შოთა ნიშნიანიძე - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
შოთა ნიშნიანიძე
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:30 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგს თავიდანვე არ გაუმართლდა

ზოგს თვაიდანვე არ გაუმართლდა,
ზოგისთვის შველა იყო გვიანი,
დემონი იჯდა ჩემს სასდუმალთან
თუ ანგელოზი ნათელფრთიანი?
მფარველად მყავდა სული ძლიერი,
სინდისი იყო ჩემი მრჩეველი,
ყოველთვის ვთვლიდი თავს ბედნიერად,
რადგან ვიყავი შეუმჩნეველი.
ზოგს ცხოვრებასი არ გაუმართლდა,
მე მათ გულგრილად გვერდს ვერ ავუვლი,
მათთან ყოველთვის უხერხულად ვარ,
თითქოს მე მქონდეს დანაშაული.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:39 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მისტიკური წუთი

შენ დამიძახე ერთხელ სახელი,
და როგორც ვაზი აეკრას ჭიგოს,
სვეტს ავეკარი და ვცახცახებდი:
"ეს ერთხელ მოხდა ... ეს ერთხელ იყო.."

ისეა , როგორც ჭირში თუ ლხინში,
ვმხიარულობ თუ სამძიმარს ვიყოფ,
უეცრად ისევ ამიტანს შიში:
"ეს ერთხელ მოხდა .. ეს უკვე იყო"...

ზოგჯერ მგონია ვპოულობ სიტყვას,
და სიამაყით დავხარი სტრიქონს,
ვიღაც ქირქილებს:"ეს უკვე ითქვა,
ეს უკვე იყო.. ეს ერთხელ იყო.."

და იმ ერთადერთ საშინელ კითხვას
გავურბი, როგორც ცალთვალა კიკლოპს
სხვა ცხოვრებაშI თუ კიდევ ვიტყვით
"ეს ეს ერთხელ მოხდა, ეს ერთხელ იყო"...
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:48 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბევრი მყავს ბევრი მეგობარი
მტერი კი ცოტა,
რა მდიდარი ვარ ღმერთო ჩემო
რა განძის მქონე;
არ მივიწყებენ მეგობრები ვერ ვიტყვი ცოდვას
მტრებს კი ისედაც ვახსოვარ ვგონებ.

სიკვდილი შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ
ოჰ მეგობრები თანამგზავრნი ჩემი ცხოვრების,
სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ
მტრებო იცოცხლეთ,
მტრებო მუდამ გემახსოვრებით.
 
nukriaДата: ოთხ, 17.10.2012, 20:14 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,
ან ნახევარი რაა დიდება...
სრული სიცრუე უფრო გაშინებთ
თუ ნახევარი ჭეშმარიტება?

ვინ სთქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,
ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,
აუსტირლიცი და ნახევარი?
ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?

ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა
და გამუდმებით სიკვდილის ქიშით
მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა
და არა თხემით ტერფამდე გიჟი.

სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,
ერთმანეთს ბევრი გავდა ეპოქა
ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ
ვიდრე ნახევარ ტახტს და მეფობას.

სულ სწორი იყო შენი გზა ამინ!
ეშმაკისაგან გაუჭლიკავი
და თუ იქნები ნახევრად რამე,
მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი!
 
nukriaДата: ოთხ, 17.10.2012, 20:14 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცრუე ისე ბევრია_
ზღვაა,
ტყეა და
წვიმა

ზოგჯერ დიდ ამბავს დაყვება,
ზოგჯერ სრულიად წვრილმანს.
ხოლო სიმართლე ერთია, ერთადერთი და კენტი
როგორ მივაგნო ის ერთი:

ტალღა...
ფოთოლი...
წვეთი...
 
nukriaДата: შაბ, 27.10.2012, 01:08 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა მავანი მეკამათება,
ზოგი ბუხუნებს და ზოგიც - ყმუის.
ზოგი ძაღლივით აღავღავდება,
ზოგიც სისინებს - არ ვამბობ ტყუილს.

რა აგანგაშებთ, გულს რა აკლიათ,
კარგად ვიცი და... დავიკრეფ გულხელს -
ჩემი თვალები სუფთა სარკეა
ყველა თვის თავს ხედავს და... უღრენს.
 
nukriaДата: ოთხ, 12.06.2013, 13:08 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არბევენ სოროს თუ ჩიტის ბუდეს -
ვიღაც აგრძელებს ცოდვას გუშინდელს,
დედამიწაზე არ არის წუთი
სადღაც ვიღაცას რომ არ უჭირდეს.

კაცო, ცხოვრებას ნუ გალევ ფუჭად,
ვიღაცის მაინც იყავი მხსნელად.
სადღაც ვიღაცას ყოველთვის უჭირს,
სადღაც ვიღაცა მოითხოვს შველას.
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 18:46 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიკვდილის კარუსელი ბავშვებისათვის ექსკლიუზივი

–ჰეი, მანდ კარუსელს ვინ ატრიალებს,
გამოდი, ბრძანე, მემატიანე!

კარუსელს ჰკიდია იალკიალი,
ნავები...ნავები იალქნიანი.

ცხენები...ტახტები ფარშავანგული,
ფარჩაგაკრული.

ცხენებზე სხედან ჩვენი „წიები“,
ჯოხის ცხენიდან გადასმულები.
ტახტებზე სხედან ჩვენი ცირები,
ხანუმებივით გადაცმულები.

სვლას კარუსელი არ ახანდება
აღმოსავლეთის ჰარამხანებთან.

–წუწკი სულთანი რაც გამელუკდა,–
არ მოკლებიათ ჯარს მამელუკთა
კოლხური ჯიშის ფიცხი კვიცები,
დიდი ალაჰის მადლს გეფიცებით...

კარუსელს ჰკიდია ირანის ლომიც.
მზირალი წყრომით.

და ზანტი აქლემიც, ვით გვალვის ცომი,
სპილოც––აფრიკული ალაფი რომის.
.......................................
სიონს გადახადა გვირგვინი
გაძარცულს
და პატივახდილს,
ქოსა საჭურისმა ქირქილით
დაადგა სპარსული ტახტი.

და მერე ოთხივე კიდეგან
მორეკეს პაწია ხიზანნი
რომ არ დაზრდილიყვნენ კიდევაც
ალგეთზე ლეკვები მგლისანი.

და გადარეული ცხენებით
გაჯეგეს ქართული ჯეჯილ.
ჭიხვინი...გნიასი...ჭენება...
ცოდვის კარუსელი შეშლილი.

ჰეი, მანდ კარუსელს ვინ ატრიალებს?
გამოდი, ბრძანე, მემატიანევ!
.....................................
შიმშილი...ტყვეობა...ბლოკადა...
გზები დახვეული რგოლად,
სიკვდილის კარუსელს მოჰგავდა
გრძელ ეშელონების ქროლა.
და წლობით სიკვდილის ბუნაგთან,
სადაც პატივს ცემდნენ კონდახს,
კვამლის კარუსელი ბრუნავდა,
ფერფლის კარუსელი ქროდა.

ო, დედა–რუსეთო, ნუ ტირი,
იმ წარსულს ვერაფრით იხსნი.
მტერმა შეირცხვინა მუნდირი
უმანკო ბავშვების სისხლით.
..................................
აჰა გიგანტური ღრუბლიდ კარუსელი...
გასწვდა დედამიწას ლანჩა...
ნახშირის ჩიტებით,
ფერფლის რაკურსებით
ვხატავ იაპონურ ლანდშაპტს...
......................................
აგერ ჰიპოკრატე ღმერთების ელჩი,
უთრთის ბალახები ფერხთით.
ორკაპა უნასი უპყრია ხელში––
სიბრძნის ჯადოსნური კვერთხი.

ფიცი რა უყავით სულმნათო, ფიცი!
............................................
ფიცის გამტეხლებთან რა მოხდა, იცი?
გუშინ დაიბადა ბოღვერა მგლის ლეკვი–
იქსი და იგრეკი.

გუშინ დაიბადა ქართული იმედი
და არც თუ მცირედი!
გუშინვე მიჰყიდეს ვიღაც ღაბაბიან...
–მოკვდა ანგელოზი!...ცუდი საბაბია?

იუდას პეშვიდან ეპნევა ცეცხლი...
ოსვენციმს,
დახაუს უქრებათ ცეცხლი...

ვინც ყრმას დაამგვანებს ბედით ოიდიპოსს–
უნდა მოითიბოს!

ვინც მამულის ვენახს გამოაცლის ჭიგოს–
წყეულიმც იყოს!

აჰეი, კარუსელს ვინ ატრიალებს,
გამოდი ბრძანე მემატიანევ!
................................
დილით ავიარე ქაშვეთთან,
(ბაღში სასეირნოდ ვიყავი)
პირს საწყალობლად აფჩენდა
ორი მოჭყლოპინე ჭილყვავი.
შიში, ღვთაებრივი წუხილი
იდგა დედაბრების ხმაში:

–ქაშვეთი გაქურდეს წუხელის...
ღვთისმშობელს მოჰპარეს ბავშვი...

 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 18:48 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ენ ბედს რა დაჰყვა ცრემლგარეული
მწარე ფორთოხლის გემო!
გიტარასავით გადამსხვრეულო,
ო, ესპანეთო ჩემო!
ბედნიერი ვარ აწ და მარადის,–
მე მოკლული ვარ შენთვის,
ბედნიერებას ვეღარ წამართმევს
ვერა კაცი და ღმერთი.
იმ ღამით დათვრნენ გვარდიელები,
რა ეშმას საქმეს მორჩნენ.
სტვენით, ღრიალით და სიმღერებით
სცლიდნენ ვეება ტოლჩებს.
სვამდნენ...მღეროდნენ, უბრაგუნებდნენ
დუქნის იატაკს დეზებს...
და არც იცოდნენ უგუნურებმა–
ჩემსას მღეროდნენ ლექსებს...
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:00 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სტრიქონი ბეწვის ხიდია,–
წყალმცენარეა თუ ლომის კუდი–
მიზნები ისე ვერ გამიდვია,
რომ არ იხვევდეს, არ ხლართავდეს ცხოვრების მრუდი.
მე გადავდივარ ბეწვის ხიდზე,
მიზანს გავცქერი,
არც ტაში მინდა, არც რეპლიკა, არც ღრიანცელი,
როცა მავთულზე გადის ჯამბაზი
და განსაცდელი მართავს მასკარადს–
(რახან სიმართლეს და რისკს აფასებს)
სდუმს მოკრძალებით,
სდუმს დარბაზი და სდუმს მასხარაც.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость