დამაბრმავა - მაცხოვრის მესმა ნაბიჯები,
დიდ საიდუმლოს შევესწარი... ვაიმე, ალბათ, დავისჯები.
გაიხარებენ მოშურნენი, ჩემზე იტყვიან შეიშალა,
მე ვუყვარდიო, - იჭორავებს ვიღაც მკითხველი მეტიჩარა.
ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან დამსხვრეულ ელვის შიშინსა ჰგავს,
სილამაზისგან შეშლილი ვარ და არამარტო შიშისაგან.
მესმის ჩურჩული მეზობლების, მესმის ახლოდან, შორიდანაც:
უცნაურია ეს პოეტი: სახლში ღრუბელი მოიტანა.
ის განა მართლა ღრუბელია, - სიზმარია და სასწაული,
დიდი ცოდნაა საიდუმლო - მოკვდავისათვის აკრძალული.

• • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • •

მიწაზე აღარ მედგომება, იცვლება ბედის ამინდები,
მალე ღრუბელი მომაკითხავს, ამიტატებს და... გავფრინდებით...
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:25 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვთისმშობელო დედაო,
ჩივილს შემოგბედაო,

ობლის მოთქმა-ვაებას
თუ შეისმენ ნეტაო.
ჩემი დედა სად არი,
ანდა მამა სადაო,
ასე რად მომიძულეს,
რა აქვთ ჩემთან სადაო.

ალბათ სხვა ჰყავთ შვილები,
კარგადაც ჰყავთ ყველაო,
ნუთუ არ ენატრებათ
მათი ცუგრუმელაო?
ერთმა ქალმა მიშვილა -
სიზმრად ასე ვნახეო,
შენი ჰქონდა თვალები,
ღიმილი და სახეო.
არაფერი არ მინდა,
ერთ რამეს გთხოვ თანაო:
დამასიზმრე, დედიკო,
მისი იავნანაო...
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:26 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი ტირიფი

- ატოტილი, ირიბი,
რატომ ტირის ტირიფი?

- მთელი წელიწადია,
გაღმა გასვლა სწადია.

ასეთივე პატარა ასეთივე ირიბი,
იქ, მეორე ნაპირზე, წუხს მეორე ტირიფი.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:26 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადაც ამდენი პოეტი ცხოვრობს,
სადაც ამდენი ლამაზმანია,
ჩვენი ცხოვრება ბოლოს და ბოლოს
ნამდვილად ძნელი ასატანია.

თუ დამიჯერებთ სასახლედ ჩავთვლი
სულ მცირე ქოხმახს რიონის პირად,
არ მომაკლდება ბუნების მადლი:
შაშვის ჭახჭახი თუ ღრუბლის ფთილა.

ტოლებს თოხნაში გავეჯიბრები
და საღამოზე თუ მნახავთ მოღლილს,
თოხის ტარს ისე დავებჯინები,
როგორც შუბის ტარს მამაცი კოლხი.

ქოხს მინათებდეს ვარსკვლავის კვარი,
ოქროს საწმისი თავგაპობილი,
ხოხბის ფრთებივით ეკიდოს კარებს
მზე და ვნებები პირველყოფილი.

ამოვიყვანდი ქოთნიდან მთვარეს,
კეციდან - ნეშოდაფენილ აისს,
მოშორებული ქალაქი კარებს
მე ვიქნებოდი კაი ყმა მაინც.

მოშორებული ქალაქის ჭორებს,
მეგობრის ქებას, ქებას თუ ქილიკს,
ვეყვარებოდი ტოლებს და სწორებს
ისე უბრალოდ, ვით ბალახს თრთვილი.

სადაც ამდენი პოეტი მეფობს,
სადაც ამდენი ლამაზმანია,
ჩვენი ცხოვრება თბილისში, ძმებო,
ნამდვილად ძნელი ასატანია.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:27 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული

არავის გინდათ ბავშვის გული, ამაყი გული?
წაიღეთ ძმებო, მომაშორეთ, მე ვეღარ ვუვლი...

არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი,
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.

ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს, –
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.

ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას,
ვერც ნიღაბ–როლებს, ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.

მეც მიჯანყდება... ამ ბოლო დროს მეც არ მოვწონვარ,
მიტევს და მიტევს... მიგიზგიზებს მთელ ტანს კოცონად,

კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია:
ვინ ვისი ბატონ–პატრონია, ვინ ვისი ტყვეა.

ცოტა ხანს უნდა დავისვენო, სული ვიცხონო,
ცოტა ხანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.

რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ,
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.

...არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი,
მაგრამ ნაღმივით რომ ავარდეს, სულ ცოტა ყოფნის.

დანაღმული ხარ საკუთარი გულით, პოეტო,
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.

ფრთხილად, ბიჭებო, გულებს ტლანქად არ წამოვედოთ,
და მოძმის გულზე, როგორც ნაღმზე, ნუ ავფეთქდებით!...
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:28 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საით გაგექცეთ ღელის ტირიფებს

საით გაგექცეთ ღელის ტირიფებს
სად დაგემალო, ზვარო, ჭალაკო?
ნუ გამხდით, თქვენი ჭირიმე,
ნუ გამხდით ქვეყნის სალაპარაკოდ
რამ დაგამგვანა მაინც ალიონს,
ტურფა ვენახო, ტურფა თითაო,
თავი არ მომჭრათ, არ გადამრიოთ,
არ დაგერიოთ სულ სათითაოდ!
დავიღუპები, მორჩა, იმწამსვე
გაუმართლდებათ ეჭვი მალული;
მეტიც არ უნდათ ჩემს სახლიკაცებს,
გადააქნევენ თავს სინანულით.
ხმა ამოიღეთ, რამე მითხარით,
ხომ ჩემს სიგიჟეს არ გაიოცებთ?
თქვენდა კურთხევად მე ვარ მიმდგარი,
თქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე!
ნუღარ ო, ნუღარ მელამაზებით
ხვავით, ბარაქით, ათინათებით,
მე ერთი ვარ და თქვენ ათასები,
ვაი რომ ვეღარ აგითავდებით...
მაინც რადა ხართ ასე კარგები,
დაუნდობელად მოგიზგიზენო,
უჰ, გაგექცევით, დავიკარგები,
ერთი დღით მაინც რომ მოვისვენო.
თბილისში მაინც არ ჩამომდიოთ,
თბილისში მაინც არ ჩამომაკითხოთ,
არ დამაწიოთ ნისლი ნოტიო,
არ მომიგზავნოთ ღვინო, აკიდო,
შემეშვით, ჭკუა არ ამირიოთ,
საქმე არ მიქნათ სამამაძაღლო_
თბილისში სახლი არ დამინგრიოთ,
აქ სამუდამოდ არ დამასახლოთ!
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:29 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საავადმყოფოს კედლის აქეთ და იქით

ვიღაცა აუზში შადრევნად დამდგარა,
ვიღაცა მზეში ზის, ნახევრად მძინარი
და ზელში უჭირავს მტრედივით ფართქალა
ახლად დაჭერილი სიზმარი.
სიზმრის სულს უბერავს და ჩუმად პუტავს
და სათნო ღიმილი წააგავს ბუდას.

ვიღაც ანტიკურ ძეგლივით შიშველი
მეახლა მუყაოს ფარით და შიმშერით.

ოცნება ფრუტუნებს და მიირაშება
ფინჯაში დალექილ ყავის მარაჟებად.

ტროადან მოესმის ხის ცხენის ჭიხვინი,
მოჩანს აქილევსი არესის მჯიღივით

ჰა, ნაპოელონიც!
აჰა_კეისარიც!
რუბიკონს რომ მიადგა, მაშინ შევისწარი.

( სამეფო კვერთხის და გვივირგვინის მსურველი
რად არის ყოველი გიჟი და სულელი?)

ეს კი, პაატაა, არ დაიწუნება,
თუმღაცა არც ისე ნორჩია.
რაკი პაატაა, კიდეც ირწმუნება:
თავს მალე მოჭრიან.ამ ჭიშკრის,
ამ ეზოსამ კედლის გადმოღმა
მეც ვხვდები დიდებით შეშლილებს,
მაგრამ მათ სიგიჟეს რატომღაც
ვერავის, ვერავის შესჩივლებ.

მოციქულ -მისანთა მთელიიერარქია,
ბევრი თვითრეკლამა, ბევრი თვითმარქვია.

არ უნდა არც ჩხიბვა, არც ვიშვიში,
მე ვიცი გავცვლიდი ვის ვისში.
....
ო, კაცთა სულო, ხათაბალა ხარ,
ჯეჯილი ხა თუ კატაბალახას.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:29 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ ოდნავად მოვტყუვდე შენში

მე რომ ოდნავად მოვტყუვდე შენში,
ან რომ ოდნავად გამართლდეს ეჭვი,
ამაზე ფიქრიც ჭკუაძე შემშლის,
ღმერთმა ნუ ქნას და გამხელაც მიჭირს.
ო, ჩემო ბავშვო, მაგ თვალებს გარდა
ვერ დავუჯერებ ვერავის თვალებს,
ვეღარ ვენდობი მე ვერვის ღიმილს,
ვერც ვერვის ჩურჩულს, ვერც ვერვის ალერსს.
ყველაზე უფრო მე შენი მჯერა,
შენ მინთებ გულში იმედის კოცონს,
არცერთი სიტყვა არ გითქვამს ჯერაც,
რომ ჩემს თვალებში არ შეამოწმო.
ბედნიერი ვართ ჩვენ ჩვენი ბედით,
სიშორის სევდაც ჩვენ უკვე ვძლიეთ...
მე რომ ამ ქვეყნად, არ ვიყო შენთვის,
შემოეცოდები რატომღაც ძლიერ;
რადგან შენს მოვლა-პატრონობაში,
(სიყვარულიც რომ ეფიცათ ბევრი),
ბედ-იღბალს შენსას, სათუთო ბავშვო,
ვერ მივანდობდი ჩემს გარდა ვერვის.
შენ ჩემი ნახვა ყოველთვის გინდა,
გინდა, სუნთქავდე ჩემს შორიახლოს,
ვერ დაიძინებ იმ ღამეს მშვიდად,
ერთი საღამოც რომ ვერა გნახო.
და მთელი ღამე ვით საყვედური, _
რაღAც უცნაურ ტკივილის მჩენი,
შვებას არ მომცემს მაგ თვალთა მდურვა
არ მომასვენებს ჩურჩული შენი...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость