კაპრიზი - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:31 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:32 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი
და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან...
დავეწაფები როგორც გიჟი, როგორც სულელი,
სუნთქვას, მონაბერს შენი თმების რხევის სიოდან.

ვიცი, მივიწყებ... ისიც ვიცი, აღარ გაბოდებს
ჩემი სახელი, გესიზმრები უფრო ხალვათად,
აღარ აძინებ ჩემი ლექსით ციცქნა დალოდებს
და გრძელ ღამეებს ჩემზე დარდის არ წნავ კალათად

და თუ იქნებ და სადღაც მაინც შემოგრჩი ფიქრად:
მკერდზე, მკლავებზე ან ბაგეზე ან თუნდაც ყელში,
გზაზე, რომელზეც განშორება ჩაგვიდგა ტიხრად
ფრთხილად იარე – ჩემი გული გიჭირავს ხელში!

ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი
და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან..
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:33 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ყველაფერი უკვე იყო. ეს გზაც, მათ შორის.
ასეთი თოვაც ნანახი გაქვს - იცი, არ დადებს -
და უკვე თითქმის არაფერი აღარ გაშორებს
აღქმულ მიწას და მით უმეტეს აღარ გადარდებს,

რომ გამოსავლის შესავლიდან ისე გაზარდე
ბოლოსიტყვამდე უდაბნო, რომ ახლაც შესასვლელს
ეძებ ვენაში, ქანაანში, როლში, აზარტში,
რეაქციაში, სამოთხეში, ხანში, ვერსალში.

ქუჩაში, თოვლში მიაბიჯებ, როგორც მამონტი,
გადაშენების პირას მყოფი, პირში იგუბებ
თებერვლის სუსხს და თვალს ადევნებ, როგორ ამოდის
ცაზე და ყელში, ერთნაირად, მთვარე დიდუბის,

მთვარე მთაწმინდის, მთვარე ვერის, მთვარე მასივის,
მთვარე ლოტკინის, მთვარე გლდანის, თანაც ჯერ ასე,
თანაც არასდროს, თანაც ნაზი, თანაც ასევე:
ზამბახი, მტკვარი და მეტეხის თეთრი ტერასა -

ეს ყველაფერი უკვე იყო.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:33 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი ტოტებში ტივტივებს, გული ჭაობზე ალდება,
ტარიელობა ტარიელს ვა, როგორ უზღაპარდება.
გმირები აღარ გმირობენ, როცა წყვდიადებს მიმოფენ,
ეშმანი აღარ ეშმობენ, როცა საყვარელს მიმოფრენ.
აპოლოგიამ დასცინა, ეშმაკნით უკვე ეშმაკებს,
ლამანჩამ გულად რაინდებს ქებით დაკორტნა შენაქე.
შესაქმე თითქოს სექსია დ ედემბაღი ორგაზმი,
ორგია ორგზის დაცემა და გამოდენა ორთა მზის.
აღარაფერი სანანი, აღარაფერი დინება,
უცნაური ცა ან ანი, ცოდნა და ზეცოდინება.
აქ ყოველივე მე მშია, სიკვდილის გეში, სიქიშე,
სინათლე და სიცხოველე და მაცხოვარის სიგიჟე.
თითქოს ურყევად ძევს მეში ძეოებრივი დიდება,
არ რამე ცხრა გზის ოსანა, ქნარზე ქებათა მიდება.
სინათლე, მხოლოდ სინათლე, კოშკები და ორქიდეა,
შეურევნელად შემემაქვს შუქ იდეაში იდეა.

z.k 06.12.2016 21:40
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:35 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგესალმები ჩემი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს,
თუმც აღარ სუნთქავ, ამ გულში ხარ... დარჩები აქვე!
მართლმადიდებელს ურწმუნონი ხშირად გდევნიდნენ,
მაგრამ ერს ახსოვს შენი ყველა კეთილი საქმე!

რა არ გიწოდეს, მოღალატედ შეგრაცხეს ლამის,
მამულიშვილთ კი ქართვლის ხსოვნა სანთლად გვინთია!
მთაწმინდამ გულზე მიგიწვინა შვილი კარგ მამის,
მტრებს რომც უნდოდეთ, შენს ერთგულ ხალხს ვერ დაითვლიან!
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:35 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე სამშობლოდან არსად წავალ და
აქ ვარსკვლავებიც მთვლიან მასპინძლად,
მოსაგები მაქვს ჩემი მარაბდა,
მოსაგები მაქვს ჩემი ასპინძა.

გარს მახვევია მოძმე ურიცხვი –
სავსეს ქართული პატიოსნებით,
თუ დავეცემი სიყვარულისთვის,
დამიტირებენ ძმები მგოსნები.

ბარში ვიყავ თუ ვაჟას ჩარგალში
მუდამ სიცოცხლის ეშხით ვთვრებოდი,
ხან ვიჭრებოდი ცეკვის დარბაზში,
ხან ლამაზმანებს ვეფერებოდი.

არ ვემეტები მოყვრებს მარცხისთვის,
აქ ვარსკვლავებიც მთვლიან მასპინძლად,
მოსაგები მაქვს ჩემი ფარცხისი,
მოსაგები მაქვს ჩემი ასპინძა.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:36 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„ ჩემი უშენობის ერთი საუკუნე “

მტკივა უშენობა , როგორც არასოდეს ,
სულში ათასგვარი სივრცის ფიქრებია ,
სანამ ფანტელები გრძნობებს გაადნობდეს,
წმინდა კელაპტრები შენით ინთებიან !

ვდგავარ მოაჯირთან – კაშნე, ცილინდრი და
წლებით გახუნებულ პალტოს ვუფრთხილდები,
ფიქრი? ერთადერთი! ან სხვამ ვინ იცის და...
ერთად განვლილ დღეებს, წარსულს ვუკვირდები... !

ვეძებ შეცდომებს და იმ ჩემს დანაშაულს,
რამაც უშენობა წყევლად მომისაჯა,
ხიდზე გაჭირვებულს მივცემ ბოლო შაურს,
კეთილ–საქმეებზე ფიქრი მომიმრავლდა..
.
თავი ავწიე და ასფალტს მივუყვები,
ირგვლივ ირევიან მოქალაქეები,
მე კი იმ ერთადერთ საფლავს მივუწვები,
სადაც არ სჭირდებათ მოსამართლეები...

რადგან განაჩენი უკვე ცნობილია
მძიმე ჩაქუჩით, რომ დაადასტურებენ,
და მეც თუ სიკვდილი მალე მომიწია,
იმ ჩემს შემთხვევასაც დაასაბუთებენ...

თუმცა ცხოვრებაში განა ერთხელ კვდები,
კაცი ზოგჯერ სუსტი, მეტად ძლიერია...
ღამით ზეციერს, თუ რამეს ევედრები,
ისიც გაიხსენე, ვიღაც მშიერია ... !

მე კი დავიკარგე იმ ცივ მონაკვეთში,
ხიდის ბოლოსა და ქუჩის დასაწყისში,
აზრზე მოვედი და ზეცას მივაშტერდი,
მაინც შენ ტრიალებ ყველა ჩანაფიქრში...

რაა ცხოვრება და ბედის ირონია?!
წამიც წამია და ზოგჯერ საუკუნე...
გუშინ დაგკარგე და უკვე გასულია,
ჩემი უშენობის ერთი საუკუნე!

დათო ფხაკაძე
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:37 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ხანია, შენი ხმა
აღარ გამოგონია.
რა ხანია, არ მითქვამს -
მენატრები ძლიერ.
ვაყურადებ ტელეფონს,
დამირეკავ, მგონია...
სულ ამაოდ მჯეროდა,
რომ მოლოდინს ვძლიე.

თვალს ვადევნებ სარკმლიდან,
აცეკვებულ ფანტელებს,
ვიცი, ახლა ეს თოვა
შენც აგირევს ფიქრებს.
ვიცი, ზოგჯერ ჩემი ხმა
შენს ღამეებს ათენებს,
იქნებ მაგ ხმას გამოჰყვე,
გამახარო იქნებ.

თოვს...ცის თაღი ფანტელებს
ძირს მოჰქონდეთ თითქოს,
ნაძვის ტოტზე ქანაობს
მარტოხელა ჩიტი...
მომენატრე, შენს ნახვას
გული ჩუმად ითხოვს,
ამ ღელვას და ფორიაქს
გავუმკლავდე რითი ?

/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:37 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა შეხება მახსოვს,
ყველა ნამდვილი წამი,
წამებსაც ისევ ახსოვს
ღია სამოთხის კარი.

მახსოვს შეხვედრა ჩვენი,
ამბორი ხელის ზურგზე,
თითქოს პეპელებმა ფრთებით
გადაიფრინეს გულზე.

მახსოვს ალერსი... ლტოლვა,
ხვევნა... სურნელი კანის,
შენი თითების თრთოლა
და შესაკრავი კაბის.

გზა მახსოვს შორი... გრძელი,
თავის დადება მხარზე,
ხელით გათბობა ხელის,
სავსე სიჩუმე გზაზე.

ბოლო შეხებაც მახსოვს,
ვნება... სიმძაფრე ტკბილი,
შიში - დარჩენის მარტო,
ღამე... წვეთები წვიმის.

მახსოვს ფიქრების გროვა,
დილის მისწრება სულზე,
ფეხის წვერებზე დგომა
და კოცნა კარის ზღურბლზე.

ყველა შეხება მახსოვს,
ყველა ნამდვილი წამი.

/ნინო ალადაშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:38 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ვდგავარ სანაპიროს,
სადაც ერთხელ ვიდექ ოცის...
ავი რომ არ დავაპირო,
ქარი მცემს და წვიმა მკოცნის...
იზა ორჯონიკიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость