საყვარელი პოეტები(თარგმანები)
|
|
verikolataria | Дата: ოთხ, 07.03.2012, 00:17 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ***
რას მიქვია მწუხარებით თავდახრილი კაცი, ეს სიცოცხლე ბრძოლაა და ბრძოლა გვმართებს მკაცრი... მხოლოდ თავისუფლებაა ქვეყნად ჩემი ღმერთი, აბა, მეფემ გაბედოს და ხელი ახლოს ერთი!
რობერტ ბერნსი
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.04.2012, 17:03 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რობერტ ბერნსი
სველი ჯენი, ეს საბრალო, მშრალი ნეტავ როდისა გვყავს: მიწას დასთრევს ქვედაბოლო და მიარღვევს ჭვავის ყანას! მიდის, მირბის, არ იღლება, არ დაგიდევს გზას და შარას, მიწას დასთრევს ქვედაბოლო და მიარღვევს ჭვავის ყანას! იქნებ ნახოს გულისსწორი, ციცქნა ქალმა სოფლის პირას , იქნებ კოცნაც გამოსტყუოს, ან ატირდეს სიმწრით დილას. იქნებ ნახოს გულისვარდი ციცქნა ქალმა სოფლის გარეთ, დაეკონოს ტუჩზე ბიჭი... ყველას უნდა ცოდნა, დახეთ. თუკი ნახა გულისსწორი ციცქნა ქალმა გზაზე,სადმე, აკოცა თუ არ აკოცა, ნეტა ვისი არის საქმე?!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 25.05.2012, 02:50 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჟაკ პრევერი – "ესა ვარ, რაც ვარ"
(თარგმნა სერგო წურწუმიამ)
ესა ვარ, რაც ვარ, ასეთად ვიშვი, ასეთად გავჩნდი ამ ქვეყანაზე, … ვიცინი, როცა ჩემს თამამ სიცილს ედება ცეცხლი და ალამაზებს, მე იგი მიყვარს, ვუყვარვარ ვისაც, ვისგანაც ბევრი მერგო სიამე, მაგრამ თუ ტრფობას გავდენი ნისლად, ამაში ბრალი მექნება რამე?
ეს მე ვარ, რაც ვარ, ასეთად ვიშვი, ამგვარი გავჩნდი ამ ქვეყანაზე, მე ჩემსას მაინც არასდროს ვიშლი, რა გინდათ ჩემგან მეტი ამაზე? ჩემით ტკბებიან.
და ვარ ასეთი, მე არავისგან არაფერს ვითხოვ, კენარი ტანით და სისავსეთი და მოძრაობით ვმღერივარ თითქოს. ჩემი მკერდია ასე მაღალი, ჩემი თვალები კვესენ მეხებად, თუმცა ამაში რაა ახალი, ეს ყველაფერი თქვენ არ გეხებათ!
ესა ვარ, რაც ვარ, ასეთად ვიშვი, სწორედ ასეთი ვსურვარ მრავალთა, ნუ განმიკითხავთ მოგებით ნიშნის, რაიც უნდილმა ბედმა დამმართა! დიახ! მე იგი ადრე მიყვარდა, დიახ! მე ადრე ვუყვარდი მასაც, ვით ბავშვებს უყვართ, ისე მიყვარდა, ისე სიწრფელით და ისე ნაზად. ჰო, მე მიყვარდა, იგი მიყვარდა, და აბა, რაღა დამრჩა სათქმელი? სხვას თუ მოვწონვარ, მენუკვის, ანდა, მე რა უნდა ვქნა? არც არაფერი....
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 05.06.2012, 01:14 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება დაკარგვის ბედი თან დაჰყვება უამრავ საგანს, რომელთა კლება ჯერ არ ნიშნავს უბედურებას.
თითქმის ყოველდღე ვკარგავთ რამეს და დაგვაქვს სევდა დაკარგული გასაღების თუ უქმად ჩავლილი წუთების გამო. ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება.
თანდათან ვიძენთ უფრო შორს, უფრო სწრაფად დაკარგვის ჩვევას. ეს ეხება: სხვადასხვა ადგილს, სახელსა თუ სამოგზაუროდ მონიშნულ სივრცეს, თუმცა ასეთებს არ მოჰყვება უბედურება.
დავკარგე დედის სახსოვარი მაჯის საათი და ამას მოჰყვა უსაყვარლესი სამი სახლიდან ერთის დაკარგვა. არ არის ძნელი დაკარგვაში დახელოვნება.
დავკარგე ორი მშვენიერი, მყუდრო ქალაქი. და, უფრო მეტიც, ჩემი კუთვნილი სამეფოები, ორი მდინარე და კონტინენტი. მონატრება მკლავს, მაგრამ არ არის ეს ყოველივე უბედურება.
- შენი დაკარგვაც (ხუმარა ტონი მე შენს ხმაში დღემდე მიყვარს) მოვახერხე, არ მოგატყუებ. ცხადი ერთია: დაკარგვა სულაც არ ყოფილა ძნელი ხელობა, თუმც შეიძლება (აღიარე, რომ შეიძლება!) დაემსგავსოს უბედურებას.
ელიზაბეტ ბიშოპი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.07.2012, 14:52 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| • • •
ერთგული მეგობრის მივიღე პირობა, მჩუქნიდა სამყაროს, ვარსკვლავებს გუნდებად. წავიდა ისე, რომ არ დამემშვიდობა. და აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. მასზე საკმარისად ვინაღვლე, ვიდარდე და ცხარე ცრემლებიც დავღვარე საკმარი. წყენამ გაიარა, მიყუჩდა, მინავლდა, ირგვლივ მახვევია ხალხი და საქმენი... ისევ ძველებურად ვდგები უთენია და მეგობრებთანაც ღვინოს ვსვამ, ასე რომ არავინ არ იცის, უკვე რახანია, ქვეყნიერებაზე რაც აღარ ვარსებობ.
• • • ვერონიკა ტუშნოვა
თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.07.2012, 21:51 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| • • •
ჩემი სიყვარული წითელი ვარდია, ბაღნარში ლამაზად გადაშლილი, ჩემი სიყვარული ნაზი მოტივია, მელოდია, ჰარმონიით აღვსილი. როგორც ხელოვნება, მარად მშვენიერი, ღრმაა სიყვარული ჩემი, მანამ მეყვარები, ძვირფასო გოგონა, სანამ მთლად დაშრება ზღვები. სანამ ამოშრება, ძვირფასო, ეს ზღვები და მზისგან დადნება ამაყი კლდის წვერი, მანამ იარსებებს ჩვენი სიყვარული, სანამ ჩაგვიქრება სიცოცხლის მზე, მწველი. ახლა კი, მშვიდობით, ჩემო სიყვარულო, გშორდები, გშორდები, ძვირფასო, კვლავ, მაგრამ დავბრუნდები, ეს გწამდეს მარადის, თუნდ რომ გვაშორებდეს უგრძესი გზა.
• • • რობერტ ბერნსი
თარგმანი ინგლისურიდან - ნათია ჩუბინიძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.07.2012, 16:45 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| • • •
ყოფა მოსაწყენია დაპირების გარეშე ვით წვიმიან ღამეში, უცეცხლოდ რომ თენდება. ფუჭი დაპირებებით მომატყუო, არ გიშლი, ნუ გაშინებს სიცრუე, მაინც მეიმედება.
იმდენია წყენა, რომ გულისტკივილს რა დალევს ყოველდღიურ ფუსფუსში, სევდა არ მოგვკლებია... ლამაზ სიტყვებს ნუ უფრთხი – მათ ყვავილებს ვადარებ, სილამაზით გვხიბლავენ, თუმცა მალე ჭკნებიან.
მაინც ყველას ახარებს, მათ გარეშე იმატებს მდუმარება, რომელიც ქვეყანაზე ვრცელდება... და განა ეს არ არის ერთადერთი სიმართლე, რომ მათი ყვავილობა სულ მცირე ხანს გრძელდება?
• • • ვერონიკა ტუშნოვა
თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.07.2012, 23:39 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანა ახმატოვა
წარსულს მიამბობს მუხა ბებერი
წარსულს მიამბობს მუხა ბებერი და მთვარის შუქი გაწვა ნებივრად. შენს ღვთიურ ბაგეს მე ოცნებებით ჯერ არასოდეს არ შევხებივარ. . იისფერ ჩადრში – შუბლი ფერმკრთალი. ისევ ჩემთან ხარ, ჩუმი, სნეული. ხსოვნა ხელების, ნაზად ნათალის თითებს მითრთოლებს ანაზდეულად. . დუმილში მძიმე გავლიე წლები. შეხვედრის ჟინი ვით არ მახსოვდეს და რახანია პასუხსაც ვხვდები: ეს, მე მიყვარხარ. შენ – არასოდეს. . (თარგმნა ნინო დარბაისელმა) . . . . . Анна Ахматова . Шелестит о прошлом старый дуб. Лунный луч лениво протянулся. Я твоих благословенных губ Никогда мечтою не коснулся. . Бледный лоб чадрой лиловой сжат. Ты со мною. Тихая, больная. Пальцы холодеют и дрожат, Тонкость рук твоих припоминая. . Я молчал так много тяжких лет. Пытка встреч еще неотвратима. Как давно я знаю твой ответ: Я люблю и не была любима.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.07.2012, 15:47 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რასულ გამზატოვი წეროები (თარგმანი შოთა ნიშნიანიძის)
ჩვენი ძმები და ამხანაგები, რომ შეიწირა ომმა წყეულმა, ასე მგონია, რაღაც განგებით თეთრ წეროებად გადაქცეულან.
სულს რად გვიწეწავს მათი ყივილი, რატომ გვაკრთობს და გვანაღვლიანებს? რას გვეძახიან გულისტკივილით ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს?
თავს დაგვბრუნავენ ჟივილ-ხივილით, ნაცნობ სახელებს ვარჩევ, დიახაც, და ახლა ვხვდები, მათი ყივილი დაღესტნურ ენას რატომ წააგავს.
წეროთა გუნდი ყივის და ყივის, ისინი მართლა ჩვენი ძმებია, ერთგან გამწყდარა მიჯრილი მწკრივი და ალბათ ჩემი შესავსებია.
დადგება დრო და ჟივილ-ხივილით წეროთა გუნდიი მეც გამიტაცებს, მეც ჩამოგძახებთ ციდან ტირილით, ვისაც დაგტოვებთ დედამიწაზე.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.07.2012, 16:56 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერონიკა ტუშნოვა – (ყოფა მოსაწყენია...)
ყოფა მოსაწყენია დაპირების გარეშე ვით წვიმიან ღამეში, უცეცხლოდ რომ თენდება. ფუჭი დაპირებებით მომატყუო, არ გიშლი, ნუ გაშინებს სიცრუე, მაინც მეიმედება.
იმდენია წყენა, რომ გულისტკივილს რა დალევს ყოველდღიურ ფუსფუსში, სევდა არ მოგვკლებია... ლამაზ სიტყვებს ნუ უფრთხი – მათ ყვავილებს ვადარებ, სილამაზით გვხიბლავენ, თუმცა მალე ჭკნებიან.
მაინც ყველას ახარებს, მათ გარეშე იმატებს მდუმარება, რომელიც ქვეყანაზე ვრცელდება... და განა ეს არ არის ერთადერთი სიმართლე, რომ მათი ყვავილობა სულ მცირე ხანს გრძელდება?
[თორნიკე გელაშვილი]
|
|
|
|