საყვარელი პოეტები(თარგმანები)
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 22:59 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხელ-ფეხს მივიკრეფ, მივიქცევი ცივ აკლდამაში, ზოგჯერ ცის შუქი გამოკრთება ცეცხლის ენებად, ცეცხლი ცეცხლია სიბერეშიც, მოგეხსენებათ, და, რა თქმა უნდა, საშიშია მასთან თამაში.
ო, ვაებაო, შუქის ნაცვლად — ბნელ და საზიზღარ ჩრდილს დავემსგავსე უწინდელი სილამაზისგან; მაინც არ ვტყდები, — დავფარფატებ თვალებდავსილი
და დროს, რომელიც გამუდმებით ლაფში მათრევდა, აწ — საუკუნოდ თავდახსნილი — მწარედ დავცინი და პაემანზე მივიჩქარი ჭია-მატლებთან...
მიქელანჯელო ბუონაროტი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.09.2012, 15:03 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება დაკარგვის ბედი თან დაჰყვება უამრავ საგანს, რომელთა კლება ჯერ არ ნიშნავს უბედურებას.
თითქმის ყოველდღე ვკარგავთ რამეს და დაგვაქვს სევდა დაკარგული გასაღების თუ უქმად ჩავლილი წუთების გამო. ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება.
თანდათან ვიძენთ უფრო შორს, უფრო სწრაფად დაკარგვის ჩვევას. ეს ეხება: სხვადასხვა ადგილს, სახელსა თუ სამოგზაუროდ მონიშნულ სივრცეს, თუმცა ასეთებს არ მოჰყვება უბედურება.
დავკარგე დედის სახსოვარი მაჯის საათი და ამას მოჰყვა უსაყვარლესი სამი სახლიდან ერთის დაკარგვა. არ არის ძნელი დაკარგვაში დახელოვნება.
დავკარგე ორი მშვენიერი, მყუდრო ქალაქი. და, უფრო მეტიც, ჩემი კუთვნილი სამეფოები, ორი მდინარე და კონტინენტი. მონატრება მკლავს, მაგრამ არ არის ეს ყოველივე უბედურება.
- შენი დაკარგვაც (ხუმარა ტონი მე შენს ხმაში დღემდე მიყვარს) მოვახერხე, არ მოგატყუებ. ცხადი ერთია: დაკარგვა სულაც არ ყოფილა ძნელი ხელობა, თუმც შეიძლება (აღიარე, რომ შეიძლება!) დაემსგავსოს უბედურებას.
ელიზაბეტ ბიშოპი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.09.2012, 15:03 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასი წლის მერე დაბრუნდი, ხვეწნით, მუხლებზე ჩოქებით... ლექსები გადმომილაგე და ღვინო დადგი დოქებით.
თურმე შენს სულში ჩამდგარი, მწვანე, ხასხასა ბინდი ვარ... არ იცი, როგორ გიყვარვარ... არ იცი, როგორ გინდივარ...
მიკითხავ, როგორ იწვოდი, უჩემოდ თრთოდი, დნებოდი... მე კი ამ ლექსებს, მერჩივნა, უბრალოდ მოგნატრებოდი.
ტარიელ დათიაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.09.2012, 15:04 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უფალი მოვა, განიკითხავს სოფელს ქართულად
(არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე))
ნეკნისგან შექმნა ღმერთმა ევა - ცხოვრება კაცის, კაცის ნეკნიდან დაიბადა დედა ყოველთა, ქართულ ენაზე მეტყველებდა თურმე ადამი, ქართულ ენაზე საუბრობდა თავად უფალთან... ქართულ ენაზე საუბრობდა ცოლთან და შვილთან... ქართულ ენაზე აშენებდნენ გოდოლს ბაბილონს... ქართულ ენაზე საუბრობდა წმიდა გიორგი... ქართულ ენაზე გაუნათლავს ფრანგნი ზაბულონს... ქართულ ენაზე საუბრობდნენ, რადგანაც პირველ, პირველი დედა შვილებს ზრდიდა რადგან ქართულად, თვითონ უფალი, იოანე ზოსიმეს პირით გვამცნობს, რომ მოვა განიკითხავს, სოფელს ქართულად... ქართული ენა უნდა გახდეს მსოფლიო ენა, ქართველის ხელით კვლავ მსოფლიო უნდა განათლდეს, ქართველები ვართ მსოფლიოში უმრავლესობა, მილიარდობით მკვდარი დადის დადამიწაზე... წინასწარ ამბობს სათქმელს ჩვენსას ლავრიოტისი - ბერი ბერძენი, კაცი ბრძენი, გულით აქიმი, რომ წინაპართა ზნეობაზე ამაღლებულნი, ათას წელიწადს იმეფებსო კვლავაც ქართველი!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 07.10.2012, 23:32 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთვარის რომანსი
მთარგმნელი ჩხენკელი თამაზ
შროშანის ქათქათა კაბით სამჭედლოს ეწვია მთვარე, და ბიჭი უყურებს ჩუმად და ვეღარ აშორებს თვალებს. თეთრ მკლავებს იშიშვლებს ურცხვად და ოდნავ ნისლიან ცაში ავხორცი და წმინდა მთვარე თითბერის ძუძუებს აჩენს. - ო, მთვარევ, გაიქეც, თორემ სულ მალე ბოშები მოვლენ და გამოადნობენ შენგან ბეჭდებს და საყურის რგოლებს. - პატარავ მომეშვი ახლა, მე მინდა ცეკვა და ლხინი, ბოშები როდესაც მოვლენ, შენ გრდემლზე გნახავენ მძინარს.
- ო, ჩქარა, გაიქეც მთვარევ, არ გესმის ფლოქვების ეხო? _ უყუჩე პატარავ, კარგი, კაბაზე ნუ მადგამ ფეხებს. . . ველების შმაგ დოლზე უკრავს ნალების ფიცხელი რკინა, სამჭედლოს ვეება გრდემლზე პატარას ნებივრად სძინავს. მოჭუტულ თვალების ელვით განათდა უეცრად შარა, ბოშები გამოჩნდნენ გზაზე _ ბრინჯაოს ზმანებას გვანან. ო, როგორ აკივლდა ჭოტი, დაბურულ ჭალების მთვარეს ხელჩაკიდებული მიჰყავს. . .
სამჭედლოს ეზოში ისმის ბოშების ტირილის ზარი, და ოდნავ ნისლიან ცაში მიდიან ბიჭი და მთვარე..
ლორკა ფედერიკო გარსია
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 17:47 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯონ ტოლკიენ ლექსები “ჰობიტებიდან” ლექსი 2 ო! ნეტავ საით გაგიწევიათ, რომელ კუთხისკენ გიჭირავთ თვალი, საბრალო პონებს დააცვდათ ნალი, ხოლო მდინარის კამკამა წყალი ო, დელი დელა ველისაკენ ილტვის ცელქი და მალი. ო! ამ მხარეში რას ეძებთ ნეტა, რა ჩალიჩია, რა სუნი დგება, ფიჩხი ხრჩოლავს და კვერები ცხვება, ო, დელი დელა ველზე კი სუფევს მხიარულება ჰა! ჰა! ო! საით ილტვით წვერის ცანცარით, განურჩეველად ავდრის და დარის, ან ბილბოს რა აქვს ჩამოტანილი, ამისი მცოდნეც არავინ არის. გაუწევიათ ბალინს და დვალინს დაღმა, ველისკენ, ოხვრით და ხვნეშით, ივნისის თვეში, ჰა! ჰა! ო!, აქ დარჩენას აპირებთ ნეტავ, თუ გასაფრენად გიჭირავთ თვალი, დღის შუქი ხდება სულ უფრო მკრთალი, და არევიათ პონებს გზაკვალი, ახლა გაფრენა სიგიჟე არის, ხოლო დარჩენა – შეგმატებთ ხალისს ალიონამდე მიუგდეთ ყური ჩვენებურ ჰანგებს, ჰა-ჰა!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 17:47 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯონ ტოლკიენ ლექსები “ჰობიტებიდან” ლექსი 1 ჭიქების მსხვრევა, დაფშვნა თეფშების, ჟანგვა დანების, გრეხვა ჩანგლების, ბოთლების ლეწვა, დაწვა საცობის ბილბო თოფრაკელს ძლიერ აცოფებს. სუფრის დაფხრეწა, გაგლესვა ქონის, საკუჭნაოში დაღვრა ნაღების, საძინებელში მოფანტვა ძვლების, ღვინით გაწუწვა ყველა კარების, მდუღარე წყალში ჩათხლეშა ჭურჭლის, შემდეგ კი მძლავრად ჩაძნეყვა კეტით, და თუ რაიმე გადარჩა მთელი, დარბაზისაკენ წაღება ხვეტით… ჩვენს ბილბოს ამის ატანა უჭირს, ამიტომ ფრთხილად მოეპყარ ჭურჭელს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 17:49 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯონ ტოლკიენ ლექსები “ჰობიტებიდან” ლექსი 3 ძუყნა და ძნეყა, ძაგრა-ძგერება, ტკაცუნ-ტყლაშანი, ტუკვა, ტაცება, ძირს! დაღმით! გობლინ-ქალაქისაკენ გასწი ჭაბუკო! ჯახი და ჯუხი, ბათქი და ბუთქი, ურო, მარწუხი, ხათქი და ხუთქი, მოგელის ქუფრი ქვესკნელის მხუთრი, მიდი! ჭაბუკო. შოლტის შლაპუნი, შხუილ-წუილი, ზერგნა, ზრიალი, ზრინი, ზმუილი, ორმაგი ჯაფით ისჯება ურჩი, ისმის გობლინთა ბოყინ-ყაყანი, აჰა შავბნელი სკნელი საზარი, დაღმა, ჭაბუკო!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 17:50 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯონ ტოლკიენ ლექსები “ჰობიტებიდან” ლექსი 4 შორს, ყინულოვან და ნისლა მთებში, ღრმა ჯურღმულებში და ქვაბულებში, გარიჟრაჟამდე უნდა ვეძებოთ ოქრო უძველეს სამალავებში. იქ მუშაკობდნენ ძველად ჯუჯები, ჯადო ხელობას ნაზიარები, გრდემლები რეკდნენ, როგორც ზარები, იქ, სადაც თვლემენ ბნელი ძალები. ელფთა მეუფის იქ სუფევს განძი, და იდუმალი შუქით ანთია, აუკრეფია თითქოს სხივები და ვარაყებში ჩაუფანტია. ვერცხლის უნაზეს ყელსაბამიდან გნუსხავს ვარსკვლავის ცივი ნათება, გვირგვინში ელავს დრაკონის ცეცხლი, მზისა და მთვარის ათინათები. შორს, ყინულოვან და ნისლა მთებში, ქვაბულში გველის განძი ქებული, გარიჟრაჟამდე უნდა ვეძებოთ ოქრო დიდი ხნის მივიწყებული. სად უცხო ფეხი ჯერ არ დადგმულა, იდგა ოქროსგან ნაკვეთი ქნარი და იქ ნამღერი ბევრი სიმღერა არც ვისგან იყო განაგონარი. ზემოთ ფიჭვების ისმოდა კვნესა, ქარის ღმუილში ქროდნენ დღეები, კოცონთა ალის ცახცახს და შფოთვას იმეორებდნენ თითქოს ხეები. ველიანში კი რეკდნენ ზარები, და ფერშეცვლილი იდგნენ კაცები, და შესცქეროდნენ დრაკონის ძვინვას სახლების ლეწვას, კოშკთა დაცემას. და მთვარისაკენ ილტვოდა კვამლი, და დაებინდა ნათელი მთვარის… ახლა კი დროა ჩვენც გავისარჯოთ დასაბრუნებლად განძის და ქნარის.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 17:50 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯონ ტოლკიენ ლექსები “ჰობიტებიდან”
სამი ბეჭედი ბრძენთაბრძენ ელფებს – სასიქადულო სიკეთისათვის, შვიდი ბეჭედი ქვაბულის ჯუჯებს, მთის გულში მიწყივ მუშაკობისთვის, ცხრა კი უშიშარ ხმელთაშუელებს პირქუშის ერთგულ მსახურებისთვის და დაუნდობელ შერკინებებში ენითუთქმელი სიმამაცისთვის, ხოლო ის ერთი, ყოვლადძლიერი – თავად მორდორის მეუფისათვის, რათა ყოველი განაცალკევოს და ყოველ მათგანს დაუხშოს ნება, ხოლო შემდეგ კი ერთად შეჰყაროს, ერთ საცხოვრისში გაამთლიანოს განუსაზღვრელი მეუფების ქვეშ მორდორის დიდი მბრძანებელისა.
|
|
|
|