საყვარელი პოეტები(თარგმანები) - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 8
  • 9
  • »
საყვარელი პოეტები(თარგმანები)
nukriaДата: ხუთ, 02.08.2012, 19:50 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ემილი დიკინსონი

„სამყარო დამეკარგა,
ხომ არ გიპოვიათ სადმე?
ვარსკვლავებიანი ხილაბანდი,
გადაკრული აქვს თავზე.
მდიდარს რა ხეირი მისგან,
მე კი მეწვრილმანეს
ოქროზე მეტად მიყვარს.
გთხოვთ მაპოვნინოთ, სერ!“
 
nukriaДата: ოთხ, 08.08.2012, 15:16 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე თქვენ მიყვარდით!.. შეიძლება, ეს სიყვარული
ჯერ არ ჩამქრალა ამ ჩემს გულში, ისევ ხმიანობს,
მაგრამ დაე, ნუ შეგაშფოთებთ გრძნობა ფარული,
არ მსურს რაიმემ დაგაღონოთ, გასევდიანოთ.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, რიდით, მალულად,
ხან ეჭვი მკლავდა, მაგრამ ტრფობა მქონდა მხურვალე.
მე თქვენ მიყვარდით ის წრფელად, ისე სათუთად,
ღმერთმა ქნას, ასე მომავალში სხვასაც უყვარდეთ!.

–ალ.პუშკინი,,მე თქვენ მიყვარდით...''
 
nukriaДата: ოთხ, 08.08.2012, 15:17 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ინგლისური ხალხური პოეზია

რა ვქნა ? - როდესაც მოლი იცინის,
მასხამს და მასხამს ოფლი ცივ-ცივი,
ჩაიცვამს კვირას ახალ კაბას და
ახლა ცხელ-ცხელი ოფლი დამასხამს.
ეკლესიაში წინ თუ დამიდგა,
ასჯერ ვკითხულობ ლოცვანს თავიდან,
ხანდახან ისე მოვინაკლისებ,
არ ვიხედები ცხრა დღე ნამგლისკენ,
ვიკარო, ისევ შენ დამარიგე,
როგორ ვუშველო ჩემს სიღარიბეს,
ოღონდ მიხსენი, ფუი ეშმაკს და
ერთ კარგ მსუქან ბატს გაძლევ ფეშქაშად !
 
nukriaДата: პარ, 10.08.2012, 15:56 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შარლ ბოდლერი

ალბატროსი


აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,
როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,
იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს დიდ ალბატროსებს,
რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.

მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,
ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას დასინათლეს,
მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება
და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.

ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,
ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,
ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში
და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,
ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათელებს,
მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური.
 
nukriaДата: ორ, 27.08.2012, 23:06 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯვარცმა

"ნუ მსტირ მე, დედაო,
მხილველი საფლავსა შინა ძისა..."

ანგელოზებმა დიდებული აქეს ჟამი,
ცეცხლში გახვეულან ცანი;
მამას ხმობს: "რაისთვის დამიტევე!"
დედას: "ჰოი, ნუ მსტირ მე"...

მაგდალინელი იღვრებოდა ცრემლად,
მოწაფე საყვარელი ქვავდებოდა ნელა;
იქით კი, სადაც მდუმარებდა დედა,
გახედვაც კი ვერვინ ვერ გაბედა.

ანა ახმატოვა
 
nukriaДата: ოთხ, 29.08.2012, 22:37 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ემილი დიკინსონი

ბევრჯერ მეგონა - მივწვდი სიმშვიდეს
თურმე სიმშვიდე შორს სჩანს საოცრად
განწირულ გემზეც ხომ ელანდებათ
რომ შუა ზღვაში მიწა გამოჩნდა

ძნელდება ბრძოლა-ძალის გამოცდა
ჩემსავით ჰკარგავს იმედებს დაღლილს
რამდენ ცრუ ნაპირს უნდა გამოვცდეთ
სანამ მივაღწევთ ნავსადგურს ნამდვილს
 
nukriaДата: სამ, 04.09.2012, 17:36 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა შენ არ მიყურებ
მე ჩემს ანარეკლს კედელზე ვეძებ
და მარტო ლურსმანს ვხედავ,
საიდანაც სურათი ჩამოხსნეს.

ვისლავა შიმბორსკა
 
nukriaДата: სამ, 04.09.2012, 17:37 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხოლოდ შემხედე და სილამაზე შემმატე უცებ.
გამოგართვი, როგორც ჩემი კუთვნილი
და, ბედნიერს, ვარსკვლავი გადამცდა ყელში.

ვისლავა შიმბორსკა
 
nukriaДата: სამ, 04.09.2012, 17:40 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვინის სმის დროს
(მიხეილ ქვლივიძის თარგმანი)


მხოლოდ შემხედე და სილამაზე შემმატე უცებ.
გამოგართვი, როგორც ჩემი კუთვნილი
და, ბედნიერს, ვარსკვლავი გადამცდა ყელში.
თავს უფლება მივეცი წარმომედგინა,
რომ ანარეკლი ვარ
შენს თვალებში დანახული.
ვცეკვავ, ვცეკვავ და გამეტებით მოძრაობს ჩემი ფეხები.
სუფრა _ სუფრაა, ღვინო _ ღვინოა
ჭიქაში, რომელიც ჭიქაა
და დგას, ჩეულებრივ, მაგიდაზე.
მე კი _ თავით ფეხებამდე გამოგონილი ვარ,
წარმოუდგენლად გამოგონილი,
იმდენად გამოგონილი,
რომ მეცინება ამაზე.
გესაუბრები რაზეც მინდა: ჭიანჭველებზე,
სიყვარულის გამო რომ კვდებიან
ბაბუაწვერას თანავარსკვლავედის ქვეშ,
გარწმუნებ, რომ თეთრი ვარდი ამღერდება,
ღვინოს თუ შეასხურებ.
ვიცინი, თავს ვხრი ფრთხილად,
თითქოს ქიმიური ცდის შედეგს ვამოწმებდე,
თან ვცეკვავ, ვცეკვავ ჩემს გაოცებულ კანში,
შენს მკლავებში, რომლებიც მეხვევიან და მქმნიან…
ევა _ ნეკნიდან, ვენერა _ ქაფიდან,
მინერვა _ იუპიტერის თავიდან,_
ისინი ჩემზე უფრო ნამდვილები იყვნენ.
როცა შენ არ მიყურებ
მე ჩემს ანარეკლს კედელზე ვეძებ
და მარტო ლურსმანს ვხედავ,
საიდანაც სურათი ჩამოხსნეს.
ვისლავა შიმბორსკა
 
nukriaДата: სამ, 11.09.2012, 20:04 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენზე ვფიქრობ...
არარად ვაგდებ აბეზარ ავდარს,

ნისლოვან ფრთებით
სანთელს რომ მიქრობს...
ალბათ ძალიან კარგი ხარ,რადგან
რაც თავი მახსოვს,-სულ შენზე ვფიქრობ!

რასულ გამზათოვი
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость