გალაკტიონ ტაბიძე
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:03 | Сообщение # 71 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვილანელი
ყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების თენება, კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია, ყოველივე ქარია და ჩვენება. ყოველივე მერნის გადაჭენება ნათქვამია, როგორც ძველი არია... მარადია, ერთადერთი: შვენება. ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია, ყველაფერი ქარია და ჩვენება. ყოველივე: ცხედრის გამოსვენება მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია, მარადია ერთადერთი: შვენება. სამუდამო ძილი და მოსვენება როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა... ყველაფერი ქარია და ჩვენება, მარადია ერთადერთი: შვენება.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:04 | Сообщение # 72 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * *
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა და ყვავილები გიიადონა. შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო. იდუმალია ჩვენი სერობა და ღამეების ალმაცერობა, რომ ოცნებები ცეცხლით გალესო, სულო, იმ ცეცხ;ზე უმხურვალესო. დღეთა სინაზესედება კორძი... ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი და იდუმალი ლოცვა ბაგისა, სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო. ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი - ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი, აელვარდება ცაზე ოდესმე, სულო, დემონზე უბოროტესო!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:05 | Сообщение # 73 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს გრიგალია სიახლის
ფანჯარას ტოტებს მიახლის,
მთვარეს მიართმევს ზიანებს,
ეს გრიგალია სისხლის,
მზე რომ არ დააგვიანებს.
მე სიხარული მემოსა
და გაზაფხულის ოცნება,
ხიბლავდა გარეშემოსა
მინდვრების გადასონება.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:05 | Сообщение # 74 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები
მიასმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები,
მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა,
წამომყვა ზვირტის მშფოთვარება და მზეთს დნობა,
თავს არასოდეს ის ეარ ვგრძნობ, ვით გრძნობენ სხვები,
მე განვიცადე ოკეანე, შორი ყინული
მათი სიმშვიდე, მათი ვრცელი აურზაური,
ისევ სამშობლოშიც აღტაცებას ვგრძობ მეზღვაური,
ისევ სიმშვიდის სიხარულით შემორკინული.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:06 | Сообщение # 75 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბინდი ღამისა გაჰქრა
ბინდი ღამისა გაჰქრა,
ვით მოჩვენება მკრთალი,
აღმოსავლეთში გაჰკრა
ყინვებს სხივების ალი.
ხავერდოვანი მდელო
ხავერდოვანი მთები
გატანილია ლელო
და აღტაცებით ვთვრები.
ო, რანაირად ერთო
სულს გატაცებით ქროლა,
მადლობელი ვარ, ღმერთო,
რომ განვიცადე ბრძოლა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:06 | Сообщение # 76 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორც სიზმარი
კვლავ მომაშუქებს მზე სიმტკიცეს დს დარიგებას,
ბოლო არა აქვს ოცნებათ დენას,
მე კარგად ვიცი, ვერ ახერხებს სითყვის მიგებას
ჩემი წარსულის მჭერმეტყველ ენას.
იყო ცხოვრება შხამიანი და მოსისხარი,
ღამეა იგი თუ დღე ცისმარე.
წელიწადთ რიგი საშინელი და საზიზღარი
გადვიდა, როგორც ავი სიზმარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:07 | Сообщение # 77 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დგება თეთრი დღეები
დგება თეთრი დღეები, რიდეების სეზონი; გაჩნდნენ ორხიდეები ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმანებით, ლურჯო მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია და ქაოსის მხატვარი, სადაც ვეღარ თბებიან ფრთები ნამკათათვარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:07 | Сообщение # 78 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს მშობლიური ქარია
I
შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, აიმართნენ კოშკები ცისა და ნესტანისა. გახსოვს? ტოტი ქარისა აქანებდა მთვარესა... �ნეტა ახლა სადა ხარ და რომელსა მხარესა�. მგლოვიარე ბინდებით იბურება ყვარელი, ვაზით და სიმინდებით მიდის გზა საყვარელი: ჩანს შორეულ ჩრდილების კიდეებზე მონთება და ომგადახდილების ოხვრა მომაგონდება. შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, ეცემიან კოშკები ცისა და ნესტანისა.
II
ეს მშობლიური ქარია. ეს სოფელია მძინარე. არ ვიცი, რად მიხარია: ვაზი, ყანები, მდინარე. დღემ ნისლი შემოიხვია, გზაც სიარულმა დალია, ის - ძველისძველი ციხეა, იქ კიდევ წინანდალია. წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას - ვაშლი წითელი. როგორ რთავს, როგორ აშენებს აკიდოების მკიდელი. იქ ტყეა მთვარით ქსოვილი, ვით ლოენგრინეს სიზმრი, ლაჟვარდით გადათოვილი და ვერცხლით ნათილისმარი.
III
შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა, სიზმარს აბარია ველი შენაფერი... ახლა ყველაფერი ოქროს ზღაპარია. არც ხმა, არც ჩურჩული, ბინა - მინაგნები, თვალებდალურჯული თრთიან იალქნები. ძილი მეგონება: უცებ ქაოსიდან მთვარემ ამოზიდა ლურჯი მოგონება.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:07 | Сообщение # 79 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ ეფემერა
რა ამოძრავებს კიპარისის ტანს, ჩუმი შრიალი საიდან არი? ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს: მაინც მწვერვალებს ედება ქარი.
დუმილი გახდა ვიწრო გალია, დაუძინარი და უჩინარი, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია, მარად და მარად ტყდება ჩინარი.
როგორც ჩინარი - ისე პოეტი, მისთვის სიმაღლე არის წამება, არა ღიმილით და ალოეთი დაჰფარავს მტერთა ცილისწამება.
ის - მაღალია, დიდია მაინც! მისთვის მოისმის ზარების ზარი: ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს, მაინც მწვერვალებს ედება ქარი.
პოეტს მაისის სიზმრების ხილვით ესარკებოდა პარიზის რკალი, მაგრამ უეცრად ქარტეხილივით მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.
დემონიური არევ-დარევით ყოველი მხრიდან ავარდა ალი. სულში დაჰქროდა ქალი ქარივით და შეშლილივით ჰკიოდა ქალი.
ჰო, ლელიანი მაშინ დაქანდა, ვით მწვერვალიდან მერანი მალი. კუბო მიჰქონდათ, არვინ არ სჩანდა და არ ტიროდა არც ერთი ქალი.
ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია! მიეცით წარსულს ელვა ან ხმალი, რომ ამოკვეთოს ეპიტაფია: �მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი�.
და პაგანინიც... ორგიის ბადეს... მაესტრო თასით გადაჰკრავს ღვინოს, ესტრადა ნათელ იმედად ბადებს აშლილ ვოლტორნებს და პიანინოს.
ის დანდობილი იღებს ჭიანურს და სასახლეებს ჰაერში მოდებს, რომ მხარეები შეაჭიანოს და ლეგენდები შორით ისმოდეს.
არა! არაა იმედი სიმად, ქალნი ლანდობენ თლილი თითებით, სიმებთან ერთად ატირებს იმათ თვალების ნაზი ქრიზოლიტებით,
მათ მეოცნებეს რომ ვარდი არგეს, ის ნებას აძლევს სულს ითარეშოს, არ ხედავს ახლო გაბზარულ სარკეს და უიმედო საპირფარეშოს.
როცა ქარხნები ისვრიან დორბლებს, ვერჰარნი, დროის ახალი დანტე, თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს, გიგანტი ცეცხლით მოანდამატე.
და ტრიალებენ ბორბლები ჩქარა და, ინთქებიან ორთქლში გვერდებით. ვერჰარნ! გაისმის მათი ხარხარი, ნუთუ არასდროს არ შევჩერდებით?
დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა! ის ითხოვს პასუხს, როგორც მკვლელობა, და სასტიკია, როგორც გეენა, მისი სისწრაფის ულმობელობა.
და ახრჩობს თავის ცხელი თითებით მასვე, ვინც იმას სული შთაბერა, მოჰკლეს ვერჰარნი! მაგრამ დიდებით მას მოიგონებს ბედის სხვა წერა.
და დოსტოევსკიც... მას თითქო ასჯერ ნისლიან ღამით, ნისლიან ღამით, მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასცა და ის ელოდა წამითი-წამით
ჯალათს შემოსულს ციხეში წყნარად. რაღაც ამაზე ღრმა, უფრო მეტი, გაუშუქებლად დარჩება მარად - ასეთი არის მისი პორტრეტი.
იგი არ სინჯავს გამომხსნელ საჭეს, ეფინებოდა რა სახეს ჩრდილი. სიკვდილით დასჯა მას მიუსაჯეს, ვინ იგლოვოს ის! რაა სიკვდილი!
ეშაფოტიდან უყურებს შორს პანს დღემდე თვალების გამხდარი რეტი. ასეთი არის მისი პორტრეტი... ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 23:08 | Сообщение # 80 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კახეთის მთვარე
ცა ვარსკვლავების ჭიქით გადაფარული არის, აი, ტყეების იქით მოჩანს ბუნაგი მთვარის.
ჩვენ მივდიოდით მთაში, ვერხვი ღელავდა კოხტა. სულ დაგავიწყდა მაშინ, რაც წინაღამით მოხდა.
გრძნობა, პირველი თემა... გრძნობა პირველი დღისით, მოგონებები ჩემი, მოგონებები სხვისი
გრძნობა, ცხოვრება ზღვაა... გრძნობა, იცვლება მხარე, მთვარე კახეთში სხვაა, სხვაა თბილისში მთვარე.
|
|
|
|