ბერეთელი ნუკრი - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ბერეთელი ნუკრი
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 23:15 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია.
ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს.
ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია_
ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს.

ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს,
ისე, ცივად უპრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის.
ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?!
წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი.

გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია,
რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის.
მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან_
აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი.

ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია.
ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?..
აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან,
ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა!

საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება,
ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის.
ვის_ ათონი, სხვას_ პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება,
ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 23:26 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე არ მოვმკვდარვარ გარდავიცვალე, უსასრულობის შევცურე ზღვაში, მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე, დედამიწიდან გავფრინდი ცაში. მე არ მოვმკვდარვარ გარდავიცვალე, ვიცი დაგწყვიტეთ უამრავს გული, მაგრამ მე მხოლოდ სახე ვიცვალე, თქვენში ჩავტოვე მე ჩემი სული
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 00:31 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს,
კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები,
ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე,
მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების...

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს;
მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან
და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს.

ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას,
მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი;
ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია
და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ!

ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს,
ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს,
უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე",
დედის რძესავით- ამ სიმღერებს- სულ სხვა მადლი აქვთ.

დღეს თბილისიდან ბათუმამდე ფრენით მიდიან...
თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის...
თუ შენ ვერ ხედავ, ან, ხედავ და ფეხზე გკიდია,
ამ ჩემს მტკივან გულს დაუჯერე, მხრამდე რომ მეწვის:
ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
(ღმერთმა ნუ ქნას, რომ ხვალ ამ სტროფებს დაედოს ფასი!)
ისე იმღერე, წინაპარი როგორც მღეროდა
და ვაზისძირა-დაღვლარჭნილი ბილიკით გასწი!!!
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 00:38 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო
თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა
ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ
უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა.
და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი
კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ.
ვმშვიდდები - დროებით...
და ჭრელი ნაჭრებით დახუნძლულ ხესთან ვარ:
ალიხე, მალიხე, სალიხე... ალიხე...

და ღმერთმა შეგინდოს!
დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა
ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს.
სიბნელე...
სიბნელე!
სიბნელე!!!
იქნება
სულშიდაც გათენდეს,
ოდესმე მოხვიდე
იქნება!
და თვალებს ლეკვივით ამიხელს
მაგ ცხელი ტუჩების შეხება.
ხომ ხედავ, - მე გნატრობ:
ალიხე, მალიხე, სალიხე...
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 00:50 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მორჩა! მივდივარ. ამ დილიდან შენ ვეღარ მნახავ.
მოგონებები ალაგ-ალაგ აწვიმს რუსთაველს...
თენდება. მთებში მზემ კბილივით ამოჭრა ახლა.
(გამთენიისას კორპუსები თვალებს ხუჭავენ.)
სანთლის კუბოთი მთაწმინდაზე ჩემს იმედს ვმარხავ
და ჭრიჭინები მოკრძალებით დიდ მარშს უკრავენ.

მთვარე_ავადმყოფი თანდათან ფითრდება,
მტკვარზე თოლიებმა ატეხეს წიოკი.
ჩემზე რა ხანია აღარ გეფიქრება,
ვერ გადავამწვანე ველები ხრიოკი;

ვერ მოვინადირე ათასთა სამიზნე
გული და ხომ ხედავ, ბედს ასე დავნებდი...
ეს ბეწვის ხიდი კი როდემდე გამიძლებს?
არადა, ბოლოშიც რომ ვეღარ გავედი?!

როდესმე ხომ უნდა მივიდე ფინიშთან,
რომ ხელის გულებით შეეხონ წამწამებს.
როდესმე უფსკრულთან ხომ უნდა მიმიშვან,
რომ ფრენა ვასწავლო ამ სხეულს, ნაწამებს;

რომ დაკბნენ ორბები დაღლილი თვალებით
და მარცხნივ გაღეღონ ყორნებმაც საკინძე,
ეს ლექსიც თუ მოვრჩი, აღარ მაქვს ვალები,_
უწინ რომ დაგპირდი, ის ლექსიც ავკინძე:

მორჩა! მივდივარ. ამ დილიდან შენ ვეღარ მნახავ.
მოგონებები ალაგ-ალაგ აწვიმს რუსთაველს...
თენდება. მთებში მზემ კბილივით ამოჭრა ახლა.
(გამთენიისას კორპუსები თვალებს ხუჭავენ.)
სანთლის კუბოთი მთაწმინდაზე ჩემს იმედს ვმარხავ
და ჭრიჭინები მოკრძალებით დიდ მარშს უკრავენ.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 00:51 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა მონატრებამ ისე დამიარა,
(რა ვქნა, შენი ნახვა ამ გულს თუ არ ყოფნის?!)
რომ ის წამი არა, რომ ის წამი არა,
რომ ის წამი არა _ შენი უარყოფის_
ფეხით მოვიდოდი... შენივ კოშკებიდან,
თეთრი კოშკებიდან მზის სხივს დაგიჭერდი
ხელით. გაზაფხულებს მარტი მოდენიდა,
სახრით მოდენიდა. მე კი გავიჭედე...
ყურით მოთრეული, ყალბი ამპლუიდან
ვეღარ ამოვძვერი, ლიქნით მომადუნეს.
ვინც რა დაიჩემა, ყველას გაუვიდა...
ყავლი გაუვიდა ჩემს ფრთებს მოხატულებს
შენი ზურმუხტებით სავსე პალიტრიდან.
მოდი, ღიმილები გულზე დამაბნიე,
სანამ ფრთახატულა ჩიტი გამიფრინდა,
(მაჯებდამტვრეული, ძველი აივნიდან)
სანამ სიყვარულის ჩიტი გამიფრინდა,
სანამ ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე,_
მოდი!..
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 15:01 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი უშენობა აღარ შეიძლება,
ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ,
ორი ნაბიჯი და ალბათ შევიშლები...
მზეო, არ ვყოფილვარ ისე იღბლიანი,
შენ რომ ბავშვობაში ასე მარწმუნებდი,
დილით ფიჭვის წვერზე როცა მოგწყვეტდი და
ქულა წიწილივით პეშვზე გარწყულებდი,
როცა მოდიოდი დედის ლოცვებიდან...
ახლა უმძრახად ვარ თვითონ სიკვდილთანაც,
ისე მოვაბეზრე თავი მონატრებით,
სანამ მოიცლიდეს, ჩემო სიფრიფანა,
სანამ სამუდამოდ მართლა მოგაკლდები,
მოდი, თვალდახუჭულს თვალი ამიხილე,
ვნების შემომინთე ძვლებზე კოცონები,
ისევ ამიშარე, ისევ ამიხირე,
მთებში გადამალე მერე მოწონების
თეთრი ბურუსები. ბოლო კოცნის გემო_
არც კი შევიმჩნიოთ_თვალს რომ გვიწყლიანებს.
მერე ღრუბლებისკენ გავუყვები, ჩემო,
ასე უშენო და ასე სიცხიანი.
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 15:03 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ოქტომბრის ღამესთან ვწევარ
და უშენობა ატანს ძვალ-რბილში.
ხვალ მოვალ ფერად ფოთლების წყებად,
(ფოთლად მოსვლასაც ხომ ვერ დამიშლი!)
და შენი სახლის გარშემო დავცემ _
დამპყრობელივით _ უთვალავ კარავს
და ალყად მომდგარს თვალები გამცემს
და მოგთხოვ ჩემი გრძნობების ღალას.
შენ კი ამაყად გადმივლი გულზე,
ეზოს კუთხესთან მიგიყვანს მზერა
და ძველი ცოცხით ამკინძავ უცებ,
სულ ფურცელ-ფურცელ,სულ ჭრულა-ჭრელა.
მე _ ცაში კვამლის ქულებად აჭრილს
და შენ, რომ ერთი ზეცა გხურავდეს,
გავხდები (ტირი?!) ცოცხალი ჯაჭვი,
მაგ ძველი ჭიდან მამის სულამდე...
საღამოს ქარი გამფანტავს ნაცრად,
ვერც ყელს შევეხე, ვერც ბაგეს მოვწვდი
და ნათლიასთან მაგ ყელის ნაცვლად
შენი ბავშვობის ნატერფალს ვკოცნი...
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:01 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ახლა ისე შორს იყურები,
რომ ვერ შემამჩნიო, სულ არ მიკვირს.
სხედან ანტენაზე ბეღურები,
ჰგვანან დაშინებულ ჟურნალისტებს...

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებმორყეული აივნიდან.
თმაში ჩაბნეული სინგურები
ხელის შეხებაზე გაირინდნენ...

იქნებ დარდებისგან დავიცალოთ,
წამყე გოჩგოჩანა მდინარესთან,
ჩრდილში ოცნებები გაგიცვალო,
მერე გაგეპარო მძინარეს და

მინდვრად გაძებნინო სიყვარული,
იქვე დამალულმა_ჭრიჭინებთან,
შიში, ხმის ქვიტკირში შეპარული
როცა თვალებიდან იჭყიტება,

უნდა მივუხურო დარაბები,
(ცოტა დამიმდუღრავს ხელისგულებს...)
მერე თვალდახუჭულს ქარაფები_
საგულდაგულოდ რომ შევიგულე,

უნდა აგატარო დაისამდე...
მზეს აქ არაფერი დარჩენია,
მე კი უშენობით დავისაჯე!
იცი, უშენობა სასჯელია!

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებდამტვრეული აივნიდან.
ნახე, - დატუქსული ბეღურები
სულ სხვა ანტენაზე გადაფრინდნენ...
 
nukriaДата: კვ, 29.05.2016, 16:15 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამდენჯერ გთხოვე: ბრმა თვალებში მიყურებ ნუღარ!
მე ჰორიზონტზე გამომიბეს მზერა ნოტიო.
ნუ დამიტოვებ მაგ სლიპინა, გლუვ სიტყვას_ "ვწუხვარ",
ჩემთვის, უბრალოდ, ყველა ფერი შვიდი ნოტია,

და ისე ვდუმვარ, იოგებზე ამომდის ხავსი,
და საკუბოვე, ბერწ ხესავით ვდგავარ და ვხმები,
და სხეული მაქვს მირიადი ჭინჭველით სავსე,
და სიმძიმისგან დამტვრეული მაყრია მხრები.

ამ არსებობას რა დავარქვა, იქნებ მირჩიო,
ჩაწვა, შედედდა ჰაერი და სუნთქვაც კი მიჭირს...
ლაღად სიკვდილი ახლა ნაღდად დიდი ნიჭია,
ბოლო აკორდის ასაღები, ძვირფასი ნიჭი!


Сообщение отредактировал nukria - კვ, 29.05.2016, 16:16
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость