საყვარელი პოეტები(თარგმანები)
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.02.2014, 21:11 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალებს ნუ ხუჭავ, ცოტაღა დარჩა; მეეტლევ, წადი! წინ გასწი! ჩქარა! აი ის ციხეც აქედან არ ჩანს, სადაც შენს თვალწინ ამდენმა ხალხმა ცრემლები ღვარა. შორსავართ, გესმის, ნუგეშო სულის? იქ სადღაც გველის სამშობლო ჩვენი, რომელსაც დიდ ხანს, ვეძებდით დიდ ხანს და მივაგენით. და გაიგონებს ძველ ნანას ყური, და ააჟღერებს ხალხურსა სმენა; მალე ყურძენი და ბროწეული დაგიტკბობს ენას, მალე ტაძართან ვიხილავთ ქალებს, ეროვნულ წესით ჩაცმულებს შავად; ოღონდ ნუ ხუჭავ, ნუ ხუჭავ თვალებს, ვერ გიმკურნალებ ძვირფასო გზაში გახდომილს ავად. მეეტლევ, რარიგ მიდიხარ ნელა, ვერ ხედავ, ქრება სანთელი ჩემი! ის ფერმქრთალდება და აღარ ელავს, ის ქრება, ქრება ვით ოდეს გაქრა ციდან ედემი... ს. ციბულსკი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 26.02.2014, 15:21 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიხაილ ლერმონტოვი
*** აღარ გეტრფი,თუმცა ჩემში სიზმრად დარჩა შენი სული, ხატება კი,როგორც ეშხი გაფერმკრთალდა,შენისლული.
თუმც ახალი გრძნობა მართობს, ძველ სიყვარულს ვეღარ ვფარავ, უფლის სახლი მარად ტაძრობს, კერპიც კერპად რჩება მარად.
რუსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
* * *
Я не люблю тебя; страстей И мук умчался прежний сон; Но образ твой в душе моей Всё жив, хотя бессилен он; Другим предавшися мечтам, Я всё забыть его не мог; — Так храм оставленный — всё храм, Кумир поверженный — всё бог! —
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 27.02.2014, 17:06 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაღლილი გემი კვეთავდა ნისლებს ეხეთქებოდა ტალღები კიჩოს ცხოვრება ხშირად მორევში გვითრევს (ჩათრევას მაინც ჩაყოლა გვიჯობს) არ სჩანს ნაპირი ბნელეთის მიღმა ჭრიალებს გემი როგორც ურემი თავი წამართვა ღამეში ძილმა და ისევ სიზმრებს ვესაუბრები ჩამქრალ შუქურას რაღა აზრი აქვს დგას ურჩხულივით უიმედობა და ამ ცხოვრებას ზოგჯერ აფრიანს ზურგის ქარივით უნდა ოცნება... იქ,გამორიყულ ნიჟარებს შორის მუსიკა ისმის რაღაც ღვთიური ეს კაცი ნეტავ საიდან მოდის ფიქრებით ასე გადატვირთული.. ცაზე იელვა სულ სხვა ნათებით ზღვაც თითქოც დაცხრა, ველურ მხეცივით მითხარი, ნაპირს თუ მივადგებით ანდა ოდესმე თუ შევიცვლებით... დაღლილი გემი კვეთავდა ნისლებს ეხეთქებოდა ტალღები კიჩოს ცხოვრება ხშირად მორევში გვითრევს ჩათრევას მაინც ჩაყოლა გვიჯობს..
ბადიშ ხურსილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 07.03.2014, 20:00 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| Mets-toi tout nu, si t'es un homme. Histoire de voir ou nous en sommes. Qu'on me donne un primate. Sans cravate Un Zorro... Un point c'est toi. Je t'aime comme ça. Un point c'est tout. Un point c'est toi. Sans dessus, ni dessous. Et puis c'est tout. Et c'est comme ça..." ... "გაიხადე სულ, თუ შენ მამაკაცი ხარ რომ დაგინახო, რას წარმოვადგენთ ჩვენ დაე მომცენ მე პრიმატი ჰალსტუხის გარეშე ზორო.. ყველაზე მთავარი - ეს შენ ხარ მე შენ მიყვარხარ აი, ასე სულ ესაა ყველაზე მთავარი - ეს შენ ხარ არც ზედა, არც ქვედა დაშემდეგ ეს ყველაფერი და ეს აი, ასე."
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.04.2014, 18:00 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე რომელ მხარეში შთანთქა წყვდიადმა ფლორა, დიადი რომის მშვენება, ან თაისი და არქიპიადე სად გაიტაცეს დროის ცხენებმა; ან მათი ექო, წყალს რომ მოჰქონდა, და დაცემული ტბაზე ბინდები, ან ის სინაზე და ჯადოქრობა?.. სად არის თოვლი შარშანწინდელი? ან ელოიზა დრომ სად ისროლა, რომლის მშვენებამ პიერ აბელარს არგუნა ბედად საჭურისობა და სიყვარულის სული შთაბერა; ან დედოფალი სად გაქრა, რომლის ნებით აქაფდა სენის ზვირთები და ბურიდანი ისროლეს ტომრით?.. სად არის თოვლი შარშანწინდელი? დედოფალ ბლანშზე რას იტყვით ნეტავ, სადღაა მისი ხმა და მაისი. ან დიდფეხება სად არის ბერტა, ან არამბურჟის სახლი მაინზე; ლორენის მკვიდრი სად არის, ჟანა, რომ აგიზგიზდა მისი დიდების ცეცხლი რუანში. აღარსად ჩანან... სად არის თოვლი შარშანწინდელი? ვერვინ წაუვა, პრინცო გარდუვალს, ქრება ციმციმიც მარგალიტების და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს: სად არის თოვლი შარშანწინდელი? თარგმანი გივი გეგეჭკორისა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 23.04.2014, 22:31 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სხვისი ცოლი ფედერიკო გარსია ლორკა ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა. თითქოს უეცრად და უნებურად ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა აანთეს ღამე წინანდებურად. ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი მე გავაღვიძე ხელის შევლებით და ძუძუები აყვავდნენ უცებ, ვით იასამნის თეთრი მტევნები. მისმა ხაბარდამ გახამებულმა შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა და აშრიალდა აბრეშუმივით, თითქოს დასერა ასმა ბებუთმა. დაუფერავნი ვერცხლის სევადით ხეები გახდნენ უფრო მაღლები და ცის შორეულ ჰორიზონტივით მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები. როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე გავშალე მისი დამძიმებული და მოელვარე თმების სინაზე. მან შემოიხსნა წელზე სარტყელი და გაიხადა ჭრელი ფარაგი, მე მოვისროლე ამოქარგული ჩემი ჯუბაჩა და იარაღი. არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს არა აქვთ კანი ისე ნატიფი, და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს განათებული ყვითლად სათიბი. გაელვებული სველი სინათლით და ასხლეტილი ცივი შეხებით, ბადეში გაბმულ კალმახებივით არ მიკარებდნენ მისი ფეხები. იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით უბადლო გზებზე _ შეუსვენებლივ, უუზანგებოდ და უაღვიროდ მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით. ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ, და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის, არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო. როცა კოცნით და სილით მოსვრილი წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე, გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები ბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს. ვით ნამდვილ ბოშას შეეფერება მე უშურველი ვიყავ მისადმი _ მრეში ატლასის დიდი ზარდახშა ვაჩუქე ერთი _ ხელსაქმისათვის, მაგრამ მე იგი არ შევიყვარე, რადგან პასუხად სიტყვამისაგებს _ არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო, როცა მიმყავდა მდინარისაკენ. მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.04.2014, 13:46 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რომ შემწეოდა წამიერად გუნდი მთიებთა, ცის საუნჯიდან მივწვდენოდი თუნდაც ნატამალს, — ძალს მოვიკრებდი ხატებათა მოსახატავად და ზეციერიც ყოველივეს მაპატიებდა. მაგრამ ვერ წარვდექ მიწიერი ცათამიერთან, ხორცის ძახილი მიმითვალეს ბავშვის ტატანად, სულს კი განუდგა წარმავლობის ეს სულთათანა და რომ არც ცდილა, საზღაური ისე მიერთვა. რად დამძახიან მოირები ძველი ყაიდით, რომ წარმავლობა მისებური სიმუყაითით ხელს გამოიღებს მარმარილოს გასაკირქვებლად. მე კი ისე ვსჯი, შთაგონება როგორც ინებებს, — ათას ფერს ვურჩევ სილამაზის განზომილებებს, თუმც ათასივე სათუოა, როგორც ირკვევა.... მიქელანჯელო
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.04.2014, 13:47 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოდი, დღეიდან შენ იყავი ჩემი ცისკარი, თორემ ხომ ხედავ, ზეცა ტირის ვერ გადაიღო... მოდი, წუთები რომ მაჩუქო დაუვიწყარი, თორემ მზესაც სურს, როგორც ვატყობ, სადღაც გამრიყოს... მოდი, სადა ხარ, მომენატრა შენი ნათელი, მე შენში ვნახე გაზაფხულის ყველა თვისება, რა საოცარი სურნელება დაგდევს საკმელის, რა დიდებულად იმზირება შენი ღირსება... მოდი, ამ დღეთა მწუხარება რომ გადაფარო, ციტრუსებივით მომიტანო ფერი ნარინჯის... მოდი, ბავშვივით, სულ, უბრალოდ, რომ გამახარო, მკლავებგაშლილმა გადმოადგა ჩემსკენ ნაბიჯი...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 27.04.2014, 04:47 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დგას ამაღლებულ კათედრალთან და დუმილს არ შლის, განფენილია სისადავე სარკმლის მინებთან, შემოფეთებულ ბედისწერას იგი მინებდა, უჭირავს ვაშლი და თავადაც პოზაა ვაშლის. უბრალეულოს ბრალეული ერგო ურიგო, იმ მოზარდისთვის ჟამთა შორის რომ იქცა მიჯნად. მან სიყვარულით უკვდავებას გადააბიჯა, რათა მიწაზე ახალი დრო დაწყებულიყო. ძველ სამყაროში დარჩებოდა იგი სიამით, ერთსულოვნება იყო მკვიდრი სადაც ცხოველთა და შეხედავდა ყოველივეს ახლებურ თვალით. მაგრამ როდესაც ჰპოვა კაცი ვნებების ძალით, წაჰყვა მას ისე, როგორც სიკვდილს, მძლეველს ყოველთა, თუმც არ იცოდა თუ ვინ იყო მაშინ უფალი.. ------- რაინერ მარია რილკე - თრგმნა ნატო ინგოროყვამ
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 27.04.2014, 04:49 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მერი ელიზაბეთ ფრაი *** ჩემს საფლავთან რატომ გხედავ მტირალს, აქ რა მინდა, განა მართლა მძინავს. მე ვარ ქარის სუნთქვა, ათასფერი. ბიბა თოვლზე მოალმასე მწკერი. მზის შუქი ვარ გაღვივებულ თესლში. შემოდგომის მოალერსე თქეში, როცა გძინავს უშფოთველი ძილით, გაგაღვიძებ მე ცისმარი დილით. ჩიტუნების მოფერხულე დასით. ვარსკვლავი ვარ, მოციაგე ნაზად. ნუ დაალტე ამ საფლავის ლოდი, აქ რა მინდა. მართლა მოვკვდი როდი. *** Do not stand at my grave and weep; I am not there. I do not sleep. I am a thousand winds that blow. I am the diamond glints on snow. I am the sunlight on ripened grain. I am the gentle autumn rain. When you awaken in the morning's hush I am the swift uplifting rush Of quiet birds in circled flight. I am the soft stars that shine at night. Do not stand at my grave and cry; I am not there. I did not die.
|
|
|
|