საყვარელი პოეტები(თარგმანები) - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
საყვარელი პოეტები(თარგმანები)
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 22:30 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერნესტ ჰემინგუეი რჩევა შვილისთვის არასოდეს ენდო თეთრკანიან,
არასოდეს მოკლა ებრაელი,
არასოდეს მოაწერო ხელი კონტრაქტს,
არასოდეს იქირაო ეკლესიის სკამები.
ნუ წახვალ მოხალისედ ჯარში
და ნუ იყოლიებ ბევრ ცოლს.
არასოდეს დაწერო ჟურნალ-გაზეთებისთვის,
არასოდეს მოიფხანო გამონაყარი.
ფურცლები ყოველთვის სკამზე დააწყვე,
არ დაიჯერო ომების,
იყავი ერთდროულად სუფთა და მოხერხებული,
არ მოიყვანო ცოლად მეძავი.
არასოდეს მოაწყო შანტაჟი,
ნუ გახდები იურისტი,
არასოდეს ენდო გამომცემლობას,
თორემ ჩალაში იცხოვრებ.
ყველა შენი მეგობარი მიგატოვებს,
ყველა შენი მეგობარი მოკვდება,
ასე რომ,იცხოვრე სუფთად და ჯანსაღად
და შეურთდი მათ ზეცაში.
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 23:21 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბევრი თუ მაქვს--მიხარია, მცირე მაქვს და მყოფნის,
თუ სიცოცხლე დამებედა ცრემლისა და ოფლის,
კათხა ლუდით და შოტლანდურ სიმღერების ცეცხლით,
ყველა ჭმუნვას გავიქარვებ, ბედის ბრუნვას შევცვლი.
რას მიქვია მწუხარებით თავდახრილი კაცი,
ეს სიცოცხლე ბრძოლაა და ბრძოლა გვმართებს მკაცრი.
თუკი რამე გამაჩნია სიმდიდრე და განძი,
ხალისი და უნარია სიხარულის განცდის.
მხოლოდ თავისუფლებაა ქვეყნად ჩემი ღმერთი,
აბა, მეფემ გაბედოს და ხელი მახლოს, ერთი!
თორმეტი თვის სატანჯველი რომ მერგუნოს ბედით,
ერთ ღამეში მოვიშუშებ მეგობრების გვერდით.
ან რა მოსაგონარია ოღრო-ჩოღრო გზები,
როცა აღმართს აათავებ და მაღლობზ დგები.
მიჩანჩალებს ბრუციანი და ბეხრეკი ბედი
ფეხზე რომ დგას, ისიც კარგი, რა მოვთხოვო მეტი.
დარდი მოაქვს, თუ ხალისი, სიამე თუ სენი,
ვეუბნები;- "კეთილ იყოს მობრძანება შენი!"-
რობერტ ბერნსი
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 21:07 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ახალი სონეტი
ქმრად არ გინდივარ, მაშ მაჩუქე საბრალოს დობა
და შემიხორცე, შემიხორცე ეს ერთი წყლული.
შავ ჰორიზონტში მეპარება ახალგაზრდობა
და სიყმაწვილე, უშენობით ას ჯერ მოკლული.
სუსტ რითმთა შორის მე გეხები, ვით მერცხალს ქორი
და სიტყვებს ვლოკავ, როგორც ნაწნავს უმწეო ტილი.
ეგება შემრჩეს უსიცოცხლო ტუჩზე ამბორი,
ამბორი ნაზი, სატრფიალო და გულახდილი?
აჰა ეს ლექსიც, ამ სტრიკონებს შენ გიძღვნი მხოლოდ
და შენ აწვალებ ჩემი გულის უწყინარ ამურს.
ვით მუსიკოსი, გულდაწყვეტით ისვრის სალამურს
გავისვრი კალამს და დავარღვევ მგოსნურ პირობას;
რაღად მომინდა დონკიხოტსა დღეს შეკსპირობა
და შენს სარკმელთან პოეტურ ხმით ნამღერი სოლო?
ს. ციბულსკი
 
nukriaДата: ორ, 26.05.2014, 01:54 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ასე ო, ვინ გაიღებს თავის სულს უხმოდ,
როგორც პოეტი – კეთილი ნებით?!
შენს სიყვარულს რომ ამაოდ უხმობს
და უპასუხო იწვება ვნებით! როგორ იღვრება ცრემლად ის!.. როგორ
ამ უსასრულოს ნებდება ლოდინს!
შენით ენთება თვალები მხოლოდ,
მხოლოდ შენდამი ევსება გრძნობით! როგორ დაენთო პოეტის სულში
ეს ღვთაებრივი ნათელი განცდა?!..
როგორ აძგერდა ხელახლა გული,
როგორ იფეთქა ხელახლა ნატვრამ?!.. თუმცა ცდილობდნენ, გაებათ ქსელში,
ლამაზმანები - ამაოდ!.. ცდიდა
ამპარტავნებაც დიდებით!.. ვერცხლიც
მას ვერ ხიბლავდა ამ ქვეყნის დიდად! არ ეწაფოდა ის ლამაზ ნაკვთებს
და არც ფარჩებში დამალულ მკლავებს!
სულიერებით – ღამეებ ნათევს –
შენ მის დატანჯულს ავსებდი თვალებს! ამ სიყვარულით ყმაწვილურ ბედის –
უდარდელობის იხსენი წლები
და განთიადი ახალი ქვეყნის –
შორს მიმავალი დაუნთე გზები! ცისკრის გაბრწყინდა ვარსკვლავი! მისგან
შთაგონებულმა შეწყვიტა მოთქმა
მან, და მის გულში სიმღერა იშვა,
როგორც ფოთოლთა მწუხარე შფოთვა! მისი ჰანგები აღებენ ოდენ
შეყვარებულთა გულების კარებს!
და ეს სიმღერა მას შემდეგ მოსდევს –
შენზე უამბობს ნემანის ტალღებს! ამ ჭირვეული ასულის ერთგულს,
ნეტავ რა ბედი მოელის პოეტს?!..
შენთვის დაშრეტილს ამ ქვეყნად ერთ გულს
თუ გაიხსენებ,
მამულო, ოდეს?!.. მაირონისი (იონას მაჩულისი, 1862-1932) - „გაზაფხულის ხმები“,1895
თარგმანი გია კევლიშვილის
 
nukriaДата: შაბ, 31.05.2014, 14:17 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაია ანჯელოუ ფენომენალური ქალი რეზო გეთიაშვილის თარგმანი მისმინე ლამაზმანო, საიდან საიდუმლო ჩვენში,
ან სახე სადედოფლო, ან ტანი სამოდელო – ვინ თქვა,
ეს შარმი უცნაური, ეს ჩემი უჩვეულო ეშხი
ისეთი უბრალოა, ისეთი, ორი-სამი სიტყვა:
სუროსავით ტანზე შემოხვევაში,
ნელი რხევით გავლა-გამოვლაშია,
ბაგეებით ჩამოკრეფილ მტევანში,
აი, მთელი საიდუმლო რაშია -
ეს ფენომენია ქალური,
ქალი ვარ ფენომენალური. კაცები (ოთახშიც კი ისეთმა გავიარე ამ წამს,
რომ ფეხზე ადგომად და მუხლებზე დადგომადაც ღირდა)
ფუტკრებად მეხვევიან, თუმცა მე ბზუილისა არ მწამს
და ჩემი საიდუმლო აქამდეც არაერთხელ მითქვამს:
სიხარულით, ფეხებს რომ ეუფლებათ,
ცეცხლითაა, თვალებში რომ მინთია,
ტუჩებს ვხსნი და ელვა გესაუბრებათ,
აი, განსაკუთრებული რითი ვარ -
ეს ფენომენია ქალური,
ქალი ვარ ფენომენალური. თუ ვინმეს მოვწონვარ და ამ ამბის თვითონაც კი უკვირს,
თუ ვინმემ ვერ გაიგო, რა ვთქვი და რაც ჯერ გულში მიდევს,
ვინც ჩემი იდუმალი სამყაროს წარმოდგენას უკვე
ათასჯერ შეეცადა და მაინც – ვერაფერი, კიდევ
ერთხელ ვეტყვი: ატეხილი მკერდიდან,
გრაციიდან, მორევში რომ ჩაგიტანს,
ღიმილიდან – ათასიდან ერთიდან,
აი, ჩემი სილამაზე საიდან -
ეს ფენომენია ქალური,
ქალი ვარ ფენომენალური. ახლა ამ სიამაყის მიზეზსაც მიხვდებოდით, ვფიქრობ,
თუ რატომ არ ვკაპასობ, რატომ ვარ ხმადაბალი, ამ დროს
ყელსაც თუ მოვიღერებ, თქვენც უნდა სიამაყე იგრძნოთ,
ამასაც, რა თქმა უნდა, ისევ თქვენს საამაყოდ ვამბობ:
ქუსლის ხმაა, გზაც ხომ მისი ნებაა,
თმის შეკვრაა, სუნთქვის შეკვრისნაირი
თითებია, მათი მოფერებაა,
აი, ჩემი საიდუმლო რა არის -
ეს ფენომენია ქალური,
ქალი ვარ ფენომენალური.
 
nukriaДата: შაბ, 31.05.2014, 19:24 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეცდომები დავუშვი.
რაინერ მარია რილკე
ერთ სურათში ერთ სურათში ყველა როგორ იკრიბება...
გვიპყრობს გაოცება, ვიტყვით: ასეც ხდება.
და გვაგუებს მასთან ჟამთა მდინარება,
თუმცა, რაიც გვხიბლავს, უხილავი რჩება. ნუ იდარდებ, თვალს თუ რამე დააკლდება,
გული განვლილ გზაზე მეტსაც გადასწვდება,
საკუთარი ხმის რომ გესმის ამაღლება,
გალობაა ზეცის, ვარსკვლავთ აწკრინება. Ins Bild gerückt Wie ist doch alles weit ins Bild gerückt.
Wir staunens an und nennen es: das Wahre.
Und wandeln uns mit ihm im Gang der Jahre.
Und doch ist unsichtbar, was uns entzückt. Drum sorge nicht, ob du etwas verlörst.
Das Herz reicht weiter als die letzte Ferne.
Wenn du die eigne Stimme steigen hörst,
so singt die Welt, so klingen deine Sterne.
 
nukriaДата: ორ, 02.06.2014, 10:36 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თარგმანი აზერბაიჯანულიდან
სელიმ ბაბულლაოღლი
საპასუხო წერილი იმ ქალს ამდენი ხნის შემდეგ რომ ფოტო გამომიგზავნე,
სურათს ვით შეუძლია ნეტავ თავის მართლება,
თუმცა ალბათ დუმილით საუბარი ისწავლე,
თან გიხდება ჭაღარის თმაში გამონათება. მე კი გულში ვინახავ იმ ღალატის ნაკუწებს
მას ამ ლტოლვის დაშრობა დიდხანს არ უნანია,
ერთად ყოფნის ბოლო დღე ხსოვნას აღარ აწუხებს,
ბინდი გადაეფარა უკვე კარგა ხანია. მე ასაკმა მომტეხა, აღარც შენ ხარ ჯეელი,
უკვე ვეღარ გიფარავს ყელსაბამი ნაოჭებს,
ალბათ ახლა მარტო ხარ, სტუმრად არვის მოელი
და შენი სინარნარეც აღარავის აოცებს. ის აღარ ვართ, რაც უწინ, ჰოდა, რაღა მოგწერო,
პირი გაგვიმურია მიმქრალ ლტოლვის ნაცარში,
და სარკეში ნანახი თუ აღარ მოგეწონა,
იმით მაინც გამხნევდი, რომ ცოცხალი გადარჩი. პატარა ქალაქებში ადვილია ცხოვრება,
კლუბი, სამი დუქანი, მოედანი, საძვალე,
თუმც მთავარი სხვა არი, ყველა ნასაუბრები
მალე ჭორად იქცევა, შუკებს მოიწანწალებს. როცა გალევ სამზეოს, მაშინ მოვა ტიელი
ბედი, და შენც მიიღებ, სტუმარი ხომ ღვთის არი.
მზესუმზირის კნაწუნით მთვარე ათვალიერე,
შენი მაჯნუნისათვის ბოლო ამოიცანი. იმედებში არ ფლანგო დარჩენილი დღენი და
ლოცვა არ მიატოვო, უფალს ეცი თაყვანი.
გახსენების უნარი გამოფერთხე შენიდან...
ახლა გტოვებ, ბავშვი მყავს სკოლიდან მოსაყვანი. Həmin qadına məktub Mənə şəkil göndərdin uzun illərdən sonra,
bəraətçün şəkillər görən, nə deməliydi?
Hə, elədi, sükutda gizlənib bütün sözlər.
Gözəldi saçında ağ - iztirabın sancağı. Mənimsə köksümdədi xəyanət qəlpələri.
Şəhvətin köynəyini təəssüf yeli qurudub.
Birlikdə son günümüz, yəni, o şəkil, əda
keçmisin yaddaşında indi çoxdan soluxub. İndi mən çox düşmüşəm, sən də cavan deyilsən.
Qırışları gizlətmir boynundakı yaylığın.
Tənhasan, yeməyini yəqin yavan yeyirsən.
Gövdəni gəzdirəndə büdrəyir ayaqların. O adamlar deyilik, bir də nə yazım,axı?
Ehtirasın külündə qaralar üz-gözümüz.
Güzgüdə təskinliyin gözəlliyin deyilsə,
heç olmasa dadına yetişsin diriliyin. Balaca şəhərlərin çox rahat dünyası var:
üç-dükan, meydança, klub və qəbristanlıq.
Amma əsas bu deyil, orda bütün söhbətlər
dünyanın özü qədər yaman çəkər adamı. Ömür harda yaşansa tale orda qonaqdı.
Qonağısa qovmazlar, bir də adət var axı.
Axşamları tum çırtla, pəncərədən Aya bax,
Leylanın Məcnununda son hərf üçün baş sındır. Ümidlər ilə yama sabahın cübbəsini.
Dualardan bərk yapış, təkcə özün üçün yox.
Xatirə güvəsini təmizlə üst-başından.
İndiysə getməliyəm, oğlum məktəbdən çıxır.
 
nukriaДата: ხუთ, 05.06.2014, 17:48 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს რა მომდის?! - ვერ გავიგე, რა ხდება...
დღეს ჩემს გულში რაღაც შვება სახლდება.. ჩემს თვალებში, მინდა, სიბრძნე ჩანდეს და
ვინც ჩამხედავს, სიყვარული დახვდება. ვაგლახ, ჯერაც მიწის ბინადარი ვარ,
მაგრამ ზეცაც ჩემი ბინა გახდება. ჩემი სული მიწიდან სჭვრეტს სატრფოს და
მალე ცაში ყოფნის ნატვრაც ახდება. და თუ ტატნობს შეეპარა წყვდიადი,
ჩემი ტრფობის შუქით გაჩირაღნდება. ჩემი მკერდის კოცონით და ალებით
ქვის მკერდშიაც, ვხედავ, ცეცხლი ჩაღდება. ჩემი სატრფოს ხიბლითა და სილაღით,
ჩემს ბაგეზეც სიტკბოება ლაღდება. თავრიზის მზის სულის ასამაღლებლად,
ეს სამყარო თავად ჩემში მაღლდება.ჯალალ ედ-დინ რუმი
 
nukriaДата: შაბ, 07.06.2014, 21:29 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაღლილი გემი კვეთავდა ნისლებს
ეხეთქებოდა ტალღები კიჩოს
ცხოვრება ხშირად მორევში გვითრევს
ჩათრევას მაინც ჩაყოლა გვიჯობს..
(ბადიშ ხურსილი)

თუკი არ გყოფნის ძალა,
რომ დაამარცხო მტერი,
გეყოს სიმტკიცე სულის,
არ შეიცვალო ფერი.
ჩაყოლა მდინარებისა,
განა ყოველთვის ამართლებს?
მორევში ბევრი მღვრიეა,
წყვდიადი ბოროტს იფარებს.
ზღვა ღელავს, ქარი ბობოქრობს,
მენავეები ყვირიან,
ტალღებს ყვირილი არ ესმით,
არც შებრალება იციან,
სულ-გაუტეხი სიმტკიცე,
ოდენ რა მძიმე ტვირთია,
ლელოს გამტანი ბოლომდე,
გამარჯვებული გმირია!
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 15:05 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ არ მყავდეს მეგობარი სანუკვარი,

იქნებოდა, ხალხო, ჩემი შრომა ფუჭი!

ყველა ჩემი განცდა - გულთან საუბარი,

ყველა ჩემი საუბარი - ყრუ და მუნჯი.
---
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
 
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость