ბერეთელი ნუკრი - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ბერეთელი ნუკრი
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 14:15 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარავის ველოდები უკვე.
მე დავხურე მოლოდინის კარი.
აღარავის,სულს ვასვენებ - ჩემთვის!
აღარა მაქვს აღარავის ვალი.
დიახ ვალი, ცხოვრებაა ასე,
მოწყობილი, გასართობად სხვისთვის.
მე ვერ ვხვდები გავჩნი ქვეეყნად,რატომ.
და არ ვიცი მე ვარსებობ -რისთვის.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 14:16 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ დაგისიზმრო, სიფრთხილით ვბედავ, რაც ადრე მქონდა, სულ შენ წაიღე. მე მხოლოდ ის ვარ, ვისაც შენ ხედავ, რასაც იგრძნობ და რასაც გაიგებ. შიგნიდან ღვივის შენი მზის ქარვა, საღამოს ჩადგა ბოლო ქარიც კი და ახლა ვამბობ: "სრულებით არ ვარ, ჩემს სიყვარულზე რაც შენ არ იცი".
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 15:34 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწამდე მანძილს ვეღარ ზომავს მილი და ვერსი,
გადავარდნილი (ღვთის პირიდან) წაგიღო ქარმა...
ამ რუდუნებით გამოწერილ_ დილიდან ვერ სვამ_
წამლებს და ფიქრობ: ვერასოდეს გაგიგო ქალმა!..

ძმებმა_ მით უფრო... ჩაიკეტე, ჩაწექი, ჩაშრი,
ძველი იმედის საჩქეფურსაც დაუცე ნოშო.
ჩარდახში პაპის შენახული ხან წეკო აშრე,
ხან აკვლევინე სიძვის (სავსე) დიაცებს ხოში.

ხან ადექი და სხვის საფლავში ჩაწექი ნებით,
ხან სხვისი ცოდვა განიკითხე, ხან_ მადლი ირგე;
ხან ლოცვით სავსე, საუფლოსთან პასექით ები,
და ხან ავსებდი, წარბშეკრული, ჰამასის რიგებს.

მერე მოგბეზრდა ყველა დოგმა, კანონი, ჩარჩო,
ყველა ორდენი, ყველა სკიპტრა, ტახტი თუ დაფნა,
და როცა ყველა_ ბატონი თუ ბარონიც ჩარჩობს,
შენ, როგორც სითბო თეთრი ფერფლის ანტიკურ საფლავს,

მშრალ სულში ჩაგრჩა სიყვარული_ გადახნულ ფსკერზე.
მერე აიღე თავზე ხელი, აიღე ჩალმა,
და გამოუჩნდა შიშველ მიწას დახრილი ღერძი...
მერე დაღლილი ფოთოლივით წაგიღო ქარმა.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 15:36 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდის
და ისე, ისე მარტოა ღამე..."

ზაზა ბიბილაშვილი

იმაზე ვფიქრობ_
შემოდგომის იმ მთვარიან ღამეზე,
როცა უჩემობას გაყვები ცოლად...
გველივით ნელა შეგაცოცდება ახალი საქმრო,
მასავით ცივი იქნება და მომნუსხველი.

ჯერ კოჭები იგრძნობს სიცივეს, მერე_მუხლები,
მერე_თეძო აგიყვება კანკალს გულისას.
მუცელი უდაბნოს ქვიშასავით ცხელი გაქვს და,
თვალნათლივ ვხედავ:
ნებივრობს მომავალი მეტოქე ჩემი.
ორდება მერე, რათა ერთბაშად ამოუყვეს
ნეტარების წყვილ-წყვილ ბილიკებს.
მანამდე კი, ძაღლივით ერთგულ თავის ორეულს,
მთვარის ჩასვლისას პაემანს უთქვამს:
შეიყრებიან... ჰო, გულის კოვზზე...

ეგ არაფერი, ყელზე მაინც თუ ვერ შეგეხო,
ჩემი მდინარის სათავე თუ ვეღარ წაბილწა,
ალყად გადგას და მონუსხული, თვალებში უმზერ.
უკვე მისი ხარ!
მისი ხარ უკვე...
..........................................................................................................

არც ჭრიჭინები არ შეწყვეტენ ჭირვეულ ჭრიჭინს,
არც მზე დარჩება იმიერში_ მოხუცი დამა,
დაიბადება სადმე, სოფლად პატარა ბიჭი
და სხვა სცენაზე დაიწყება ცხოვრების დრამა.

სხვას დაურიგებს რეჟისორი_ცხოვრება როლებს,
იქნება წვიმა, ქარი, მზეც და იქნება თოვაც.
შენ კი გერქმევა უჩემობის ერთგული ცოლი,
და ჩემს საფლავზე ყოველ ღამით სიჩუმე მოვა.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 15:37 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ ეს ლექსი იქნება ბოლო,
მინდა და გეტყვი ასე მარტივად:
მე უშენობის ბურუსში ვცხოვრობ
და უშენობა ისე არ მტკივა,
როგორც თვალების უხორცო ვნება,
უხმო ძახილი შენი თვალების...
რა ხორცის გლეჯვა? რა ძვლებში მტვრევა?
რის უეცარი გარდაცვალება?!_
კეთრივით შეყრილ უშენო აწმყოს
მივათრევ, როგორც ტუსაღი ხუნდებს;
არც ხვალის გეგმებს ვადგენ და ვაწყობ,
რომ უშენობას მოვუწყო ბუნტი...
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 15:39 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენობაა ახლა ჩემი პატრონ-ბატონი,
მკვდარი ჩიტივით გავიტანე გული სახლიდან.
სამ ღრუბლის ბატკანს, დათვის მთისგან დაბელ-დატორილს,
კორბოულისკენ მიდენიდა ქარი,_ გაყიდდა...

ეს დილით იყო, ტყვიისფერი, ახლა, ბინდია.
წყვილმზეჩასული თვალებითაც ვხედავ ქიმერებს.
ზოგჯერ ბებერი ადიდებულ მტკვარშიც ჰკიდია
და ჩემი სიყრმის (ძველ) მეგობარს ჰქვია "დიმერა".

უღმერთობაა ჩემი ასე მარტო მიგდება,
ღამიდან სულებს გადმოიხმობს სუნი წანდილის.
ჩემს სამშობლოში გვირგვინები ისე რიგდება,
ეკლის გვირგვინიც ვერ ვიშოვე_ მქონდა წადილი_

(ეს ადრე იყო) ამეღო და მზისთვის დამედგა,
და მერე ზეცა მომეფინა მწვანე რტოებით,
ანდა_ პირიქით... უშენობის ლეგა ღამე დგას
ახლა ჩემში და მკვდრისმზისფერი განმარტოება.

გადაგორდება ეს ზაფხულიც საზამთროსავით.
ლექსად გიყვები ჩემს ცხოვრებას. მთვარე დაძველდა.
ჩემი ბავშვობის ლანდი დამდევს თეთრი ხბოსავით
და გალეშილი ქარი ანჯღრევს ღობეს საბძელთან.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 16:49 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აჰა, შენგანაც მივდივარ! მადლის წრიაპზე ვკიდივარ,
გინდივარ თუ არ გინდივარ-უკვე ვერაფერს ვერ ცვლის.
ჩემს მთებში მთაზე დიდი ვარ, შენს ბარში-ყველას "ვკიდივარ",
ჩამწყდარი ბეწვის ხიდი ვარ და დაბნეული ვერცხლი...

იცი, თვალს რატომ გარიდებ?-რომ დამივიწყო ხვალიდან.
მე გაღმა უნდა გავიდე, უნდა გავიდე აწი!
წამყვება ბევრი ვალი და კურცხალი შენი თვალიდან...
ჩემს ორღობეში რა გინდა, შენი ბილიკით გასწი.

ბოგას გასული გეტყოდი: მთელი ცხოვრება გეტრფოდი,
მთელი არსებით გეტრფოდი, ხშირი სუნთქვით და ფეთქვით.
ჩემგან სხვა რამეს ელოდი? შენი ხასხასა მდელოთი,
შენი თვალების ჩეროთი დავიბენი და... ვერ ვთქვი.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 16:58 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკანასკნელი დღე

წევს_ყინულივით ცივია ბიძა...
ღვინოს ჩალიჩობს უფხო სიმონა.
მე დახუჭული თვალებით მღვიძავს
და მენატრება უფრო სიონი,
როცა ბაგრატი აგე, აქვეა.
(უნდა შემინდო, ღმერთო, ეს ცოდვაც.)
მივყვები ეზოს ბაღ-ვენახიანს,
ამინდსაც ვამჩნევ უარესობას.
ჩამოიქცევა ამაღამ, ვიცი,
სოფლად იდარდებს ვინმე მოსავალს.
აიფუზება საფლავი ბიძის
გარეთ დარჩენილ წითელ ხბოსავით.
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 19:47 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარია, ქარია ფანჯრებთან,
აწვალებს ამ ფოთლებს- მოჰიკანებს...
შეცივდა,-საათიც გაჩერედა,
ქარებმა ზამთარი მოიყვანეს.

ცოტა ხნით უნდა შევეკედლოთ,
მაგ ქვისგულიანს და გრძელღამიანს;
-ნახირი ბაგასთან შერეკეთო,
ამაღამ- ბებია პელაგიამ.

მთებს უკვე დაჰხურა ფაფანაკი,
ხვალ სოფლებს მოწვდება, მოხატულებს.
პერანგით და მისი ამხანაგით
ბაბუ საწოლისკენ მოფრატუნებს.

ხვალ თუ ზეგ დღესასწაულია,
ბაბუა ზღაპრობს და შაირობს.
ვაი, რომ ამ დღეებს ჩაუვლია,
უჩემოდ ჩაუვლია, ვაი, რომ...
 
nukriaДата: შაბ, 28.05.2016, 20:29 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდის ზამთარი ისე მძიმედ, ისე აშკარად,
ლამის ყინვებმა შეჭირხლული მინა გამოხრან.
ვარ ლენჩი მზერით მიყინული ჩემს კენტ ფანჯარას
და ვფიქრობ შენზე: ამინდივით როდის გამოხვალ..

დამაქვს წარსულში მოპარული, შენთვის, კოცნები,
ჰა-ჰა, ახალ წელს მივატანო ე, მაგ საგზალით,
შობას ღვთისმშობელს შევაწუხებ, მერე, ლოცვებით,
რომ გზაზე შეყრილს ერთი კოცნაც აღარ დაგზარდეს...

არ შეაფეთო ეგ თვალები ვინმე ბნედიანს,
რომ არ გამხადო მურმანვით ყველას საწყევად,
არ მათქმევინო, ყველაფერი, რომ სულ ერთია,
რომ დაგლეჯილი გული აღარც დაიკაწრება.

ნოემბრის ქარი ფოთლებივით მაცლის იმედებს,
წაიღებს მერე, სადაც უნდა იქ მიაქუჩებს.
განშორებამდე ვერ გითხარი... ვერ გაგიმეტე...
დღეს ვიცლი ქულა წიწილივით შიშის ნაჭუჭებს.

შუაღამემდე ვმარჩიელობ დამზრალ მინაზე,
ძველნაცნობივით მაშტერდება მთვარე ფანჯრიდან.
პეშვის წყალივით დამეღვარა შენი სინაზე.
ადრე თუ გვიან (ხომ გითხარი!)ღმერთი დაგვსჯიდა

და მარტვილივით მარტო ვხვდები ქრისტესშობისთვეს,
შენ ჩემი მარხვა დაიბედე ნამარიობევს.
მე უშენობას წყურვილივით ვეღარ მოვითმენ!
თუ სიკვდილია, ქაჯეთს მოვკვდე! ოღონდ, ვიომებ.

ოღონდ, პირველად დამიტირონ შენმა მერცხლებმა-
ვიდრე ბერდედა დაათოვებს თოვლთმას კერიას,
ვიდრე კივილი მთებს ყინულად შეევერცხლება
დების და ვიდრე... სისულელე ჩამიდენია,

მოდი, რომ შენი გაღიმებით ჩაქრეს ცისკარი,
სანამდე ღაწვზე სინანულის ცრემლი მოწყდება,
მოდი, რომ მართლა არ ამიხდეს ბოლო სიზმარი,
მოდი და მართლა სულ ბოლოჯერ წავიოცნებოთ...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბერეთელი ნუკრი
ძებნა:

მოგესალმები Гость