პოეტი პოეტიშვილი - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:43 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გაგიცნობს რეზო ნანსი,
არ გაკლია რეზონანსი.
მეფე ხარ და ა ,სპა რეზო.
გზა მიეცი ასპარეზო.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:43 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო გორები და მთა გავები,
მაუსით ჩემი დამთაგავები.
არიან სხვისი დამთაგვავები

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:51 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რად გინდა ფსოუ ან ლიახვი,გეყოს რუსს ობი,
რომ ვიყო რუსი შემრცხვებოდა ჩემი რუსობის.
დედა სამშობლო,ქართლის დედას თვალს ვერ გისწორებს,
ამის შემყურე მაკნატუნა თავს ვერ იწონებს,-
ერმიტაჟის წინ თავს მოიკლავ ვიცი ნეველო
და პეტრე დიდი თავს დაიხრჩობ ახლა ნევაში.
მოლიანთვალით ვეღარაფრით ვიცინე ველო,
ცრემლებს ვისხამდი რექვიემულს ვაგლახ ვენაში.
თვალებით ვერ ვცლი ტკივილების გულსოფობიანს,
ბაიკალი გაქვთ,რად გსურთ სხვისი ქვეყნის რიწები.
მე არ ვქადაგებ ქართველებში რუსოფობიას,
ჯობია მშვიდად დაგვიბრუნოთ ჩვენი მიწები.
რომ თეთრი დათვი მშვიდობის ერს ომით მოკუპრავს,
მთელი მსოფლიო ტოლსტოის ერს გარქმევს ოკუპანტს.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:55 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უნდა უთხრა No-კუპატს,
მაგრამ არა ოკუპანტს.
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:56 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა

ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხ;ზე უმხურვალესო.
დღეთა სინაზესედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!

გალაკტიონი
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 18:59 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყეს ეძებდა გელა თელის...
მეფეს ტახტი მონას ტერი?!
ბედი არ მაქვს გელათელის,
მთელ წელს ვნახო მონასტერი .

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 19:06 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
1) "რა ვქნა,რომ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არის"

2)"უთუოდ ჰქონდა ბუასილი ფაუსტის ავტორს "

3)"საქართველოს ბედს მხოლოდ ცხენით თუ დაეწევი"

4)"გული უდაბნოა,სული ოაზისი"

5)" ელვის ბილიკზე მიდის ფეხები"

6)"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი"

7)"ჰაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში,ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს"

8)"საქართველოში ქართველობას არ ვიხვეწები"

9)"არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!"

10)"სარზე მამალმა ხმა ჩაიწმინდა მზე გადაყლაპა თოხლო კვერცხივით"
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:20 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,
სახლებზე ადის ფერადი ბოლი
და კიბეებზე,ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი.
ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები.
გზებზე ქარივით მოქარავანე,
და აიმართნენ,ვით ჟირაფები,
მთა არსენალის და მთა სავანე.
სიონი ჩემი ნათელს დამათოვს,
მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას,
ათოვს ხიდებს,ათოვს მადათოვს,
ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ,ვისაც ქერა
სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით
და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.
შემდეგ არაა არსად ახალი,
ცა-ოკეანე,მთვარე-ნაფოტი,
თბილისი ჩემთვის არის მაღალი
გილიოტინა და ეშაფოტი.
ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმა,
მადონას გწვავდეს მზე უვედრები,
და განიცადო ასეთი ჯვარცმა:
უბედურება,რღვევა,ცხედრები,
დახავსებული კარებით შევლა,
სად ყვავილების ჩუმია შფოთი,
და განიცადო ასეთი წყევლა:
გილიოტინა და ეშაფოტი.
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:25 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წერეთელმა ლექსები ლამის ააცანგალა,
ჩემი ლექსიც უფალო,ალბათ გააცან გალას.
ცაზე მთვარე ნამგალა,ოქრომჭედლის ანგალა.
რას დავწერდი რომ არა-შოთა,ვაჟა ან გალა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 20.09.2017, 20:26 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წერეთელმა ლექსები ლამის ააცანგალა,
ჩემი ლექსიც უფალო,ალბათ გააცან გალას.
ცაზე მთვარე ნამგალა,ოქრომჭედლის ანგალა.
რას დავწერდი რომ არა-შოთა,ვაჟა ან გალა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость