საყვარელი პოეტები(თარგმანები)
|
|
nukria | Дата: პარ, 24.05.2013, 15:01 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| Путь, о котором можно поведать, - не постоянный Путь. Имя, которое можно назвать, - не постоянное Имя. Где имени нет - там начало всех вещей, Где имя есть - там мать всех вещей. Посему, постоянно не имея желания, видишь его исток, А постоянно имея желание, видишь его исход. То и другое является совместно, Они имеют разные имена, но одинаково сказываются. В сокровенном есть еще сокровенность: Вот откуда исходит все утонченное.
(Лао Цзы. Дао дэ Цзин)
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 06.06.2013, 23:10 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წეროები
ჩვენი ძმები და ამხანაგები, რომ შეიწირა ომმა წყეულმა, ასე მგონია, რაღაც განგებით თეთრ წეროებად გადაქცეულან.
სულს რად გვიწეწავს მათი ყივილი, რატომ გვაკრთობს და გვანაღვლიანებს? რას გვეძახიან გულისტკივილით ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს?
თავს დაგვბრუნავენ ჟივილ-ხივილით, ნაცნობ სახელებს ვარჩევ, დიახაც, და ახლა ვხვდები, მათი ყივილი დაღესტნურ ენას რატომ წააგავს.
წეროთა გუნდი ყივის და ყივის, ისინი მართლა ჩვენი ძმებია, ერთგან გამწყდარა მიჯრილი მწკრივი და ალბათ ჩემი შესავსებია.
დადგება დრო და ჟივილ-ხივილით წეროთა გუნდიი მეც გამიტაცებს, მეც ჩამოგძახებთ ციდან ტირილით, ვისაც დაგტოვებთ დედამიწაზე.
რასულ გამზატოვი (თარგმანი შოთა ნიშნიანიძის)
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.08.2013, 03:54 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბორის პასტერნაკი ზამთრის ღამე
ბარდნა, თოვდა, ისე თოვდა მიწა იყო თოვლით სავსე სანთელი კი იწვებოდა, იწვებოდა მაგიდაზე...
ვით ზაფხულში ფარვანათა გუნდი იწევს სინათლისკენ, სწორედ ასე ფართხალ–ფართხალ მოიწევდნენ ჩემს სარკმლისკენ...
არც ქარბუქი არ ჩამორჩა, ყინვით ხატა ჩემს მინაზე... სანთელი კი იწვებოდა, იწვებოდა მაგიდაზე...
განათებულ ჭერზე თითქოს აჩრდილები დაწვნენ ყველგან, ხელმა ხელი გადაიჭდო, გადაიჭდო ბედი ბედმა...
მერე ორი ფეხსაცმელი იატაკზე ეცემოდა, კაბაზე კი ცვილის ცრემლი წვეთდა, როგორც თოვლი თოვდა...
გადანამქრა მიწა თოვლმა ვით ჭაღარა თეთრ თმით სავსე. სანთელი კი იწვებოდა, იწვებოდა მაგიდაზე.
კუთხიდან სულს უბერავდა სანთელს ვნება უნებურად, ანგელოზის ფრთებსა ჰგავდა გადაჯვარედინებულად.
თებერვალმა სულ ითოვა, ლაპარაკი არი რაზე. სანთელი კი იწვებოდა, იწვებოდა მაგიდაზე...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 24.08.2013, 16:38 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარით დატირებული >> ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი, მოფრინავდა ფოთოლი, ხიდან ჩამოფრენილი. და სტიროდა მიდამო, იძვრცებოდა ტყეები, და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები. შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს, შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს. ეხლა… თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი, იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი.…
.
ВЕТРОМ ОПЛАКАН >> Ветром оплакан, совсем одинок, С дерева падал последний листок .Плакала степь, обнажались леса, Ветер гонял облака в небесах. А там снегопад, некуда деться, Холод впущу в замерзшее сердце Ныне под снегом, ветром скошенный, Мерзнет листок с дерева сброшенный.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 11.11.2013, 03:36 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თეოდორე დოსტოევსკი-
"დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი"
"რომ მოხდეს და ყველა ჩვენგანმა აღწეროს პირწმინდად ყველაფერი, რაც კი რამ დაფარული აქვს, მაგრამ აღწეროს ისე, რომ იმის თქმისა არ შეეშინდეს, არა მარტო რის თქმისაც ეშინია საკუთარ მეგობრებთან, არამედ იმისიც კი, რაშიც ზოგჯერ საკუთარი თავსაც არ გამოუტყდება, – მაშინ ქვეყანა ისე ამყრალდებოდა, რომ ყველანი ამ სიმყრალეში ამოვიხრჩობოდით’’.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 22.11.2013, 21:20 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიზმარი
უცნაურ სიზმარს ვხედავდი გუშინ, იყო ოცნების მცირე ახდენაც, საყვარელ ქალის სინაზეს ვგრძნობდი, და მეშინოდა ფეხის დაცდენა. იყო პატარა უმანკო ბავშვიც, მეფერებოდა სხეულზე ლაღად, როცა ქალს ვკითხე ვისი არის თქო, მან გამიღიმა და მითხრა ნაზად: "–ის ჩემი არის, და არა შენი, ანგელოსია ჩემი ცხოვრების, ახლა სიზმარში შენთან მოსული, ახდენას ცდილობს შენი ოცნების." მე მარტოსულმა ვიგრძენი სითბო, პატარა ბავშვის თბილი ხელები საყვარელ ქალის მიუწვდომლობა, და გახსენება ძველი გრძნობების.
__^ შონ აბრამი
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.12.2013, 22:54 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე თქვენ მიყვარდით, შესაძლოა, ამ სიყვარულის კვალი სიღრმეში შეუმჩნევლად გულს კვლავ ატყვია. დღეიდან ნუღარ დაგამწუხრებთ გრძნობა ფარული, თქვენი წუხილი არასოდეს არ მინატრია.
მიყვარდით - გაქრა ყველა სიტყვა, ყველა იმედი. ხან მოკრძალება, ხან ეჭვები მღრღნიდა მზაკვარი; მიყვარდით ნაზად, წრფელზე წრფელად და მეტისმეტად, გისურვებთ - მალე თქვენც გეგემოთ გრძნობა ამგვარი.
ელისაბედ დვალის მიერ ნათარგმნი:
მე თქვენ მიყვარდით
მე თქვენ მიყვარდით, ეს გრძნობა, ვგონებ, სულში ბოლომდე არც მინავლულა, ამიერიდან ნუ შეგაშფოთებთ, ვერ დაგამწუხრებთ, ვტოვებ მალულად.
ჩუმად მიყვარდით, მთლად უიმედოდ, იჭვით თუ კრძალვით რამდენი ვივნე, ჩემსავით წრფელად და ნაზად, ღმერთს ვთხოვ, შეგიყვარებდეთ ერთხელაც ვინმე.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 26.01.2014, 19:52 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ~ალექსანდრ ბლოკი~ ... მე ვუერთდები ჩრდილებს საშინელს
მე ვუერთდები ჩრდილებს საშინელს, შენ ეჭვობ, ფიქრი მიწას შორდება, დღესთან შეხვედრა ისევ გაშინებს და ვერ გრძნობ ღამის მოახლოებას.
ნუ ელი სიტყვებს ზეშთაგონებულს, ვერ მივაღწიე ყრმობის მიზნამდე და მშვიდად ვუცდი, როგორც ორეულს, სიზმარს, რომელსაც მიწა მიმზადებს.
სთქვი, ოცნებებით როგორ ავენთო, ამა სოფლიდან რაღას მოველი? როცა არ გჯერა შენ, ერთადერთო, ამ განწირული საგალობელის.
ერთვის სიბნელე სივრცეს სანატრელს, გაქრა ტკივილი ფიქრის წყალობა, შენ ხარ უკვდავი, მარად ანათებ და არც გაფიქრებს წარმავალობა..........
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 26.01.2014, 21:23 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სუფსარქისს ველი...
ქარის მოტანილს,რადგან ისევ ქარი წაიღებს, სუფსარქისს ველი, რომ მოვა და დროს რომ ამირევს... ფარდას გადახსნის,ცისას, მერე,გაიხალისებს, ქარბორბალების მარშით აშლის ისევ ამინდებს... გამოაღვიძებს მიძინებულს სულში ქარიშხლებს, ვნების სიმძაფრეს თვით ზეცამდე აახარისხებს! და ვიდრე მიწა ისევ აპრილ–გაიმაისებს, მომავლისაკენ წარსული გზას ვეღარ გაიკვლევს! ქარის მოტანილს,რადგან ისევ ქარი წაიღებს, სუფსარქისს ველი, რომ მოვა და დროს რომ ამირევს
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 06.02.2014, 02:07 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...უეცრად ლუკმა გადასცდა თითქოს ყელში და ამოხველებას ნატრობს: ბატონი მოხელე ათამაშებს ხელში ჩემს წითელკანიან პასპორტს. თითქოსდა ზღარბია, თითქოსდა ნაღმია ან სამართებელი მჭრელი, თითქოსდა შხამი ზედ გადმოანთხია, ორმეტრიანია გველი. მზერა მებარგულის საეჭვოდ იელვებს, უფასოდ წაიღებს ამ ბარგს, ჟანდარმი უყურებს გამომძიებელს, გამომძიებელი _ ჟანდარმს. სიფათზე ეტყობა საწყალს სიჟანდარმე, სურვილი თვალების დაკორტნის, რადგანაც მფლობელი გახლავართ მე ნამგალა საბჭოთა პასპორტის. ყელს გამოვაბრდღვნიდი ბიუროკრატიზმს, მე პატივს არ ვცემ მანდატებს. ეშმაკმაც წაიღოს, სულაც არ მწყინს, მთელი ქაღალდები, მაგრამ ეს... და ვიღებ შარვლიდან ჰაერში საქნევად, მსგავსად წითელ დროშის გაშლილის- იკითხეთ, შეგშურდეთ, მე მოქალაქე ვარ დიადი საბჭოთა კავშირის!:)
მაიაკოვსკი
|
|
|
|