პოეტი პოეტიშვილი - Page 32 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 22:11 | Сообщение # 311
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვინო რომ ხარ იცოდე,
მე ვარ ღვინის ალკაში.
შენით უნდა ვიწვოდე
პოეზიის ალყაში.

უდაბნოში სილაზე
ვტოვებ ლექსის ჩეროებს,
რითმით შექმნილ ვილაზე
ლექსებს ვატან წეროებს.

ამოკერილ ჯიბეებს
მომაგონებს შარვალი,
ვითვლი სხივთა კიბეებს
მიყვარს შენი ვარვარი.

სიყვარული მაგემე
ტანჯვა ხურე ბადიმით,
ამიტოკდა ბაგე მე
თვალს აქვს ცრემლის ნადიმი.

გაზაფხულის მომწონდა
მარტის მერე ორი თვე
და აპრილი მოწმობდა
მაისობდი შორითვე.

ძილი უყვარს ბარიბალს
ზამთარს თათი ლოკა და
დავამარცხებ ჰანიბალს
მომხსენ ოღონდ ბლოკადა.

ლანდი მალე გაქრება
ოღონდ შენი არილით
სიყვარული არ ქრება
როგორც ზღვაში მარილი.

თითქოს მართლა მესმოდეს
როცა ციდან ექობს მზე
მინდა სხივად მესმოდე
ჩემი გულის ბექობზე.

მუზა რომ ხარ იცოდე
მე ვარ ლექსის ალკაში
შენით უნდა ვიწვოდე
პოეზიის ალყაში.

/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 22:19 | Сообщение # 312
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ ჩრდილები დევებისას გვანან თავებს.
მზის სხივები დღე კარნავალს გამართავენ.
დნება გული.
დნება ღამე .
დნება მთვარე .
შენ სიყვარულს , ვით ჩირაღდანს , დავატარებ.
მე გისურვებ ღვთის კურთხევას ,
მზიაან დარებს .
სიხარულის ნაპერწკალი მაგ შენ თვალებს !
თბება გული .
დნება ღამე .
დნება მთვარე .
მეც სიცოცხლეს სიყვარულში გავათავებ

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 18:09 | Сообщение # 313
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ იყო ბევრი ტატიანა,
სვეტა, გალია, სანატაშე.
ზოგმაც ზღაპარი ატიტანა
ელჩს რა უთხარით ან ატაშეს.

ფიქრობთ დრეზინას აყვა რელსი?
რუსულ ოცნებებს აქით გიშლით.
ყველას გყოლიათ საყვარელი,
რუსი გენერლის ქალიშვილი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 18:24 | Сообщение # 314
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ აიას- ამ აიას- ამ აიას-
ცეკვა უნდა სტრიქონებზე სამაიას.
მე აგიგებ პოეზიის მაია კოშკს
რადგამ შენთვის არ ეცალა მაიაკოვსკს.

ავაგე სულ სხვა ხარაჩო ხელით.
ფეხზე გეკიდა კინტო ნაცია,
თეთრ ლექსებს არ წერს ყარაჩოხელი
შევცვალე ლექსის ინტონაცია .

ბედს ხელისგულზე როგორ მკითხაობს,
ხან მაჭანკალობს ჭიამაია.
განტევების ჟამს გოგო კი თხაობს,
ახარებს თავის ჭიას, მაია.

/პოეტ პოეტიშვილი/

აიამ-მაია
 
nukriaДата: ორ, 09.10.2017, 22:43 | Сообщение # 315
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა უსიტყვო ნაღველს მალავს სული ჩემი მეუფესულსაც აწვიმს როგორც ქალაქს ანდა მის გარეუბნებსაწვიმს მიწას და სახურავს და შრიალით ავივსესევდა სულში ჩასახული უკრავს წვიმის კლავიშზეცხოვრობს სულით ეს ობლობა ჩუმი წვიმის მეზობლად სულში ჩაჯდა ვით ობობა სევდის უმიზეზობადა მით უფრო არის მძაფრი უმიზეზო ნაღველი არსაიდან რომ არაფრით არის ნაკარნახევი
 
nukriaДата: ორ, 09.10.2017, 23:06 | Сообщение # 316
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიღაც სხვა ,
უცხო , სხვა მიყურებს სარკიდან.
ნეტავ , და..
რას ფიქრობს?- გაიგო , არ გინდა!?
ჩემ ფიქრებს ამრუდებს.-
არ მჯერა ამ სარკის!
ჯანდაბას ყველა სხვა!
ჯანდაბას ასაკი!
დავამსხვრევ!- რას იტყვით?-
ზედმეტი ბარგია .
სულს გავაპრიალებ! -
ისიც ხომ სარკეა?!

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: ორ, 09.10.2017, 23:07 | Сообщение # 317
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამავიწყდა რა დრო არის.
არც დღე ვიცი , არც საათი .
თქვენთან მინდა საუბარი,
ანუ - ტკბილი მასლაათი:
- ეს ცხოვრება როგორია?
კარგია , თუ ვერაგია?
- ზოგისათვის შავ-თეთრია ,
ზოგისათვის ფერადია .
.. და იქ უფრო ფერადია ,
სადაც სხვები ვერ ადიან.
დრო კი მიდის .
ჩვენ არ გვიცდის .
მიდის ..
მიდის ...
წინ , აფრებით.
იცვლებიან თაობები.
უკან რჩება წინაპრები .
სანამ ამ ხორცს ჭაპანწყვეტით
სამარემდე მივათრევდი,
თქვენთან ერთად , არაერთგზის,
მზის ამოსვლას ვინატრებდი.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: ორ, 09.10.2017, 23:15 | Сообщение # 318
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მათთვის სიმპატიას მე ვერ ვიმეტებდი,
ცირკთან შუაღამეს დგანან მინეტები.

რა ჩემი საქმეა , მოვედ- მივედები .
მათაც თავისი ყავთ , ალბათ , კლიენტები .

საყურეებით და თმებით - პარიკებით
სოდომ- გომორისთვის მიჰყავთ გარიგებით .

დილა აბათილებს ღამის აპათიებს.
რამ გამარითმინა.- ღმერთო მაპატიე!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: ორ, 09.10.2017, 23:37 | Сообщение # 319
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს დედამიწა წვიმის მსმელია .
დიდხანს ნატრობდნენ წვიმას , მსმენია .
და ყველაფერი ახლა სველია.-
მწყურვალისათვის ეს საშველია .

დარბილებულა მიწა ხრიოკი
და წვიმისაგან წყურვილს იოკებს
ვაღვიძებ ახლა ჩემში დიოგენს.
რაიმე სურვილს მეც დავიოკებ-
დავდივარ.
ვეძებ.
ვიღლი იოგებს.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 10.10.2017, 00:20 | Сообщение # 320
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეზიას დარგად ვმკიდი
მოხდა ორი სასწაული
შენი საქმე კარგად მიდის,
ჩემი საქმე წასულია.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость