გალაკტიონ ტაბიძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გალაკტიონ ტაბიძე
nukriaДата: შაბ, 22.03.2014, 15:19 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!

მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება

მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ

გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,

მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი

მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,

ყველაფერში შუქით შემობურვილი:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,

მე მოვკვდები - როგორც პოეტს შეჰფერის,

სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
 
nukriaДата: კვ, 20.04.2014, 16:12 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,

თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი.

და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,

მე თბილისი ავირჩიე ბებერი.

მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა.

მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა.

მანდილი ჩანს ისევ იმ მანდილადა,

შხამსაც შევსვამ შენგნით მოწვდილ სასმითა.
 
nukriaДата: პარ, 25.04.2014, 13:56 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა საოცარი დასრულდა წლები!
მეფეთა წყება გაქრა, ვით ლანდი,
მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს,
ნიკოლოოზი და ფერდინანდი.

მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა,
სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი:
იმ მრისხანე წელს პოეტი-მეფე -
გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი,

ჰანგების მეფე - დიდი სენ-სანსი
და დირიჟორი ნიკიში მძლავრი...
ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი,
მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,

რომ გამომევლო ჯერარსმენილი
ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა .
და მომეტანა საქართველოში
სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა!
 
nukriaДата: შაბ, 26.04.2014, 17:58 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

ორ ზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია ,აკაკი,
ვაჟა....
 
nukriaДата: ხუთ, 01.05.2014, 11:23 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები, ყვითელი...
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში - შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა
"უმანკო ჩასახვის" სავანეს:
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!
დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები...
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები...
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
და ვიცი ღელვათა საგანი,
როდესაც ღამეა უკუნი,
და ჩემი მდუმარე საკანი
და ცეცხლის მფარველი გუგუნი -
ერთგვარად მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გაზელებს - მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს - სასახლის მდივანი.
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 11:12 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი.
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 11:14 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღე,დღეს მისდევს და
ჩემთან შენს მოსვლის წუთებს ვღალატობ,,
დრომ,დაფერფლილი
მოგონებებით შორს წამიყვანა.
ახლადნაშობი
თბილი ლეკვივით
თბილ მკერდს ნაჩვევი,
თვალგაუხელელ
უმწეოსავით ხელთ ამიყვანა.
ჭიგოშეუმდგარ
ლობიოსავით მიწად მარწია,
მსუბუქი რწევით
მარტოობისკენ ღრმად შემიყვანა.
გაჭირდა დახსნა,
ღრმა ჭაობიდან თავის დაღწევა,
დრომ.უშენობამ,
როგორც შენ ერთ დროს,მე შემიყვარა.
გზადაგზა ვსრუტავ წარსულს
და ვავსებ სულის კიდობანს,
მარტოობიდან,ვნატრობ
,,-ერთხელ,რომ შორს გამიყვანა'',
უშენოდ წელი,
დღე,ღამე,წუთი მიდის,მიცურავს,
დრომ,
დაფერფლილი მოგონებებით თან წამიყვანა.
/ნათია ფრანგიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 22.06.2014, 21:59 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული…
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
1915წ.


Сообщение отредактировал nukria - კვ, 22.06.2014, 22:01
 
nukriaДата: ორ, 23.06.2014, 04:14 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყნარი სევდა მეწვევა, წამიღებს სიმთა ჟღერა,
ნისლით გამოერკვევა ჩემი გულის სიმღერა.
როდი მიყვარს გულისთქმა , თუ ნაღველს არ ერევა ,
ათას ხმაში ჩემი ხმა ამ ხმამ განაცალკევა.
როდი მიყვარს გულისთქმა , თუ გულმავე არ ჰპოვა,
ათას ხმაში ჩემი ხმა ამ ხმამ განამარტოვა ...
 
nukriaДата: ორ, 23.06.2014, 04:16 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„ეს ოცნება არის ჭრელი ფიქრი ბნელი ღამისა, აღარ არის მენესტრელი უნაზესი დამისა. იყო ირგვლივ ზიანება და ყორნების ჩხავილი, თოვლმა სილას მიანება ნოვალისის ყვავილი. მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ, ოცნება ნუ გშორდება, ყოველივე იგი ისევ ისე განმეორდება”
 
ძებნა:

მოგესალმები Гость